გააძლიერეთ ერთმანეთი
გააძლიერეთ ერთმანეთი
„მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლასელთა 4:11, აქ).
1, 2. რატომ მივიდნენ მეგობრები პავლეს მოსანახულებლად ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ამით შეიძლებოდა საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდოთ?
ციხეში მყოფ ადამიანთან მეგობრობა მაშინაც კი, როდესაც ეს მეგობარი უდანაშაულოა, შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. ციხის პერსონალი შესაძლოა ეჭვის თვალით გიყურებდეს და ყოველ შენს მოძრაობას თვალს ადევნებდეს იმაში დასარწმუნებლად, რომ რაიმე დანაშაულს არ ჩადიხარ. ამიტომ გაბედულებაა საჭირო ასეთ მეგობართან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ციხეში მის მოსანახულებლად.
2 სწორედ ეს გააკეთა დაახლოებით 1 900 წლის წინათ მოციქულ პავლეს ზოგმა მეგობარმა. მათ იგავები 17:17).
უყოყმანოდ მოინახულეს პავლე, რათა ენუგეშებინათ, გაემხნევებინათ და სულიერად გაეძლიერებინათ. ვინ იყვნენ ეს ერთგული მეგობრები? რისი სწავლა შეგვიძლია მათი გაბედულების, ერთგულებისა და კარგი მეგობრობის გაწევის მაგალითიდან? („დამხმარენი და გამაძლიერებელნი“
3, 4. ა) ვინ არის პავლეს ხუთი მეგობარი და რა გაუკეთეს მათ მოციქულს? ბ) რა არის „დამხმარედ და გამაძლიერებლად“ ნათარგმნი სიტყვის მნიშვნელობა?
3 მოდი გადავინაცვლოთ პირველ საუკუნეში. დაახლოებით ახ. წ. 60 წელია. მოციქული პავლე ამბოხებისკენ მოწოდების ცრუ ბრალდების გამო რომის ციხეშია (საქმეები 24:5; 25:11, 12). პავლემ თავის მხარდამჭერებს შორის ხუთი ქრისტიანი მოიხსენია: ტიქიკოსი, მის მიერ აზიაში წარგზავნილი „თანამშრომელი უფალში“; ონისიმე, „ერთგული და საყვარელი ძმა“ კოლასედან; არისტარქოსი, თესალონიკეში მცხოვრები მაკედონიელი და პავლესთან „ერთად ტყვედ მყოფი“; მარკოზი, მისიონერულ მსახურებაში პავლეს პარტნიორის — ბარნაბას — დისწული და ერთ-ერთი სახარების დამწერი; და იუსტოსი, „ღვთის სასუფევლისთვის“ მოციქულის თანამშრომელთაგან ერთ-ერთი. პავლე ამ ხუთის შესახებ, ახალი ქვეყნიერების თარგმანის თანახმად, ამბობს: „მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლასელთა 4:7—11).
4 მოციქულმა ძლიერი სიტყვა გამოიყენა თავის ერთგულ მეგობართა დახმარების აღწერისას. მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა („პარეგორია“), რომელიც „დამხმარედ და გამაძლიერებლად“ არის ნათარგმნი და ბიბლიაში მხოლოდ ამ მუხლში გვხვდება. ამ სიტყვას ბევრი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით მაშინ იყენებენ, როდესაც მედიცინაზეა საუბარი *. ის შეიძლება ითარგმნოს როგორც „დამშვიდება, შვების მოგვრა, ნუგეში და მდგომარეობის შემსუბუქება“. პავლეს სჭირდებოდა ამგვარად გაძლიერება და იმ ხუთმა მამაკაცმაც არ დააყოვნა.
რატომ სჭირდებოდა პავლეს „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“?
5. რა სჭირდებოდა პავლეს მიუხედავად იმისა, რომ მოციქული იყო, და დროდადრო რა გვჭირდება ყველას?
5 ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, რომ პავლეს, მოციქულს, გაძლიერება სჭირდებოდა. მაგრამ ეს ასე იყო. ცხადია, მას ძლიერი რწმენა ჰქონდა და დიდი ფიზიკური შეურაცხყოფა, ‘ბევრჯერ ცემა’, ‘ხშირად სიკვდილის პირას ყოფნა’ თუ სხვა გაჭირვება ჰქონდა გადატანილი (2 კორინთელთა 11:23—27, აქ). და მაინც, ის ადამიანი იყო და დროდადრო ყველა ადამიანს სჭირდება სხვების დახმარებით რწმენის განმტკიცება თუ ნუგეში. ასე იყო თვით იესოს შემთხვევაშიც კი. გეთსემანიის ბაღში უკანასკნელ ღამეს მას ანგელოზი გამოეცხადა და „ამხნევებდა“ (ლუკა 22:43).
6, 7. ა) ვინ გაუცრუა იმედი პავლეს რომში და ვინ გაამხნევა ის? ბ) როგორ დაეხმარნენ პავლეს რომში ქრისტიანი ძმები?
6 პავლეს გაძლიერება სჭირდებოდა. რომში პატიმრად ჩასვლისას პავლე თანამემამულეებმა თბილად არ მიიღეს. საუბარია უმეტესწილად იმ იუდეველებზე, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობას არ გამოეხმაურნენ. მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი პავლე გავლენიანმა იუდეველებმა მოინახულეს, საქმეების თანახმად, „ზოგი ერწმუნებოდა მის სიტყვებს, ზოგი კი არა . . . და რაკი ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ . . . წასვლა დააპირეს“ (საქმეები 28:17, 24, 25, სსგ). პავლეს, ალბათ, ძალიან სტკენდა გულს მათი მხრიდან იეჰოვას წყალობის დაუფასებლობა და უმადურობის გამოვლენა! ამ საკითხთან დაკავშირებით პავლეს დამოკიდებულება კარგად ჩანს მანამდე რამდენიმე წლით ადრე რომის კრებებისთვის მის მიერ მიწერილი წერილიდან: „დიდია ჩემდა მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან განდგომილი ჩემი ძმების [იუდეველების] — ხორციელი ნათესავებისათვის“ (რომაელთა 9:2, 3). მიუხედავად ამისა, პავლემ რომში ერთგული, ნამდვილი მეგობრებიც ჰპოვა. მათი გაბედულება და სითბო მალამოდ დაედო მოციქულის გულს. ისინი პავლეს ნამდვილი სულიერი ძმები იყვნენ.
ეფესელთა 6:21, 22; 2 ტიმოთე 4:11—13). ყოველივე ეს აძლიერებდა და ამხნევებდა მოციქულს, ხოლო პავლეს, თავის მხრივ, შეეძლო სხვებისთვის, და მათ შორის მთელი კრებებისთვის, ყოფილიყო ‘დამხმარე’ (რომაელთა 1:11, 12).
7 როგორ დაეხმარა ის ხუთი ძმა მოციქულს? მათ თავი არ აურიდებიათ მეგობართან შეხვედრისთვის იმის გამო, რომ ის ბორკილდადებული იყო. პირიქით, ისინი მზად იყვნენ, სიყვარულით მომსახურებოდნენ პავლეს და გაეკეთებინათ ყველაფერი, რასაც მოციქული პატიმრობის გამო თავად ვერ აკეთებდა. მაგალითად, ისინი შიკრიკების როლს ასრულებდნენ და პავლეს წერილებსა თუ ზეპირ დარიგებებს სხვადასხვა კრებას გადასცემდნენ. აგრეთვე პავლეს უყვებოდნენ რომსა და სხვა ქალაქებში მყოფი ძმების წარმატებების შესახებ, რითაც მას ამხნევებდნენ. როგორც ჩანს, მათ თავიანთ პატიმარ მეგობართან აუცილებელი ნივთებიც მიჰქონდათ — ზამთრის ტანსაცმელი, გრაგნილები და საწერი მოწყობილობები (როგორ ვიყოთ „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“?
8. რისი სწავლა შეგვიძლია პავლეს მიერ თავმდაბლად იმის აღიარებიდან, რომ დახმარება სჭირდებოდა?
8 რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლესა და მისი ხუთი თანამშრომლის შესახებ ცნობიდან? განსაკუთრებით ყურადღება მივაქციოთ ერთ საკითხს: გაჭირვებაში მყოფთ რომ დავეხმაროთ, გაბედულება და თავგანწირვის სულია საჭირო. გარდა ამისა, თავმდაბლები უნდა ვიყოთ, რათა ვაღიაროთ, რომ გაჭირვების დროს ჩვენც ვსაჭიროებთ დახმარებას. პავლემ არა მარტო აღიარა, რომ დახმარება სჭირდებოდა, არამედ სიამოვნებით მიიღო იგი და შეაქო ის ადამიანები, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს. მისთვის სხვისგან დახმარების მიღება სისუსტე ან დამცირების ნიშანი არ ყოფილა და ჩვენც ასევე უნდა ვიყოთ. თუ ვიტყვით, რომ დახმარება არასდროს დაგვჭირდება, ეს იმის თქმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ზეადამიანები ვართ. გაიხსენეთ იესოს მაგალითი, საიდანაც ჩანს, რომ სრულყოფილ ადამიანსაც უწევდა ზოგჯერ დახმარების თხოვნა (ებრაელთა 5:7).
