ახალგაზრდებო, რა საფუძველს უყრით თქვენს მომავალს?
ახალგაზრდებო, რა საფუძველს უყრით თქვენს მომავალს?
„მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე . . . ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი“ (იერემია 29:11).
1, 2. რა სხვადასხვაგვარი შეხედულება შეიძლება არსებობდეს ახალგაზრდობის წლებთან დაკავშირებით?
უფროსი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობა თვლის, რომ ახალგაზრდობა ცხოვრების შესანიშნავი პერიოდია. მათ ახსოვთ ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდობის წლები. ისინი სიამოვნებით იხსენებენ იმ დროს, როდესაც ნაკლები პასუხისმგებლობები ეკისრათ, გასართობად ბევრი დრო ჰქონდათ და მომავალი ათას რამეს ჰპირდებოდა.
2 ახალგაზრდებო, თქვენ შეიძლება სულ სხვაგვარად უყურებთ ამ წლებს. შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე ემოციური და ფიზიკური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გიწევთ გამკლავება; შესაძლოა სკოლაში თანატოლები დიდ ზეწოლას ახდენენ თქვენზე; არც ის არის გამორიცხული, რომ ბრძოლას ეწეოდეთ, რათა სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და ნარკოტიკები არ მიიღოთ, აგრეთვე თანატოლებს სმასა და უზნეობაში არ აჰყვეთ. მრავალი თქვენგანი ნეიტრალიტეტთან თუ რწმენის სხვა საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც აწყდებით. ასე რომ, ახალგაზრდობის წლები შეიძლება ცხოვრების არც ისე ადვილი პერიოდი იყოს. და მაინც, ამ პერიოდში ათასგვარი შესაძლებლობების კარი იხსნება. მთავარი ის არის, თუ როგორ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობებს.
გაიხარე ახალგაზრდობის წლებით
3. რა რჩევა და რა გაფრთხილება მისცა სოლომონმა ახალგაზრდებს?
3 უფროსი ასაკის ადამიანები გეტყვიან, რომ ახალგაზრდობის წლები სწრაფად გაიქროლებს, და ისინი მართლები არიან. რამდენიმე წელი და ახალგაზრდობამ ჩაიარა. ასე რომ, გაიხარე ამ წლებით, ვიდრე ახალგაზრდა ხარ! მეფე სოლომონი წერდა: „გაიხარე, ჭაბუკო, შენს ბავშვობაში და გაგამხიარულოს შენმა გულმა ჭაბუკობის დღეებში. და იარე შენი გულის გზების მიხედვით და შენს თვალთა ხედვით“. შემდეგ კი სოლომონმა ახალგაზრდები გააფრთხილა: „მოიშორე მწუხარება შენი გულიდან და მოიცილე ცუდი შენი ხორციდან“. ბოლოს დასძინა: „ბავშვობა და სიჭაბუკე ამაოებაა“ (ეკლესიასტე 11:9, 10).
4, 5. რატომ არის გონივრული, რომ ადამიანმა ახალგაზრდობის წლები მომავლისთვის საფუძვლის ჩასაყრელად გამოიყენოს? მოიყვანე მაგალითი.
4 მიხვდი, რას გულისხმობდა სოლომონი? წარმოიდგინე, რომ ახალგაზრდამ დიდი საჩუქარი, ვთქვათ მემკვიდრეობა, მიიღო. რას უზამდა იგი ამ საჩუქარს? მას შეეძლო ის მთლიანად საკუთარი სიამოვნებისთვის მოეხმარა, როგორც ეს იესოს მიერ მოყვანილ იგავში გზასაცდენილმა ძემ გააკეთა (ლუკა 15:11—23). მაგრამ რა მოხდება, როცა მთელი ფული შემოეხარჯება? ცხადია, ინანებს, რომ ასე უთავბოლოდ გაანიავა მთელი თავისი ავლა-დიდება! ახლა სხვა სურათი წარმოვიდგინოთ — ვთქვათ, ახალგაზრდა ამ საჩუქარს თავისი მომავლის უზრუნველსაყოფად იყენებს და შესაძლოა ფულის უმეტეს ნაწილს გონივრულად აბანდებს. როდესაც გავა დრო და დაბანდებული კაპიტალი მოგებას მოუტანს, როგორ ფიქრობ, ინანებს, მთელი ფული ახალგაზრდობაში დროის გასატარებლად რომ არ დახარჯა? ცხადია, არა!
5 ახალგაზრდობის წლები ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. როგორ გამოიყენებ მას? შეგიძლია მთელი ძალა და ენერგია საკუთარ სიამოვნებას მოახმარო და მთელი ახალგაზრდობა დროს ტარებაში ისე გალიო, რომ მომავალზე არც კი იფიქრო. ამგვარად თუ მოიქცევი, „ბავშვობა და სიჭაბუკე“ მართლაც „ამაოება“ აღმოჩნდება. რამდენად უკეთესი იქნება, ახალგაზრდობა მომავლისთვის საფუძვლის ჩასაყრელად გამოიყენო!
6. ა) სოლომონის რომელი რჩევა უწევს კარგ ხელმძღვანელობას ახალგაზრდებს? ბ) რა სურს იეჰოვას ახალგაზრდებისთვის და როგორ შეუძლიათ მათ ამის გამოყენება თავიანთ საკეთილდღეოდ?
6 სოლომონმა მოგვცა პრინციპი, რომელიც ახალგაზრდობის ეკლესიასტე 12:1). ასე რომ, იეჰოვას მოსმენა და მისი ნების შესრულება წარმატების საწინდარია. იეჰოვამ ძველ დროში მცხოვრებ ისრაელებს უთხრა, რისი გაკეთება სურდა მათთვის: „მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე . . . ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი“ (იერემია 29:11). იეჰოვას შენთვისაც სურს „მომავლისა და იმედის“ მოცემა. რაიმეს კეთებისას, რამეზე ფიქრის დროს და გადაწყვეტილებების მიღებისას თუ გეხსომება იეჰოვა, მომავალიც კარგი გექნება და იმედიც არ გაგიცრუვდება (გამოცხადება 7:16, 17; 21:3, 4).
საუკეთესოდ გატარებაში დაგეხმარება. მან თქვა: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში“ („დაუახლოვდით ღმერთს“
7, 8. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ღმერთთან დაახლოება?
7 იაკობმა მოგვიწოდა, გვხსომებოდა იეჰოვა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8, აქ). იეჰოვა — შემოქმედი, ზეციერი უზენაესი მმართველი — საყოველთაო თაყვანისცემასა და განდიდებას იმსახურებს (გამოცხადება 4:11). მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ დავუახლოვდებით, ისიც დაგვიახლოვდება. განა გულს სითბოთი არ გივსებს სიყვარულით ნაკარნახევი ამგვარი ინტერესი? (მათე 22:37).
8 იეჰოვასთან დასაახლოებლად მრავალი გზა არსებობს. მაგალითად, მოციქული პავლე ამბობს: „იბეჯითეთ ლოცვაში და ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით“ (კოლასელთა 4:2). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვევად გაიხადე ლოცვა. მხოლოდ იმით ნუ დაკმაყოფილდები, რომ მამის ან კრებაში თანაქრისტიანის მიერ წარმოთქმული ლოცვის შემდეგ თქვა „ამინ“. ოდესმე გადაგიშლია გული იეჰოვასთვის და გითქვამს, რაზე ფიქრობ, რა გაშინებს და რა პრობლემები გაქვს? გითქვამს ოდესმე ღმერთისთვის ისეთი რამ, რისი თქმაც ნებისმიერ ადამიანთან მოგერიდებოდა? გულახდილი, გულწრფელი ლოცვები სიმშვიდეს მოგგვრის (ფილიპელთა 4:6, 7). ასეთი ლოცვები იეჰოვასთან დაახლოებაში გვეხმარება და მათი საშუალებით ვგრძნობთ, რომ იეჰოვაც გვიახლოვდება.
9. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, მოუსმინონ იეჰოვას?
