იყავით იერემიასავით გაბედულნი
იყავით იერემიასავით გაბედულნი
„მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული, და გქონდეს უფლის იმედი“ (ფსალმუნები 26:14).
1. რით არიან კურთხეული იეჰოვას მოწმეები?
იეჰოვას მოწმეები სულიერ სამოთხეში ცხოვრობენ (ესაია 11:6—9). უბედურებებით სავსე ამ წუთისოფელში ისინი თანაქრისტიანებთან ერთად უნიკალურ სულიერ გარემოცვაში იმყოფებიან და ღმერთთან თუ ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ (ფსალმუნები 28:11; ესაია 54:13). მათი სულიერი სამოთხის ფარგლები უფრო და უფრო ფართოვდება. ამას ხელს უწყობს ყველა, ვინც ‘სულითა და გულით ასრულებს ღვთის ნებას’ (ეფესელთა 6:6, აქ). რას აკეთებენ ისინი? ცხოვრობენ ბიბლიური პრინციპების თანახმად და სხვებსაც ასწავლიან ასე ცხოვრებას, რითაც სულიერი სამოთხის უხვი კურთხევების გასაზიარებლად იწვევენ (მათე 28:19, 20; იოანე 15:8).
2, 3. რისი ატანა უწევთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
2 სულიერ სამოთხეში ცხოვრება იმას არ ნიშნავს, რომ არავითარი გასაჭირი არა გვაქვს. ჩვენ ჯერაც არასრულყოფილები ვართ და ვერსად გავექცევით ავადმყოფობას, ხანდაზმულობასა თუ სიკვდილს. გარდა ამისა, იმ წინასწარმეტყველებების შესრულების მოწმეები ვართ, რომლებიც „უკანასკნელ დღეებთან“ არის დაკავშირებული (2 ტიმოთე 3:1). კაცობრიობა საშინელ დღეშია ომების, დამნაშავეობის, დაავადებების, შიმშილობისა და სხვა უბედურებათა გამო, რისგანაც არც იეჰოვას მოწმეები არიან დაზღვეული (მარკოზი 13:3—10; ლუკა 21:10, 11).
3 გარდა ამისა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი თბილი სამოთხის საზღვრებს მიღმა წინააღმდეგობის ცივი ქარი ქრის. იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „რაკი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“ (იოანე 15:18—21). დღესაც არაფერი შეცვლილა. ხალხის უმრავლესობას არ ესმის ჩვენი და არ აფასებს ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს. ზოგი გვაკრიტიკებს, დაგვცინის და ზოგს — როგორც იესო გვაფრთხილებდა — ვძულვართ კიდეც (მათე 10:22). ხშირად მასმედია ჩვენზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ჩირქს გვცხებს (ფსალმუნები 108:1—3). დიახ, ყველა ვვარდებით ამა თუ იმ რთულ მდგომარეობაში, რის გამოც შეიძლება ზოგს გული უტყდება. როგორ შეგვიძლია მსგავს მდგომარეობასთან გამკლავება?
4. ვის შეგვიძლია მივმართოთ სიმტკიცის შესანარჩუნებლად?
4 იეჰოვა დაგვეხმარება. ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „მრავალი სიავე ხვდება მართალს; და ყველაფრისაგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნები 33:20; 1 კორინთელთა 10:13). მრავალ ჩვენგანს შეუძლია დაადასტუროს, რომ, როდესაც მთლიანად იეჰოვაზე ვართ მინდობილი, ის ძალას გვაძლევს ნებისმიერი განსაცდელის ასატანად. გულგატეხილობასა და შიშს დაგვაძლევინებს იეჰოვასადმი სიყვარული და ის სიხარული, რომელიც მომავალში გველის (ებრაელთა 12:2). ამგვარად, განსაცდელების მიუხედავად, სიმტკიცეს შევინარჩუნებთ.
