რა არის საჭირო ბედნიერების მისაღწევად?
რა არის საჭირო ბედნიერების მისაღწევად?
„ბედნიერმა ღმერთმა“ იეჰოვამ და „ბედნიერმა და ერთადერთმა ხელმწიფემ“ იესო ქრისტემ ყველაზე კარგად იციან, რა არის საჭირო ბედნიერების მისაღწევად (1 ტიმოთე 1:11; 6:15). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბედნიერების გასაღების პოვნა ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია, შესაძლებელი (გამოცხადება 1:3; 22:7).
იესომ მთაზე ქადაგების დროს ახსნა, თუ რა იყო საჭირო ბედნიერების მისაღწევად. მან განაცხადა, რომ „ბედნიერნი არიან“ 1) სულიერს მოწყურებულნი, 2) მგლოვიარენი, 3) რბილი ხასიათისანი, 4) სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, 5) გულმოწყალენი, 6) სუფთა გულისანი, 7) მშვიდობისმყოფელნი, 8) სიმართლისთვის დევნილნი, 9) მის გამო გალანძღულნი და დევნილნი (მათე 5:3—11).
სიმართლეა იესოს განაცხადი?
იესოს ზოგი განაცხადის უტყუარობა არ საჭიროებს დიდ ახსნა-განმარტებას. ვინ უარყოფს იმას, რომ რბილი ხასიათისანი, გულმოწყალენი და მშვიდობისმყოფელნი, რომელთაც სუფთა გული აქვთ, მრისხანე, აგრესიულ და ულმობელ ადამიანებზე ბედნიერნი არიან?
მიუხედავად ამისა, შეიძლება დავინტერესდეთ, როგორ შეიძლება სიმართლეს მოშიებულთ და მოწყურებულთ ან მგლოვიარეებს ეწოდოთ ბედნიერები. ასეთი ადამიანები რეალურად აფასებენ მსოფლიო მდგომარეობას. ისინი „კვნესიან და ოხრავენ ყოველი სისაძაგლის გამო“, რაც ეზეკიელი 9:4). რასაკვირველია, ამის შედეგად ისინი თავისთავად არ ხდებიან ბედნიერები. მაგრამ, როდესაც იგებენ, რომ ღმერთს განზრახული აქვს დედამიწაზე სამართლიანობის დამყარება და ჩაგრულთათვის სამართლის გაჩენა, მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს (ესაია 11:4).
ჩვენს დღეებში ხდება (სიმართლის მოყვარული ადამიანები იმის გამოც გლოვობენ, რომ ხშირად ვერ იქცევიან სწორად. ამგვარად, ისინი სულიერს არიან მოწყურებულნი. ასეთი ადამიანები მზად არიან, ხელმძღვანელობისთვის ღმერთს მიმართონ, რადგან ესმით, რომ მხოლოდ მას შეუძლია სისუსტეების დაძლევაში დახმარების აღმოჩენა (იგავები 16:3, 9; 20:24).
მგლოვიარეებისთვის, სიმართლეს მოშიებულთა და სულიერს მოწყურებულთათვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედთან ახლო ურთიერთობის დამყარება. ადამიანებთან ახლო ურთიერთობა ხელს უწყობს ბედნიერებას, მაგრამ ამისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ღმერთთან ურთიერთობა. დიახ, მას, ვინც სიმართლის მოყვარულია და მზად არის ღვთის ხელმძღვანელობის მისაღებად, ნამდვილად შეიძლება ეწოდოს ბედნიერი.
შეიძლება გიჭირთ იმის დაჯერება, რომ მასაც კი, ვისაც დევნიან და ლანძღავენ, შეუძლია იყოს ბედნიერი. და მაინც, ეს სიტყვები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, რადგან ისინი წარმოთქვა თავად იესომ. როგორ უნდა გავიგოთ მისი სიტყვები?
ბედნიერები დევნის მიუხედავად — როგორ არის ეს შესაძლებელი?
ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ ლანძღვა და დევნა თავისთავად მიიყვანდა ადამიანს ბედნიერებამდე. ნაცვლად ამისა, მან ეს გარკვეული პირობით თქვა: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი . . . ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან . . ჩემ გამო“ (მათე 5:10, 11). ამიტომ ბედნიერი იქნება ადამიანი, თუ იმის გამო უწევს ლანძღვის ატანა, რომ იესოს მიმდევარია და მის მიერ დატოვებული სამართლიანი პრინციპების თანახმად ცხოვრობს.
