არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გმატებთ ძალებს ღვთის სიტყვა?

გმატებთ ძალებს ღვთის სიტყვა?

გმატებთ ძალებს ღვთის სიტყვა?

როგორ უმკლავდებით წამოჭრილ სირთულეებს? სატანის გამოცდისთვის რომ გაეძლო, იესოს წმინდა წერილებიდან სათანადო მუხლების გახსენება დაეხმარა (მათე 4:1—11). როდესაც მეფე დავითი განსაცდელში ჩავარდა, ძალები ღვთის სიტყვამ შემატა. დავითმა თქვა: „როცა ზრუნვით ამევსება გული, შენი ნუგეში მიამებს სულს“ (ფსალმუნები 93:19).

მსგავსად, საყვარელი მუხლის გახსენებამ შეიძლება ჩვენც გვანუგეშოს და ძალები შეგვმატოს სირთულეების წინაშე დგომისას. მაგალითად, რექსმა, რომელიც ამჟამად 89 წლისაა, სრული დროით მქადაგებლად მსახურება 1931 წლიდან დაიწყო. მიუხედავად ამისა, ის ამბობს: „ხშირად, როდესაც მსახურებაში განსაკუთრებულ დავალებას მაძლევდნენ, არასრულფასოვნების გრძნობა მეუფლებოდა და ვფიქრობდი, რომ ვერ გავართმევდი თავს“. როგორ გადალახა მან ეს სირთულე? «იმ პერიოდში ვიხსენებდი ჩემს საყვარელ მუხლს — იგავების 3:5-ს, რომელშიც ნათქვამია: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი“. ამ ბიბლიური მუხლის გახსენება და გამოყენება მეხმარებოდა, დავალებებისთვის წარმატებით გამერთვა თავი».

ბავშვებისთვისაც კი სარგებლობის მომტანია, როცა მათ განსაკუთრებით უყვართ რომელიმე ბიბლიური მუხლი. ექვსი წლის ჯეკმა თქვა, რომ მისი საყვარელი მუხლი მათეს 24:14-ია. ეს მუხლი აღძრავს მას, რომ მშობლებთან ერთად იქადაგოს. ჯეკი ამბობს: „მომწონს ყოველ შაბათს დედიკოსთან, მამიკოსთან და დაიკოსთან ერთად ქადაგება“.

თქვენც გიწევთ იესოს მსგავსად დროდადრო რწმენის გამოცდის წინაშე დგომა? ასეთ შემთხვევაში შეიძლება თქვენთვის საყვარელი ბიბლიური მუხლი ფილიპელთა 4:13 გახდეს. მეფე დავითის მსგავსად თქვენც იმყოფებით გასაჭირში და ‘ზრუნვით თქვენც გევსებათ გული’? მაშინ შეიძლება ფილიპელთა 4:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვების გახსენებამ გაპოვნინოთ სიმშვიდე. ხომ არ წუხხართ ზოგჯერ იმის გამო, რომ ღვთისადმი თქვენი მსახურება უნაყოფოა? ასეთ დროს 1 კორინთელთა 15:58-ის გახსენება შეგმატებთ ძალებს.

სათანადო ბიბლიური მუხლების დამახსოვრების შედეგად ღვთის სიტყვა ჩვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს (ებრაელთა 4:12). ჩვენთვის საყვარელი მუხლები ძალებს გვმატებს და გვანუგეშებს (რომაელთა 15:4).