არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოძებნეთ ღირსეულნი“

„მოძებნეთ ღირსეულნი“

„მოძებნეთ ღირსეულნი“

დამასკო ახ. წ. პირველ საუკუნეში აყვავებული ქალაქი იყო. მას გარშემო ხეხილის ბაღნარი ჰქონდა შემორტყმული, რის გამოც ოაზისივით იყო აღმოსავლეთიდან მომავალი ქარავნებისთვის. იესოს სიკვდილიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ დამასკოში ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა. კრების წევრებს შორის იყვნენ იუდევლები, რომლებიც შესაძლებელია იერუსალიმში ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს მიმდევრები გახდნენ (საქმეები 2:5, 41). ზოგიერთი მოწაფე შეიძლება იუდეიდან გადავიდა დამასკოში, როდესაც სტეფანეს ქვებით ჩაქოლვის შემდეგ დევნა დაიწყო (საქმეები 8:1).

დამასკოელმა ქრისტიანმა, სახელად ანანიამ, ალბათ, ახ. წ. 34 წელს მნიშვნელოვანი დავალება მიიღო. უფალმა უთხრა: „ადექი, წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ეწოდება, და იუდას სახლში მოძებნე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე. აი, ის ლოცულობს“ (საქმეები 9:11).

ქუჩა, რომელსაც სწორი ეწოდებოდა, დაახლოებით ერთ-ნახევარი კილომეტრი სიგრძის იყო და დამასკოს ცენტრზე გადიოდა. ამ გვერდზე მოცემული XIX საუკუნის გრავიურა გვეხმარება, წარმოვიდგინოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ქუჩები ძველად. თუ გავითვალისწინებთ, როგორი იყო ეს ქუჩა, ანანიასთვის არც ისე ადვილი იქნებოდა იუდას სახლის მოძებნა. მაგრამ, ანანიამ იპოვა ის და ეწვია სავლეს, რომელიც მოციქული პავლე — სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებელი — გახდა (საქმეები 9:12—19).

იესომ გაგზავნა თავისი მოწაფეები და უთხრა მათ, რომ სასიხარულო ცნობისთვის ‘ღირსეულნი მოეძებნათ’ (მათე 10:11). ალბათ, ანანია გულმოდგინედ ეძებდა სავლეს. ანანიას მსგავსად იეჰოვას მოწმეებიც გულმოდგინედ ეძებენ ღირსეულებს და ხარობენ, როდესაც ვინმე ეხმაურება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ღირსეულების პოვნა ნამდვილად ღირს ძალისხმევად (1 კორინთელები 15:58).

[სურათი 32 გვერდზე]

„ქუჩა, რომელსაც სწორი ეწოდება“ დღეს ასე გამოიყურება.

[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]

From the book La Tierra Santa, Volume II, 1830