ამას ცხადყოფს პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების შემთხვევა. სინედრიონის, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს, წევრებმა „მოციქულებს მოუხმეს, სცემეს, უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს“. რა რეაგირება მოახდინეს ამაზე მოციქულებმა? „ისინი კი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:40—42; 13:50—52).
პეტრე მოციქულმა უფრო ნათლად დაგვანახვა, რა კავშირი არსებობს შეურაცხყოფასა და ბედნიერებას შორის. მან დაწერა: „თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“ (1 პეტრე 4:14). დიახ, ქრისტიანები როდესაც სიმართლის გამო ვილანძღებით, ეს შეიძლება არასასიამოვნოა, მაგრამ ამას ბედნიერება მოაქვს, რადგან ვიცით, ამ დროს ღვთის წმინდა სულს ვიღებთ. რა კავშირი არსებობს ღვთის სულიწმიდასა და ბედნიერებას შორის?
ხორცის საქმეები თუ სულის ნაყოფი?
ღმერთი მხოლოდ მათ აძლევს წმინდა სულს, ვინც ემორჩილება მას, როგორც მმართველს (საქმეები 5:32). იეჰოვას წმინდა სულს მოკლებულნი არიან ისინი, ვინც „ხორცის საქმეებით“ არის ცნობილი. ასეთ საქმეებში შედის: „სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, შური, გადამეტებული სმა, ღრეობა და ამის მსგავსი საქმეები“ (გალატელები 5:19—21). მართალია, დღევანდელ ქვეყნიერებაში „ხორცის საქმეები“ ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ისინი, რომლებიც ამ საქმეებს სჩადიან, ვერ მოიპოვებენ ნამდვილ და ხანგრძლივ ბედნიერებას. ასეთი საქმეების კეთებით ისინი ძირს უთხრიან კარგ ურთიერთობას ნათესავებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან. უფრო მეტიც, ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“.
ღმერთი თავის წმინდა სულს მათ აძლევს, ვინც ავითარებს „სულის ნაყოფს“ — „სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელობას, სიკეთეს, გალატელები 5:22, 23). როდესაც ასეთ თვისებებს ვავლენთ, ამით ხელს ვუწყობთ ღმერთთან და სხვებთან მშვიდობიან ურთიერთობის შენარჩუნებას, რასაც ნამდვილი ბედნიერება მოაქვს (იხილეთ ჩარჩო). უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სიყვარულის, სიკეთის, სიკარგისა და ღვთის მოსაწონი სხვა თვისებების გამოვლენით იეჰოვას გულს ვახარებთ და ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრების სასიხარულო იმედს ვიძენთ.
სიკარგეს, რწმენას, რბილ ხასიათს, თავშეკავებას“ (ბედნიერება დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე
გერმანიაში მცხოვრებმა ერთმა წყვილმა, ვოლფგანგმა და ბრიგიტამ, სერიოზულად დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. ამ დროს ისინი დიდ მატერიალურ ქონებას ფლობდნენ, რაც, როგორც ბევრი თვლის, საჭიროა ბედნიერებისთვის. ისინი ახალგაზრდები და ჯანმრთელები იყვნენ; ძვირადღირებულ ტანსაცმელს იცვამდნენ, მდიდრულ სახლში ცხოვრობდნენ და შემოსავლიანი სამუშაო ჰქონდათ. ეს წყვილი უმთავრესად დროს უფრო მეტი მატერიალური ქონების დასაგროვებლად ხარჯავდა, მაგრამ ამას არ მოუტანია მათთვის ნამდვილი ბედნიერება. დროთა განმავლობაში ვოლფგანგმა და ბრიგიტამ უმნიშვნელოვანესი არჩევანი გააკეთეს. მათ უფრო მეტი დრო და ძალები სულიერ ფასეულობებს მიუძღვნეს; ისინი ეძებდნენ შესაძლებლობებს, რომ უფრო დაახლოებოდნენ იეჰოვას. ასეთი არჩევნის შედეგად, მალე ამ წყვილმა შეიცვალა აზროვნება, რამაც აღძრა ისინი, გაემარტივებინათ ცხოვრება და დაეწყოთ პიონერებად, სამეფოს სრული დროით მაუწყებლებად, მსახურება. დღესდღეობით ვოლფგანგი და ბრიგიტა მოხალისეებად მსახურობენ გერმანიაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ერთ-ერთ აზიურ ენას, რათა დაეხმარონ უცხოელებს ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული ჭეშმარიტების გაგებაში.