9, 10. რა დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ადამიანის მიერ იმის აღიარებას, რომ დახმარება და გაძლიერება სჭირდება, და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ოჯახისა და კრების წევრებზე?
9 კარგია, როდესაც პასუხისმგებელი ძმები აღიარებენ, რომ მათი შესაძლებლობებიც შეზღუდულია და სხვების მხარში ამოდგომა სჭირდებათ (იაკობი 3:2). ასეთი აღიარება განამტკიცებს ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილთა და მათდამი დაქვემდებარებულთა შორის კვანძებს. ამის შედეგად მათ შორის თბილი და გულითადი დამოკიდებულების ატმოსფერო იქმნება. როდესაც ადამიანი სხვებისგან დახმარებას იღებს და, ამგვარად, თავმდაბლობას ავლენს, მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა ადამიანებს მაგალითს აძლევს. როდესაც ისინი, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრიათ, ასეთი სახით მოქმედებენ, აჩვენებენ, რომ თვითონაც ადამიანები არიან და მათთან მისვლა ყოველთვის შეიძლება (ეკლესიასტე 7:20).
10 მაგალითად, პრობლემების თუ განსაცდელის წინაშე ყოფნისას ბავშვისთვის უფრო ადვილია მშობლებისგან დახმარების მიღება, როდესაც იცის, რომ დედ-მამასაც ჰქონია ბავშვობისას მსგავსი სირთულეები (კოლასელთა 3:21). ეს ხელს უწყობს მშობლებსა და შვილებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დამყარებას. შედეგად, ბავშვისთვის ბიბლიური რჩევა უფრო დამაჯერებელი ხდება და ადვილადაც იღებს მას (ეფესელთა 6:4). მსგავსად ამისა, კრების წევრებისთვისაც უფრო ადვილია უხუცესებისგან დახმარების მიღება, როდესაც იციან, რომ მათაც უწევთ პრობლემებთან თუ შიშთან გამკლავება და დროდადრო ისინიც არიან საგონებელში (რომაელთა 12:3; 1 პეტრე 5:3). ამგვარად მოქმედებას ქრისტიანულ კრებაშიც კარგი ურთიერთობის დამყარება, ბიბლიური რჩევის გაზიარება და რწმენის განმტკიცება მოჰყვება. გახსოვდეთ, დღეს ჩვენს და-ძმებს გაძლიერება ისე სჭირდებათ, როგორც არასოდეს (2 ტიმოთე 3:1).
11. რატომ სჭირდება დღეს ასე ბევრს „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“?
11 ნებისმიერი ჩვენგანი — იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ, ვინ ვართ ან რამდენი წლისა ვართ — დროდადრო სტრესულ მდგომარეობაში ვარდება. ეს დღევანდელი ყოფის განუყოფელი ნაწილია (გამოცხადება 12:12). ფიზიკურად თუ ემოციურად გამანადგურებელი მდგომარეობა ჩვენი რწმენის სიმტკიცეს სცდის. განსაცდელი შეიძლება შეგვექმნას სამუშაოზე, სკოლაში, ოჯახსა თუ კრებაში. სტრესული მდგომარება შეიძლება სერიოზული ავადმყოფობით ან გადატანილი ტრავმით იყოს განპირობებული. უდიდესი შვების მომგვრელია, როდესაც მეუღლე, უხუცესი ან მეგობარი საგულდაგულოდ შერჩეული სიტყვებით გვამხნევებს და დახმარების მიზნით კონკრეტულად რამეს გვიკეთებს! ეს მალამოდ ედება ჩვენს ჭრილობას! ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ რომელიმე თანაქრისტიანი ასეთ მდგომარეობაშია, დაეხმარეთ მას. თუ პრობლემა თავად თქვენ გამძიმებთ, სთხოვეთ დახმარება სულიერად მოწიფულ ქრისტიანებს (იაკობი 5:14, 15).
როგორ შეუძლია კრებას დახმარება და გაძლიერება
12. რისი გაკეთება შეუძლია კრების თითოეულ წევრს თანამორწმუნეების გასაძლიერებლად?
12 კრების თითოეულ წევრს, ბავშვების ჩათვლით, შეუძლია სხვების გასაძლიერებლად რამის გაკეთება. მაგალითად, კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრებითა და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობით მნიშვნელოვნად განამტკიცებთ სხვების რწმენას (ებრაელთა 10:24, 25). წმინდა მსახურებაში სიმტკიცის შენარჩუნებით იეჰოვასადმი ერთგულებას ავლენთ და ცხადყოფთ, რომ სირთულეების მიუხედავად სულიერ სიფხიზლეს ინარჩუნებთ (ეფესელთა 6:18). თქვენ მიერ სიმტკიცის გამოვლენამ შეიძლება სხვები გააძლიეროს (იაკობი 2:18).
13. რატომ შეიძლება ზოგი არააქტიური გახდეს და რისი გაკეთება შეიძლება მათ დასახმარებლად და გასაძლიერებლად?
13 დროდადრო ცხოვრების სიმძიმისა თუ სხვა სირთულეების გამო შეიძლება ზოგმა ქრისტიანმა სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა შეამციროს ან არააქტიური გახდეს (მარკოზი 4:18, 19). შეიძლება არააქტიურებმა კრების შეხვედრებზეც შეწყვიტეს სიარული. მაგრამ შესაძლოა ღვთისადმი სიყვარული მათ გულში ჯერაც ღვივის. რისი გაკეთება შეიძლება მათ გასაძლიერებლად? უხუცესებს შეუძლიათ მოინახულონ ასეთი თანაქრისტიანები და, ამგვარად, სიყვარულით დაეხმარონ (საქმეები 20:35). მათ შეიძლება კრების სხვა წევრებსაც სთხოვონ ამ საქმეში დახმარება. სიყვარულით ნაკარნახევი ასეთი მონახულებები შეიძლება, ასე ვთქვათ, სწორედ ის წამალი იყოს, რომელიც რწმენაში მოსუსტებულებს გამოაცოცხლებს.
14, 15. რა რჩევას გვაძლევს პავლე სხვების გაძლიერების შესახებ? მოიყვანეთ ერთი კრების მაგალითი, რომელმაც ეს რჩევა პრაქტიკულად გამოიყენა.
14 ბიბლია მოგვიწოდებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). შეიძლება „დამწუხრებული სულები“ გრძნობენ, რომ გაბედულებას კარგავენ და დახმარების გარეშე აღარ შეუძლიათ დაბრკოლებების გადალახვა. პირადად თქვენ შეგიძლიათ თუ არა მათთვის დახმარების ხელის გაწოდება? გამოთქმა „მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ შეიძლება ითარგმნოს როგორც „საყრდენად ექცე“ ან „არ მოშორდე“ სუსტებს. იეჰოვა თავს ევლება თავის ყველა ცხვარს და უყვარს ისინი. მისთვის თითოეული ძვირფასია და არ უნდა, რომ რომელიმე დაიკარგოს. შეგიძლიათ ‘ექცეთ საყრდენად’ სულიერად სუსტებს მანამ, სანამ მოძლიერდებიან? (ებრაელთა 2:1).
15 ერთი უხუცესი ეწვია წყვილს, რომლებიც უკვე დაახლოებით ექვსი წელი იყო, რაც არააქტიურები
იყვნენ. ეს უხუცესი წერს: „მთელი კრების მიერ გამოვლენილმა სიკეთემ და სიყვარულმა მათზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ ეს წყვილი ფარას დაუბრუნდა“. რა გავლენა იქონია ამ არააქტიურ დაზე იმან, რომ კრების წევრები ინახულებდნენ? ის ამბობს: „აქტიურობის განახლებაში დაგვეხმარა ის, რომ არც ძმები და არც მათი თანმხლები დები, რომლებიც ჩვენთან მოდიოდნენ, არასოდეს განგვსჯიდნენ ან გვაკრიტიკებდნენ. პირიქით, ჩვენს მდგომარეობაში შედიოდნენ და სულიერად გვამხნევებდნენ“.16. ვინ არის ყოველთვის მზად გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად და გასაძლიერებლად?
16 ცხადია, გულწრფელ ქრისტიანს უნდა, რომ სხვები გააძლიეროს. იმ შემთხვევაში კი, თუ მდგომარეობა შეგვეცვლება, შეიძლება თავად დაგვჭირდეს თანამორწმუნეთა დახმარება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გაჭირვებაში ჩავვარდეთ და დახმარების აღმოსაჩენად გვერდში არც ერთი ადამიანი არ გვყავდეს. მიუხედავად ამისა, არსებობს პიროვნება, ვინც ყოველთვის გვერდში ამოგვიდგება და გაგვაძლიერებს და ვინც ყოველთვის მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს პიროვნება იეჰოვა ღმერთია (ფსალმუნები 26:10).