იერემია ღვთის სიტყვამ განამტკიცა
5, 6. ა) რა მაგალითები დაგვიტოვეს იმ ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა, რომლებმაც გაუძლეს სირთულეებს? ბ) როგორი რეაქცია ჰქონდა იერემიას წინასწარმეტყველად დანიშვნაზე?
5 კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში იეჰოვას ერთგული მსახურები სირთულეების მიუხედავად სიხარულს არ კარგავდნენ. ზოგი მათგანი ისეთ დროს ცხოვრობდა, როდესაც ხალხი ორგულობას ავლენდა და ანრისხებდა იეჰოვას, რის გამოც ისჯებოდნენ. მსგავს სიტუაციაში მცხოვრებ ერთგულ თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ იერემია რომაელთა 15:4). გავარჩიოთ იერემიას შემთხვევა.
და მისი რამდენიმე თანამედროვე; აგრეთვე პირველი საუკუნის ქრისტიანები. ჩვენს გასამხნევებლად ეს ისტორიული მაგალითები ჩაწერილია ბიბლიაში და მათი განხილვით ბევრის სწავლა შეგვიძლია (6 იერემია ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც იუდაში წინასწარმეტყველად მსახურება დაეკისრა. ეს არ იყო ადვილი დავალება. იმ დროს მრავალი ცრუ ღმერთებს სცემდა თაყვანს. თუმცა იერემიამ მსახურება იოშიას, ერთგული მეფის, მმართველობის დროს დაიწყო, მის შემდეგ იუდას ტახტზე ასულთაგან ყველა ორგულობას ავლენდა. გარდა ამისა, მათი უმრავლესობა, რომლებსაც ხალხის დამოძღვრა ეკისრებოდათ — წინასწარმეტყველები და მღვდლები — ჭეშმარიტებას აღარ იცავდნენ (იერემია 1:1, 2; 6:13; 23:11). მაშ, რა გრძნობა დაეუფლა იერემიას, როდესაც იეჰოვამ წინასწარმეტყველად დანიშნა? ის შიშმა შეიპყრო (იერემია 1:8, 17). იერემია თავის პირველ რეაქციას ასე იხსენებს: «ვთქვი: „უფალო, უფალო, მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ“» (იერემია 1:6).
7. რა რეაქციას ხვდებოდა იერემია თავის სამქადაგებლო ტერიტორიაზე და როგორ რეაგირებდა ის ამაზე?
7 იერემიას სამქადაგებლო ტერიტორია თითქმის უნაყოფო იყო. ამასთანავე, ის ხშირად დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ერთხელ მღვდელმა ფაშხურმა დაარტყა წინასწარმეტყველს და ხუნდები დაადო. იერემიამ თავისი მაშინდელი გრძნობები ასე აღწერა: «ვთქვი: „აღარ ვახსენებ მას [იეჰოვას] და აღარ ვილაპარაკებ მისი სახელით“». შეიძლება ზოგჯერ თქვენც ამავეს გრძნობთ — გინდათ, რომ ყველაფერს თავი დაანებოთ. ყურადღება მიაქციეთ, რა დაეხმარა იერემიას სიძნელეების მიუხედავად თავისი საქმის გაგრძელებაში. მან თქვა: „ჩემს გულში [ღვთის სიტყვა, ანუ ცნობა] იყო აგიზგიზებული ცეცხლივით დამწყვდეული; დავიღალე მისი დაოკებით, მაგრამ ვერ შევძელი“ (იერემია 20:9). თქვენზეც იგივე გავლენა აქვს ღვთის სიტყვებს?
იერემიას თანამსახურები
8, 9. ა) რა სისუსტე გამოავლინა წინასწარმეტყველმა ურიამ და რა მოჰყვა ამას შედეგად? ბ) რატომ იყო ბარუქი გულგატეხილი და რა დახმარება მიიღო მან?
8 წინასწარმეტყველად მსახურებისას იერემია მარტო არ იყო. მას თანამსახურები ჰყავდა, რასაც ის უნდა გაემხნევებინა. თუმცა მისი თანამსახურები ზოგჯერ არაგონივრულად იქცეოდნენ. მაგალითად, წინასწარმეტყველი ურია აფრთხილებდა იერუსალიმსა და იუდას „იმ სიტყვებით, რომლებითაც იერემია წინასწარმეტყველებდა“. მაგრამ, როდესაც მეფე იეჰოიაკიმმა ურიას მოკვლა ბრძანა, შეშინებული წინასწარმეტყველი ეგვიპტეში გაიქცა. ამით ურიამ თავს ვერ უშველა. მეფის ბრძანებით მას დაედევნენ, შეიპყრეს და იერუსალიმში დააბრუნეს, შემდეგ კი მოკლეს. რა თავზარდამცემი იქნებოდა ეს იერემიასთვის! (იერემია 26:20—23).
9 იერემიას სხვა თანამსახური მისი მწერალი, ბარუქი, იყო. ის მთელი გულით ეხმარებოდა წინასწარმეტყველს, მაგრამ მანაც ერთხელ ყურადღება სულიერიდან სხვა რამეზე გადაიტანა. ბარუქმა დრტვინვა დაიწყო: „ვაი მე, რადგან დაუმატა უფალმა მწუხარება ჩემს სატკივარს, მოვიქანცე ვაებით და სიმშვიდე ვერ ვპოვე“. გულგატეხილი ბარუქი აღარ აფასებდა სულიერს. იეჰოვამ იერემია 45:1—5). იერემიასთვის მართლაც გამამხნევებელი იქნებოდა ბარუქის მიერ სულიერი წონასწორობის აღდგენა!
სიყვარულით მისცა ბარუქს გონივრული რჩევა და მანაც ყურად იღო ღვთის შეგონება. ღმერთმა აღუთქვა მას, რომ იერუსალიმის განადგურებას გადაურჩებოდა (იეჰოვა მხარში ამოუდგა თავის წინასწარმეტყველს
10. რას დაჰპირდა იეჰოვა იერემიას მხარში ამოდგომასთან დაკავშირებით?
10 უმთავრესი კი ის არის, რომ იეჰოვას არ მიუტოვებია იერემია. იეჰოვას ესმოდა, რას გრძნობდა თავისი მსახური; ამიტომაც მხარში ამოუდგა მას და საჭირო ძალა მისცა. მაგალითად, წინასწარმეტყველად მსახურების დაწყებისას, როდესაც იერემია დარწმუნებული არ იყო, შეძლებდა თუ არა ამ დავალების შესრულებას, იეჰოვამ უთხრა: „ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!“. იეჰოვამ წინასწარმეტყველს აუხსნა, თუ რა შედიოდა მის დავალებაში და დასძინა: „შეგებრძოლებიან ისინი, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან მე შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!“ (იერემია 1:8, 19). რა მანუგეშებელი სიტყვებია! იეჰოვამ დანაპირები შეასრულა.
11. საიდან ვიცით, რომ იეჰოვამ შეასრულა დანაპირები და მხარში ამოუდგა იერემიას?
11 ასე რომ, ხუნდებდადებულ და საჯარო დაცინვის ობიექტად ქცეულ იერემიას შეეძლო გულდაჯერებით ეთქვა: „უფალი კი ჩემთანაა, როგორც მამაცი მებრძოლი. იმის გამო ჩემი მდევარნი წაიბორძიკებენ და ვერ მძლევენ მე; დიდად შერცხვებიან [ისინი]“ (იერემია 20:11). მოგვიანებით, როდესაც იერემიას მოკვლას შეეცადნენ, იეჰოვა კვლავ მასთან იყო. ბარუქის მსგავსად იერემიაც გადარჩა იერუსალიმის განადგურებისას და ტყვეობაშიც კი არ მოხვდა, მაშინ როცა მისი მდევნელნი და მის გაფრთხილებათა უგულებელმყოფელნი ან დაიხოცნენ, ან ბაბილონში წაასხეს ტყვეებად.
