დაღლილნი, მაგრამ არა ძალაგამოცლილნი
დაღლილნი, მაგრამ არა ძალაგამოცლილნი
„ღმერთი . . . შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა . . . აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს“ (ესაია 40:28, 29).
1, 2. ა) რა გულში ჩამწვდომი მოწვევის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც სურს იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობა? ბ) რამ შეიძლება შეუქმნას სერიოზული საფრთხე ჩვენს სულიერობას?
ჩვენთვის, იესოს მოწაფეებისთვის, კარგად არის ცნობილი მისი გულში ჩამწვდომი მოწვევა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ . . . ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30). გარდა ამისა, ქრისტიანებს „იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ უდგებათ (საქმეები 3:19, აქ). უეჭველია, საკუთარ თავზე გექნებათ განცდილი გამომაცოცხლებელი გავლენა, რაც ჭეშმარიტების შესწავლას, ბედნიერი მომავლის იმედის ჩასახვასა და იეჰოვას ნორმების ცხოვრებაში გამოყენებას მოაქვს.
2 მიუხედავად ამისა, იეჰოვას ზოგ თაყვანისმცემელს ემოციურ დაღლილობასთან უწევს ბრძოლა. ზოგჯერ გულგატეხილობის პერიოდი ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ ხანდახან დაღლილობით გამოწვეულ უარყოფით გრძნობებს შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ვერ გაუმკლავდეს ქრისტიანი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ქრისტიანული პასუხისმგებლობების შესრულება ტვირთად ექცა, ნაცვლად იმისა, რომ იესოს დანაპირების თანახმად, გამომაცოცხლებელი ყოფილიყო. ასეთმა უარყოფითმა გრძნობებმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას იეჰოვასთან ქრისტიანის ურთიერთობას.
3. რატომ მისცა იესომ რჩევა თავის მოწაფეებს, რის შესახებაც იოანეს 14:1–შია ჩაწერილი?
3 იესომ დაპატიმრებამდე და სიკვდილით დასჯამდე არც ისე დიდი ხნით ადრე თავის მოწაფეებს უთხრა: „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე“ (იოანე 14:1). მან ეს სიტყვები იმიტომ წარმოთქვა, რომ მოციქულებს მალე მოუწევდათ ტრაგიკული მოვლენების ხილვა. ამ მოვლენებს კი მოჰყვებოდა დევნები. იესომ იცოდა, რომ მისი მოციქულები შეიძლება ძლიერი გულგატეხილობის გამო დაბრკოლებულიყვნენ (იოანე 16:1). თუ მწუხარებას მიეცემოდნენ, ამის გამო შეიძლება სულიერად დასუსტებულიყვნენ და იეჰოვასადმი ნდობა დაეკარგათ. იმავეს თქმა შეიძლება დღეს ქრისტიანებზეც. ხანგრძლივი გულგატეხილობა ბევრ ტკივილს მოგვაყენებს და გულს დაგვიმძიმებს (იერემია 8:18). ასეთ დროს შეიძლება ჩვენი შინაგანი პიროვნება დასუსტდეს. სტრესულ მდგომარეობაში შეიძლება ემოციურად და სულიერად გამოვიფიტოთ და იეჰოვასადმი თაყვანისცემის სურვილიც კი დავკარგოთ.
4. რა დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი სიმბოლური გული სულიერი დაღლილობისგან დავიცვათ?
4 ბიბლიაში მოცემულია მართებული რჩევა: „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4:23). ბიბლია გვთავაზობს პრაქტიკულ მითითებას, რომლის დახმარებითაც შევძლებთ ჩვენი სიმბოლური გულის დაცვას გულგატეხილობისა და სულიერი დაღლილობისგან. მაგრამ თავდაპირველად საჭიროა, დავადგინოთ, რით არის გამოწვეული ჩვენი დაღლილობა.
ქრისტიანობა არ არის ძალების გამომცლელი
5. ერთი შეხედვით, როგორი შეუსაბამობა შეინიშნება ქრისტიანად ყოფნასთან დაკავშირებით?
5 ქრისტიანად ყოფნა, რასაკვირველია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს (ლუკა 13:24). იესომ ასეთი რამეც კი აღნიშნა: «ვინც არ აიღებს თავის ჯვარს [„წამების ბოძს“, აქ] და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე» (ლუკა 14:27). იესოს ეს სიტყვები ერთი შეხედვით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მისივე განაცხადს, რომ მისი ტვირთი მსუბუქი და გამომაცოცხლებელია, მაგრამ სინამდვილეში ამ ორ განაცხადს შორის შეუსაბამობა არ არსებობს.
