ღვთის სულზე მინდობით შეხვდით ცხოვრებისეულ ცვლილებებს
ღვთის სულზე მინდობით შეხვდით ცხოვრებისეულ ცვლილებებს
„ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად“ (2 ტიმოთე 2:15, აქ).
1. რა ცვლილებები უქმნის საფრთხეს ჩვენს სულიერ კეთილდღეობას?
ქვეყნიერება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დღითი დღე იცვლება. მეცნიერება და ტექნიკა პროგრესულად ვითარდება, მაგრამ, ამავდროულად, ეცემა ზნეობრივი ნორმები. როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, ქრისტიანები წინ უნდა აღუდგნენ ქვეყნიერების სულს, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს. რამდენადაც ქვეყნიერება იცვლება, ჩვენც ბევრ ცვლილებას განვიცდით. ბავშვობის ასაკიდან გამოვდივართ და სრულწლოვანები ვხდებით. შეიძლება გავმდიდრდეთ ან გავღარიბდეთ, შეგვერყეს ჯანმრთელობა და ხელიდან გამოგვეცალონ საყვარელი ადამიანები. ბევრი ასეთი ცვლილება ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება და მათ გამო შეიძლება ახალი და სერიოზული საფრთხე შეექმნას ჩვენს სულიერ კეთილდღეობას.
2. რა ცვლილებები განიცადა დავითმა ცხოვრებაში?
2 ტიმოთე 2:15, აქ). თუმცა ჩვენი მდგომარეობა განსხვავდება დავითის მდგომარეობისგან, მისგან ვსწავლობთ, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს. დავითის მაგალითი დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეგვიძლია ყოველთვის ღვთის სულის დახმარებით შევხვდეთ ცხოვრებისეულ ცვლილებებს.
2 ძალიან ცოტას თუ განუცდია ცხოვრებაში ისეთი რადიკალური ცვლილებები, როგორც ეს დავითის, იესეს ძის, შემთხვევაში მოხდა. დავითი ჩვეულებრივი და ბევრისთვის უცნობი ახალგაზრდა მწყემსი იყო, რომელმაც სრულიად მოულოდნელად ეროვნული გმირის სახელი მოიპოვა. მოგვიანებით დავითს გაქცევა მოუწია შურიანი მეფისგან, რომელიც მასზე როგორც გარეულ მხეცზე, ისე ნადირობდა. ამის შემდეგ ის მეფე და დამპყრობელი გახდა. სერიოზული ცოდვის ჩადენის შედეგად დავითმა ბევრი ტანჯვა გადაიტანა. მის ოჯახში უბედურება დატრიალდა და განხეთქილება მოხდა. დავითმა სიმდიდრე მოიპოვა, ხანში შევიდა და სიბერით გამოწვეული უძლურება გამოსცადა. უამრავი ცვლილების მიუხედავად, მთელი ცხოვრების მანძილზე დავითი იეჰოვასა და მის სულზე ამყარებდა იმედს. ის ყველანაირად ცდილობდა, რომ ‘მოსაწონად წარედგინა ღვთისთვის’ საკუთარი თავი (დავითის თავმდაბლობა — შესანიშნავი მაგალითი
3, 4. როგორ გახდა დავითი, შეუმჩნეველი ახალგაზრდა მწყემსი, საქვეყნოდ ცნობილი?
3 სიყმაწვილეში დავითი საკუთარ ოჯახშიც კი არ იყო გამორჩეული. როდესაც წინასწარმეტყველი სამუელი ბეთლემში ჩავიდა, დავითის მამამ მას თავისი შვიდი ვაჟი წარუდგინა. დავითი, ყველაზე უმცროსი ვაჟი, ცხვრის ფარის სამეთვალყურეოდ დატოვეს. მაგრამ ისრაელის მომავალ მეფედ იეჰოვას დავითი ჰყავდა ამორჩეული. დავითს მინდვრიდან მოუხმეს. ბიბლია მოგვითხრობს, თუ რა მოხდა შემდეგ: „აიღო სამუელმა ზეთი რქით და სცხო მას მის ძმებს შორის. და ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს“ (1 მეფეთა 16:12, 13). დავითი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ღვთის სულზე იყო დანდობილი.