იეჰოვა — ძალის უმთავრესი წყარო
17, 18. როგორ აძლიერებდა იეჰოვა თავის ძეს, იესო ქრისტეს?
17 ძელზე გაკრულმა იესომ წამოიძახა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული“ (ლუკა 23:46). შემდეგ კი სული განუტევა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, მისი დაპატიმრებისას, უახლოესმა მეგობრებმა მიატოვეს ის და შეშინებულები გაიქცნენ (მათე 26:56). იესო მარტოდმარტო დარჩა ძალის ერთადერთ წყაროსთან — თავის ზეციერ მამასთან. იეჰოვასადმი მისი ნდობა ფუჭი არ აღმოჩნდა. მამისადმი იესოს ერთგულება დაჯილდოვდა — იეჰოვა თავადაც ერთგულად მოექცა და მხარში ამოუდგა თავის ძეს (ფსალმუნები 17:26, აქ [18:25]; ებრაელთა 7:26, აქ).
18 დედამიწაზე მსახურების განმავლობაში იესო ყოველთვის — მიწიერი ცხოვრების ბოლო წუთამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე — იღებდა იეჰოვასგან იმას, რაც ერთგულების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა. მაგალითად, მონათვლისთანავე, რაც მისი მსახურების დასაწყისის აღმნიშვნელი იყო, მას ზეციდან მოესმა მამის ხმა. მოსიყვარულე მამა თავის მოწონებას გამოხატავდა და ძეს სიყვარულს უდასტურებდა. როდესაც იესოს მხარდაჭერა სჭირდებოდა, იეჰოვა მას გასაძლიერებლად ანგელოზებს უგზავნიდა. მიწიერი ცხოვრების გზის ბოლოს, უდიდესი განსაცდელის დროს კი იეჰოვამ შეისმინა მისი თხოვნა და ვედრება. ცხადია, ყოველივე ეს აძლიერებდა იესოს (მარკოზი 1:11, 13; ლუკა 22:43).
19, 20. რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა გაგვაძლიერებს გაჭირვების ჟამს?
19 იეჰოვას სურვილია, რომ ჩვენთვისაც იყოს ძალის უმთავრესი წყარო (2 ნეშტთა 16:9). ყოველგვარი ენერგიისა და ძალის ნამდვილ წყაროს შეუძლია გაჭირვების ჟამს დაგვეხმაროს (ესაია 40:26). ომმა, სიღარიბემ, ავადმყოფობამ, სიკვდილმა თუ საკუთარმა არასრულყოფილებამ შეიძლება საშინელ სტრესში ჩაგვაგდოს. როდესაც ცხოვრებისეული სირთულეები „ძლიერი მტერივით“ გვაწვება, იეჰოვას შეუძლია ჩვენი ძალა და სიძლიერე იყოს (ფსალმუნები 17:18; გამოსვლა 15:2). ის ძლიერ დამხმარეს — სულიწმიდას — გვიგზავნის. სულიწმიდის საშუალებით იეჰოვა ‘ძალას აძლევს დაღლილებს’, ისე რომ, ეს უკანასკნელნი „ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები“ (ესაია 40:29, 31).
20 ღვთის სულიწმიდა სამყაროში უძლიერესი ძალაა. პავლემ თქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“. დიახ, ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას შეუძლია „აღმატებული ძლიერება“ მოგვცეს, რათა ყველა მტკივნეულ პრობლემას გავუძლოთ, სანამ აღთქმულ სამოთხეში — ძალიან მალე — ის „ყოველივე ახალს“ შექმნის (ფილიპელთა 4:13, აქ; 2 კორინთელთა 4:7; გამოცხადება 21:4, 5).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 „ვაინის ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონში“ ნათქვამია: «სიტყვის [„პარეგორია“] ზმნური ფორმა მიუთითებს სამედიცინო საშუალებაზე, რომელიც გაღიზიანებას ხსნის».
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• როგორ დაეხმარნენ რომში მყოფ პავლეს ძმები?
• როგორ შეგვიძლია კრებაში სხვებისთვის „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ ვიყოთ?
• როგორ ვიღებთ დახმარებას ძალის უმთავრესი წყაროდან, იეჰოვასგან?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
ძმებმა გაჭირვების ჟამს პავლე გააძლიერეს იმით,რომ ერთგულად დაუჭირეს მხარი, გაამხნევეს და მოემსახურნენ.
[სურათი 21 გვერდზე]
უხუცესები სამწყსოს აძლიერებენ და ამით სხვებს მაგალითს აძლევენ.