შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ შვილების აღზრდაში?
შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ შვილების აღზრდაში?
ორქიდეა ძალიან ლამაზი ყვავილოვანი მცენარეა, მაგრამ მისი გახარება საკმაოდ რთულია. ამ მცენარის გასახარებლად აუცილებელია სათანადო ტემპერატურა, საჭირო განათება და შესაფერისი ზომის ქოთნის შერჩევა. ორქიდეა მგრძნობიარეა ნიადაგისა და სასუქის მიმართ და მას ადვილად აზიანებს დაავადებები თუ მავნებლები. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ამ მცენარის გახარების პირველი მცდელობა მარცხით დამთავრდება.
ბავშვების აღზრდა გაცილებით რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და უფრო დიდ ყურადღებასაც მოითხოვს. ამიტომ ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მშობლები თავს დაჯერებულად არ გრძნობენ ბავშვის აღზრდის დროს. ბევრი გრძნობს, რომ დახმარებას საჭიროებს ორქიდეას მომვლელის მსგავსად, რომელსაც გამოცდილი მეყვავილის რჩევა სჭირდება. რასაკვირველია, ყველა მშობელს სურს საუკეთესო ხელმძღვანელობის მიღება. სად შეიძლება ასეთი ხელმძღვანელობის პოვნა?
მართალია, ბიბლია არ არის ბავშვის აღზრდის სახელმძღვანელო, მაგრამ შემოქმედის შთაგონებით ბიბლიის დამწერებმა ბევრი პრაქტიკული რჩევა დაწერეს ამის თაობაზე. ბიბლიაში ხაზგასმულია, რომ ძალისხმევაა საჭირო სასურველი თვისებების განვითარებისათვის. მაგრამ ბევრი თვლის, რომ ამ რჩევებს ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფენ (ეფესელთა 4:22—24). ასეთი ბიბლიური რჩევების გათვალისწინება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის გაწონასწორებულად აღზრდაში; მისი გამოყენება სასარგებლო აღმოჩნდა უკვე ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც დროის სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ და განსხვავებულ კულტურებს მიეკუთვნებოდნენ. ასე რომ, ბიბლიური რჩევის მიყოლა თქვენც დაგეხმარებათ შვილების კარგ პიროვნებებად აღზრდაში.
მშობლების მაგალითი — აღზრდის საუკეთესო საშუალება
„როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი! ჰქადაგებ: არ მოიპაროო, და იპარავ! ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ!“ (რომაელთა 2:21, 22).
ქალაქ სეულში არსებული განათლების სამინისტროს უფროსმა აღნიშნა: „ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალება მისთვის საქმითა თუ სიტყვით კარგი მაგალითის მიცემაა“. თუ მშობლები შვილებს რამეს ასწავლიან, სიტყვითა და საქმით კი კარგ მაგალითს არ აძლევენ, ბავშვები მაშინვე იფიქრებენ, რომ მშობლები თვალთმაქცობენ; მათ სიტყვებს ძალა აღარ ექნება. მაგალითად, თუ მშობლებს სურთ, რომ შვილებს პატიოსნება ჩაუნერგონ, თავად უნდა იყვნენ პატიოსნები. ზოგი მშობელი ძალიან ხშირად, როდესაც არ სურს სატელეფონო ზარს უპასუხოს, შვილს ასეთი რამის თქმას ავალებს: „იცით, მამა (ან დედა) სახლში არ არის“. როდესაც ბავშვს ასეთ რამეს ავალებენ, ის თავს უხერხულად გრძნობს და იბნევა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, თუ არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდება, შეიძლება თავადაც თქვას ტყუილი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ამიტომ, თუ მშობლებს ნამდვილად სურთ, რომ მათი შვილი პატიოსანი ადამიანი იყოს, თავად უნდა ილაპარაკონ გულახდილად და შესაბამისად იმოქმედონ.
გსურთ, რომ თქვენი შვილი საუბარში თავაზიანობას ავლენდეს? მაშინ თქვენ უნდა მისცეთ კარგი მაგალითი. ბავშვი მალევე მოგბაძავთ. სიუნ-სიკი, ოთხი შვილის მამა, ამბობს: „მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, საუბრის დროს არ გამოვიყენოთ უხეში სიტყვები“. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და მაშინაც კი არ ვუწევთ ხმას, როდესაც გუნება გვაქვს გაფუჭებული ან გაბრაზებულები ვართ. კარგ მაგალითს ბევრად მეტი ძალა აქვს, ვიდრე მხოლოდ სიტყვებს. გალატელთა 6:7-ში, ნათქვამია: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. მშობლებმა, რომლებსაც სურთ, რომ მათი შვილები მაღალზნეობრივ ნორმებს იცავდნენ, პირველ რიგში თავად უნდა ცხადყონ, რომ ასეთი ნორმების თანახმად ცხოვრობენ.
გვიხარია, რომ ჩვენი შვილები სხვებთან საუბრისას პატივისცემასა და თავაზიანობას ავლენენ“. ბიბლიაში, კერძოდშეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა შვილებთან
„ჩაუნერგე ისინი [ღვთის მცნებები] შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:7).
დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს სამუშაო საათების შემდეგაც უწევს მუშაობა. როდესაც ქმარიც მუშაობს და ცოლიც, ეს სერიოზულ გავლენას ახდენს შვილებზე. მრავალი მშობელი სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას. სახლში ყოფნისას მათ საოჯახო და სხვა ყოველდღიური საქმეების გაკეთება უწევთ, რის გამოც შეიძლება ძალები გამოეცალოთ და ვერ შეძლონ შვილებთან ურთიერთობა. როგორ შეგიძლიათ ასეთ ვითარებაში ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ შვილებთან? საუბრის შესაძლებლობა შეიძლება მაშინ მოგეცეთ, თუ შვილებთან ერთად გააკეთებთ საოჯახო საქმეებს. ერთმა ოჯახისთავმა ტელევიზორის ქონაზეც კი თქვა უარი უმთავრესად იმიტომ, რომ მეტი დრო ჰქონოდა შვილებთან სასაუბროდ. მან აღნიშნა: „თავიდან ბავშვებმა უტელევიზოროდ მოიწყინეს, მაგრამ მათთან ერთად როდესაც თავსატეხების ამოხსნა და საინტერესო წიგნების განხილვა დავიწყე, თანდათანობით შეეჩვივნენ ამ ცვლილებას“.
მნიშვნელოვანია, რომ შვილებმა პატარაობიდანვე ისწავლონ მშობლებთან ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდობის ასაკში თუ პრობლემების წინაშე დადგებიან, არ ჩათვლიან მშობლებს ახლო მეგობრებად და საკუთარ პრობლემებს არ გაუზიარებენ. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, რომ გაგიმჟღავნონ გულისნადები? იგავების 20:5-ში ნათქვამია: „ზრახვა კაცის გულში ღრმა წყალია, ხოლო გონიერი კაცი ამოხაპავს მას“. შვილებს მათი თვალსაზრისის გასაგებად დაუსვით ისეთი კითხვები, როგორიცაა „რას ფიქრობ?“ ამგვარად მშობლებს შეუძლიათ აღძრან შვილები აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად.
როგორ მოიქცევით, თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს? ამ დროს მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოსმენისას შეეცადეთ, მოთოკოთ ემოციები. ერთი მამა გვიყვება, თუ როგორ იქცევა ასეთ სიტუაციაში: „როდესაც შვილები შეცდომებს უშვებენ, ვცდილობ, ძალიან მწვავე რეაგირება არ მოვახდინო. ყურადღებით ვუსმენ მათ, რომ ჩავწვდე მომხდარის არსს. როდესაც ვგრძნობ, რომ მიჭირს თავის ხელში აყვანა, ვცდილობ, თავი დავიწყნარო“. თუ ემოციებს თოკავთ და ყურადღებით უსმენთ შვილს, მას უფრო გაუადვილდება, დაგემორჩილოთ და გამოსწორდეს.