4 მალე ეს ახალგაზრდა საქვეყნოდ ცნობილი უნდა გამხდარიყო. მას მეფის მომსახურება და მისთვის ქნარზე დაკვრა დაევალა. დავითმა სიცოცხლეს გამოასალმა მეომარი გოლიათი, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ თვით გამოცდილ ისრაელ მეომრებსაც კი ეშინოდათ მასთან შებრძოლება. დავითი ლაშქრის მეთაურად დანიშნეს და მან დაამარცხა ფილისტიმელები. ხალხს უყვარდა იგი და სიმღერებში ხოტბას ასხამდნენ. უფრო ადრე მეფე საულის ერთმა მრჩეველმა ახალგაზრდა დავითი არა მხოლოდ ‘ქნარზე დამკვრელად’ მოიხსენია, არამედ ‘ქველ, მამაც, სიტყვაგონიერ და ლამაზ’ კაცად აღწერა (1 მეფეთა 16:18; 17:23, 24, 45—51; 18:5—7).
5. რის გამო შეიძლებოდა დავითი ქედმაღალი გამხდარიყო და საიდან ვიცით, რომ ის არ გახდა ასეთი?
5 დიდება, სასიამოვნო გარეგნობა, ახალგაზრდული ასაკი, მჭევრმეტყველება, მუსიკალური ნიჭი, სამხედრო ოსტატობა, ღვთის კეთილგანწყობილება — დავითს ჰქონდა ეს ყოველივე. ამას დავითი შეიძლება ქედმაღალი გაეხადა, მაგრამ მისი არც ერთი უნარი თუ დამახასიათებელი ნიშან-თვისება არ გამხდარა ამის მიზეზი. ყურადღება მიაქციეთ, რა უპასუხა დავითმა მეფე საულს, რომელმაც თავისი ქალიშვილი ცოლად შესთავაზა. დავითმა ნამდვილი თავმდაბლობა გამოავლინა და თქვა: „ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“ (1 მეფეთა 18:18). ერთმა სწავლულმა ამ მუხლს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ამ სიტყვებით დავითმა თქვა, რომ არც პირადი ღირსებები, არც მდგომარეობა თუ წარმომავლობა არ აძლევდა იმის საფუძველს, რომ მეფის სიძედ გახდომაზე რაიმე პრეტენზია ჰქონოდა“.
6. რატომ უნდა განვივითაროთ თავმდაბლობა?
6 დავითის თავმდაბლობის მიზეზი ის იყო, რომ იგი ფსალმუნები 143:3). დავითმა ისიც იცოდა, რომ სახელგანთქმულობა, რომლითაც ის სარგებლობდა, მხოლოდ იეჰოვას მიერ გამოვლენილი თავმდაბლობის შედეგი იყო; იეჰოვა თავს იმდაბლებდა, რათა ეზრუნა დავითზე, დახმარება აღმოეჩინა და მფარველობა გაეწია მისთვის (ფსალმუნები 17:36). რა კარგი გაკვეთილია ჩვენთვის! არასოდეს უნდა გავხდეთ ამაყები ჩვენი უნარის, მიღწევებისა და თეოკრატიული დანიშნულებების გამო. „რა გაქვს, რაც არ მიგიღია? — დაწერა პავლე მოციქულმა. — ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს“ (1 კორინთელთა 4:7). იმისათვის, რომ ღვთის სულიწმიდა გვქონდეს და მისი კეთილგანწყობილება მოვიპოვოთ, უნდა განვივითაროთ და ყოველთვის გამოვავლინოთ თავმდაბლობა (იაკობი 4:6).
იეჰოვას ნებისმიერ საკითხში არასრულყოფილ ადამიანებზე გაცილებით მაღლა მდგომ პიროვნებად აღიარებდა. დავითი გაოცებული იყო, რომ ღმერთი ადამიანებს ყურადღებას აქცევდა („შურს ნუ იძიებთ“
7. როგორ მიეცა დავითს მეფე საულის მოკვლის შესაძლებლობა?
