უმიზეზოდ შეძულებულნი
უმიზეზოდ შეძულებულნი
„უმიზეზოდ შემიძულეს“ (იოანე 15:25).
1, 2. ა) რატომ აოცებს ზოგს ის ფაქტი, რომ ქრისტიანების წინააღმდეგ ლაპარაკობენ, მაგრამ რატომ არ უნდა გაგვაკვირვოს ამან ჩვენ? ბ) სიტყვა „სიძულვილის“ რომელი მნიშვნელობა განიხილება ამ სტატიაში? (იხილეთ სქოლიო).
იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპების თანახმად იცხოვრონ. ამიტომ ისინი მრავალ ქვეყანაში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. თუმცა ზოგჯერ მათ არასწორ შუქში წარმოადგენენ. მაგალითად, ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ერთმა ოფიციალურმა პირმა გაიხსენა: „იეჰოვას მოწმეები სექტად წარმოგვიდგინეს და გვითხრეს, რომ მათი წევრები იატაკქვეშ მოღვაწეობენ, სადღაც სიბნელეში სხედან, ხოცავენ ბავშვებს და იკლავენ თავს“. მაგრამ საერთაშორისო კონგრესთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეებთან შეხების შემდეგ ამ ოფიციალურმა პირმა აღნიშნა: „ახლა მე ვხედავ ნორმალურ, მომღიმარე ხალხს . . . ისინი მშვიდობიანნი და მშვიდნი არიან; მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი“. შემდეგ დასძინა: „არ მესმის, რატომ ამბობენ მათ შესახებ ასეთ სიცრუეს“ (1 პეტრე 3:16).
2 ღვთის მსახურებს არავითარ სიამოვნებას არ ანიჭებთ, რომ მათ ბოროტმოქმედებად მოიხსენიებენ; მაგრამ არც უკვირთ, ხალხი მათ წინააღმდეგ რომ ლაპარაკობს. იესომ წინასწარ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „თუ თქვენ წუთისოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა . . . აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: ‘უმიზეზოდ შემიძულეს’“ * (იოანე 15:18—20, 25; ფსალმუნები 34:19; 68:5). უფრო ადრე კი თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს“ (მათე 10:25). ქრისტიანებს ესმით, რომ მსგავსი ლანძღვის ატანა შედის იმ ‘წამების ბოძის’ ტარებაში, რომელიც ქრისტეს მიმდევრებად გახდომისას აიღეს (მათე 16:24, აქ).
3. რამდენად იდევნებოდნენ და იდევნებიან ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები?
3 ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა დევნას დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი სათავეს ‘მართალი აბელის’ სისხლის დაღვრიდან იღებს (მათე 23:34, 35). ეს ისტორია მხოლოდ რამდენიმე ცალკეული შემთხვევით როდი შემოიფარგლება. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ „ყველასგან მოძულებულნი“ იქნებოდნენ მისი სახელის გამო (მათე 10:22). მოგვიანებით მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ღვთის ყველა მსახური — მათ შორის თითოეული ჩვენგანი — უნდა მოელოდეს დევნას (2 ტიმოთე 3:12). რა მიზეზის გამო?
საიდან მოდის უმიზეზო სიძულვილი?
4. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, თუ საიდან იღებს სათავეს ნებისმიერი უმიზეზო შეძულება?
4 ღვთის სიტყვა გვიმხელს, რომ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე არსებობდა უხილავი წამქეზებელი. რწმენის პირველი გამომვლენი კაცი, აბელი, სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მკვლელობის სულით აღძრული მისი ძმა, კაენი, „ბოროტისაგან [სატანა ეშმაკისაგან] იყო“ (1 იოანე 3:12). კაენმა სატანის სულისკვეთება გამოავლინა. შედეგად, ეშმაკმა ის თავისი ბოროტი განზრახვის შესასრულებელ იარაღად გამოიყენა. ბიბლია ნათელს ჰფენს სატანის იმ როლსაც, რომელიც მან იობსა და იესო ქრისტეზე სასტიკი თავდასხმების განხორციელებაში შეასრულა (იობი 1:12; 2:6, 7; იოანე 8:37, 44; 13:27). წიგნი „გამოცხადება“ არავითარ ეჭვს არ გვიტოვებს იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან იღებს სათავეს იესოს მიმდევრების დევნა. მასში ნათქვამია: „ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ“ (გამოცხადება 2:10). დიახ, ღვთის ხალხის ნებისმიერი უმიზეზოდ შეძულების მიზეზი სატანაა.