სიყვარულით აღზრდა
„მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
შვილების აღზრდაში სასურველი შედეგების მისაღწევად საჭიროა, აღმზრდელობითი ზომები სიყვარულით იყოს მიღებული. შეიძლება მშობლებმა ‘გააღიზიანონ შვილები’? თუ ისინი ბავშვს იმაზე მეტად სჯიან, რამდენსაც იმსახურებს, ან მეტისმეტად კრიტიკულ შენიშვნებს აძლევენ, ბავშვზე ეს უარყოფითად იმოქმედებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლებმა სიყვარულით უნდა აღზარდონ შვილი (იგავები 13:24). თუ შვილებს აუხსნით დასჯის მიზეზს, მიხვდებიან, რომ ამას იმიტომ აკეთებთ, რომ გიყვართ ისინი (იგავები 22:15; 29:19).
მეორე მხრივ, კარგი იქნება, თუ ბავშვებს საკუთარ თავზე ექნებათ გამოცდილი, რომ არასწორი საქციელის გამო ვერ ასცდებიან არასასურველ შედეგებს. მაგალითად, თუ ბავშვი სხვას ცუდად მოექცევა, უნდა
მოსთხოვოთ მას ბოდიშის მოხდა. როდესაც ის არ ემორჩილება ოჯახში დადგენილ წესებს, შეგიძლიათ შეუზღუდოთ თავისუფლება და სასიამოვნო რამის გაკეთება აუკრძალოთ; ამით მან უნდა დაინახოს, რომ მნიშვნელოვანია ამ წესების დაცვა.სასურველია, რომ ბავშვი დროულად დაისაჯოს. ეკლესიასტეს 8:11-ში ხაზგასმულია: „სადაც სწრაფად არ ისჯება ბოროტი, ადამიანის გული ბოროტებით ივსება“. ბევრი ბავშვი ამოწმებს, გადაურჩება თუ არა დასჯას ცუდად მოქცევის შემთხვევაში. ამიტომ, თუ ბავშვს ერთხელ გააფრთხილებთ, რომ ცუდი საქციელის გამო აუცილებლად დაისჯება, შეასრულეთ თქვენი სიტყვა.
სასარგებლო გართობა და დასვენება
„ყოველივეს თავისი დრო აქვს . . . [არის] ჟამი სიცილისა . . . ჟამი ცეკვისა“ (ეკლესიასტე 3:1, 4).
დასვენება და სასარგებლო, გაწონასწორებული გართობა აუცილებელია ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. როდესაც მშობლები შვილებთან ერთად ისვენებენ და ერთობიან, ოჯახური კვანძები მტკიცდება და ბავშვები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს ერთად დასვენება და გართობა? თუ ამაზე დასაფიქრებლად დროს გამონახავთ, უამრავ სასიამოვნო გასართობ საშუალებას გამოძებნით. მაგალითად, შეგიძლიათ ღია ცის ქვეშ ველოსიპედით სეირნობა, ტენისის, ბადმინტონის ან ფრენბურთის თამაში. წარმოიდგინეთ, რა მხიარულად გაატარებთ დროს, თუ ერთად დაუკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ, თუ ერთად დაათვალიერებთ ახლოს მდებარე საინტერესო ადგილებს და ბუნების სილამაზით დატკბებით.
ასეთ დროს მშობლებს შეუძლიათ, შვილებს გართობასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის განვითარებაში დაეხმარონ. ერთი ქრისტიანი მამა, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავს, ამბობს: „შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ შვილებთან ერთად დავისვენო და გავერთო. მაგალითად, როდესაც ისინი კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, ვეკითხები, როგორ თამაშობენ. ისინი დიდი მონდომებით მიხსნიან თამაშის წესებს; სწორედ ამ დროს ვსარგებლობ შემთხვევით, რომ ვესაუბრო არაჯანსაღი გართობის საშიშროებაზე. შევნიშნე, რომ ისინი თავს არიდებენ გართობის მიუღებელ სახეობებში მონაწილეობას“. დიახ, ბავშვები, რომლებსაც სიამოვნებთ ოჯახის წევრებთან ერთად დასვენება და გართობა, ნაკლებად არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ უყურონ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების, ძალადობისა და უზნეობის ამსახველ სატელევიზიო პროგრამებსა და ფილმებს ან ინტერნეტში არსებული ამგვარი თამაშებით გაერთონ.