7 დავითი სახელგანთქმულობას არ გაუამაყებია, მაგრამ მისი დიდებულების გამო შურმა შეიპყრო მეფე საული, რომელსაც დაკარგული ჰქონდა ღვთის სული. დავითს ცუდი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ გაქცევით უშველა თავს და თავშესაფარი მიუვალ ადგილას ჰპოვა. ერთხელ მეფე საული, როდესაც გააფთრებით ეძებდა დავითს, გამოქვაბულში შევიდა. მან არ იცოდა, რომ იქ დავითი და მისი მომხრეები იმალებოდნენ. დავითის მომხრეებმა მოუწოდეს მას, არ გაეშვა ეს შესაძლებლობა ხელიდან, რადგან, მათი აზრით, ღმერთმა ჩაუგდო ხელში მოსაკლავად საული. წარმოიდგინეთ, რომ ჩაბნელებულ გამოქვაბულში ისინი დავითს ჩასჩურჩულებენ: „აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა: ‘აჰა, ხელთ მოგცემ შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოს’“ (1 მეფეთა 24:3—7).
8. რატომ შეიკავა დავითმა თავი შურისძიებისგან?
8 დავითმა უარი თქვა საულისთვის ზიანის მიყენებაზე. რწმენისა და მოთმინების გამოვლენით მან ამ საკითხის გადაჭრა იეჰოვას მიანდო. როცა საული გამოქვაბულიდან გავიდა, დავითმა მას გასძახა: „უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემს გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ“ (1 მეფეთა 24:13). თუმცა დავითი ხედავდა, რომ საული უსამართლოდ ექცეოდა, არც შური იძია მასზე და არც სიტყვიერად შეურაცხყო. სხვა რამდენიმე შემთხვევის დროსაც, ნაცვლად იმისა, რომ თავად მოეგვარებინა ესა თუ ის საკითხი, დავითმა მათი გადაჭრა იეჰოვას მიანდო (1 მეფეთა 25:32—34; 26:10, 11).
9. რატომ არ უნდა მივუზღოთ სამაგიერო მათ, რომლებიც გვეწინააღმდეგებიან ან გვავიწროებენ?
9 დავითის მსგავსად, შეიძლება თქვენც ხართ რთულ სიტუაციებში. შესაძლოა წინააღმდეგობას გიწევენ ან გავიწროებენ თანაკლასელები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები თუ სხვები, რომლებიც არ იზიარებენ თქვენს რწმენას. ნუ მიუზღავთ მათ 1 პეტრე 3:1). ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ხედავს თქვენს სიტუაციას და თავის დროზე გარკვეულ ზომებს მიიღებს მის გამოსასწორებლად. პავლე მოციქულმა დაწერა: «შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი“» (რომაელთა 12:19).
სამაგიეროს. დაელოდეთ იეჰოვას და თხოვეთ დასახმარებლად სულიწმიდა. შეიძლება ასეთ ურწმუნო ადამიანებზე დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენმა კარგმა საქციელმა და ისინიც გახდნენ მორწმუნეები („მოისმინეთ შეგონება“
10. როგორ შესცოდა დავითმა და როგორ ცდილობდა ის ცოდვის დაფარვას?