5. რატომ სძულს სატანას ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები?
5 რატომ სძულს სატანას ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები? სატანა თავისი ინტრიგით, რითაც თავის უსაზღვრო პატივმოყვარეობას ცხადყოფს, დაუპირისპირდა „საუკუნეთა მეფეს“, იეჰოვა ღმერთს (1 ტიმოთე 1:17; 3:6). ის ამტკიცებს, რომ ღმერთი მეტისმეტად ზღუდავს თავის ქმნილებებს და არავინ ემსახურება იეჰოვას სუფთა გულით, არამედ მხოლოდ გამორჩენის მიზნით. სატანის თქმით, თუ ადამიანთა გამოცდის ნება მიეცემოდა, ღვთისგან ყველას ჩამოშორებას შეძლებდა (დაბადება 3:1—6; იობი 1:6—12; 2:1—7). სატანა იეჰოვას მჩაგვრელად, ცრუდ და წარუმატებელ მმართველად ხატავს, რითაც ცდილობს, სხვებს მოაჩვენოს, რომ უზენაესი მმართველობის უფლება თავადაც აქვს. ამგვარად, ღვთის მსახურებისადმი მისი დიდი გააფთრება იმით აიხსნება, რომ თავად სურს, ემსახურონ (მათე 4:8, 9).
6. ა) როგორ გვეხება თითოეულს პირადად იეჰოვას უზენაესობის საკითხი? ბ) როგორ გვეხმარება ამ საკითხში გათვითცნობიერება უმწიკვლობის შენარჩუნებაში? (იხილეთ 16–ე გვერდზე მოცემული ჩარჩო).
6 ხედავთ, როგორ ეხება ეს საკითხი თქვენს ცხოვრებას? როგორც იეჰოვას მსახურებმა, ალბათ, უკვე იცით, რომ ღვთის ნების შესრულებას ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ამას დიდი სარგებლობაც მოაქვს. პირადად თქვენ როგორ მოიქცეოდით, როდესაც ამა თუ იმ მდგომარეობის გამო თქვენთვის უფრო რთული ან მტკივნეულიც კი იქნებოდა იეჰოვას კანონებისა და პრინციპების კვლავაც დაცვა? რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც გეჩვენებათ, რომ იეჰოვასთვის მსახურებას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს? დაასკვნიდით, რომ არ ღირს იეჰოვასთვის მსახურების გაგრძელება? თუ იეჰოვასადმი სიყვარული და მისი დიდებული თვისებების დაფასება აღგძრავდათ, კვლავაც მისი გზებით გევლოთ? (მეორე რჯული 10:12, 13). იმით, რომ სატანას ნებას რთავს, გარკვეული სირთულეები შეგვიქმნას, იეჰოვა თითოეულს საშუალებას გვაძლევს, პასუხი გავცეთ სატანის მიერ წამოჭრილ საკამათო საკითხს (იგავები 27:11).
„როცა გაგლანძღავენ“
7. რა ტაქტიკას მიმართავს ეშმაკი, როდესაც იეჰოვასგან ჩვენს ჩამოშორებას ცდილობს?
7 ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ სატანის ის მზაკვრული მეთოდი, რომლითაც იგი საკამათო საკითხთან დაკავშირებით თავისი სიტყვების ჭეშმარიტების დამტკიცებას ცდილობს; საუბარია სიცრუის მოგონებასა და ამგვარად გალანძღვაზე. იესომ სატანას „სიცრუის მამა“ უწოდა (იოანე 8:44). აღწერილობითი სახელი „ეშმაკი“, რაც „ცილისმწამებელს“ ნიშნავს, გვიჩვენებს, რომ ეს ქმნილება ღვთის, მისი სასარგებლო სიტყვისა და წმინდა სახელის უდიდესი ცილისმწამებელია. ეშმაკი გადაკვრით ლაპარაკს, ცრუ ბრალდებას და აშკარად სიცრუეს მიმართავს იმისათვის, რომ იეჰოვას უზენაესობა საკამათო გახადოს. ამავე ტაქტიკას მიმართავს ის ღვთის ერთგულ მსახურთა ცილისწამებისთვისაც. ეშმაკი ჩირქს სცხებს მოწმეებს, რითაც მათ სასტიკ დევნას კიდევ უფრო მძიმე ასატანს ხდის.
8. როგორ ცდილობდა სატანა იობისთვის ჩირქის მოცხებას და რა შედეგი მოჰყვა ამას?
8 განვიხილოთ, თუ რა შეემთხვა იობს, რომლის სახელიც „დევნილს“ ნიშნავს. სატანამ იობს არა მარტო მთელი საზრდო, შვილები და ჯანმრთელობა დააკარგვინა, არამედ ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ თითქოს იობმა შესცოდა და ღმერთი სჯიდა. იობი, რომელიც პატივდებული კაცი იობი 19:13—19; 29:1, 2, 7—11). გარდა ამისა, ცრუ ნუგეშისმცემლების საშუალებით სატანა იობის ‘სიტყვებით დათრგუნვას’ ცდილობდა. თავიდან ამ „ნუგეშისმცემლებმა“ იმის შესახებ ეჭვი გამოთქვეს, რომ იობმა, ალბათ, რაღაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა; შემდეგ კი პირდაპირ ბრალი დასდეს ცოდვილიანობაში (იობი 4:6—9; 19:2; 22:5—10). რამდენად გულის გამტეხი იქნებოდა ეს იობისთვის!
იყო, ნათესავებისა და ახლო მეგობრებისთვისაც კი საძულველი გახდა (9. როგორ ცდილობდა სატანა იესოს ცოდვილად წარმოდგენას?
9 იეჰოვას უზენაესობის უდიდესი მხარდამჭერი, ღვთის ძე, სატანის მტრული დამოკიდებულების მთავარი სამიზნე გახდა. დედამიწაზე იესოს მოსვლის შემდეგ სატანა ცდილობდა, იობივით, მისთვისაც მოეცხო ჩირქი — სულიერ მანკიერებაში დაედანაშაულებინა და სხვების თვალში ცოდვილი გამოეჩინა (ესაია 53:2—4; იოანე 9:24). ხალხი მას უზომო ჭამა–სმის მოყვარულს უწოდებდა და ამბობდნენ, რომ ‘ეშმაკი ჰყავსო’ (მათე 11:18, 19; იოანე 7:20; 8:48; 10:20). მას ღვთის გმობა დასწამეს (მათე 9:2, 3; 26:63—66; იოანე 10:33—36). ეს იესოს გულს სტკენდა, რადგან იცოდა, რომ ამით მამამისის სახელი უსაფუძვლოდ იბღალებოდა (ლუკა 22:41—44). ბოლოს იესო ბოროტმოქმედივით ძელზე გააკრეს (მათე 27:38—44). მან მტკიცედ აიტანა ‘სიტყვიერი შეურაცხყოფა ცოდვილთაგან’ და სრულყოფილი უმწიკვლობა შეინარჩუნა (ებრაელთა 12:2, 3, აქ).
10. როგორ ესხმის თავს დღეს ცხებულთა დარჩენილ ნაწილს სატანა?
10 დღეს იესოს ცხებული მიმდევრების დარჩენილი ნაწილი ხდება სატანის მტრული დამოკიდებულების მსხვერპლი. ბიბლიაში სატანა აღწერილია როგორც „[ქრისტეს] ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე“ (გამოცხადება 12:9, 10). მას შემდეგ, რაც ზეციდან დედამიწის მიდამოებში იქნა გადმოგდებული, სატანამ უფრო მეტი გააფთრებით შეუტია ქრისტეს ძმებს და ცდილობს, რომ ისინი საზოგადოებისგან გარიყულ, საძულველ ადამიანებად წარმოადგინოს (1 კორინთელთა 4:13). ზოგ ქვეყანაში, პირველი საუკუნის ქრისტიანებივით, მათ ცილს სწამებენ და საშიშ სექტას უწოდებენ (საქმეები 24:5, 14, აფ; 28:22). როგორც სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული, მათზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგრამ „დიდებასა და სირცხვილში, გმობით და ქებით“ ქრისტეს ცხებული ძმები „სხვა ცხვრებთან“ ერთად თავმდაბლად ცდილობენ, ‘დაიცვან ღვთის მცნებები და დაამოწმონ იესოს შესახებ’ (2 კორინთელთა 6:8; იოანე 10:16; გამოცხადება 12:17, აქ).