დაეხმარეთ შვილებს კარგი მეგობრების შეძენაში
„ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20).
ერთმა ქრისტიანმა მამამ, რომელმაც სამაგალითოდ აღზარდა ოთხი შვილი, აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ მეგობრებს ირჩევენ შვილები. ერთი ცუდი მეგობრის გამო შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროთ“. ის თავის შვილებს კარგი მეგობრების შეძენაში იმით ეხმარებოდა, რომ დამაფიქრებელ კითხვებს უსვამდა: „ვინ არის თქვენი უახლოესი მეგობარი? რატომ მოგწონთ ის? რაში გინდათ, რომ მას მიჰბაძოთ?“ სხვა მშობელი იმაზე ზრუნავდა, რომ მის შვილებს სახლში მიეპატიჟებინათ ახლო მეგობრები. შემდეგ ის აკვირდებოდა მათ და შვილებს სათანადო რჩევა-დარიგებას აძლევდა.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ასწავლოთ შვილებს, რომ თანატოლების გარდა ასაკოვან ადამიანებსაც
დაუმეგობრდნენ. ბემ-სენი, სამი ვაჟის მამა, ამბობს: „შვილებს იმის დანახვაში ვეხმარები, რომ აუცილებელი არ არის, მეგობრები მაინცდამაინც თანატოლები ჰყავდეთ და მაგალითად მომყავს ბიბლიური პერსონაჟები, დავითი და იონათანი, რომლებიც არ იყვნენ თანატოლები. ვეპატიჟები სხვადასხვა ასაკის ქრისტიანებს, რათა მათ ჩემს შვილებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. შედეგად, ბავშვები ბევრ ისეთ ადამიანთან ამყარებენ ახლო ურთიერთობას, რომლებიც არ არიან მათი თანატოლები“. სამაგალითო ასაკოვან ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად ბავშვებს ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ.თქვენ შეგიძლიათ კარგ პიროვნებად აღზარდოთ შვილი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, ბევრმა მშობელმა, რომლებიც ცდილობდნენ შვილებში ისეთი თვისებების ჩანერგვას, როგორიცაა თავშეკავება, თვითდისციპლინა და პატიოსნება, თითქმის ვერაფერს მიაღწია. რატომ არის ასე რთული შვილების აღზრდა? ერთმა დედამ, რომელიც ამ გამოკითხვაში იღებდა მონაწილეობას, აღნიშნა: „სამწუხაროდ, ერთადერთი საშუალება, რითაც შვილების დაცვა შემიძლია, ის არის, რომ ჩავკეტო ოთახში და არსად გავუშვა“. მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ საზოგადოება, რომელთა გარემოცვაშიც ამჟამად მისი შვილები იზრდებიან — ისე, როგორც არასდროს უწინ — დაცემულია. შესაძლებელია რეალურად ასეთ გარემოში ბავშვების სათანადოდ აღზრდა?
თუ ორქიდეას გახარება გსურთ, მაგრამ შიშობთ, რომ გაგიხმებათ, შეიძლება ამან გული აგიცრუოთ. თქვენთვის დიდი შვება იქნება, თუ ამ მცენარის გაზრდაში დახელოვნებული სპეციალისტი შემოგთავაზებთ დახმარებას, მოგცემთ კარგ რჩევებს და დაგარწმუნებთ, რომ, თუ მიჰყვებით მათ, შეძლებთ მის გახარებას! იეჰოვა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას, საუკეთესო რჩევებს იძლევა შვილების აღზრდის საკითხში. ის ამბობს: „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6, სსგ). თუ ბიბლიური რჩევების თანახმად ზრდით შვილებს, ისინი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ყურადღებიან და მორალურად სუფთა პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, რაც სიხარულს მოგიტანთ. ისინი ეყვარებათ სხვებს და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას.