არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ცნობილი გახდეს იეჰოვას სახელი“

„ცნობილი გახდეს იეჰოვას სახელი“

„ცნობილი გახდეს იეჰოვას სახელი“

„საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს მთელ მსოფლიოში აფასებენ იმის გამო, რომ ეს ჟურნალები სულიერ საკითხებს აშუქებს და სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. აი როგორ გამოხატა მადლიერება ერთმა ფრანგმა მკითხველმა:

„წარმოშობით აფრიკელი ახალგაზრდა ქალი ვარ და სათანადო განათლება არა მაქვს მიღებული. არც ისე დიდი ხნის წინ თქვენი ჟურნალების კითხვა დავიწყე. ძალიან მომეწონა მათი შინაარსი. ახლა ვხვდები, რამდენად სასარგებლოა კითხვა. თქვენი ჟურნალების საშუალებით სიტყვათა მარაგი გავიმდიდრე და ნაკლებ შეცდომებს ვუშვებ წერილების წერისას.

გაოცებული ვარ, რომ თქვენ მიერ გამოცემული სტატიები ყველა თემას ეხება — ადამიანებს, ჩვენს პლანეტას თუ შემოქმედს. ეს სტატიები იმდენად გასაგებად და საინტერესოდ არის დაწერილი, რომ მკითხველი თვალმოუშორებლად კითხულობს მათ. დღეს სხვამ ვერავინ შეძლო ერთდროულად ყველანაირი მკითხველის გემოვნება დაეკმაყოფილებინა.

ისიც მაოცებს, რომ ეს ყველაფერი მოგების მიზნით კი არ კეთდება, არამედ იმისათვის, რათა ცნობილი გახდეს იეჰოვას სახელი. ვიცი, რომ თქვენ ღვთის მოსაწონი ხალხი ხართ და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. გთხოვთ, კვლავაც ისარგებლოთ შემოქმედის ძალით და მისი საშუალებით სხვებს ასწავლოთ“.

დღესდღეობით იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას 235 ქვეყანაში ეწევიან. „საგუშაგო კოშკი“ 148 ენაზე იბეჭდება, „გამოიღვიძეთ!“ კი — 87-ზე. ეს ჟურნალები ადამიანთა განსადიდებლად არ გამოიცემა. მათში მოცემული ბიბლიური რჩევები და უახლესი ინფორმაცია გამიზნულია შემოქმედის განსადიდებლად. ღმერთი ამბობს: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ (ესაია 48:17, სსგ). თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ სარგებლობა, თუ ამ დამხმარე ბიბლიურ პუბლიკაციებთან ერთად რეგულარულად იკითხავთ საღვთო წერილს.