გჯერათ, რომ იქნება სამოთხე?
გჯერათ, რომ იქნება სამოთხე?
„ვიცნობ ერთ კაცს ქრისტეში, რომელიც . . . ატაცებულ იქნა სამოთხეში“ (2 კორინთელები 12:2—4).
1. ბიბლიაში მოცემული რომელი დაპირებებია ბევრისთვის მიმზიდველი?
სამოთხე. გახსოვთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პირველად მოისმინეთ, რომ ღმერთი მიწიერ სამოთხეს გვპირდება? ალბათ, გაგონდებათ თქვენი პირველი ნაბიჯები — როდესაც სწავლობდით, რომ „აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუთა ყურები გაიხსნება“, უდაბნო კი ნაყოფიერ და ლამაზ ადგილად იქცევა; როდესაც ეცნობოდით წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ მგელი კრავთან ერთად იქნება, ხოლო ვეფხვი — თიკანთან. ალბათ, ტანში ჟრუანტელი გივლიდათ იმის კითხვისას, რომ გარდაცვლილი ახლობლები სიცოცხლეს დაუბრუნდებიან და სამოთხეში ცხოვრების საშუალება ექნებათ (ესაია 11:6; 35:5, 6; იოანე 5:28, 29).
2, 3. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიაზე დამყარებული თქვენი იმედი არაა საფუძველს მოკლებული? ბ) რა დამატებითი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ ეს იმედი გვქონდეს?
2 თქვენი იმედი არაა საფუძველს მოკლებული და გაქვთ იმის საკმარისი მიზეზი, რომ გჯეროდეთ ბიბლიის დაპირება სამოთხის შესახებ. მაგალითად, თქვენ ენდობით იესოს სიტყვებს, რომლებიც ძელზე გაკრულ ბოროტმოქმედს უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). თქვენ რწმენით უერთდებით შემდეგ დაპირებას: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“. თქვენ ასევე გჯერათ, რომ ღმერთი მოგვწმენდს ცრემლს თვალებიდან; აღარ იქნება სიკვდილი; გლოვას, გოდებასა და ტკივილს წერტილი დაესმევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიწიერი სამოთხე კვლავ იარსებებს! (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:4).
3 გარდა ამისა, სამოთხის იმედისთვის არსებობს სხვა საფუძველიც — რაღაცა, რისი ნაწილიც დღეს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქრისტიანები არიან. რას ვგულისხმობთ? ღმერთმა სულიერი სამოთხე შექმნა და თავისი ხალხი შეჰყავს მასში. ფრაზა „სულიერი სამოთხე“ შეიძლება აბსტრაქტული და რთული გასაგები ჩანდეს, მაგრამ ასეთი სამოთხის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო და ის ნამდვილად არსებობს.
ხილვა სამოთხის შესახებ
4. რა ხილვაა მოხსენიებული 2 კორინთელების 12:2—4-ში და, როგორც ჩანს, ვის ჰქონდა ეს ხილვა?
4 ყურადღება მიაქციეთ, რა დაწერა ამის თაობაზე პავლე მოციქულმა: „ვიცნობ ერთ კაცს ქრისტეში, რომელიც . . . მესამე ცამდე იქნა ატაცებული. დიახ, ვიცნობ ასეთ კაცს, რომელიც — არ ვიცი, სხეულში თუ უსხეულოდ, ღმერთმა იცის — ატაცებულ იქნა სამოთხეში და მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც ნებადართული არ არის ადამიანისთვის“ (2 კორინთელები 12:2—4). ეს მონაკვეთი პირდაპირ მოჰყვება მუხლებს, რომლებშიც პავლე თავის მოციქულობას იცავს. გარდა ამისა, ბიბლია არც ერთ სხვა ადამიანზე არ ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა ჰქონდა; მხოლოდ პავლე გვიყვება ამის შესახებ. ასე რომ, როგორც ჩანს, უშუალოდ მას ჰქონდა ეს ხილვა. რა „სამოთხეში“ იყო ატაცებული პავლე ამ ზებუნებრივი ხილვისას? (2 კორინთელები 11:5, 23—31).
5. რა არ უნახავს პავლეს ხილვაში და, აქედან გამომდინარე, რა სახის იყო მის მიერ ნანახი „სამოთხე“?
5 კონტექსტიდან არ ჩანს ის აზრი, რომ „მესამე ცა“ დედამიწის გარშემო არსებულ ატმოსფეროს, ვარსკვლავთა შორის სივრცეს ან რაიმე პარალელურ სამყაროს ეხება, როგორც ამას ზოგი ასტროფიზიკოსი ვარაუდობს. ბიბლია ციფრ „სამს“ სიმბოლური მნიშვნელობით ხშირად იყენებს ხაზგასასმელად, სიმძაფრისა და სიძლიერის შესამატებლად (ეკლესიასტე 4:12; ესაია 6:3; მათე 26:34, 75; გამოცხადება 4:8). აქედან გამომდინარე, ის, რაც პავლემ ნახა ხილვაში, ამაღლებული, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სულიერს ეხებოდა.
6. წარსულში განვითარებული რომელი მოვლენები გვახედებს უფრო ღრმად იმაში, რაც პავლემ ნახა?