6, 7. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ღვთისადმი ჩვენი თაყვანისმცემლობა არ არის ძალების გამომცლელი?
6 თუმცა ღირებული საქმის შესასრულებლად ძალისხმევა და მძიმედ შრომა ფიზიკურად დამღლელია, მის შედეგად ადამიანი კმაყოფილებასა და გამოცოცხლებას გრძნობს (ეკლესიასტე 3:13, 22). განა არსებობს იმაზე უკეთესი საქმიანობა, ვიდრე ის, რომ გავუზიაროთ ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანებს? გარდა ამისა, ნებისმიერი სირთულე, რომელსაც იმ დროს ვაწყდებით, როდესაც ღვთის მაღალი მორალური ნორმებით ცხოვრებას ვცდილობთ, არაფერია იმ სარგებლობასთან შედარებით, რასაც ერთგულების შედეგად ვიღებთ (იგავები 2:10—20). იმ შემთხვევაშიც კი, თუ გვდევნიან, ჩვენ პატივად მივიჩნევთ, რომ ღვთის სამეფოს გამო შეურაცხგვყოფენ (1 პეტრე 4:14).
7 იესოს ტვირთი ნამდვილად გამომაცოცხლებელია, განსაკუთრებით, როდესაც ვადარებთ მას იმ უღელთან, რომლის ტარებაც ცრუ რელიგიის სულიერ სიბნელეში მყოფ ადამიანებს უწევთ. ღმერთს სათუთი გრძნობები აქვს ჩვენ მიმართ და ისეთ მოთხოვნებს არ გვაკისრებს, რომელთა შესრულებასაც ვერ შევძლებთ. იეჰოვას „მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). ჭეშმარიტი ქრისტიანობა, როგორც საღვთო წერილშია აღწერილი, ძალების გამომცლელი არ არის. დიახ, ღვთისადმი თაყვანისმცემლობა არ იწვევს დაღლილობასა და გულგატეხილობას.
„ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი“
8. რა იწვევს ხშირ შემთხვევაში სულიერ დაღლილობას?
8 ხშირ შემთხვევაში ჩვენი სულიერი დაღლილობა ამ დაცემული სისტემის დამატებითი ზეწოლის შედეგია. რამდენადაც „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“, ჩვენ მოწინააღმდეგე ძალების გარემოცვაში ვართ, რის გამოც შეიძლება გამოვიფიტოთ და ქრისტიანული წონასწორობა დავკარგოთ (1 იოანე 5:19). შესაძლოა მეორეხარისხოვანი მიზნებისკენ სწრაფვამ ცხოვრება გაგვირთულოს და ქრისტიანული საქმიანობის განრიგი დაგვირღვიოს. ასეთმა დამატებითმა ტვირთმა შეიძლება დაგვამძიმოს და დავეცეთ კიდეც სულით. ბიბლია დროულ გაფრთხილებას გვაძლევს, რომ „ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი“ (ებრაელთა 12:1—3).
9. როგორ შეუძლია მატერიალური მიზნებისკენ სწრაფვას ჩვენი დამძიმება?
9 შესაძლოა ჩვენს აზროვნებაზე გავლენა მოახდინოს ქვეყნიერებისთვის ჩვეულმა მისწრაფებებმა — ქვეყნიური ხალხისთვის მთავარია სახელგანთქმულობა, სიმდიდრე, გართობა, სიამოვნების მიღებისთვის მოგზაურობა და სხვა მატერიალური მიზნები (1 იოანე 2:15—17). პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ზოგმა ქრისტიანმა, რომლებიც გამდიდრებისკენ ისწრაფვოდნენ, საკმაოდ გაირთულა ცხოვრება. პავლე მოციქულმა აღწერა მათი მდგომარეობა: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).
10. რას ვიგებთ სიმდიდრესთან დაკავშირებით იესოს მიერ მთესველის შესახებ მოყვანილი იგავიდან?
10 ღვთისადმი მსახურების დროს თუ დაღლილობასა და გულგატეხილობას ვგრძნობთ, ეს იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ მატერიალიზმისკენ სწრაფვა გვაცლის ძალებს და აღარ გვიტოვებს ადგილს სულიერობისთვის? ასეთი რამ სავსებით დასაშვებია, როგორც ეს იესომ მთესველის შესახებ იგავში გვიჩვენა. იესომ „წუთისოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი“ შეადარა მარკოზი 4:18, 19). ამიტომ ბიბლია გვირჩევს: «თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“» (ებრაელთა 13:5).