11, 12. ა) რა შეიძლება იყოს ზოგჯერ იმის მიზეზი, რომ ქრისტიანებზე ცუდად ლაპარაკობენ? ბ) რა სიტუაციებში შეიძლება ქრისტიანი რწმენისათვის უსამართლოდ იტანჯებოდეს?
11 ცხადია, ყველაფერი ცუდი, რასაც ღვთის ცალკეულ მსახურზე ამბობენ, ‘სიმართლისთვის დევნით’ არ არის განპირობებული (მათე 5:10). ზოგი პრობლემა ჩვენი არასრულყოფილებით არის გამოწვეული. განსაკუთრებული დამსახურება არ უნდა იმას, რომ ‘ცოდვის გამო გვცემონ და ვითმინოთ’. მაგრამ ქრისტიანი თუ „ღვთის წინაშე თავისი სინდისის გამო იტანს მრავალ მწუხარებასა და უსამართლო ტანჯვას“, ეს იეჰოვასთვის მოსაწონია (1 პეტრე 2:19, 20, აქ). რა სიტუაციებში შეიძლება მოხდეს ეს?
12 ზოგს შეიძლება ძალიან ცუდად ეპყრობიან იმის გამო, რომ არ სურს დაკრძალვის არაბიბლიურ წეს–ჩვეულებებში მონაწილეობა (მეორე რჯული 14:1). ახალგაზრდა მოწმეებს კი შეიძლება ათასგვარ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმიტომ, რომ იეჰოვას ზნეობრივ ნორმებს იცავენ (1 პეტრე 4:4). ზოგ ქრისტიან მშობელს სურს, მათ შვილებს სისხლის გამოყენების გარეშე უმკურნალონ, რის გამოც უსამართლოდ ადანაშაულებენ იმაში, რომ „უგულისყუროები“ ან შვილების მიმართ „სასტიკნი“ არიან (საქმეები 15:29). ზოგჯერ ქრისტიანებთან ურთიერთობა აღარ სურთ ნათესავებსა და მეზობლებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იეჰოვას მსახურები გახდნენ (მათე 10:34—37). ყველა ასეთი ქრისტიანი მიჰყვება წინასწარმეტყველთა და თავად იესოს ნაკვალევს და უსამართლოდ იტანჯება (მათე 5:11, 12; იაკობი 5:10; 1 პეტრე 2:21).
ლანძღვის ატანა
13. რა დაგვეხმარება სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში, როდესაც რწმენისათვის ჩირქს გვცხებენ?
13 რწმენისათვის როდესაც ჩირქს გვცხებენ, შეიძლება წინასწარმეტყველ იერემიასავით გული გაგვიტყდეს და ვიფიქროთ, რომ ვერ შევძლებთ იერემია 20:7—9). რა დაგვეხმარება ასეთ შემთხვევაში, რომ შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა? უნდა შევეცადოთ, მდგომარეობას იეჰოვას თვალით შევხედოთ. ის განსაცდელის დროს ერთგულების შემნარჩუნებლებს გამარჯვებულებად მიიჩნევს და არა — მსხვერპლებად (რომაელთა 8:37). ეცადეთ, წარმოიდგინოთ ყველა, ვინც სატანის მხრიდან მიყენებული ნებისმიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, იეჰოვას უზენაესობის მომხრე დარჩა. მაგალითად, იფიქრეთ აბელზე, იობზე, იესოს დედაზე — მარიამზე და, როგორც ღვთის ძველი დროის სხვა ერთგულ მსახურებზე, ისე თანამედროვე თანამსახურებზე (ებრაელთა 11:35—37; 12:1). იფიქრეთ მათ ერთგულებაზე. ამ მსახურთა დიდი ღრუბელი მოგვიწოდებს, მათთან ერთად დავდგეთ გამარჯვებულთა ადგილას, რომელიც ამ წუთისოფელზე რწმენით მძლეველთათვის არის განკუთვნილი (1 იოანე 5:4).
ღვთისთვის მსახურების გაგრძელებას (14. როგორ გვეხმარება მხურვალე ლოცვა ერთგულების შენარჩუნებაში?
14 თუ ‘გულში ფიქრები მოგვიმრავლდება’, შეგვიძლია იეჰოვას მივმართოთ მხურვალე ლოცვით. ის გვანუგეშებს და გაგვაძლიერებს (ფსალმუნები 49:15; 93:19, სსგ). ის მოგვცემს სიბრძნეს, რომელიც განსაცდელთან გასამკლავებლად გვჭირდება და დაგვეხმარება, რომ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხზე — იეჰოვას უზენაესობაზე — გვქონდეს გამახვილებული, რადგან ჩვენ მიმართ უსაფუძვლო სიძულვილის მიზეზი სწორედ ეს საკითხია (იაკობი 1:5). იეჰოვას შეუძლია აგრეთვე მოგვცეს „მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“ (ფილიპელთა 4:6, 7). ღვთის მიერ მოცემული სიმშვიდე შეგვაძლებინებს, არ ავღელდეთ და მტკიცედ შევხვდეთ დიდ ზეწოლას ისე, რომ ვერც ეჭვებმა გვძლიოს და ვერც — შიშმა. იეჰოვა, როდესაც უშვებს ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩვენ ჩავარდნას, თავისი სულიწმიდის საშუალებით გაგვაძლებინებს (1 კორინთელთა 10:13).
15. რა დაგვეხმარება, რომ ტანჯვის ატანისას გულში წყენა არ ჩავიდოთ და არ დავიბოღმოთ?
15 რა დაგვეხმარება, რომ გულში წყენა არ ჩავიტოვოთ და არ დავიბოღმოთ მათ მიმართ, ვისაც უმიზეზოდ ვძულვართ? გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძირითადი მტრები სატანა და დემონები არიან (ეფესელთა 6:12). თუმცა ცალკეული ადამიანები შეგნებულად გვდევნიან, მრავალი მათგანი, ვინც ღვთის ხალხს ეწინააღმდეგება, ამას უცოდინარობით ან სხვების ზემოქმედებით აკეთებს (დანიელი 6:4—16; 1 ტიმოთე 1:12, 13). იეჰოვას სურს, რომ ‘ყველა ადამიანს’ მიეცეს გადარჩენის შესაძლებლობა „და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). მართლაც, ზოგი ყოფილი მდევნელი, რომლებზეც ჩვენმა სამაგალითო საქციელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ახლა ქრისტიანი ძმაა (1 პეტრე 2:12). გარდა ამისა, შეგვიძლია ვისწავლოთ იაკობის ძის, იოსების, მაგალითზე. მან ბევრი ტანჯვა აიტანა თავისი ნახევარძმების მოქმედების გამო, მაგრამ ძმების მიმართ მტრობა გულში არ ჩაუდია. რატომ? ის მიხვდა, რომ ამ საქმეში იეჰოვას ხელი იყო გარეული და ღმერთი უძღვებოდა მოვლენებს ისე, რომ მისი ნება შესრულებულიყო (დაბადება 45:4—8). მსგავსად ამისა, იეჰოვას შეუძლია ჩვენ მიმართ ჩადენილი ნებისმიერი უსამართლო ქმედება ისე გამოიყენოს, რომ მისი სახელი განდიდდეს (1 პეტრე 4:16).
16, 17. რატომ არ უნდა შევწუხდეთ მეტისმეტად, როდესაც ვხედავთ, რომ მოწინააღმდეგეები სამქადაგებლო საქმისთვის ხელის შეშლას ცდილობენ?
