იეჰოვა ჩვენი ‘მფარველია გაჭირვების ჟამს’
იეჰოვა ჩვენი ‘მფარველია გაჭირვების ჟამს’
«წმიდათა [„მართალთა“, აქ] შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს» (ფსალმუნები 36:39).
1, 2. ა) რაზე ლოცულობდა იესო თავის მოწაფეებთან დაკავშირებით? ბ) რა არის თავისი ხალხის მიმართ ღვთის ნება?
იეჰოვა ყოვლისშემძლეა. მას შესწევს იმის ძალა, რომ ნებისმიერი სახით დაიცვას თავისი ერთგული მსახურები. მას შეეძლო თავისი ხალხი ფიზიკურადაც კი გამოეყო წუთისოფლისგან და უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მოეთავსებინა. მაგრამ თავის მოწაფეებთან დაკავშირებით იესო ზეციერ მამას სთხოვდა: „არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან“ (იოანე 17:15).
2 იეჰოვამ არჩია, არ ‘წავეყვანეთ წუთისოფლიდან’. ნაცვლად ამისა, მისი ნებაა, ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის ხალხს შორის, რათა სხვებს იმედისა და ნუგეშის შესახებ ცნობა ვამცნოთ (რომაელთა 10:13—15). მაგრამ იესოს ლოცვიდან ჩანს, რომ, რადგან ამ წუთისოფელში ვცხოვრობთ, ‘ბოროტს’ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს. ურჩი ადამიანებისა და ბოროტი სულიერი ქმნილებების მოქმედების შედეგად კაცობრიობა დიდ ტკივილსა და ტანჯვას განიცდის. მათი საზიანო მოქმედებებისგან არც ქრისტიანები ვართ დაზღვეულნი (1 პეტრე 5:9).
3. რა სინამდვილეს უყურებენ თვალებში იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლებიც კი, მაგრამ რა მანუგეშებელი სიტყვებს ვნახულობთ ღვთის სიტყვაში?
3 მსგავსი განსაცდელების ატანისას, ბუნებრივია, ხანდახან გულგატეხილობას ვგრძნობდეთ (იგავები 24:10). ბიბლიაში მოცემულია მრავალი შემთხვევა, როდესაც ღვთის ერთგული მსახურები გულდამძიმებულები იყვნენ. „მრავალი სიავე ხვდება მართალს, — ამბობს ფსალმუნმომღერალი; — და ყველაფრისაგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნები 33:20). დიახ, ცუდ მდგომარეობაში ‘მართლებიც’ ვარდებიან. ფსალმუნმომღერალ დავითის მსგავსად, ზოგჯერ შეიძლება ‘დავუძლურდეთ და მეტისმეტად დავძაბუნდეთ’ (ფსალმუნები 37:9). მაგრამ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა «ახლოა . . . გულმოდრეკილებთან [„გულგატეხილებთან“, აქ], და სულით მორჩილებს [„სულგამწარებულებს“, აქ] იხსნის» (ფსალმუნები 33:19; 93:19).
4, 5. ა) რა უნდა გავაკეთოთ, იგავების 18:10-ის თანახმად, იმისათვის, რომ ღმერთმა დაგვიცვას? ბ) რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია ღვთისგან დახმარების მისაღებად?
4 იესოს ლოცვის შესაბამისად, იეჰოვა მართლაც იგავები 18:10, სსგ). ეს მუხლი გვიმხელს ძირითად ჭეშმარიტებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სათუთად ზრუნავს იეჰოვა თავის ქმნილებებზე. ღმერთი განსაკუთრებით მათ იცავს, ვინც მართალია და მთელი გულით ეძებს მას ანუ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თავის შესაფარებლად მასთან „მტკიცე გოდოლში“ გარბის.
გვიცავს. ის არის ჩვენი „მფარველი გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნები 36:39). წიგნ „იგავებშიც“ მსგავსი გამოთქმაა გამოყენებული: „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“ (5 როგორ შეგვიძლია თავის შესაფარებლად იეჰოვასთან გავიქცეთ მაშინ, როდესაც პრობლემების პირისპირ ვდგავართ? განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია იეჰოვასგან დახმარების მისაღებად. პირველი, საჭიროა ჩვენს ზეციერ მამას ლოცვით მივმართოთ. მეორე, უნდა მივყვეთ ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობას. მესამე, საჭიროა გამოვიყენოთ იეჰოვას მიერ გათვალისწინებული ღონისძიება და ურთიერთობა გვქონდეს თანაქრისტიანებთან, რომლებსაც გაჭირვების დროს დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.
ლოცვის ძალა
6. რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ლოცვა?
6 ჯანმრთელობის დაცვის დარგში მომუშავე ზოგი სპეციალისტი დეპრესიისა და სტრესის მოსახსნელად პაციენტებს ურჩევს, ილოცონ. შეიძლება სრული სიმართლე იყოს ის, რომ ლოცვა და ლოცვისას მშვიდად და წყნარად ფიქრი სტრესს ამცირებს, მაგრამ თითქმის იგივე ზემოქმედება აქვს ბუნებისთვის ყურის დაგდებას ან ზურგის მასაჟსაც კი. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ამცირებენ ლოცვის როლს და მას მხოლოდ ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებელ საშუალებად არ მიიჩნევენ. ჩვენთვის ლოცვა შემოქმედთან მოკრძალებული ურთიერთობის დამყარების საშუალებაა. ლოცვით გამოვხატავთ ჩვენს ერთგულებასა და ღვთისადმი მინდობას. დიახ, ლოცვა ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია.
7. რა ნიშნავს იეჰოვას მიმართ ნდობით ლოცვა და როგორ გვეხმარება ასეთი ლოცვები გულდამწუხრებულობის ჟამს?
7 ლოცვისას იეჰოვას სრული ნდობითა და გულდაჯერებით უნდა მივმართავდეთ. მოციქულმა იოანემ დაწერა: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14, აქ). იეჰოვა, უზენაესი მმართველი, ერთადერთი ჭეშმარიტი და ყოვლისშემძლე ღმერთი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის თაყვანისმცემელთა მხურვალე ლოცვებს. მანუგეშებელია მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი გვისმენს, როდესაც საზრუნავზე თუ პრობლემებზე ველაპარაკებით (ფილიპელთა 4:6).
8. რატომ არ უნდა რცხვენოდეთ ან თავს უღირსად არ უნდა თვლიდნენ ერთგული ქრისტიანები, როდესაც იეჰოვას ლოცვით მიმართავენ?
8 როდესაც ღმერთს ლოცვით მიმართავენ, ერთგულ ქრისტიანებს არ უნდა რცხვენოდეთ, ისინი თავს უღირსად არ უნდა მიიჩნევდნენ ან იეჰოვაზე მინდობაში არ უნდა მოიკოჭლებდნენ. ცხადია, ესაია 49:13, სსგ; 2 კორინთელთა 7:6, აქ). გულისტკივილისა და ნერვიულობის დროს განსაკუთრებით გვმართებს, ლოცვით მივმართოთ ჩვენს ზეციერ მამას და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის ჩვენი ‘მფარველია’.
როცა საკუთარი თავით უკმაყოფილონი და, ამის გამო, გულგატეხილნი ვართ ან მრავალი პრობლემა გვაწუხებს, ყოველთვის არ გვეწევა გული იმისკენ, რომ ლოცვით მივმართოთ იეჰოვას. ასეთ შემთხვევებში კარგი იქნებოდა, გვხსომებოდა, რომ იეჰოვას ‘ებრალება თავისი წამებულნი’ და „ჩაგრულების ნუგეშისმცემელია“ (9. რა როლს ასრულებს რწმენა იეჰოვასთვის ლოცვით მიმართვისას?
9 ლოცვამ რომ სრული სარგებლობა მოგვიტანოს, საჭიროა ნამდვილი რწმენა გვქონდეს. ბიბლია ამბობს: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). რწმენა იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ გვჯეროდეს, რომ ღმერთი არსებობს. ჭეშმარიტი რწმენა ნიშნავს, მტკიცედ გვჯეროდეს, რომ ღმერთს შეუძლია და სურვილიც აქვს, აკურთხოს ჩვენი ცხოვრება, რომელიც მისდამი მორჩილებით გამოირჩევა. „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტრე 3:12). თუ ყოველთვის გვახსოვს, რომ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს ჩვენს ლოცვებს.
10. როგორი უნდა იყოს ჩვენი ლოცვები, იეჰოვასგან სულიერი დახმარება რომ მივიღოთ?
10 იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს, როდესაც მათ მთელი გულით წარმოვთქვამთ. ფსალმუნმომღერალი წერდა: „მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო!“ (ფსალმუნები 118:145). მრავალი რელიგიური მიმდინარეობის რიტუალური ლოცვებისგან განსხვავებით, ჩვენი ლოცვები მონოტონურად ან უსულგულოდ წარმოთქმული სიტყვები როდია. თუ იეჰოვას ლოცვით „მთელი გულით“ მივმართავთ, ჩვენი სიტყვები გააზრებული იქნება და მათში აშკარად აისახება, რისთვის ვლოცულობთ. ასეთი გულწრფელი ლოცვის შემდეგ შვებას ვიგრძნობთ, რადგან ‘უფალს მივანდეთ ჩვენი საზრუნავი’. ბიბლიის დანაპირების თანახმად კი ‘ის შეგვეხიდება’ (ფსალმუნები 54:23; 1 პეტრე 5:6, 7).
ღვთის სული ჩვენი დამხმარეა
11. რომელი ერთ-ერთი სახით გვპასუხობს იეჰოვა, როდესაც დახმარებას ‘ვითხოვთ’?
11 იეჰოვა მხოლოდ ლოცვების მომსმენი როდია, ის ლოცვებზე პასუხობს კიდეც (ფსალმუნები 64:3). დავითი წერდა: „ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ“ (ფსალმუნები 85:7). იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, ‘ეთხოვათ’ იეჰოვას დახმარება, რადგან „ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:9—13). დიახ, იეჰოვას მოქმედი ძალა ღვთის ხალხის დამხმარის ანუ მანუგეშებლის როლს ასრულებს (იოანე 14:16).
12. როგორ შეუძლია ღვთის სულს დაგვეხმაროს, როდესაც პრობლემები ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს ჩვენზე?
12 განსაცდელების დროსაც კი ღვთის სულს შეუძლია „აღმატებული ძლიერება“ მოგვცეს (2 კორინთელთა 4:7). მოციქულმა პავლემ, რომელმაც მრავალი სირთულე გამოიარა, მთელი დაჯერებულობით თქვა: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილიპელთა 4:13). მსგავსად ამისა, დღეს მრავალი ქრისტიანი გრძნობს თავისი ვედრების საპასუხოდ სულიერად და ემოციურად განმტკიცებას. ხშირად მას შემდეგ, რაც ღვთის სულის დახმარებას ვიღებთ, რთული სიტუაციები ჩვენთვის იმდენად დამთრგუნველი აღარ არის. ღვთის მიერ მოცემული ძალის შესახებ ჩვენც შეგვიძლია პავლე მოციქულივით ვთქვათ: „ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი“ (2 კორინთელთა 4:8, 9).
13, 14. ა) როგორ იყო და არის თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა თავშესაფარი ჩვენთვის? ბ) როგორ დაგეხმარა პირადად ბიბლიური პრინციპების გამოყენება?
13 სულიწმიდის დახმარებით აგრეთვე დაიწერა და დღემდეა შემონახული ღვთის სიტყვა, რათა მისით ვისარგებლოთ. როგორ გვთავაზობს თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა თავშესაფარს რთულ სიტუაციებში? მაგალითად, ის გვაძლევს გონიერებასა და განსჯის უნარს (იგავები 3:21—24). ბიბლია გვივითარებს გონებრივ შესაძლებლობებს და ხელს გვიწყობს უფრო გააზრებულად მოქმედებაში (რომაელთა 12:1, აქ). ღვთის სიტყვის რეგულარულად კითხვითა და წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენებით შეგვიძლია ‘აღქმის უნარის გაწაფვა კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელთა 5:14, აქ). შესაძლოა საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, რთულ სიტუაციაში ყოფნისას როგორ დაგეხმარათ ბიბლიური პრინციპების გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ბიბლია გვაძლევს გამჭრიახობას, რაც რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაში გვეხმარება (იგავები 1:4, სსგ).
14 ღვთის სიტყვაში ძალის კიდევ ერთი წყაროა მოხსენიებული — ხსნის იმედი (რომაელთა 15:4). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცუდი მდგომარეობა განუსაზღვრელი დროით არ გაგრძელდება. ყოველგვარი გასაჭირი დროებითია (2 კორინთელთა 4:16—18). ჩვენ გვაქვს ‘საუკუნო სიცოცხლის იმედი, რომელიც აღგვითქვა უტყუარმა ღმერთმა უწინარეს საუკუნეთა’ (ტიტე 1:2). თუ ამ იმედს ვინარჩუნებთ და ყოველთვის გვახსოვს, რომ იეჰოვას მიერ აღთქმული ნათელი მომავალი გველოდება, შევძლებთ გასაჭირის ატანას (რომაელთა 12:12; 1 თესალონიკელთა 1:3).
კრება — ღვთის სიყვარულის გამოხატულება
15. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს ერთმანეთის დახმარება?
15 იეჰოვა გაჭირვების ჟამს ჩვენს დასახმარებლად კიდევ ერთი საშუალებით — ქრისტიანულ კრებაში მეგობრული ურთიერთობით — უზრუნველგვყოფს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველთვის უყვარხარ მოყვასს, ძმა კი გასაჭირისთვის არის შობილი“ (იგავები 17:17). ღვთის სიტყვა კრების ყველა წევრს მოუწოდებს, უყვარდეთ და პატივი სცენ ერთმანეთს (რომაელთა 12:10). „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“, — წერდა მოციქული პავლე (1 კორინთელთა 10:24). ასეთი დამოკიდებულება დაგვეხმარება, საკუთარ სირთულეებზე მეტად სხვებზე ვიფიქროთ და ამაზე გადავიტანოთ ყურადღება. თუ სხვებს მხარში ამოვუდგებით, ამით არა მარტო მათ დავეხმარებით, არამედ საკუთარ თავსაც მივანიჭებთ გარკვეულ ბედნიერებასა და კმაყოფილებას, რაც ტვირთს შეგვიმსუბუქებს (საქმეები 20:35).
16. როგორ შეუძლია თითოეულ ქრისტიანს სხვებისათვის გამამხნევებელი იყოს?
16 სულიერად მოწიფულ მამაკაცებსა თუ ქალებს სხვების განსამტკიცებლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ამ მიზნის მისაღწევად ისინი ცდილობენ, რომ გულისხმიერები იყვნენ და სხვებისთვის მათთან მისვლა ადვილი იყოს (2 კორინთელთა 6:11—13). კრებისთვის ნამდვილად სასარგებლოა, როდესაც ყველა ცდილობს ახალგაზრდების შექებას, ახლების განმტკიცებასა და დეპრესიაში მყოფთა გამხნევებას (რომაელთა 15:7). ძმური სიყვარული იმაშიც დაგვეხმარება, რომ ერთმანეთს ეჭვის თვალით არ ვუყუროთ. ნაჩქარევად არ უნდა დავასკვნათ, რომ, თუ ვინმეს პრობლემები აქვს, ეს მისი სულიერი სისუსტის მაჩვენებელია. პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა ‘ენუგეშებინათ დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელთა 5:14, აქ). ბიბლია გვიჩვენებს, რომ ცხოვრების რთული პერიოდები ერთგულ ქრისტიანებსაც აქვთ (საქმეები 14:15).
17. რა შესაძლებლობები გვაქვს ქრისტიანულ საძმოში ურთიერთობის განსამტკიცებლად?
17 ქრისტიანული კრებები შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ ვანუგეშოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი (ებრაელთა 10:24, 25). ერთმანეთისადმი სიყვარული მხოლოდ კრების შეხვედრებზე როდი უნდა გამოვავლინოთ. ღვთის მსახურებს თბილი დამოკიდებულება აქვთ არაფორმალურ სიტუაციებშიც. გასაჭირში ჩავარდნისას ჩვენ დაუყოვნებლივ ვეხმარებით ერთმანეთს, რადგან მეგობრები ვართ. მოციქული პავლე წერდა: „არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო . . . ზრუნავდეს სხვაზე. და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს“ (1 კორინთელთა 12:25, 26).
18. რას უნდა მოვერიდოთ, როდესაც გულდამძიმებულობას ვგრძნობთ?
18 ზოგჯერ თავს შეიძლება იმდენად გულდამძიმებულად ვგრძნობთ, რომ თანაქრისტიანებთან ურთიერთობას გავურბივართ. საჭიროა ვძლიოთ ასეთ გრძნობას, რათა საკუთარ თავს თანამორწმუნეთა მხრიდან ნუგეშისა და დახმარების მიღების შესაძლებლობა არ წავართვათ. ბიბლია გვაფრთხილებს: „განმარტოებული კაცი თავისი ეგოისტური სურვილების შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1, აქ). ღვთის მზრუნველობის გამოხატულებაა ის, რომ გვყავს ძმები და დები. თუ ღვთისგან სიყვარულით მოცემულ ამ საშუალებას ვიყენებთ, გაჭირვების ჟამს შვებას ვპოვებთ.
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა
19, 20. როგორ გვეხმარება საღვთო წერილი უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლებაში?
19 გულგატეხილობისა და გულდამძიმებულობის დროს ძალიან ადვილია, უარყოფითმა ფიქრებმა მოგვიცვას. მაგალითად, გაჭირვების ჟამს ზოგს შეიძლება საკუთარ სულიერობაში ეჭვი შეეპაროს და დაასკვნას — სირთულეები იმიტომ მაქვს, რომ ღმერთს რაღაც არ მოსწონს ჩემში. მაგრამ გახსოვდეთ, იეჰოვა არავის სცდის „ბოროტით“ (იაკობი 1:13). „არა თავისი ნებით აყენებს ის [ღმერთი] ტანჯვას და ამწუხრებს ადამიანის ძეთ“, — ნათქვამია ბიბლიაში (იერემიას გოდება 3:33). პირიქით, იეჰოვა ძალიან სწუხს, როდესაც მისი მსახურები იტანჯებიან (ესაია 63:8, 9; ზაქარია 2:8).
20 იეჰოვა არის „მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:3). ის ზრუნავს ჩვენზე და თავის დროზე აგვამაღლებს (1 პეტრე 5:6, 7). თუ ყოველთვის გვახსოვს, რას გრძნობს ღმერთი ჩვენ მიმართ, ეს დაგვეხმარება დადებითი განწყობის შენარჩუნებაში და იმაშიც კი, რომ სიხარულს ვგრძნობდეთ. იაკობი წერდა: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით“ (იაკობი 1:2). რატომ? ის ამ კითხვას თავადვე პასუხობს: „რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თავის მოყვარულთ“ (იაკობი 1:12).
21. რამდენად რთულ მდგომარეობაშიც უნდა ვიყოთ, რაში გვარწმუნებს ღმერთი ერთგულ მსახურებს?
21 იესოს გაფრთხილების თანახმად, ამ წუთისოფელში გასაჭირი გვექნება (იოანე 16:33). მაგრამ ბიბლია აღგვითქვამს, რომ ვერავითარი „ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე“ ვერ ჩამოგვაშორებს იეჰოვას და მისი ძის სიყვარულისგან (რომაელთა 8:35, 39). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ნებისმიერი გასაჭირი, რომელსაც დღეს ვიტანთ, დროებითია. მანამდე კი, სანამ ადამიანთა ტანჯვის აღსასრულს ველოდებით, ჩვენი მოსიყვარულე მამა, იეჰოვა, გვიცავს. თუ მასთან ვეძებთ თავშესაფარს, ის აღმოჩნდება „ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნები 9:10).
რა ვისწავლეთ?
• რას უნდა მოელოდნენ ქრისტიანები ამ ბოროტ წუთისოფელში ცხოვრებისას?
• როგორ გაგვაძლიერებს მხურვალე ლოცვები გაჭირვების ჟამს?
• როგორ გვეხმარება ღვთის სული?
• რისი გაკეთება შეგვიძლია ერთმანეთის დასახმარებლად?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
იეჰოვას ისე უნდა ვეძებდეთ, როგორც „მტკიცე გოდოლში“ თავის შეფარებას.
[სურათები 20 გვერდზე]
სულიერად მოწიფული ქრისტიანები ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ სხვების შესაქებად და გასამხნევებლად.