12. რა უნდა გვახსოვდეს მაშინაც კი, როცა არცთუ უსაფუძვლოდ ვართ გულგატეხილნი?
12 იერემიას მსგავსად, დღესაც მრავალ იეჰოვას მოწმეს უწევს სირთულეების ატანა. როგორც უკვე მოხსენიებული იყო, ამ სირთულეთაგან ზოგი საკუთარი არასრულყოფილებით არის გამოწვეული, ზოგი — ამ წუთისოფელში არსებული ქაოსით და ზოგიც — ჩვენი საქმიანობისადმი მტრულად განწყობილთა მოქმედებით. ამ ყოველივემ შეიძლება გული გაგვიტეხოს. შეიძლება იერემიასავით ვიფიქროთ, რომ მსახურების გასაგრძელებლად ძალა აღარ გვყოფნის. ცხადია, დროდადრო შეიძლება გული გაგვიტყდეს. გულგატეხილობის დროს ჩანს, თუ რამდენად გვიყვარს იეჰოვა. ამიტომ გულგატეხილობას საშუალებას ნუ მივცემთ, რომ ურიას მსგავსად ჩვენც ჩამოგვაშოროს იეჰოვას მსახურებას. ნაცვლად ამისა, მივბაძოთ იერემიას და დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მხარში ამოგვიდგება.
როგორ ვძლიოთ გულგატეხილობას
13. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იერემიასა და დავითის მაგალითს?
13 იერემიას ყოველთვის ჰქონდა ღმერთთან ურთიერთობა — უზიარებდა გულის სიღრმეში ნადებ გრძნობებს და ემუდარებოდა, ძალა მიეცა მისთვის. ეს შესანიშნავი მაგალითია. ბიბლიურ დროში მცხოვრები დავითი, რომელიც ძალას იმავე წყაროდან მოელოდა, წერდა: „ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას. ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ“ (ფსალმუნები 5:2, 3). დავითის ცხოვრების შესახებ მონათხრობიდან, რომელიც ღვთის შთაგონებით დაიწერა, ჩანს, რომ იეჰოვას არაერთხელ უპასუხია დავითის ლოცვებისთვის და დახმარების ხელი გაუწვდია მისთვის (ფსალმუნები 17:2, 3; 20:2—6). მსგავსად ამისა, როდესაც სირთულეები გვამძიმებს ან ჩვენი პრობლემები გადაულახავად გვესახება, ძალიან მანუგეშებელი იქნებოდა, იეჰოვასთვის ლოცვით მიგვემართა და მისთვის გული გადაგვეშალა (ფილიპელთა 4:6, 7; 1 თესალონიკელთა 5:16—18). იეჰოვა არ წაუყრუებს ჩვენს ლოცვებს. პირიქით, ის გვარწმუნებს, რომ ‘ზრუნავს ჩვენზე’ (1 პეტრე 5:6, 7). მაგრამ განა გონივრული იქნებოდა, ლოცვით მიგვემართა იეჰოვასთვის, შემდეგ კი არ მოგვესმინა, რასაც ის გვეუბნება?
14. რა გავლენას ახდენდა იეჰოვას სიტყვები იერემიაზე?
14 როგორ გველაპარაკება იეჰოვა? დავუბრუნდეთ ისევ იერემიას მაგალითს. ის წინასწარმეტყველი იყო და იეჰოვა მას უშუალოდ ელაპარაკებოდა. იერემია აღგვიწერს, თუ როგორ მოქმედებდა ღვთის სიტყვები მის გულზე: „შევიგნე მე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი, და შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სიმხიარულედ, რადგან შენი სახელი მქვია მე, უფალო, ღმერთო მხედრობათა“ (იერემია 15:16). დიახ, იერემიას სიამოვნებდა, რომ ღვთის სახელი ‘ერქვა’. მისთვის ძვირფასი იყო იეჰოვას სიტყვები. ამიტომ მოციქულ პავლეს მსგავსად იერემიასაც მთელი გულით ეწადა მისთვის მინდობილი ცნობის სხვებისთვის გაზიარება (რომაელთა 1:15, 16).
