როგორ გავუმკლავდეთ გულგატეხილობას?
როგორ გავუმკლავდეთ გულგატეხილობას?
გულგატეხილი ხომ არ ხართ? დღეს ვცხოვრობთ გაურკვევლობისა და კონფლიქტების პერიოდში, რის გამოც ბევრი ადამიანი ვარდება ასეთ მდგომარეობაში. ზოგიერთი უმუშევრობის შედეგად არის გულგატეხილი, ზოგიც — უბედური შემთხვევის, ოჯახური პრობლემების, სერიოზული ავადმყოფობის ან სიმარტოვის გამო.
სად შეგიძლიათ ეძებოთ დახმარება გულგატეხილობის დროს? მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ღვთის სიტყვის, ბიბლიის, კითხვით პოულობს ნუგეშს. მათ სიმშვიდეს ჰგვრის მოციქულ პავლეს სიტყვები: „კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4). ხომ არ წაიკითხავთ ამ და სხვა ბიბლიურ მუხლებს თქვენს პირად ბიბლიაში?! ეს ‘ანუგეშებს თქვენს გულებს და განგამტკიცებთ’ (2 თესალონიკელები 2:17).
გულგატეხილობის დაძლევა შესაძლებელია აგრეთვე მათთან ურთიერთობით, რომლებიც იეჰოვას ემსახურებიან. იგავების 12:25-ში ნათქვამია: „გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს“. როდესაც ქრისტიანულ შეხვედრებს ვესწრებით, ჩვენ ვისმენთ „კეთილ სიტყვას“, რომელიც „სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება“ (იგავები 16:24). ხომ არ დაესწრებით ქრისტიანულ შეხვედრას იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში, რომ თავად შეიგრძნოთ ეს?!
ამასთანავე, ძალებს მოგცემთ ლოცვა. თუ გრძნობთ, რომ ცხოვრებისეული საზრუნავი გამძიმებთ, გაუზიარეთ გულისნადები ‘ლოცვების მომსმენს’ (ფსალმუნები 64:3, სსგ). ადამიანის შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, ჩვენზე უკეთ ესმის ჩვენი. შეგვიძლია მისი დახმარების იმედი გვქონდეს. ღვთის სიტყვა გვპირდება: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“ (ფსალმუნები 54:23). დიახ, „უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ“ (ესაია 40:31).
იეჰოვა ღმერთი გვაძლევს ყველაფერ აუცილებელს, რათა გავუმკლავდეთ გულგატეხილობას. სარგებლობთ მისი დახმარებით?