არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წერილი ალეხანდრასგან

წერილი ალეხანდრასგან

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

წერილი ალეხანდრასგან

წერილების წერა უკვე დიდი ხანია, რაც დამოწმების ეფექტური საშუალებაა. თუმცა დროდადრო შედეგი გაურკვეველია, მაგრამ ისინი, ვინც რეგულარულად იყენებენ ამ მეთოდს, უხვ კურთხევებს ღებულობენ. მათ ახსოვთ ბიბლიის ბრძნული რჩევა: „დილით დათესე შენი თესლი და საღამოს ნუ დაასვენებ შენს ხელს, რადგან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას; ეს თუ ის, თუ ორივე თანაბრად კარგია“ (ეკლესიასტე 11:6).

ალეხანდრა, ახალგაზრდა მოწმე, რომელიც მექსიკაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში დაახლოებით 10 წელია მსახურობდა, სიმსივნის გამო ქიმიათერაპიას გადიოდა. დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა და იმდენად დაუძლურდა, რომ აღარ შეეძლო ყოველდღე საქმის კეთება. მაგრამ ალეხანდრას არ სურდა, რომ ამას ხელი შეეშალა სამქადაგებლო მსახურებისთვის; ამიტომაც გადაწყვიტა წერილების წერა. ის ადამიანებს ბიბლიის საშინაო შესწავლას სთავაზობდა და წერილში დედამისის ტელეფონის ნომერს უთითებდა. შემდეგ ის წერილებს დედას აძლევდა, რომ იმ ადამიანების კართან დაეტოვებინა, რომლებიც არ ხვდებოდნენ სახლში კარდაკარ მსახურების დროს.

ამასობაში, დიოჰანიმ, ახალგაზრდამ გვატემალიდან, მუშაობა დაიწყო შინამოსამსახურედ კანკუნში, მექსიკაში. ცოტა ხნის შემდეგ ის ხვდებოდა იეჰოვას მოწმეებს და სიამოვნებით საუბრობდა მათთან ბიბლიურ საკითხებზე. მოგვიანებით ოჯახმა, სადაც ის მუშაობდა, გადაწყვიტა საცხოვრებლად მეხიკოში გადასულიყო და მოისურვეს, რომ ისიც თან წაეყვანათ. დიოჰანი ყოყმანობდა, რადგან ვეღარ შეხვდებოდა იეჰოვას მოწმეებს.

„ნუ ნერვიულობ — არწმუნებდა ოჯახი მას, — იეჰოვას მოწმეები ყველგან არიან. როგორც კი ჩავალთ, მაშინვე მოვნახავთ მათ“. დაპირების გამო დიოჰანი დათანხმდა მათ. როგორც კი ჩავიდნენ მეხიკოში, დაპირებისამებრ ისინი იეჰოვას მოწმეებს ეძებდნენ. მაგრამ ვერ იპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალაქში 41 000-ზე მეტი მოწმე და 730 კრებაა.

დიოჰანის მალე გულგატეხილობა დაეუფლა, რადგანაც ვერ იპოვა იეჰოვას მოწმეები, რათა კვლავ ესაუბრათ მასთან ბიბლიურ საკითხებზე. ერთ დღესაც იმ ოჯახის დიასახლისმა, სადაც ის მუშაობდა, ახარა: „შენთვის სიურპრიზი მაქვს! თქვენმა ღმერთმა ისმინა შენი ლოცვები“. მას ხელში წერილი ეჭირა: „იეჰოვას მოწმეებმა შენთვის დატოვეს“. ეს წერილი ალეხანდრასგან იყო.

დიოჰანი შეხვდა ალეხანდრას დედას და მის უმცროს დას, ბლანკას. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ალეხანდრა მოინახულა. მათ გულთბილი შეხვედრა ჰქონდათ. ალეხანდრამ წაახალისა ის, რომ გაეგრძელებინა ბიბლიის შესწავლა და სულიერად გაზრდილიყო.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2003 წლის ივლისში, ალეხანდრა დაიღუპა. მან თანამორწმუნეებს, რწმენისა და მამაცობის შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა. მის დაკრძალვაზე ბევრი გულის სიღრმემდე შეძრა დიოჰანეს ნათქვამმა სიტყვებმა: „ალეხანდრა და მისი ოჯახი ჩემთვის სამაგალითო იყო. გადაწყვეტილი მაქვს, იეჰოვას ვემსახურო და მალე მოვინათლო. მთელი გულით ვნატრობ იმ დღის დადგომას, როცა ალეხანდრას კვლავ ვნახავ სამოთხეში!“

დიახ, შეიძლება წერილი მოკლე იყოს, მაგრამ დადებითი და ხანგრძლივი შედეგი მოიტანოს!