10 გავიდა წლები და დავითი ყველასთვის საყვარელი და სახელგანთქმული მეფე გახდა. მისი ცხოვრება ღვთისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. დავითმა სახელი გაითქვა შესანიშნავი ფსალმუნებითაც, რომლებიც იეჰოვას განსადიდებლად დაწერა. ეს ყოველივე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა დავითზე, რომ არასდროს ჩაიდენდა სერიოზულ ცოდვას. მაგრამ მან შესცოდა. ერთხელ მეფემ თავისი სასახლის ბანიდან ძალიან ლამაზი მობანავე ქალი დაინახა. დავითმა მისი ვინაობა გამოიკითხა; გაიგო, რომ მას ბათ-შებაყი ერქვა და მისი ქმარი იყო ურია, რომელიც იმ პერიოდში ბრძოლის ველზე იმყოფებოდა. შემდეგ დავითმა სასახლეში მოაყვანინა ქალი მსახურებს და მასთან სქესობრივი ურთიერთობა დაამყარა. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ ბათ-შებაყი დაფეხმძიმდა. რამხელა სკანდალი მოჰყვებოდა ამ ამბის გამჟღავნებას! მოსეს რჯულის თანახმად, მრუშობა ძალიან დიდი ცოდვა იყო. როგორც ჩანს, დავითი ფიქრობდა, რომ შეძლებდა ცოდვის დაფარვას. ამიტომ მან ბრძოლის ველზე გაგზავნა წერილი ურიას იერუსალიმში დაბრუნების თაობაზე. დავითი იმედოვნებდა, რომ ურია ღამეს ბათ-შებაყთან გაატარებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა დავითმა ურია კვლავ ომში გაგზავნა და ჯარის მეთაურთან, იოაბთან, წერილი გაატანა. მან წერილში აღნიშნა, რომ ურია დაეყენებინათ იმ ადგილას, სადაც სასტიკი ბრძოლა იქნებოდა გაჩაღებული, რის შედეგადაც ის დაიღუპებოდა. იოაბმა შეასრულა მეფის ბრძანება და ურია მოკლეს. მას შემდეგ, რაც ისრაელში მიღებული წეს-ჩვეულებისამებრ ბათ-შებაყმა გამოიგლოვა თავისი ქმარი, დავითმა ის ცოლად მოიყვანა (2 მეფეთა 11:1—27).
11. რა ამბავი მოუთხრო ნათანმა დავითს და როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე მას?
11 დავითის მიერ შემუშავებული გეგმა, ერთი შეხედვით, განხორციელდა, მაგრამ მას უნდა სცოდნოდა, რომ იეჰოვას წინაშე ყველაფერი გაშიშვლებული იყო (ებრაელთა 4:13). გავიდა თვეები და ბავშვი დაიბადა. მოგვიანებით, ღვთის მითითების თანახმად, ნათან წინასწარმეტყველი მივიდა დავითთან. წინასწარმეტყველმა მეფეს მოუთხრო ამბავი მდიდარი კაცის შესახებ, რომელსაც უამრავი ცხვარი ჰყავდა, მაგრამ არაფრის მქონე ღარიბი კაცის ერთადერთი საყვარელი ბატკანი წამოიყვანა და დაკლა. ამ ამბავმა დავითი აღაშფოთა და მასში სამართლიანობა გააღვიძა, მაგრამ აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ამაში ფარული მნიშვნელობა იყო ჩადებული. დავითმა სასწრაფოდ გამოუტანა მსჯავრი ამ მდიდარ კაცს. განრისხებულმა დავითმა ნათანს უთხრა: „სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!“ (2 მეფეთა 12:1—6).
12. რა მსჯავრი გამოუტანა იეჰოვამ დავითს?
12 „შენა ხარ ის კაცი“, — უთხრა წინასწარმეტყველმა მეფეს. დავითმა საკუთარ თავს გამოუტანა მსჯავრი. რასაკვირველია, ამის გაგებისთანავე დავითის 2 მეფეთა 12:7—12).
რისხვა სირცხვილის გრძნობამ და ღრმა მწუხარებამ შეცვალა. თავზარდაცემული დავითი უსმენდა ნათანს, როდესაც ის იეჰოვას გარდაუვალ განაჩენს ამცნობდა. ეს არ იყო სანუგეშო სიტყვები. დავითმა უგულებელყო იეჰოვას სიტყვა და ბოროტება ჩაიდინა. მან ხომ მტრის მახვილით გამოასალმა ურია სიცოცხლეს? ამიტომ მახვილი არ მოშორდებოდა მის სახლს. განა ფარულად არ მოიყვანა მან ურიას ცოლი? მსგავსი უბედურება დაატყდებოდა მას თავს, მაგრამ ეს გაუხმაურებლად კი არა, ყველას წინაშე მოხდებოდა (13. როგორი რეაგირება მოახდინა დავითმა იეჰოვას შეგონებაზე?
