არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თვინიერნი . . . დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ — როგორ?

„თვინიერნი . . . დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ — როგორ?

„თვინიერნი . . . დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ — როგორ?

„თქვენთვის, ალბათ, ნაცნობია იესო ქრისტეს სიტყვები, რომ თვინიერნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს და დედამიწას, როგორ ფიქრობთ, დარჩებათ კი მათ რამე სამემკვიდროდ?“ (მათე 5:5).

მირიამმა, იეჰოვას მოწმემ, ამ შეკითხვით დაიწყო ბიბლიურ თემაზე საუბარი. მამაკაცმა, რომელსაც ის ესაუბრებოდა, უპასუხა, რომ იესო ქრისტე თუ დაგვპირდა, მაშინ დედამიწა გაპარტახებული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი კი არ უნდა გახდეს, არამედ ისეთი, რომ მისთვის შეიძლებოდეს მემკვიდრეობის წოდება.

ეს ნამდვილად ოპტიმისტური პასუხი იყო. მაგრამ აქვს საფუძველი ასეთ დადებით თვალსაზრისს? რასაკვირველია. ბიბლია მტკიცე საფუძველს გვაძლევს, რომ იესო ქრისტეს დანაპირები ნამდვილად შესრულდება. სინამდვილეში, ამ დანაპირების შესრულება მჭიდრო კავშირშია ღვთის განზრახვებთან ადამიანებსა და დედამიწასთან დაკავშირებით. ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ, რომ ღმერთი რასაც გვპირდება, ყველაფერს შეასრულებს (ესაია 55:11). მაშ, რა აქვს ღმერთს განზრახული ადამიანებისთვის და როგორ განახორციელებს ის თავის განზრახვას?

ღვთის მარადიული განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით

იეჰოვა ღმერთმა დედამიწა განსაკუთრებული განზრახვით შექმნა. «ასე თქვა უფალმა, ზეცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი: მან დაამყარა იგი, სიცარიელედ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: „მე ვარ უფალი და სხვა არ არის“» (ესაია 45:18). ასე რომ, დედამიწა სპეციალურად ადამიანების საცხოვრებლად იყო შექმნილი. უფრო მეტიც, ღმერთს სურს, რომ დედამიწა კაცობრიობისთვის მარადიული სახლი იყოს. „დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე“ (ფსალმუნები 103:5; 118:90).

დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა მაშინაც გახდა ცხადი, როდესაც პირველ წყვილს მან დავალება მისცა. იეჰოვამ ადამსა და ევას უთხრა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს“ (დაბადება 1:28). დედამიწა, რომელიც ღმერთმა ანდო ადამსა და ევას, მარადიული სახლი უნდა ყოფილიყო მათთვის და მათი შთამომავლებისთვის. „ცა — ცად უფლისათვის, — საუკუნეებით ადრე განაცხადა ფსალმუნმომღერალმა, — ხოლო ქვეყანა მისცა კაცთა შვილებს“ (ფსალმუნები 113:24).

ამ სასწაულებრივი პერსპექტივის განსახორციელებლად ადამსა და ევას, ასევე მათ შთამომავლობას, პატივი უნდა ეცათ იეჰოვა ღმერთისთვის, შემოქმედის, სიცოცხლის მომცემისთვის, როგორც უზენაესისთვის და დამორჩილებოდნენ მას. იეჰოვამ ამ მხრივ არაორაზროვანი მითითება მისცა ადამიანს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17). ადამსა და ევას ცხოვრება რომ გაეგრძელებინათ ედემის ბაღში, უნდა დამორჩილებოდნენ ამ მარტივ და ნათელ მითითებას. ასეთი მოქმედებით ისინი გამოხატავდნენ მადლიერებას ყველაფრისათვის, რაც ზეციერმა მამამ გააკეთა მათთვის.

როდესაც ადამი და ევა განზრახ არ დაემორჩილნენ ღმერთს და უგულებელყვეს მისი კანონი, სინამდვილეში ზურგი აქციეს მას, ვინც ისინი ყველაფრით უზრუნველყო (დაბადება 3:6). ასეთი ქმედებით, არა მარტო მათ დაკარგეს ლამაზ სამოთხეში ცხოვრების უფლება, არამედ თავიანთ შთამომავლობასაც წაართვეს ამის შესაძლებლობა (რომაელები 5:12). ჩაშალა პირველი წყვილის დაუმორჩილებლობამ ღვთის თავდაპირველი განზრახვა?

ღმერთი, რომელიც არ იცვლება

იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, მალაქიას, მეშვეობით თქვა: „მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:6). ბიბლიის ფრანგმა მკვლევარმა ლ. ფილონმა ამ მუხლის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ეს სიტყვები პირდაპირ კავშირშია ღვთის დაპირებებთან. „იეჰოვას შეეძლო მოესპო ურჩი ხალხი, — წერდა ფილონი, — მაგრამ ის არ ტეხს სიტყვას; ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, თავისი დაპირებების ერთგული რჩება“. ღმერთი არ ივიწყებს დაპირებებს, იქნება ეს ერთი კაცის, რომელიმე ერის თუ მთელი კაცობრიობის მიმართ ნათქვამი. მისი აღთქმები თავის დროზე შესრულდება. „ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე“ (ფსალმუნები 104:8).

საიდან ვიცით, რომ იეჰოვამ არ გადაიფიქრა თავისი განზრახვის განხორციელება? დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი შეასრულებს თავის თავდაპირველ განზრახვას, რადგან ბიბლიაში არაერთხელ ვხვდებით მის დაპირებას, რომ მორჩილი ადამიანები დაიმკვიდრებენ დედამიწას (ფსალმუნები 24:13; 36:9, 22, 29, 34). გარდა ამისა ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას მიერ კურთხეული ადამიანები მშვიდად იცხოვრებენ, თითოეული „თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4; ეზეკიელი 34:28). იეჰოვას რჩეულები „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“. ცხოველებთანაც კი მშვიდობიანად იცხოვრებენ (ესაია 11:6—9; 65:21, 25).

ბიბლია სხვა გზითაც გვიჩვენებს, როგორ შესრულდება ღვთის განზრახვა. სოლომონის მეფობის დროს ისრაელში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა. „უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვაზის ძირას და თავისი ლეღვის ძირას დანიდან ვიდრე ბეერ-შებაყამდე“ (3 მეფეთა 4:25). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესო ქრისტე სოლომონზე დიდია და ქრისტეს მეფობაზე ფსალმუნებში ნაწინასწარმეტყველებია: „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“. იმ დროს „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ლუკა 11:31; ფსალმუნები 71:7, 16, სსგ).

იეჰოვა სიტყვას არასოდეს ტეხს; ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ თავმდაბლებმა არა მარტო დაიმკვიდრონ დედამიწა, არამედ მას პირვანდელი სილამაზე დაუბრუნონ. გამოცხადების 21:4-ში ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი „მოსწმენდს მათ [ადამიანებს] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“. ეს სხვა არაფერია თუ არა სამოთხე (ლუკა 23:43).

როგორ მივიღოთ დაპირებული მემკვიდრეობა?

დედამიწას სამოთხედ გადააქცევს ზეციერი მთავრობა — სამეფო, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში (მათე 6:9, 10). თავიდან ეს სამეფო მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18; დანიელი 2:44). შემდეგ იესო ქრისტე, მშვიდობის მთავარი, შეასრულებს შემდეგ წინასწარმეტყველებას: „მის უსაზღვრო ხელმწიფობასა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7, აქ). ამ სამეფოს ხელმძღვანელობით მილიონები მიიღებენ დედამიწის დამკვიდრების შესაძლებლობას, მათ შორის ისინიც, ვინც მკვდრეთით იქნებიან აღდგენილნი (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).

ვინ მიიღებს ამ მემკვიდრეობას? დაუკვირდით იესოს სიტყვებს: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.“ (მათე 5:5, კს). რა იგულისხმება თვინიერებაში? ლექსიკონებში ეს სიტყვა განიმარტება, როგორც „წყნარი“, „მშვიდი“, „უწყინარი“, „მორჩილი“. მაგრამ ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა მეტს მოიცავს. «[ამ სიტყვაში] რბილი ხასიათი იგულისხმება, — აღნიშნულია უილიამ ბარკლეის „ახალი აღთქმის სიტყვების ლექსიკონში“, — მაგრამ მის მიღმა ფოლადის სიმტკიცე დგას». მასში იგულისხმება ისეთი განწყობა, როცა ადამიანს მისთვის მიყენებული ზიანი წყენისა და შურისძიების წყურვილის გარეშე გადააქვს. და ამას ღმერთთან კარგი ურთიერთობის წყალობით ახერხებს, რაც მისი შინაგანი ძალის წყაროა (ესაია 12:2; ფილიპელები 4:13).

ის, ვინც თვინიერი, ანუ რბილი ხასიათისაა, ღვთის ნორმებს იზიარებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში; არ იჟინებს თავისას და არც სხვების აზრებს ჰყვება. ის მზად არის სწავლისთვის და სიხარულით იღებს განათლებას იეჰოვასგან. დავითმა თავის ფსალმუნში დაწერა: „[იეჰოვა] წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ“ (ფსალმუნები 24:9; იგავები 3:5, 6).

თქვენც დაიმკვიდრებთ დედამიწას? თუ გულმოდგინედ შეისწავლით ღვთის სიტყვას და უკეთ გაიცნობთ იეჰოვასა და მის ნებას, შემდეგ კი ნასწავლის თანახმად იცხოვრებთ, საფუძვლიანი იმედი გექნებათ, რომ დაიმკვიდრებთ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებთ სამოთხეში (იოანე 17:3).

[სურათი 5 გვერდზე]

ღვთის განზრახვა ნათლად აირეკლა ადამისა და ევასთვის მიცემულ დავალებაში.

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

სოლომონის დროს გამეფებული მშვიდობა და კეთილდღეობა წარმოდგენას გვიქმნის აღთქმულ მემკვიდრეობაზე.

[საავტორო უფლებები]

Sheep and background hill: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.; Arabian oryx: Hai-Bar, Yotvata, Israel; farmer plowing: Garo Nalbandian

[სურათი 7 გვერდზე]

ახალი ქვეყნიერება აუცილებლად დადგება. იქნებით თქვენ იქ?