არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ დართო დავითმა, იეჰოვას ერთგულმა მსახურმა, თავის ცოლს, მიქალს, თერაფიმის ანუ კერპის ქონის უფლება, როგორც ეს ნაჩვენებია 1 მეფეთას 19:12, 13-ში?

თავდაპირველად მოკლედ განვიხილოთ ამ მუხლების კონტექსტი. როდესაც დავითის მეუღლემ გაიგო, რომ მეფე საულს დავითის მოკვლის საიდუმლო გეგმა ჰქონდა შემუშავებული, დაუყოვნებლივ იმოქმედა. ბიბლიაში ნათქვამია: „სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი და წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა. და აიღო მიქალმა თერაფიმი [რომელიც, როგორც ჩანს, ადამიანის ზომისა და ფორმის იყო] და საწოლზე დადო, სასთუმლად თხისური დაუგო და სამოსელი გადააფარა“. როდესაც საულის მიერ გაგზავნილი კაცები მივიდნენ დავითის შესაპყრობად, მიქალმა უთხრა მათ: „ავად არის“. მან ასეთი ხერხით დრო მოიგო და დავითმა გაქცევა მოასწრო (1 მეფეთა 19:11—16).

არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ძველ დროში თერაფიმებს, ანუ კერპებს, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ იურიდიული მიზნითაც იყენებდნენ. ძველად თერაფიმებს ისეთივე ძალა ჰქონდა, როგორც დღეს მემკვიდრეობის უფლების განმსაზღვრელ ანდერძსა და სხვა წერილობით დოკუმენტებს აქვს. როგორც ჩანს, განსაზღვრულ სიტუაციებში თერაფიმის ქონა სიძეს იმის უფლებას აძლევდა, რომ კანონიერად მოეთხოვა გარდაცვლილი სიმამრის ქონების მემკვიდრეობით მიღება. შესაძლოა, ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ამ შემთხვევამდე გაცილებით ადრე რახელმა მამამისის კერპები დაუკითხავად აიღო, ლაბანი კი დაჟინებით მოითხოვდა მათ უკან დაბრუნებას. ამ შემთხვევაში რახელის ქმარმა, იაკობმა, არ იცოდა მეუღლის ნამოქმედარის შესახებ (დაბადება 31:14—34).

როდესაც ისრაელი ერად ჩამოყალიბდა, ღმერთმა მათ ათი მცნება მისცა. მეორე მცნებაში პირდაპირ ესმებოდა ხაზი იმას, რომ ისრაელებს ეკრძალებოდათ კერპების გაკეთება (გამოსვლა 20:4, 5). მოგვიანებით წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფე საულს მიანიშნა ამ მცნებაზე: «ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა [„თერაფიმის გამოყენება“, აქ] და სიჯიუტე» (1 მეფეთა 15:23). აქედან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა იმის დასკვნა, რომ თერაფიმებს მემკვიდრეობის უფლების განმსაზღვრელად იყენებდნენ ისრაელში. მიუხედავად ამისა, ეს ძველი ებრაული ცრურწმენის გამომხატველი გამოსახულება ზოგ ისრაელს მაინც ჰქონდა ოჯახში (მსაჯულთა 17:5, 6; 4 მეფეთა 23:24). როგორც დავინახეთ, მიქალს თავის ნივთებს შორის თერაფიმიც ჰქონდა, რაც იმაზე მოწმობს, რომ მისი გული სრულიად არ იყო იეჰოვასკენ მიდრეკილი. დავითმა ან არ იცოდა თერაფიმის არსებობის შესახებ, ან რთავდა ცოლს მისი ქონის უფლებას, რადგან ის მეფე საულის ქალიშვილი იყო.

დავითმა იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების შესახებ საკუთარი თვალსაზრისი შემდეგი სიტყვებით გამოთქვა: „დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა“ (1 ნეშტთა 16:25, 26).

[სურათი 29 გვერდზე]

მეორე მცნების თანახმად, იკრძალებოდა ისეთი კერპების გაკეთება, როგორიცაა თერაფიმის ეს გამოსახულება.

[საავტორო უფლება]

From the book The Holy Land, Vol. II, 1859