15. როგორ შეგვიძლია გულში ჩავინერგოთ იეჰოვას სიტყვები და რაზე დაფიქრება გვაღებინებს მტკიცე გადაწყვეტილებას, არ დავდუმდეთ?
15 დღეს იეჰოვა უშუალოდ არავის ელაპარაკება. თუმცა მისი სიტყვების მოსმენა ბიბლიის გვერდებიდან შეგვიძლია. ამიტომ, თუ სერიოზულად ვეკიდებით ბიბლიის შესწავლას და ნასწავლს ვუღრმავდებით, ღვთის სიტყვა ჩვენს გულსაც ექცევა ‘სიხარულად და სიმხიარულედ’. როდესაც სხვებს იეჰოვას სიტყვებს ვუზიარებთ, ჩვენც აღგვაფრთოვანებს ის, რომ იეჰოვას სახელს ვატარებთ. ყოველთვის გვახსოვდეს: დღეს დედამიწაზე ჩვენ გარდა არ არსებობს ხალხი, ვინც იეჰოვას სახელს ამცნობს სხვებს. მხოლოდ მისი მოწმეები ქადაგებენ ღვთის უკვე დამყარებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას და თავმდაბალ ადამიანებს ეხმარებიან, იესო ქრისტეს მოწაფეები გახდნენ (მათე 28:19, 20). მართლაც რომ ძალიან კურთხეულნი ვართ! როგორ შეგვიძლია დავდუმდეთ მაშინ, როდესაც იეჰოვამ სიყვარულით მოგვანდო ასეთი დიდებული საქმე?
ყურადღება მივაქციოთ, ვისთან გვაქვს ურთიერთობა
16, 17. რა თვალსაზრისი ჰქონდა იერემიას ურთიერთობებთან დაკავშირებით და როგორ შეგვიძლია მას მივბაძოთ?
16 იერემია გვეუბნება, კიდევ რა დაეხმარა გაბედულების იერემია 15:17). იერემია ცუდ ხალხში ყოფნას მარტოდმარტო დარჩენას არჩევდა. დღეს ჩვენც მსგავსი განწყობა გვაქვს. არასოდეს გვავიწყდება მოციქულ პავლეს გაფრთხილება: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“, ისეთ კარგ ჩვევებსაც კი, რომლებიც უკვე წლებია, რაც გამომუშავებული გვაქვს (1 კორინთელთა 15:33).
შენარჩუნებაში. მან თქვა: „არ ვმჯდარვარ მე მლაღობელთა წრეში და არ მიმხიარულია; შენი ხელის ქვეშ ვიჯექი მარტოდ, რადგან მრისხანებით გამავსე მე“ (17 არაჯანსაღი ურთიერთობების შედეგად წუთისოფლის სულმა შეიძლება მოგვიწამლოს აზროვნება (1 კორინთელთა 2:12; ეფესელთა 2:2; იაკობი 4:4). ამიტომ, მოდი განვივითაროთ წვდომის უნარი და ამოვიცნოთ, ვისთან ურთიერთობაა საზიანო, შემდეგ კი ავერიდოთ ასეთ ურთიერთობებს (ებრაელთა 5:14). როგორ ფიქრობთ, დღეს რომ ცხოვრობდეს პავლე დედამიწაზე, რას ეტყოდა ქრისტიანებს, რომლებიც უყურებენ უზნეობას, ძალადობის ამსახველ ფილმებსა თუ მოძალადეობრივ სპორტულ სანახაობებს? რას ურჩევდა მოციქული იმ ძმებს, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით სრულიად უცნობ ადამიანებთან ამყარებენ ურთიერთობას? რას იფიქრებდა ის ქრისტიანებზე, რომლებიც საათობით თამაშობენ ვიდეოთამაშებს ან უყურებენ ტელევიზორს, კარგი პირადი შესწავლა კი არა აქვთ? (2 კორინთელთა 6:14ბ; ეფესელთა 5:3—5, 15, 16).
