არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მან გვასწავლა, პატივი გვეცა მისი მრწამსისთვის“

„მან გვასწავლა, პატივი გვეცა მისი მრწამსისთვის“

„მან გვასწავლა, პატივი გვეცა მისი მრწამსისთვის“

იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში, როვიგოში, მცხოვრებმა იეჰოვას მოწმემ გაიგო, რომ მას სიმსივნე ჰქონდა და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. საავადმყოფოში რამდენჯერმე მკურნალობის შემდეგ, რომელთა დროსაც უსისხლო მეთოდებს ითხოვდა, ის სახლში გადაიყვანეს, სადაც ექთნები ამბულატორიულ დახმარებას უწევდნენ.

ამ 36 წლის პაციენტის ძლიერმა რწმენამ და თანამშრომლობის სულმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა სამედიცინო პერსონალზე. კიბოთი მის დაღუპვამდე მცირე ხნით ადრე ექთანმა, რომელიც უვლიდა მას, ექთანთა ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია ამ პაციენტის შესახებ, რომელსაც ანჟელა უწოდა.

„ანჟელა სიცოცხლით სავსეა და აქვს სიცოცხლის სურვილი. მას შეგნებული აქვს თავისი მდგომარეობა და ავამდყოფობის სერიოზულობა. ისევე როგორც ნებისმიერ ჩვენგანს ექნებოდა განკურნების სურვილი, ისიც ყველანაირ საშუალებას ეძებს ამისათვის . . . ჩვენ, მომვლელებმა, თანდათანობით უფრო ახლოს გავიცანით. ის უარს არ ამბობდა ჩვენს დახმარებაზე. პირიქით, ანჟელას გულწრფელობა აადვილებდა ყველაფერს. გვიხაროდა მასთან მისვლა, რადგან ვიცოდით, რომ სასიამოვნო ურთიერთობა გველოდა და მასთან გატარებული დრო ფუჭად არ ჩაივლიდა . . . თავიდანვე მივხვდით, რომ მისი რწმენა მკურნალობისას სირთულეებს წამოჭრიდა“. მას ასეთი აზრი იმის გამო ჰქონდა, რომ თვლიდა, ანჟელას სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა, რაზედაც უარს ამბობდა (საქმეები 15:28, 29).

„ექიმებმა უთხრეს ანჟელას და ჩვენც ავუხსენით, რომ მის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდით, მაგრამ დავეხმარებოდით; რადგანაც გვესმოდა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის სიცოცხლე. აგრეთვე ვხედავდით, რას ნიშნავდა თავისი მრწამსი მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის. ანჟელა იმედს არ კარგავს, არ ეპუება სნეულებას. ის ძლიერია. მას სურს სიცოცხლე; იბრძვის, რომ იცოცხლოს. მან გამოავლინა მტკიცე რწმენა, ისეთი, როგორიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვაჩნია, ისეთი მყარი რწმენა, როგორიც ჩვენ არ გვაქვს . . .  მან გვასწავლა, მკურნალობისას პატივი გვეცა მისი მრწამსისთვის, მაშინაც კი, თუ ასეთი პოზიცია საკმაოდ განსხვავებული იქნებოდა ჩვენი პროფესიონალური ეთიკისაგან . . . გვჯერა, რაც ანჟელამ გვასწავლა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველანაირ ადამიანს ვხვდებით, რომელნიც სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფებიან და განსხვავებული რწმენა აქვთ. შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან და შევთავაზოთ საჭირო დახმარება ყველას, ვისაც კი ვხვდებით“.

გამოქვეყნებული სტატია ბოლოს ყურადღებას ამახვილებს „იტალიელ ექთანთა პროფესიონალური ეთიკის კოდექსზე“ (1999 წ.), რომელშიც ნათქვამია: „ექთანმა თავისი საქმის შესრულებისას უნდა გაითვალისწინოს თითოეული პაციენტის მრწამსი, მორალური ნორმები და კულტურული ფასეულობანი, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა“. დროდადრო ექიმებისთვის და ექთნებისთვის შეიძლება რთული იყოს პაციენტის რელიგიური შეხედულებების პატივისცემა და ნამდვილად დასაფასებელია, როცა ისინი აკეთებენ ამას.

გადაწყვეტილებები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები იღებენ საკუთარ ჯანმრთელობასთან და მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით, საგულდაგულოდ არის აწონ-დაწონილი. ისინი სერიოზულად ეკიდებიან, რას ამბობს ამ საკითხზე ბიბლია და, როგორც ანჟელას შემთხვევიდან ჩანს, ისინი არ არიან ფანატიკოსები (ფილიპელთა 4:5). მთელ მსოფლიოში იზრდება იმ ექიმთა რიცხვი, რომლებიც მზად არიან პატივი სცენ იეჰოვას მოწმე პაციენტების სინდისს.