13 დავითი ღირსეულად მოიქცა და არ უარყო თავისი დანაშაული. ის არ განრისხდა წინასწარმეტყველ ნათანზე, არც სხვებს გადააბრალა ჩადენილი ბოროტმოქმედება და არც თავის გამართლება დაიწყო. როდესაც დავითმა თვალი გაუსწორა ჩადენილ ცოდვას, აღიარა დანაშაული და თქვა: „შევცოდე უფალს“ (2 მეფეთა 12:13). 50-ე ფსალმუნიდან ჩანს, რამდენად დიდ ტკივილს გრძნობდა დავითი ჩადენილი დანაშაულის გამო და რამდენად გულწრფელად ინანიებდა. ის იეჰოვას ევედრებოდა: „ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს“. მას სჯეროდა, რომ იეჰოვა თავისი მოწყალებით არ უკუაგდებდა ჩადენილი ცოდვის გამო ‘მოდრეკილ და მორჩილ გულს’ (ფსალმუნები 50:13, 19). დავითი განაგრძობდა იეჰოვას სულზე მინდობას. თუმცა იეჰოვას არ დაუცვია დავითი ჩადენილი ცოდვის მწარე შედეგებისგან, მან დანაშაული აპატია.
14. როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ იეჰოვას შეგონებაზე?
14 თითოეული არასრულყოფილი ვართ და ყველანი ვცოდავთ (რომაელთა 3:23). შესაძლებელია, დავითის მსგავსად, სერიოზული ცოდვა ჩვენც ჩავიდინოთ. ისევე როგორც მოსიყვარულე მამა შეაგონებს თავის შვილებს, იეჰოვაც უსწორებს ნაბიჯებს მათ, რომელთაც სურთ მისი მსახურება. მიუხედავად იმისა, რომ შეგონება სასარგებლოა, ადვილი არ არის მისი მიღება. დროდადრო ის „მწუხარებასაც“ იწვევს (ებრაელთა 12:6, 11). მაგრამ, თუ ‘ვისმენთ შეგონებას’, ვურიგდებით იეჰოვას (იგავები 8:33, სსგ). იმისათვის, რომ იეჰოვას სულის მოქმედების შედეგად კვლავაც მივიღოთ კურთხევები, უნდა გამოვსწორდეთ და შევეცადოთ, ღვთის მოსაწონები გავხდეთ.
‘არ მიენდოთ მაცდურ სიმდიდრეს’
15. ა) როგორ იყენებს ზოგი თავის სიმდიდრეს? ბ) როგორ ეწადა დავითს თავისი სიმდიდრის გამოყენება?
15 არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დავითი წარმოშობით წარჩინებული ან მდიდარი ოჯახის შვილი იყო. მაგრამ დავითმა თავისი მეფობის პერიოდში დიდძალი სიმდიდრე მოიპოვა. როგორც ცნობილია, ბევრი აგროვებს სიმდიდრეს, სიხარბის გამო სულ უფრო მეტის შეძენას ცდილობს ან ფულს მხოლოდ ეგოისტური მიზნებისთვის ხარჯავს. სხვები ფულს საკუთარი თავის განსადიდებლად იყენებენ (მათე 6:2). დავითმა კი თავისი სიმდიდრე სულ სხვაგვარად გამოიყენა. ის მთელი გულით ცდილობდა იეჰოვასთვის პატივის მიგებას. დავითმა ნათანს თავისი ძლიერი სურვილის შესახებ აცნობა: მას უნდოდა იეჰოვასთვის ტაძრის აშენება, რათა იქ დადებულიყო შეთანხმების კიდობანი, რომელიც იმ პერიოდში კარავში, ‘სავანის ქვეშ იყო’. იეჰოვამ მოიწონა დავითის ჩანაფიქრი, მაგრამ ნათანის მეშვეობით უთხრა, რომ ტაძარს მისი ვაჟი, სოლომონი, ააშენებდა (2 მეფეთა 7:1, 2, 12, 13).
16. რა სამზადისს შეუდგა დავითი ტაძრის ასაშენებლად?
* (1 ნეშტთა 22:14; 29:3, 4). დავითს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით კი არ გაუღია ასე გულუხვად, არამედ ამით იეჰოვა ღმერთისადმი რწმენა და ერთგულება გამოავლინა. მას ესმოდა, თუ ვისი წყალობით ჰქონდა სიმდიდრე და ამიტომ იეჰოვას უთხრა: „ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით [მოცემული] შემოგწირეთ“ (1 ნეშტთა 29:14). დავითი გულუხვობამ აღძრა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად.