დარჩით სულიერ სამოთხეში
18. რა დაგვეხმარება სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში?
18 ჭეშმარიტი ქრისტიანები ძალიან ვაფასებთ ჩვენს სულიერ სამოთხეს. დღეს დედამიწაზე მას ვერაფერი შეედრება. ურწმუნოებიც კი აღნიშნავენ, რომ ქრისტიანებს უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთისადმი ყურადღებიანობასა და სიკეთეს ავლენენ (ეფესელთა 4:31, 32). და მაინც, დღეს, როგორც არასდროს, უნდა ვებრძოლოთ გულგატეხილობას. ჯანსაღი ურთიერთობები, ლოცვა და კარგი პირადი შესწავლა დაგვეხმარება სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში. ეს ყველაფერი განგვამტკიცებს და დაგვეხმარება, იეჰოვაზე მინდობით შევხვდეთ ნებისმიერ განსაცდელს (2 კორინთელთა 4:7, 8).
19, 20. ა) რა დაგვეხმარება სიმტკიცის შენარჩუნებაში? ბ) უშუალოდ ვისთვის არის მომზადებული მომდევნო სტატია და, მათ გარდა, კიდევ ვისთვის იქნება ის საინტერესო?
19 ნურასოდეს მივცემთ ჩვენი დაშინების საშუალებას იმ ადამიანებს, რომლებსაც სძულთ ბიბლიური ცნობა, და მათ გამო ნურც რწმენასთან დაკავშირებით წავალთ კომპრომისზე. იერემიას მტრების მსგავსად, ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლნიც ღვთის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ვერ გაიმარჯვებენ. იეჰოვა, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეებზე ბევრად ძლიერია, გვეუბნება: „მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული, და გქონდეს უფლის იმედი“ (ფსალმუნები 26:14). მთელი გულით მივენდოთ იეჰოვას და არასოდეს შევწყვიტოთ კარგი საქმეების კეთება. დარწმუნებული ვიყოთ, რომ იერემიას და ბარუქის მსგავსად ჩვენც მოვიმკით, თუ არ დავიღლებით (გალატელთა 6:9).
20 გულგატეხილობასთან გამუდმებით ბრძოლა მრავალ ქრისტიანს უწევს. მაგრამ ახალგაზრდები თავისებურ სირთულეებს აწყდებიან. მიუხედავად ამისა, მათაც აქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობები. მომდევნო სტატია უშუალოდ ახალგაზრდებისთვის არის მომზადებული. ის საინტერესო იქნება მშობლებისთვისაც და ყველა უფროსი ასაკის ქრისტიანისთვისაც, რომლებიც სიტყვით, მაგალითითა თუ კონკრეტული საქმეებით ეხმარებიან კრების ახალგაზრდებს.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ უნდა მოველოდეთ გულისგამტეხ სიტუაციებს და ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის?
• როგორ სძლია იერემიამ გულგატეხილობას მიუხედავად იმისა, რომ რთული დავალება ჰქონდა დაკისრებული?
• რა გაგვიმხიარულებს გულს მაშინაც კი, როდესაც რთულ მდგომარეობაში ვართ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 9 გვერდზე]
იერემია ფიქრობდა, რომ საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო წინასწარმეტყველად მსახურებისთვის.
[სურათი 10 გვერდზე]
დევნილმა იერემიამ იცოდა, რომ იეჰოვა, „როგორც მამაცი მებრძოლი“, მასთან იყო.