9 იეჰოვასთან დაახლოების კიდევ ერთი გზის დანახვა ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ სიტყვებიდან შეიძლება: „ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ“ (იგავები 19:20). დიახ, თუ უსმენ იეჰოვას და ასრულებ მის სიტყვებს, მომავალს კარგ საფუძველს უყრი. როგორ შეგიძლია ცხადყო, რომ უსმენ იეჰოვას? ბუნებრივია, შენ რეგულარულად ესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს და უსმენ პროგრამას. აგრეთვე ‘პატივს სცემ მამასა და დედას’ და ბიბლიის ოჯახურ შესწავლას ესწრები (ეფესელთა 6:1, 2; ებრაელთა 10:24, 25). ეს ძალიან კარგია. გარდა ამისა, ცდილობ თუ არა, ‘მოივაჭრო ჟამი’, რათა შეხვედრებისთვის მოემზადო, ბიბლია რეგულარულად იკითხო და რომელიმე საკითხი გამოიკვლიო? ცდილობ, წაკითხულის თანახმად იმოქმედო, რათა მოიქცე „როგორც ბრძენი“? (ეფესელთა 5:15—17; ფსალმუნები 1:1—3). თუ ასეა, ესე იგი, უახლოვდები იეჰოვას.
10, 11. რა დიდ სარგებლობას ნახულობენ ახალგაზრდები იეჰოვას მოსმენით?
10 იგავების დასაწყისში მოცემულია ღვთის შთაგონებით ჩაწერილი სიტყვები, სადაც ახსნილია ბიბლიის ამ წიგნის მიზანი. იქ ნათქვამია, რომ ის გამიზნულია „სიბრძნის შესაცნობად და დასარიგებლად, რომ ჩასწვდე იმ სიტყვებს, რომლებშიც გაგების უნარი ვლინდება, მიიღო დარიგება, რომლისგანაც მომდინარეობს წვდომის უნარი, სიმართლე, სამართლიანობა, პატიოსნება, რათა გამოუცდელებს მიეცეთ წინდახედულობა, ახალგაზრდებს კი — ცოდნა და საზრიანობა“ (იგავები 1:1—4, აქ). ასე რომ, იგავებისა თუ ბიბლიის სხვა წიგნების კითხვითა და მათში მოცემული რჩევების გამოყენებით ისწავლი, როგორ დაიხვეწო სიმართლესა და სამართლიანობაში; შედეგად კი იეჰოვა სიამოვნებით დაგიახლოვდება (ფსალმუნები 14:1—5). რაც უფრო მეტად განივითარებ წვდომის უნარსა და წინდახედულობას, გაიღრმავებ ცოდნას და განივითარებ საზრიანობას, მით უფრო უკეთესი იქნება შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
11 არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ახალგაზრდა შეძლებს სიბრძნის ამგვარად გამოვლენას? არა, რადგან მრავალი ახალგაზრდა აკეთებს ამას. შედეგად, ასეთებს სხვები პატივს სცემენ და ‘ზემოდან არ უყურებენ მათი ახალგაზრდობის გამო’ (1 ტიმოთე 4:12, აქ). მათი მშობლები სამართლიანად ამაყობენ თავიანთი შვილებით. იეჰოვა კი ამბობს, რომ ისინი გულს უხარებენ მას (იგავები 27:11). თავიანთი ასაკის მიუხედავად, ამგვარად მოქმედ ახალგაზრდებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღვთის შთაგონებით დაწერილი შემდეგი სიტყვები მათ ეხებათ: „დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს“ (ფსალმუნები 36:37).
გააკეთე სწორი არჩევანი
12. რომელი მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება უწევთ ახალგაზრდებს და რატომ მოქმედებს ამ არჩევნის შედეგები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში?
12 ახალგაზრდობა არაერთი არჩევნის გაკეთების დროა, რომელთაგან ზოგის შედეგებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმკის ადამიანი. ახლა გაკეთებული ბევრი არჩევანი შენს მომავალზე მოახდენს გავლენას. ბრძნული არჩევანი ბედნიერი, წარმატებული ცხოვრების საწინდარია; არაგონივრულს კი შეუძლია მთელ შენს ცხოვრებას დაასვას დაღი. ახლა დავრწმუნდეთ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ორი არჩევნის მაგალითზე. პირველი — ვისთან ურთიერთობას არჩევთ? რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ღვთის შთაგონებით დაწერილ იგავში ნათქვამია: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანდათანობით ჩვენც მათ დავემსგავსებით, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა — ან დავბრძენდებით ან გავუგუნურდებით. ამ ორიდან რომელს არჩევდით?
