არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან ბიბლიის დახმარებით გაუძლო ცდუნებას

მან ბიბლიის დახმარებით გაუძლო ცდუნებას

მან ბიბლიის დახმარებით გაუძლო ცდუნებას

ქვეყნიერებაში მრავალი საცდური არსებობს. ამიტომ ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება არც ისე ადვილია. მაგალითად, შეიძლება ძალიან რთული იყოს ბიბლიაში მოცემული შემდეგი რჩევის გათვალისწინება: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18).

პოლონეთში ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც შეგვიძლია სებასტიანად მოვიხსენიოთ, სკანდინავიურ კომპანიაში მუშაობდა. მას დიდი ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდა იმისათვის, რომ შეუბღალავი ზნეობა შეენარჩუნებინა.

სებასტიანს თანამშრომლები იეჰოვას მოწმედ იცნობდნენ. მისი უფროსები ძალიან აფასებდნენ, რომ ის შრომისმოყვარე და პატიოსანი იყო. ამის გამო სებასტიანი დააწინაურეს და სხვადასხვა პასუხისმგებლობა მიანდეს. მაგრამ, როგორც გაირკვა, მის პასუხისმგებლობაში შედიოდა ისეთ საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა, როდესაც საეჭვო გართობებსაც უნდა გაწეოდა ორგანიზება.

ცოტა ხანში სებასტიანი ამ მდგომარეობამ დააფიქრა: „უფროსმა იცის, რომ იეჰოვას მოწმე ვარ. სწორედ ამიტომ მენდობა და ჩემი იმედი აქვს. თუ ამ საქმეში მონაწილეობაზე უარს ვიტყვი, დავკარგავ სამუშაოს, რომელიც ძლივს ვიშოვე. რა დაშავდება, თუ უშუალოდ არ მივიღებ მონაწილეობას და მხოლოდ დამკვირვებელი ვიქნები?“

მოგვიანებით სებასტიანმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო, თუ რისი გაკეთება მოეთხოვებოდა. მას უნდა „ეზრუნა“, რომ უცხოელი კლიენტებისთვის დაექირავებინა მეძავი ქალები, რათა საღამო ერთად გაეტარებინათ. როგორ მოიქცა ის?

სებასტიანმა გადაწყვიტა, შეეხსენებინა უფროსისთვის, რომ უზნეობასთან დაკავშირებით მას ბიბლიური თვალსაზრისი ჰქონდა. მალე სებასტიანისთვის ნათელი გახდა, რომ ეს სამუშაო მისთვის შესაფერისი არ იყო და ადრე თუ გვიან მოუწევდა მისი დატოვება. სებასტიანმა იშოვა სამუშაო უფრო დაბალი ანაზღაურებით, მაგრამ მეტად აღარ იდგა ასეთი ცდუნებების წინაშე. ახლა მას სინდისი სუფთა აქვს.

როგორ მოიქცეოდით, თუ ვინმე ეცდებოდა ზეგავლენა მოეხდინა თქვენზე, რათა უზნეობაში მიგეღოთ მონაწილეობა ან ხელი შეგეწყოთ ასეთი ქმედებისთვის? მიიღებდით მტკიცე გადაწყვეტილებას და მოახდენდით რადიკალურ ცვლილებას საკუთარ ცხოვრებაში? სწორედ ასე მოიქცა ბიბლიურ დროში მცხოვრები იოსები. ამის შესახებ დაბადების 39:7—12-შია მოთხრობილი.