ეკლებთან, რომლებიც „აშთობენ“ ღვთის სიტყვას ჩვენს გულში (11. როგორ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ისეთი საქმეებისგან, რომლებიც ძალებს გვაცლის?
11 ზოგჯერ ცხოვრებას უფრო მეტის დაგროვებისკენ სწრაფვა კი არ გვირთულებს, არამედ იმაზე ზრუნვა, რაც უკვე გაგვაჩნია. ზოგი შეიძლება ემოციურად გადაიღალოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, საყვარელი ადამიანების სიკვდილის ან სხვა არასასიამოვნო სირთულეების გამო. ასეთ დროს ისინი ხედავენ, რომ დროდადრო საჭიროა ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა. ერთმა წყვილმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ზოგ საყვარელ და მეორეხარისხოვან პირად საქმეებზე. მათ გადახედეს თავიანთ ნივთებს, შეფუთეს ყველაფერი, რაც ამ საქმიანობებთან იყო დაკავშირებული და გვერდზე გადადეს. კარგია, თუ დროდადრო დავფიქრდებით საკუთარ ჩვევებსა და ქონებაზე და ‘ჩამოვიცილებთ ყოველგვარ არასაჭირო ტვირთს’, რათა არ გადავიღალოთ და სულით არ დავეცეთ.
კეთილგონიერება და ზომიერება
12. რის აღიარება გვმართებს საკუთარ შეცდომებთან დაკავშირებით?
12 საკუთარმა, თუნდაც უმნიშვნელო, შეცდომებმა შეიძლება თანდათანობით გაგვირთულოს ცხოვრება. მართებულად აღნიშნა დავითმა: „ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე“ (ფსალმუნები 37:5). ხშირად გონივრული ცვლილებები გვიმსუბუქებს მძიმე ტვირთს.
13. როგორ გვეხმარება კეთილგონიერება, რომ ჩვენს მსახურებაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს?
13 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ განვივითაროთ „გონიერება და განსჯა“ (იგავები 3:21, 22). ‘მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე ნებიერია [„ახასიათებს კეთილგონიერება“, აქ]’ (იაკობი 3:17). ზოგი თავს დათრგუნულად გრძნობს იმის გამო, რომ იმდენს ვერ აკეთებს მსახურებაში, რამდენსაც სხვა ქრისტიანები. მაგრამ ბიბლია ასეთ რჩევას გვაძლევს: „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით. ვინაიდან ყველამ თავისი სატარებელი ატაროს“ (გალატელთა 6:4, 5). რასაკვირველია, თანაქრისტიანების კარგი მაგალითი გვამხნევებს, მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას, მაგრამ გონიერება და განსჯის უნარი დაგვეხმარება, რომ ჩვენი მდგომარეობის შესაბამისად დავისახოთ რეალური მიზნები.
14, 15. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ სიბრძნე ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით?
14 ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებშიც თუ ვავლენთ ზომიერებას, თავიდან ავიცილებთ დაღლილობით გამოწვეულ უარყოფით გრძნობებს. მაგალითად, ვცდილობთ ისეთი გაწონასწორებული ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც კარგ ფიზიკურ ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს? განვიხილოთ იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ ფილიალში მომსახურე დაქორწინებული წყვილის მაგალითი. მათ ესმით, დაღლილობის თავიდან ასაცილებლად რამდენად მნიშვნელოვანია გონიერების გამოვლენა. ცოლი აღნიშნავს: „იმისდა მიუხედავად, ბევრი გვაქვს სამუშაო თუ ცოტა, ვცდილობთ, ყოველთვის ერთი და იმავე დროს დავწვეთ დასაძინებლად. ჩვენ აგრეთვე რეგულარულად ვვარჯიშობთ. ეს მართლაც ძალიან დამხმარეა. გამოცდილებამ დაგვანახვა
საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები და შესაბამისად ვმოქმედებთ. ვცდილობთ, არ შევადაროთ საკუთარი თავი მას, ვინც ძალიან ენერგიული ჩანს“. რეგულარულად ვიკვებებით სრულფასოვანი საკვებით და საკმარისად ვისვენებთ? თუ ზომიერების ფარგლებში ყურადღებას ვაქცევთ საკუთარ ჯანმრთელობას, ეს შეგვიმცირებს ემოციურ და სულიერ დაღლილობას.15 ზოგ ჩვენგანს განსაკუთრებული მოთხოვნილებები აქვს. მაგალითად, ერთი ქრისტიანი და, რომელიც სრული დროით მსახურობს, სხვადასხვა სირთულის წინაშე დგას. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს — კიბოთია დაავადებული. რა ეხმარება მას რთულ ვითარებებთან გამკლავებაში? ის ამბობს: „ჩემთვის მნიშვნელოვანია, დრო მქონდეს მშვიდ ატმოსფეროში განმარტოებისთვის. რაც უფრო მეტად ვგრძნობ დაძაბულობასა და დაღლილობას, მით უფრო მეტად ვსაჭიროებ განმარტოებას სიმშვიდეში, რათა წაკითხვა და დასვენება შევძლო“. გონიერება და განსჯის უნარი დაგვეხმარება, შეგნებული გვქონდეს პირადი მოთხოვნილებები და დავიკმაყოფილოთ ისინი; ამგვარად თავიდან ავირიდებთ სულიერ დაღლილობას.