13, 14. ა) ხალხთან უშუალო ურთიერთობის გარდა, კიდევ რა შედის ურთიერთობებში? ბ) რა შეცდომას უნდა ერიდონ ახალგაზრდები?
13 ურთიერთობაზე ფიქრის დროს, ალბათ, გონებაში უშუალოდ ადამიანებთან ყოფნა წარმოგიდგება. ეს ასეც არის, მაგრამ ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება. სატელევიზიო პროგრამების ყურების, მუსიკის მოსმენის, წიგნების კითხვის, კინოთეატრებში ფილმების ყურების ან ინტერნეტში ამა თუ იმ მასალის ნახვისას გარკვეული სახის ურთიერთობას ამყარებ. თუ ისინი ძალადობის ამსახველია, უზნეობის წისქვილზე ასხამს წყალს ან ნარკოტიკების გამოყენებისკენ, უზომოდ სმისა თუ სხვა ბიბლიური პრინციპების საპირისპიროდ მოქმედებისკენ უბიძგებს ადამიანს, შენ კი განაგრძობ ასეთი ურთიერთობის შენარჩუნებას, გამოდის რომ „უგუნურებთან“ ანუ ისეთ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, რომლებიც თავიანთი საქმეებით ამბობენ: ‘არ არსებობს იეჰოვა’ (ფსალმუნები 13:1).
14 შესაძლებელია ფიქრობ, რომ, ვინაიდან ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დადიხარ და აქტიურად მონაწილეობ კრების საქმეებში, საკმაოდ ძლიერი ხარ და შენზე არ იმოქმედებს ძალადობის ამსახველი ფილმები ან მუსიკალური ალბომი, რომელშიც კარგი მელოდიებია, მაგრამ სიმღერების ტექსტები საეჭვო ხასიათისაა. შესაძლოა ფიქრობ, რომ ცუდი არაფერი მოხდება, თუ ინტერნეტში პორნოგრაფიულ ვებ-საიტებს შეავლებ თვალს. მოციქული პავლე 1 კორინთელთა 15:33). სამწუხაროდ, მრავალმა პერსპექტიულმა ახალგაზრდა ქრისტიანმა ურთიერთობების არაგონივრული შერჩევით კეთილი ჩვევები გაიხრწნა. ამიტომ მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, თავი აარიდო ასეთ ურთიერთობებს. ამგვარად ცხადყოფ, რომ ითვალისწინებ პავლეს რჩევას: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2).
გეუბნება, რომ ამგვარად აზროვნება არასწორია. ის ამბობს: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (15. რა არის მეორე არჩევანი, რომლის მიღებაც ახალგაზრდებს მოუწევთ და რა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან ხოლმე ისინი ამის გამო?
15 ახლა ვისაუბროთ მეორე არჩევანზე, რომლის გაკეთებაც მოგიწევს. დადგება დრო, როდესაც უნდა გადაწყვიტო, რას გააკეთებ სკოლის დამთავრების შემდეგ. თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც სამსახურის შოვნა ძნელია, შეიძლება იფიქრო, რომ შემოთავაზებულ სამუშაოზე უარის თქმით კარგ შესაძლებლობას გაუშვებ ხელიდან. თუ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრობ, შეიძლება ბევრი არჩევანი არსებობდეს და ზოგი ძალიან მიმზიდველიც კი იყოს. მასწავლებლებმა ან მშობლებმა შეიძლება გულწრფელად გირჩიონ, ისეთ გზას დაადგე, რომელიც ფინანსურად უზრუნველგყოფს ან გაგამდიდრებს კიდეც. მაგრამ ასეთი მიზნის მისაღწევად განათლების მიღებამ შეიძლება საკმაოდ შეგზღუდოს და იეჰოვასადმი მსახურებისთვის ძალიან ცოტა დრო დაგიტოვოს.
16, 17. ახსენი, როგორ შეიძლება სხვადასხვა ბიბლიური მუხლი დაეხმაროს ახალგაზრდებს სამუშაოსთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის შექმნაში.