16 მეტისმეტად არ უნდა შევწუხდეთ, თუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოწინააღმდეგეები ახერხებენ სასიხარულო ცნობის გავრცელებისთვის ხელის შეშლას. მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ქადაგების საშუალებით იეჰოვა არყევს ხალხებს და ‘სასურველთ’ თავს უყრის (ანგია 2:7, აქ). იესო ქრისტემ, ჩინებულმა მწყემსმა, თქვა: „ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ . . . და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს“ (იოანე 10:27—29). დიდ სულიერ მკაში წმინდა ანგელოზებიც იღებენ მონაწილეობას (მათე 13:39, 41; გამოცხადება 14:6, 7). ასე რომ, ვერაფერი, რასაც მოწინააღმდეგენი ამბობენ ან აკეთებენ, ხელს ვერ შეუშლის ღვთის განზრახვის შესრულებას (ესაია 54:17; საქმეები 5:38, 39).
17 ხშირად მოწინააღმდეგეთა მცდელობას მათი განზრახვის საპირისპირო შედეგი მოაქვს. აფრიკაში ერთგან იეჰოვას მოწმეების შესახებ მრავალი საშინელება მოიგონეს და ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ერთ–ერთი სიცრუე ის იყო, რომ მათზე თქვეს, ეშმაკს სცემენო თაყვანს. ამიტომ გრეისი, როგორც კი დაინახავდა, რომ მოწმეები მოდიოდნენ, მაშინვე სახლის უკან გარბოდა და მათ წასვლამდე არ გამოდიოდა. ერთხელაც მათი ეკლესიის პასტორმა მოწმეების ერთ–ერთი პუბლიკაცია აჩვენა ხალხს და ყველას მოუწოდა, არ წაეკითხათ იგი, რადგან მათი წაკითხვის შემთხვევაში თავიანთ რწმენას დატოვებდნენ. ამან გრეისს ცნობისწადილი გაუღვიძა. მოგვიანებით, როდესაც იეჰოვას მოწმეები მივიდნენ მასთან სახლში, დამალვის ნაცვლად, მათთან საუბარი დაიწყო და სწორედ ის პუბლიკაცია გამოართვა, რომელიც პასტორმა უჩვენა მრევლს. დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და 1996 წელს გრეისი მოინათლა. ახლა ის თავად ეძებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იეჰოვას მოწმეების შესახებ, შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია აქვთ.
განიმტკიცეთ რწმენა
18. რატომ არის საჭირო რწმენის განმტკიცება მძიმე განსაცდელების დაწყებამდე და როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?
18 სატანას ნებისმიერ მომენტში შეუძლია უმიზეზო სიძულვილის ობიექტი გაგვხადოს. ამიტომ ახლა იმის დროა, რომ რწმენა განვიმტკიცოთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ერთ-ერთ ცნობაში, რომელიც მიღებულ იქნა იმ ქვეყნიდან, სადაც იეჰოვას ხალხი იდევნებოდა, ნათქვამია: «ერთი რამ ცხადია — მათ, რომლებსაც კარგი სულიერი ჩვევები აქვთ და კარგად ესმით ჭეშმარიტება, არ უჭირთ განსაცდელების დროს სიმტკიცის შენარჩუნება; მაგრამ ისინი, რომლებიც ხელსაყრელ დროს აცდენენ შეხვედრებს, არარეგულარულად მონაწილეობენ 2 ტიმოთე 4:2, აქ). თუ ამჩნევთ, რომ რომელიმე სფეროში გაუმჯობესება გჭირდებათ, დაუყოვნებლივ ეცადეთ მდგომარეობის გამოსწორებას (ფსალმუნები 118:60).
სამქადაგებლო მსახურებაში და ზოგიერთ წვრილმანთან დაკავშირებით კომპრომისზე მიდიან, ხშირად ეცემიან ‘ცეცხლოვანი’ განსაცდელის დროს» (19. რა მიზანი მიიღწევა იმით, რომ ღვთის მსახურები მათ მიმართ უმიზეზო სიძულვილის გამოვლენისას ერთგულებას ინარჩუნებენ?