იეჰოვა ღმერთი გვაძლევს ძალებს
16, 17. ა) რატომ არის ყველაზე მთავარი სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა? ბ) რა უნდა შედიოდეს ჩვენს ყოველდღიურ განრიგში?
16 რასაკვირველია, უმთავრესი სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. როდესაც იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მისდამი თაყვანისცემა არასდროს გამოგვფიტავს, ფიზიკურადაც რომ დავიღალოთ. იეჰოვა სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც „აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს“ (ესაია 40:28, 29). პავლე მოციქულმა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება, დაწერა: „არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე“ (2 კორინთელთა 4:16).
17 ყურადღება მიაქციეთ გამოთქმას „დღითი დღე“. ამაში ის იგულისხმება, რომ იეჰოვას მიერ შემოთავაზებული დახმარებით ყოველდღიურად უნდა ვსარგებლობდეთ. ერთ მისიონერს, რომელიც ერთგულად მსახურობდა 43 წლის განმავლობაში, ჰქონდა ფიზიკური დაღლილობისა და გულგატეხილობის პერიოდები. მიუხედავად ამისა, ის არ გამოფიტულა. ეს და ამბობს: „ჩვევად გავიხადე ადრე ადგომა, რათა ნებისმიერი საქმის დაწყებამდე იეჰოვასთვის ლოცვით მიმართვის და მისი სიტყვის წაკითხვის დრო მქონოდა. ასეთი განრიგის წყალობით დღემდე ვუძლებ სირთულეებს“. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს იეჰოვას იმედი, რომ მოგვცემს ძალებს, თუ რეგულარულად — „დღითი დღე“ მივმართავთ ლოცვით და ვიფიქრებთ მის დიდებულ თვისებებსა და განზრახვებზე.
18. როგორ ანუგეშებს ბიბლია ხანდაზმულ ან ცუდი ჯანმრთელობის მქონე ერთგულ ქრისტიანებს?
18 განსაკუთრებით ეს დამხმარეა მათთვის, ვინც გულგატეხილობას გრძნობს ხანდაზმულობისა და ცუდი ჯანმრთელობის გამო. ასეთ და–ძმებს შეიძლება იმიტომ კი არ გაუტყდეთ გული, რომ საკუთარ თავს სხვებს ადარებენ, არამედ იმიტომ, რომ იმდენს ვეღარ აკეთებენ, რამდენის გაკეთებაც უწინ შეეძლოთ. რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა აფასებს ხანდაზმულებს! ბიბლიაში ნათქვამია: „დიდების გვირგვინი ჭაღარაა, სიმართლის გზაზე იპოვება იგი“ (იგავები 16:31). იეჰოვამ იცის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ და ძალიან აფასებს, როდესაც სისუსტეების მიუხედავად მთელი გულით ვცემთ მას თაყვანს. და, რაც შეეხება ჩვენ მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებს, ისინი სამუდამოდ რჩება ღვთის მეხსიერებაში. საღვთო წერილი გვარწმუნებს: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10). ყველას ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ შორის არიან ისეთი და–ძმები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას!
გააგრძელეთ სიკეთის კეთება
19. რატომ არის სასარგებლო, განვაგრძოთ სიკეთის კეთება?
19 ბევრი ფიქრობს, რომ ფიზიკური აქტიურობა კარგი საშუალებაა დაღლილობის შესამცირებლად. მსგავსად, რეგულარული სულიერი აქტიურობა გაგვათავისუფლებს ნებისმიერი ემოციური თუ სულიერი დაღლილობისგან. ბიბლიაში ნათქვამია: „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით. მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველამ და გალატელთა 6:9, 10). ყურადღება მიაქციეთ გამოთქმას „სიკეთის კეთება“. ეს გულისხმობს ჩვენი მხრიდან მოქმედებას. სხვებისთვის სიკეთის კეთება ნამდვილად დაგვეხმარება, რომ არ გამოვიფიტოთ და არ დავკარგოთ იეჰოვასადმი მსახურების სურვილი.
უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით“ (20. ვისთან სიახლოვეს უნდა ავარიდოთ თავი, თუ გვსურს, რომ გულგატეხილობას გავუმკლავდეთ?
20 ამის საპირისპიროდ, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა და საქმიანობა, რომლებიც უგულებელყოფენ ღვთის კანონებს, შეიძლება მძიმე ტვირთად გვექცეს. ბიბლია გვაფრთხილებს: „მძიმეა ქვა და ტვირთია ქვიშა, ხოლო სულელის სიბრაზე ორივეზე მძიმეა“ (იგავები 27:3). იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს გულგატეხილობასა და დაღლილობასთან ბრძოლა, თავი უნდა ავარიდოთ მათთან ურთიერთობას, ვინც პესიმისტურად უყურებს ცხოვრებას, მხოლოდ ნაკლოვანებებს ამჩნევს და სხვებს აკრიტიკებს.
21. როგორ შეგვიძლია გავამხნევოთ სხვები ქრისტიანული შეხვედრების დროს?
21 იეჰოვა სულიერ ენერგიას ქრისტიანული შეხვედრების საშუალებითაც გვაძლევს. შეხვედრებზე შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავამხნევოთ ერთმანეთი გამომაცოცხლებელი სწავლებითა და ურთიერთობით (ებრაელთა 10:25). კრებაში ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ კომენტარების გაკეთებისას და პროგრამაში მონაწილეობისას სხვები გავამხნევოთ. განსაკუთრებით კი ისინი უნდა ამხნევებდნენ სხვებს, ვისაც კრებაში სწავლების პასუხისმგებლობა და ხელმძღვანელობა აკისრია (ესაია 32:1, 2). მაშინაც კი, როდესაც საჭიროა ვინმეს დარიგება ან მხილება, ეს ისეთ სულში უნდა გაკეთდეს, რომ გამომაცოცხლებელი იყოს (გალატელთა 6:1, 2). სხვებისადმი სიყვარული უეჭველად დაგვეხმარება, რომ არ გამოვიფიტოთ და განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება (ფსალმუნები 132:1; იოანე 13:35).
22. ჩვენი არასრულყოფილი ადამიანური ბუნების მიუხედავად, რატომ შეგვიძლია ვიყოთ გამხნევებულები?
22 ამ უკანასკნელ ჟამს იეჰოვასადმი თაყვანისცემა შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ქრისტიანები არ არიან დაზღვეულნი გონებრივი გადაღლის, ემოციური ტკივილისა და დაძაბული სიტუაციებისგან. ჩვენი არასრულყოფილი ადამიანური ბუნება სათუთია თიხის ჭურჭლის მსგავსად. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში ნათქვამია: „ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორინთელთა 4:7). ჩვენ, რასაკვირველია, დავიღლებით, მაგრამ ნურასოდეს გამოვიფიტებით სულიერად და ნურასოდეს მივატოვებთ სიკეთის კეთებას. ნაცვლად ამისა, გამხნევებულებმა ვთქვათ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“ (ებრაელთა 13:6).
გამეორება
• რომელი მძიმე ტვირთისგან შეგვიძლია გავთავისუფლდეთ?
• როგორ შეგვიძლია „სიკეთე“ გავუკეთოთ თანაქრისტიანებს?
• როგორ გვიჭერს მხარს იეჰოვა, როდესაც დაღლილობას ან გულგატეხილობას ვგრძნობთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 23 გვერდზე]
იესომ იცოდა, რომ მოციქულები შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფილიყვნენ გულგატეხილნი.
[სურათი 24 გვერდზე]
ზოგი ქრისტიანი უარს ამბობს ზოგიერთ საყვარელ და მეორეხარისხოვან პირად საქმეზე.
[სურათი 26 გვერდზე]
იეჰოვა ძალიან გვაფასებს, როცა ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად მთელი გულით ვცემთ მას თაყვანს.