16 გახსოვდეს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიური თვალსაზრისის გაგება. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვიმუშაოთ, რათა საკუთარი თავი ვირჩინოთ (2 თესალონიკელთა 3:10—12). და მაინც, გასათვალისწინებელია სხვა რამეც. კარგი იქნებოდა, წაგეკითხა ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლები და გეფიქრა, როგორ ეხმარება ისინი ახალგაზრდას მომავალ სამუშაოსთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ეს მუხლებია: იგავები 30:8, 9; ეკლესიასტე 7:11, 12; მათე 6:33; 1 კორინთელთა 7:31; 1 ტიმოთე 6:9, 10. ამ ბიბლიური მონაკვეთების წაკითხვის შემდეგ, ხედავ თუ არა იეჰოვას თვალსაზრისს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
17 სამუშაო არასოდეს უნდა გახდეს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იეჰოვასადმი მსახურება დაჩრდილოს. თუ საშუალო განათლებით შეძლებ შესაფერისი სამსახურის შოვნას, კარგია. თუ სკოლის დამთავრების შემდეგ დამატებითი განათლების მიღებაა საჭირო, ამაზე მშობლებთან უნდა ისაუბრო. მაგრამ არასოდეს გამოგრჩეს მხედველობიდან „უმჯობესი“ — სულიერობასთან დაკავშირებული საკითხები (ფილიპელთა 1:9, 10). ნუ გაიმეორებ ბარუქის, იერემიას მწერლის, შეცდომას. მას შეუსუსტდა მსახურების შესაძლებლობისთვის მადლიერების გრძნობა და ‘დიდს ითხოვდა თავისთვის’ (იერემია 45:5). ბარუქს დროებით დაავიწყდა, რომ ამ წუთისოფლის ვერც ერთი ‘დიდი’ რამ ვერ დააახლოებდა იეჰოვასთან და ვერ გადაარჩენდა იერუსალიმის განადგურებისას. მსგავსი რამის თქმა შეიძლება დღეს ჩვენ შესახებაც.
დააფასე სულიერი
18, 19. ა) რის ნაკლებობას განიცდის შენს მახლობლად მცხოვრები ხალხის უმრავლესობა და რას უნდა ვგრძნობდეთ მათ მიმართ? ბ) რატომ არ გრძნობს მრავალი სულიერ შიმშილს?
18 გინახავს საინფორმაციო გადაცემებში იმ ბავშვების სახეები, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან არიან, სადაც მოსახლეობა შიმშილობს? თუ გინახავს, ალბათ, გული დაგწვია მათი საცოდაობით. გეუფლება იგივე გრძნობა, როდესაც შენს მახლობლად მცხოვრებლებს უყურებ? რატომ უნდა შეგეცოდოს ისინი? იმიტომ რომ მათი უმეტესობაც შიმშილობს. ისინი ისეთ შიმშილს განიცდიან, რის შესახებაც ამოსი წინასწარმეტყველებდა: „აჰა, დგება დღეები — ამბობს უფალი ღმერთი, — როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას“ (ამოსი 8:11).
19 მართალია, მათ უმრავლესობას, ვინც სულიერად შიმშილობს, არა აქვს სულიერის მოთხოვნილება მათე 5:3, აქ). მრავალი არ გრძნობს სულიერ შიმშილს. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ მშვენივრად იკვებება. მაგრამ რომც იკვებებოდნენ, ისინი ‘ქვეყნიერების’ არაფრის მომცემი ‘სიბრძნით’ იკვებებიან, რაშიც მატერიალიზმი, სამეცნიერო ვარაუდები, ზნეობაზე მრავალგვარი შეხედულება და სხვა მსგავსი რამ შედის. ზოგის აზრით, თანამედროვე „სიბრძნესთან“ შედარებით ბიბლიური მოძღვრება მოძველებულია. მაგრამ „ვერ იცნო ღმერთი წუთისოფელმა თავისი სიბრძნით“. წუთისოფლის სიბრძნე ღმერთთან დაახლოებაში ვერ დაგეხმარება. ის სხვა არაფერია, თუ არა „უგუნურება ღვთის წინაშე“ (1 კორინთელთა 1:20, 21; 3:19).
(20. რატომ არის გონივრული, არ მივბაძოთ ადამიანებს, რომლებიც იეჰოვას არ სცემენ თაყვანს?
20 მშიერი ბავშვების სახეების დანახვისას გაგჩენია იმის სურვილი, რომ მათ მსგავს მდგომარეობაში ყოფილიყავი? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილ ზოგ ახალგაზრდას უჩნდება სურვილი, მის ირგვლივ მყოფ სულიერად მოშიმშილეთა მსგავსი გახდეს. როგორც ჩანს, ასეთი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მათი ქვეყნიური თანატოლები უზრუნველად ცხოვრობენ და ხარობენ სიცოცხლით. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ იმ ახალგაზრდებისთვის უცხოა იეჰოვა (ეფესელთა 4:17, 18). აგრეთვე ავიწყდებათ შიმშილობის ცუდი შედეგები. ამ შედეგებს შორისაა მოზარდობის ასაკში არასასურველი ორსულობა და უზნეობით, მოწევით, სმითა თუ ნარკოტიკების გამოყენებით გამოწვეული ფიზიკური და ემოციური ზიანი. დაუმორჩილებლობის სულის განვითარების, უიმედობისა და უთავბოლო ცხოვრების მიზეზიც სულიერი შიმშილობაა.
21. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა, რომ იმ ადამიანთა არასწორი შეხედულებები არ გადმოვიღოთ, რომლებიც იეჰოვას არ სცემენ თაყვანს?
21 ამიტომ სასწავლებელში ისეთ თანატოლებთან ყოფნის დროს, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ არიან, არ დაუშვა, რომ მათმა შეხედულებებმა საკუთარი შეგაცვლევინოს (2 კორინთელთა 4:18). ზოგი აგდებით ილაპარაკებს სულიერზე. გარდა ამისა, მასმედია შეუმჩნევლად გახვევს თავს აზრს იმის შესახებ, რომ ნორმალურია უზნეობის ჩადენა, დათრობა ან ბილწსიტყვაობა. ნუ მოექცევი ამ ცუდი გავლენის ქვეშ. რეგულარულად იქონიე ისეთ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც „რწმენა და კეთილი სინდისი“ აქვს. ყოველთვის ‘იუხვე უფლის საქმეში’ (1 ტიმოთე 1:19; 1 კორინთელთა 15:58). აქტიური იყავი კრებაში და სამქადაგებლო მსახურებაში. სკოლაში სწავლის პერიოდში დროდადრო დამხმარე პიონერად იმსახურე. თუ ამგვარად განიმტკიცებ სულიერობას, გაწონასწორებულობას არ დაკარგავ (2 ტიმოთე 4:5).
22, 23. ა) რატომ იღებენ ახალგაზრდა ქრისტიანები ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვებისთვის გაუგებარია? ბ) რის გაკეთებისკენ მოუწოდებენ ახალგაზრდებს?
22 როგორც სულიერი პიროვნება, მიიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, ალბათ, სხვებისთვის უცნაური იქნება. მაგალითად, ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს
ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემები ჰქონდა და სკოლაშიც ყველა საგანს ბრწყინვალედ სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან მამამისთან ფანჯრების მწმენდავად დაიწყო მუშაობა, რამაც დასახული მიზნის — სრული დროით მქადაგებლად ანუ პიონერად მსახურების — შესაძლებლობა მისცა. მის მასწავლებლებს ვერ გაეგოთ, რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ იეჰოვასთან დაახლოებული ახალგაზრდა ხარ, დარწმუნებული ვართ, რომ შენ გესმის.23 ახალგაზრდობის ძვირფასი წლების გამოყენებაზე ფიქრისას გახსოვდეს, ‘მოაგროვო განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდო ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:19, აქ). მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, ‘გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკესა’ და მთელი ცხოვრების განმავლობაში. მხოლოდ ამ გზით მიხვალ ბედნიერ მომავალთან; მომავალთან, რომელსაც დასასრული არ ექნება.
რა დასკვნამდე მიხვედი?
• ღვთის შთაგონებით დაწერილი რომელი რჩევა ეხმარება ახალგაზრდას სამომავლო გეგმების შედგენაში?
• რა გზებით შეუძლია ახალგაზრდას ‘დაუახლოვდეს ღმერთს’?
• ახალგაზრდის მიერ მიღებული რომელი გადაწყვეტილებები ახდენს გავლენას მის მომავალზე?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 15 გვერდზე]
დაუშვებ იმას, რომ პირად მისწრაფებებს შესწირო მთელი შენი ახალგაზრდული დრო და ენერგია?
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ბრძენი ახალგაზრდა ქრისტიანები კარგ სულიერ ხედვას ინარჩუნებენ.