არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

«გვსურს, ვუთხრათ მას „დიახ!“»

«გვსურს, ვუთხრათ მას „დიახ!“»

«გვსურს, ვუთხრათ მას „დიახ!“»

ნიგერიაში არსებულმა იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა ახლახან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო:

«ჩვენი ვაჟი, ანდერსონი, 14 წლის ასაკში დაგვეღუპა. სიკვდილამდე ის ორ წიწილას ზრდიდა. მას სურდა, გაეყიდა ისინი და აღებული თანხა შესაწირავის სახით ფილიალში გამოეგზავნა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. მაგრამ მას ამის გაკეთება არ დასცალდა.

რამდენადაც ჩვენ, მისმა მშობლებმა, ვიცოდით ანდერსონის სურვილის შესახებ, თავად გავზარდეთ წიწილები და გავყიდეთ. გიგზავნით ამ თანხას ანდერსონის სახელით. იეჰოვას დანაპირების თანახმად, დარწმუნებულები ვართ, რომ მალე, ძალიან მალე, კვლავ ვიხილავთ ჩვენს ვაჟს. გვსურს, ვუთხრათ მას „დიახ!“, როდესაც შეგვეკითხება, შევასრულეთ თუ არა მისი გულის წადილი. ჩვენ მოველით, რომ არა მარტო ანდერსონს ვიხილავთ, არამედ მკვდრეთით აღმდგარ ‘მოწმეთა ღრუბელს’» (ებრაელთა 12:1; იოანე 5:28, 29).

როგორც ამ წერილიდან ნათლად დავინახეთ, აღდგომისადმი რწმენა — ეს არის იმედი, რომელიც ძალებს აძლევს და ამხნევებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს. ანდერსონის ოჯახის მსგავსად, რამხელა სიხარულს იგრძნობს მილიონობით ოჯახი საყვარელი ადამიანების ხილვისას, ადამიანებისა, რომლებიც სასტიკმა მტერმა, სიკვდილმა, გამოაცალა მათ ხელიდან! (1 კორინთელთა 15:24—26).

ღვთის სიტყვა ბევრ სხვა სასწაულებრივ დანაპირებთან ერთად აღდგომის შესახებ მანუგეშებელ იმედსაც გვაძლევს, რაც მალე ღვთის სამეფოს მმართველობის ქვეშ, სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში რეალობად იქცევა (2 პეტრე 3:13). ბიბლიაში აღწერილია, რას მოიმოქმედებს ღმერთი იმ დროს: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).