დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს
დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს
სიკვდილის წინა საღამოს იესო ქრისტემ უფუარი პური და ღვინით სავსე სასმისი გადააწოდა თავის მოციქულებს და უთხრა, რომ ეჭამათ პური და შეესვათ წითელი ღვინო. ამასთან, მოციქულებს მან შემდეგი მითითება მისცა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19).
წელს ეს საღამო 4 აპრილს, კვირას, მზის ჩასვლის შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში შევიკრიბებით, რათა გახსენების საღამო იესოს მითითებისამებრ აღვნიშნოთ. თქვენც მთელი გულით გიწვევთ. შეგიძლიათ ადგილობრივ მოწმეებთან დააზუსტოთ ამ განსაკუთრებული შეხვედრის აღნიშვნის დრო და ადგილი.