გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
• რა იყო „კომპლუტენსიონ პოლიგლოტი“ და რატომ იყო ის მნიშვნელოვანი?
ეს იყო დაბეჭდილი მრავალენოვანი ბიბლია, სადაც პარალელურ სვეტებში მოცემული იყო საუკეთესო ებრაული, ბერძნული და ლათინური ტექსტები; აგრეთვე არამეული ტექსტის გარკვეული მონაკვეთები. „პოლიგლოტი“ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ბიბლიის დედნის ტექსტების გაუმჯობესებას (15.04, გვერდები 28—31).
• როგორ შეუძლიათ ადამიანებს გული გაუხარონ ღმერთს?
როგორც რეალურ პიროვნებას, იეჰოვას შეუძლია იფიქროს, იმოქმედოს და გამოხატოს გრძნობები. ის არის „ბედნიერი ღმერთი“ და სიამოვნებას პოულობს თავისი განზრახვის შესრულებაში (1 ტიმოთე 1:11; ფსალმუნები 103:31). რაც უფრო გულისხმიერები ვიქნებით ღვთის გრძნობების მიმართ, მით უფრო გვეცოდინება, თუ რით შეგვიძლია ღვთის გულის გახარება (15.05, გვერდები 4—7).
• რატომ დართო დავითმა თავის ცოლს, მიქალს, თერაფიმის ანუ კერპის ქონის უფლება?
როდესაც მეფე საულმა დავითის მოკვლის საიდუმლო გეგმა შეიმუშავა, მიქალი დაეხმარა დავითს გაქცევაში და საწოლზე დადო ფიგურა, რომელიც, როგორც ჩანს, ადამიანის ზომისა და ფორმის იყო. შესაძლებელია მას ჰქონოდა თერაფიმი, რადგანაც მისი გული სრულიად არ იყო ღვთისკენ მიდრეკილი. დავითმა ან არ იცოდა თერაფიმის არსებობის შესახებ, ან რთავდა ცოლს მისი ქონის უფლებას, რადგან ის მეფე საულის ქალიშვილი იყო (1 ნეშტთა 16:25, 26) (01.06, გვერდი 29).
• რა ედო საფუძვლად სისხლთან დაკავშირებით ღვთის მითითებას?
წარღვნის შემდეგ ღვთის მიერ მიცემული მითითება — რის შესახებაც მოსეს რჯულში და საქმეების 15:28, 29-ში ვკითხულობთ — ყურადღებას ამახვილებდა მსხვერპლზე, რომელსაც იესო ქრისტე გაიღებდა საკუთარი სისხლის დაღვრით. ღვთისგან მიტევების მიღება და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება მხოლოდ ამ სისხლის მეშვეობით არის შესაძლებელი (კოლასელთა 1:20) (06.15, გვერდები 14—19).
• იესოს მიერ მოხდენილი რამდენი სასწაულია მოხსენიებული ბიბლიაში?
სახარებებში ჩაწერილია იესოს მიერ მოხდენილი 35 სასწაული. მაგრამ უცნობია იესოს სასწაულების ზუსტი რიცხვი, მათ შორის მათიც, რომელთა შესახებაც არ მოგვეპოვება ცნობები (მათე 14:14) (07.15, გვერდი 5).