19 სატანის უდიდესი სიძულვილის მიუხედავად, ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა მიერ ერთგულების გამოვლენა იმის ცოცხალი დადასტურებაა, რომ იეჰოვას უზენაესობა კანონიერი, დამსახურებული და სამართლიანია. თავის მსახურთა ერთგულების დანახვა ღმერთს გულს უხარებს. შეიძლება ადამიანები ლანძღავდნენ მათ, მაგრამ დედამიწაზე თუ ზეცაში ყველაზე ღირსეულ პიროვნებას „არ რცხვენია, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს“. ყველა ასეთი ერთგულის შესახებ შეიძლება მართებულად ითქვას, რომ მათი ღირსი „არ იყო მთელი წუთისოფელი“ (ებრაელთა 11:16, 38).
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 საღვთო წერილში სიტყვა „სიძულვილი“ რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება. ზოგ კონტექსტში ის, უბრალოდ, შედარებით ნაკლებად სიყვარულს ნიშნავს (მეორე რჯული 21:15, 16). „სიძულვილი“ შეიძლება ათვალწუნებასაც ნიშნავდეს, მაგრამ ამ დროს ამთვალწუნებელს ადამიანისთვის რაიმე ზიანის მიყენება კი არ სურს, არამედ თავს არიდებს მას, რადგან ეზიზღება იგი. სიტყვა „სიძულვილს“ შეიძლება სასტიკად მტრული განწყობის მნიშვნელობაც ჰქონდეს და, გულში დიდხანს ნადები ღვარძლის გამო, ხშირად ბოროტი ქმედებები ახლდეს თან. ამ სტატიაში სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა განიხილება.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რა დგას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების უმიზეზოდ შეძულების უკან?
• როგორ სცხებდა სატანა ჩირქს იობსა და იესოს, მათი უმწიკვლობა რომ შეელახა?
• როგორ გვაძლიერებს იეჰოვა სატანის მიერ გამოწვეული სიძულვილის ატანისას?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]
მათ ესმოდათ მთავარი საკითხი
ერთმა იეჰოვას მოწმემ უკრაინიდან, სადაც სამეფოს შესახებ ქადაგების საქმე 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო, აღნიშნა: „სიტუაციას, რომელშიც იეჰოვას მოწმეები აღმოჩნდნენ, მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით არ უნდა შევხედოთ . . . ჩინოვნიკების უმეტესობა, უბრალოდ, თავის მოვალეობას ასრულებდა. მთავრობა შეიცვალა, ჩინოვნიკების დამოკიდებულებაც შეიცვალა, ჩვენ კი, იეჰოვას მოწმეები, როგორებიც ვიყავით, ისეთები დავრჩით. ვიცოდით, რომ ბიბლიაში შეგვეძლო იმის პოვნა, თუ საიდან მოდიოდა სინამდვილეში ეს დევნები.
საკუთარ თავს მოწინააღმდეგეთა საწყალ მსხვერპლებად არ მივიჩნევდით. მთელი სირთულეების ატანაში ის დაგვეხმარა, რომ ნათლად გვესმოდა საკითხი, რომელიც სატანამ ედემის ბაღში წამოჭრა — აქვს თუ არა ღმერთს მმართველობის უფლება . . . საკამათო საკითხში ჩვენი პოზიციის გამოხატვით არა მარტო ადამიანთა ინტერესებს ვეხებოდით, არამედ სამყაროს უზენაესის ინტერესებსაც; ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, სინამდვილეში რას ეხებოდა საქმე. ეს გვაძლევდა ძალასა და შესაძლებლობას, ურთულეს მდგომარეობაშიც კი შეგვენარჩუნებინა სიმტკიცე“.
[სურათი]
ვიქტორ პოპოვიჩი, რომელიც 1970 წელს დააპატიმრეს.
[სურათი 13 გვერდზე]
ვინ იდგა მათ უკან, ვინც იესო ლანძღვის ობიექტად აქცია?
[სურათები 15 გვერდზე]
იობი, მარიამი და ღვთის თანამედროვე მსახურები, მაგალითად სტენლი ჯოუნზი, იეჰოვას უზენაესობას უჭერდნენ მხარს.