16 დავითმა ამ დიდებული სამშენებლო პროექტისთვის საჭირო მასალები მოაგროვა. მან სოლომონს უთხრა: „უფლის სახლისათვის გავამზადე ასიათასი ქანქარი ოქრო, მილიონი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო“. პირადი ქონებიდან დავითმა გაიღო 3 000 ქანქარი ოქრო და 7 000 ქანქარი ვერცხლი17. როგორ შეუძლიათ მდიდრებსაც და ღარიბებსაც გამოიყენონ 1 ტიმოთეს 6:17—19-ში ჩაწერილი რჩევა?
17 ჩვენც გამოვიყენოთ მატერიალური ქონება კეთილი მიზნებისთვის. გამდიდრებისკენ სწრაფვის ნაცვლად, უკეთესია, იეჰოვას კეთილგანწყობილების მოპოვებას ვცდილობდეთ, რაც ნამდვილი სიბრძნისა და ბედნიერების გზაა. პავლემ დაწერა: „ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, რომ იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი. დაიუნჯონ საუნჯე მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მიაღწიონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:17—19). როგორი ეკონომიკური მდგომარეობაც უნდა გვქონდეს, მოდი მივენდოთ იეჰოვას სულს და მივსდიოთ ცხოვრების ისეთ წესს, რომელიც ‘ღმერთში გაგვამდიდრებს’ (ლუკა 12:21). არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ის, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის თვალში მოსაწონები ვიყოთ.
მოსაწონად წარუდგინეთ ღმერთს თავი
18. რატომ არის დავითი შესანიშნავი მაგალითი ქრისტიანებისთვის?
18 დავითი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იეჰოვას კეთილგანწყობილების მოპოვებას ცდილობდა. ერთ-ერთი ფსალმუნის გალობისას დავითი ასეთი სიტყვებით ევედრებოდა ღმერთს: „შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული“ (ფსალმუნები 56:2). იეჰოვასადმი ნდობის გამო დავითი კურთხეული იყო. ის მოხუცდა და „გაძღა წლებით“ (1 ნეშტთა 23:1). თუმცა დავითმა სერიოზული ცოდვები ჩაიდინა, ის ღვთის იმ მოწმეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც განსაკუთრებული რწმენა გამოავლინეს (ებრაელთა 11:32).
19. როგორ შეგვიძლია მოსაწონად წარვუდგინოთ ღმერთს თავი?
19 ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებისას გახსოვდეთ, რომ იეჰოვა როგორც დავითს ამოუდგა მხარში, გააძლიერა და გამოასწორა, იმავეს გააკეთებს თქვენს შემთხვევაშიც. დავითის მსგავსად, პავლე მოციქულმაც ბევრი ცვლილება განიცადა ცხოვრებაში. მაგრამ ღვთის სულზე მინდობის შედეგად ისიც ბოლომდე ერთგული დარჩა. მან დაწერა: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილიპელთა 4:12, 13). თუ მივენდობით იეჰოვას, ის დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. მას სურს, რომ წარმატებულები ვიყოთ. თუ მოვუსმენთ და დავუახლოვდებით ღმერთს, ის მოგვცემს საჭირო ძალებს თავისი ნების შესასრულებლად. და კვლავაც თუ მივენდობით ღვთის სულს, შევძლებთ ‘მოსაწონად წარვუდგინოთ ღმერთს თავი’ ახლაც და მთელი მარადიულობის მანძილზეც (2 ტიმოთე 2:15, აქ).
[სქოლიოები]
^ აბზ. 16 დავითის მიერ გაღებული შეწირულობა დღევანდელი ფულის ეკვივალენტით 1 200 000 000 ამერიკულ დოლარზე მეტს შეადგენს.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ქედმაღლობისგან?
• რატომ ‘არ უნდა ვიძიოთ შური’?
• რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს შეგონებაზე?
• რატომ უნდა დავენდოთ ღმერთს და არა სიმდიდრეს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
დავითი იეჰოვას სულზე იყო მინდობილი და ღვთის მოწონების დამსახურებას ცდილობდა. თქვენც ამგვარად იქცევით?
[სურათი 18 გვერდზე]
„ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით [მოცემული] შემოგწირეთ“.