შესაძლებელია რწმენით განკურნება?
შესაძლებელია რწმენით განკურნება?
ავადმყოფობის დროს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ განიკურნონ და შვება იგრძნონ. შესაძლოა, ბიბლიაში წაგიკითხავთ, რომ იესო ქრისტემ განკურნა სხვადასხვა დაავადებით გატანჯული ბევრი ადამიანი. რა ძალით ხდებოდა ასეთი განკურნებები? ‘ღვთის ძალით’, — ნათქვამია ბიბლიაში (ლუკა 9:42, 43, აქ; საქმეები 19:11, 12). მაშასადამე, ადამიანები ღვთის სულიწმიდით იკურნებოდნენ და არა უბრალოდ საკუთარი რწმენით (საქმეები 28:7—9). სწორედ ამიტომ, იესო ავადმყოფებისგან არ მოითხოვდა, რომ განსაკურნებლად მისდამი გამოევლინათ რწმენა.
შეიძლება დაინტერესდეთ: „მხოლოდ წარსულში იკურნებოდა სასწაულებრივად ხალხი თუ ჩვენც შეგვიძლია მოველოდეთ ისეთ განკურნებებს, როგორსაც იესო ახდენდა? რა იმედი არსებობს მათთვის, ვისაც მტანჯველი ან განუკურნებელი დაავადება აქვს?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვას ძალით კვლავ მოხდება ისეთი სასწაულებრივი განკურნებები, როგორსაც იესო ახდენდა დედამიწაზე ყოფნისას. თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით აგიხსნიან, როგორ და როდის მოსპობს ღმერთი ყველანაირ დაავადებას და, აგრეთვე, სიკვდილს, რის გაკეთებასაც ვერასდროს შეძლებს ვერც ერთი რწმენით მკურნალი. დიახ, ღმერთი „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ“ (ესაია 25:8, სსგ).