„ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ“
„ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ“
ხუთი წლის ალექსისი ცხოვრობს მექსიკის ქალაქ მორელიაში. მისი მშობლები სწავლობენ ბიბლიას და ესწრებიან იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს. ერთხელ ალექსისმა სარაიონო კონგრესზე ოჯახთან ერთად ყოფნის დროს ნახა კარდაკარ მსახურების ინსცენირება. ის უცბად მიბრუნდა მამისკენ და ჰკითხა: „მამიკო, მამიკო, შენ რატომ არ დადიხარ საქადაგებლად?“ მამამ უპასუხა: „მე ჯერ ბიბლიას ვსწავლობ და ვემზადები, რომ შემდეგ ვიქადაგო“. „მამიკო, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ“, — აღფრთოვანებით წარმოთქვა ალექსისმა.
ბიჭუნა მიხვდა, რომ საჭიროა იეჰოვას შესახებ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება. ვინაიდან ალექსისის ორი პატარა ბიძაშვილი (და-ძმა) იმავე სახლში ცხოვრობს, სადაც ალექსისი, მან თავდაპირველად იეჰოვას მიმართა ლოცვით და შემდეგ მათ მოუყვა — მშობლების დახმარებით, რა ისწავლა წიგნიდან „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. თუმცა ალექსისმა კითხვა არ იცოდა, მას ძალიან კარგად ახსოვდა ილუსტრაციების საშუალებით წიგნის შინაარსი. მან თქვა, რომ სურდა, ხალხთან მისულიყო სახლებში და მოეყოლა ის, რასაც ღვთის განზრახვების შესახებ სწავლობდა.
მართლაც, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც ‘წმინდა’ ღმერთი, იეჰოვა, მოელის მათგან და შეუძლიათ ისარგებლონ შეუდარებელი უპირატესობით — იქადაგონ ერებს შორის ღვთის შესახებ (ესაია 43:3; მათე 21:16). უდავოა, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ.