არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

რა აჩვენებს, რომ იესოს და-ძმები ჰყავდა?

ბიბლიაში, კერძოდ მათეს 13:55, 56-სა და მარკოზის 6:3-ში, ნათქვამია, რომ იესოს და-ძმები ჰყავდა. ამ მუხლებში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „ადელფოს“ მიუთითებს „ნათესაურ კავშირზე ან უფლებებზე და სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ძმას ან ნახევარძმას“ („კათოლიკური ბიბლიური კვარტალური ჟურნალი“, იანვარი, 1992 წ.) (15.12, გვერდი 3).

რა გაგებით იცვალა ომმა სახე და რა არის ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზები?

ბოლო დროს უბედურება ადამიანებისთვის უმეტესწილად მოაქვს სამოქალაქო ომებს — ქვეყნის შიგნით დაპირისპირებულ მოქალაქეებს შორის ბრძოლას. სამოქალაქო ომის გამომწვევი მიზეზებია ეთნიკური და ტომობრივი სიძულვილი, რელიგიური შეუწყნარებლობა, უსამართლობა და პოლიტიკური არასტაბილურობა. კიდევ ერთი ფაქტორია სიხარბე — რაც შეიძლება მეტი ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვა (01.01, გვერდები 3, 4).

საიდან ვიცით, რომ იესოს განზრახვა არ ყოფილა, ქრისტიანებს გაზეპირებულად წარმოეთქვათ ნიმუშად მოცემული ლოცვის სიტყვები?

იესომ ლოცვის ნიმუში მოწაფეებს მთაზე ქადაგებისას მისცა. დაახლოებით წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ მან გაიმეორა ლოცვის ნიმუშის ძირითადი აზრები (მათე 6:9—13; ლუკა 11:1—4). საყურადღებოა, რომ მას სიტყვასიტყვით არ გაუმეორებია ეს ლოცვა. ამით ცხადყო, რომ არ წარმოთქვამდა ლიტურგიულ ლოცვას, რომლის გაზეპირებაც აუცილებელი იყო (01.02, გვერდი 8).

სად იპოვა წარღვნის შემდეგ მტრედმა ზეთისხილის რტო, რომელიც კიდობანში მიიტანა?

ჩვენთვის ცნობილი არ არის, რამდენად მარილიანი იყო წარღვნის წყალი ან რა ტემპერატურა ჰქონდა მას. მაგრამ ცნობილია, რომ ზეთისხილის ხეები ძირში მოჭრის შემდეგაც კი იყრიან ყლორტებს. ამიტომ შესაძლოა ზოგი ხე გადაურჩა წარღვნას და ამოიყარა ყლორტები (15.02, გვერდი 31).

როგორ იღებდნენ ნიგერიაში სამოქალაქო ომის დროს ბიაფრელი იეჰოვას მოწმეები სულიერ საზრდოს, როდესაც „დამოუკიდებელი ბიაფრის რესპუბლიკის“ სრული ბლოკირება მოხდა?

ერთი ნიგერიელი სახელმწიფო მოხელე ევროპაში გარკვეულ თანამდებობაზე დაინიშნა, მეორე კი — ბიაფრის აეროპორტში. ორივე იეჰოვას მოწმე იყო. ამ ძმებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და საკუთარ თავზე აიღეს ბიაფრაში სულიერი საზრდოს შეტანის საქმე. ამას მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში, 1970 წლამდე, აკეთებდნენ. შედეგად ბევრ და-ძმას ომის განმავლობაში ლიტერატურა ჰქონდა (01.03, გვერდი 27).

რა მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა ისტორიაში ვესტფალიის ზავმა და რა კავშირი ჰქონდა კონფლიქტთან რელიგიას?

რეფორმაციამ საღვთო რომის იმპერია სამ — კათოლიკურ, ლუთერანულ და კალვინისტურ — სარწმუნოებად დაჰყო. XVII საუკუნის დამდეგისთვის პროტესტანტული უნია და კათოლიკური ლიგა ჩამოყალიბდა. შემდეგ ბოჰემიაში რელიგიური კონფლიქტი დაიწყო და საერთაშორისო პოლიტიკურ ბრძოლაში გადაიზარდა. კათოლიკე და პროტესტანტი მმართველები ყველანაირ უკანონო ხერხს მიმართავდნენ პოლიტიკური ბატონობის მოპოვებისა თუ გამორჩენის მიზნით. საბოლოოდ გერმანიის ერთ-ერთ ოლქში — ვესტფალიაში — შედგა სამშვიდობო მოლაპარაკება. მოლაპარაკების დაწყებიდან თითქმის ხუთი წლის გასვლის შემდეგ, 1648 წელს, მონაწილე მხარეებმა ხელი მოაწერეს ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ამით დასრულდა ოცდაათწლიანი ომი და დაიბადა დამოუკიდებელი სახელმწიფოებისგან შემდგარი ევროპა (15.03, გვერდები 20—23).

რას ნიშნავს „მხეცის“ ნიშანი ანუ სახელი — 666?

ეს ნიშანი მოხსენიებულია გამოცხადების 13:16—18-ში. მხეცი მიუთითებს ადამიანთა მმართველობაზე, ხოლო მხეცის მიერ ‘ადამიანის რიცხვის’ მიღება იმაზე მიგვანიშნებს, რომ მთავრობებში ადამიანთა დაცემული მდგომარეობაა არეკლილი. ექვსის სამჯერ გამეორებით (666 ანუ 6 პლუს 60 პლუს 600) იეჰოვას თვალში დიდი ნაკლი და უკმარისობაა წარმოდგენილი. ისინი, ვისაც მიღებული აქვს ეს ნიშანი, ცხადყოფენ, რომ პოლიტიკურ სისტემას ეთაყვანებიან ან მასზე ამყარებენ ხსნის იმედს (01.04. გვერდები 4—7).