მიაღწია ამ წყვილმა ნამდვილ ბედნიერებას? ვოლფგანგი ამბობს: „მას შემდეგ, რაც სულიერი ფასეულობებისკენ დავიწყეთ სწრაფვა, უფრო ბედნიერები გავხდით და კმაყოფილებაც უფრო მეტად ვიგრძენით. იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებამ ჩვენი ქორწინებაც განამტკიცა. შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც ბედნიერი ცოლქმრობა გვქონდა, მაგრამ უწინდელ ვალდებულებებსა და ინტერესებს სხვადასხვა მიზნებისკენ მივყავდით. ახლა კი ერთად ვისწრაფვით საერთო მიზნისკენ“.
რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?
მოკლედ რომ ვთქვათ, თავი უნდა ავარიდოთ „ხორცის საქმეებს“ და გამოვავლინოთ „[ღვთის] სულის ნაყოფი“. ბედნიერების მისაღწევად საჭიროა ღმერთთან ახლო ურთიერთობის ძლიერი სურვილი. ის, ვინც ამ მიზნისკენ ისწრაფვის, შეესაბამება იესოს მიერ აღწერილს — ბედნიერი ადამიანის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ნუ მიხვალთ მცდარ დასკვნამდე, რომ ბედნიერების მიღწევა თქვენს ძალებს აღემატება. შეიძლება დღესდღეობით არა გაქვთ კარგი ჯანმრთელობა, ან ცოლქმრულ ცხოვრებაში პრობლემებიც კი გექმნებათ. შესაძლოა ბავშვების ყოლის დიდი სურვილი გაქვთ, მაგრამ ამჟამად ეს შეუძლებელია; შეიძლება ამაოდ ცდილობთ მთელი ძალებით კარიერის შექმნას ან საფულეში იმდენი ფული არ გაქვთ, როგორც უწინ. ყოველივე ამის მიუხედავად, გამაგრდით, თქვენ არა გაქვთ გულგატეხილობის მიზეზი! ღვთის სამეფოს მმართველობის დროს არა მარტო ეს, არამედ ასობით სხვა პრობლემაც გადაიჭრება. მალე ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს, რომელიც ფსალმუნმომღერლის მეშვეობით წარმოთქვა: „შენი მეფობა — მეფობა ყველა საუკუნისა . . . აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“ (ფსალმუნები 144:13, 16). მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იეჰოვას მილიონობით მსახურს შეუძლია დაადასტუროს, რომ ყოველთვის თუ გვემახსოვრება იეჰოვას ამ გამამხნევებელი დანაპირების შესახებ, ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს ბედნიერებას დღეს (გამოცხადება 21:3).
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორები
სიყვარული აღძრავს სხვებს, სიყვარულითვე გიპასუხონ.
სიხარული სირთულეებისა და განსაცდელების გადატანის ძალას მოგცემთ.
მშვიდობა დაგეხმარებათ, რომ სხვებთან უთანხმოებებს აარიდოთ თავი.
სულგრძელობა განსაცდელების დროსაც კი შეგანარჩუნებინებთ ბედნიერებას.
სიკეთე სხვებს მიიზიდავს თქვენკენ.
სიკარგე, რომელსაც გამოავლენთ, ადამიანებს აღძრავს, საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოგიჩინონ.
რწმენა ყოველთვის დაგარწმუნებთ, რომ ღმერთი არასდროს დაგტოვებთ მოსიყვარულე ხელმძღვანელობის გარეშე.
რბილი ხასიათი შინაგან სიმშვიდეს მოგგვრით.
თავშეკავება ბევრი შეცდომის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.
[სურათები 7 გვერდზე]
ბედნიერებას რომ მიაღწიოთ, სულიერი მოთხოვნილებები უნდა დაიკმაყოფილოთ.