არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

666 უბრალოდ თავსატეხი როდია

666 უბრალოდ თავსატეხი როდია

666 უბრალოდ თავსატეხი როდია

„[მხეცმა] აიძულა ყველა . . . მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი — მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. აქ არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი“ (გამოცხადება 13:16—18).

არც ისე ბევრი ბიბლიური საკითხი იწვევს ხალხში ისეთ დიდ ინტერესს, როგორსაც წინასწარმეტყველება „მხეცის“ საიდუმლოებით მოცული ნიშნის ანუ სახელის — 666–ის შესახებ. ტელევიზიასა და ინტერნეტში, ასევე ფილმებში, წიგნებსა და ჟურნალებში მხეცის ნიშანი გაუთავებელი ვარაუდების ობიექტად არის ქცეული.

ზოგიერთის აზრით, 666 ბიბლიური ანტიქრისტეს ნიშანია. სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი იძულებითი საიდენტიფიკაციო ნიშნის ფორმაა — მაგალითად, ტატუირების ან რაღაც იმპლანტირებული მიკროჩიპის მსგავსი, რაც ციფრული კოდის მეშვეობით მხეცის მსახურის ამოცნობის საშუალებას იძლევა. ზოგი 666–ს კათოლიკე პაპების ნიშნად თვლის. ისინი პაპის ოფიციალურ ტიტულში, Vicarius Filii Dei–ს (ღვთის ძის ვიკარი), ასოებს რომაული ციფრებით ცვლიან, რის შემდეგაც მხოლოდ რამდენიმე მარტივ მოქმედებას იყენებენ ამ ციფრებით 666–ის მისაღებად. ზოგი ამბობს, რომ 666–ის გამოთვლა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ლათინური ასოებით დაწერილი და ცეზარ ნერონის ებრაულად დაწერილი სახელებიდანაც შეიძლება *.

აქ მოხსენიებული ნებისმიერი უცნაური და გამოგონებული ინტერპრეტაცია სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ბიბლია ამბობს მხეცის ნიშნის შესახებ. ამას მომდევნო სტატია დაგვანახვებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მათ, ვისაც მხეცის ნიშანი აქვს მიღებული, ღვთის რისხვა დაატყდება თავს, როცა ის ამ სისტემას გაანადგურებს (გამოცხადება 14:9—11; 19:20). ამიტომაც 666–ის მნიშვნელობის გაგება თავსატეხი ამოცანის ამოხსნაზე ბევრად მეტს ნიშნავს. საბედნიეროდ, იეჰოვა — ღმერთი, რომელიც სიყვარულის განსახიერება და სულიერი სინათლის წყაროა — გაურკვევლობაში არ ტოვებს თავის მსახურებს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით (2 ტიმოთე 3:16; 1 იოანე 1:5; 4:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ნუმეროლოგიის შესახებ მეტი ინფორმაცია მოცემულია 2002 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“–ში (რუს.).