6 ამ საკითხის სიღრმეში უფრო ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები გვახედებს. მას შემდეგ, რაც თავისმა ხალხმა უღალატა, ღმერთმა მეორე რჯული 28:15, 62—68; 4 მეფეთა 21:10—15; 24:12—16; 25:1—4; იერემია 29:10—14). რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა რეალურად? ამ 70 წლის განმავლობაში ის ეკალბარდებით დაფარულ, გადახრიოკებულ ტერიტორიად და ტურების საცხოვრებლად იქცა (იერემია 4:26; 10:22). მიუხედავად ამისა, არსებობდა დაპირება: «უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, და ედემივით აქცევს მის უდაბნოს და მის ტრამალს — უფლის წალკოტივით [ანუ სამოთხესავით, „სეპტუაგინტა“]» (ესაია 51:3).
დაუშვა, რომ ბაბილონელებს გაელაშქრათ იუდასა და იერუსალიმზე. ეს, ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, ძვ. წ. 607 წელს მომხდარი განადგურებით დასრულდა. წინასწარმეტყველების მიხედვით, 70 წლის განმავლობაში ქვეყანა მიტოვებული და გაპარტახებული იქნებოდა; შემდეგ ღმერთი მომნანიებელ იუდაელებს უკან დაბრუნებისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენის საშუალებას მისცემდა. ამის შესრულება ძვ. წ. 537 წელს დაიწყო (7. რა მოხდა 70-წლიანი გაპარტახების შემდეგ?
7 70-მა წელიწადმაც განვლო. ღვთის კურთხევით, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. წარმოიდგინეთ გონების თვალით შემდეგი სიტყვები: „გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, და გამხიარულდება ტრამალი და გაიფურჩქნება, როგორც მთის შროშანი. აყვავდება და გაიფურჩქნება და იმხიარულებს ლხენითა და სიმღერით . . . ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე — ნაკადულები. და იქცევა ხრიოკი ტბად და უწყლო ადგილი — წყლის წყაროდ; ტურების ბუნაგში, მათ მყუდროში, ბალახი ლერწამივით და ლელქაშივით იქნება“ (ესაია 35:1—7).
უკან დაბრუნებული და არსებითად შეცვლილი ხალხი
8. საიდან ვიცით, რომ ესაიას 35-ე თავი ეხება ადამიანებს?
8 ეს მართლაც დიდი გარდაქმნაა! გაპარტახებული ტერიტორია სამოთხედ იქცა. უფრო მეტიც, ეს და სხვა საიმედო წინასწარმეტყველებები გვიჩვენებს, რომ ხალხიც უნდა შეცვლილიყო; ეს წინასწარმეტყველებაში გადახრიოკებული მიწის ნაყოფიერად ქცევით არის ნაჩვენები. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? ესაია ყურადღებას ამახვილებს „უფლის გამოსყიდულებზე“, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში „სიმღერით“ დაბრუნდებოდნენ; მათ „ლხინი და სიხარული“ ექნებოდათ (ესაია 35:10). ამ მუხლში საუბარია არა პირდაპირი გაგებით მიწაზე, არამედ ხალხზე. გარდა ამისა, ესაია სხვა მუხლებშიც წინასწარმეტყველებს იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც სიონს დაუბრუნდებოდნენ: „უწოდებენ მათ მუხებს, უფლის დარგულთ . . . რადგან როგორც წვიმა აღმოაცენებს მცენარეს . . . ისე ღმერთი ამოზრდის სამართალს და ქება-დიდებას ყოველი ხალხის წინაშე“. ესაია ღვთის ხალხზე აგრეთვე ამბობს: „წინ წაგიძღვება უფალი მუდამ . . . შენს ძვლებს გაამაგრებს და იქნები, როგორც მორწყული ბაღი“ (ესაია 58:11; 61:3, 11; იერემია 31:10—12). ამგვარად, პირდაპირი გაგებით მიწის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, უკეთესობისკენ შეიცვლებოდნენ სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები.
9. რა „სამოთხე“ ნახა პავლემ და როდის შესრულდა ეს ხილვა?
9 ეს ისტორიული პროტოტიპი გვეხმარება გავიგოთ, თუ რა ნახა პავლემ ხილვაში. ის უნდა ეხებოდეს ქრისტიანულ კრებას, რომელსაც მან „ღვთის ყანა“ უწოდა და რომელიც ნაყოფიერი უნდა ყოფილიყო (1 კორინთელები 3:9). როდის უნდა შესრულებულიყო ეს ხილვა? პავლემ ნანახი მოიხსენია „გამოცხადებად“ — იმად, რაც მომავალში შესრულდებოდა. პავლემ იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დიდი განდგომილება გავრცელდებოდა (2 კორინთელები 12:1; საქმეები 20:29, 30; 2 თესალონიკელები 2:3, 7). განდგომილებამ ფეხი მოიკიდა და ჭეშმარიტი ქრისტიანები თითქოს ჩრდილში მოაქცია. ამ დროს მათი მდგომარეობა ნამდვილად არ ჰგავდა აყვავებულ ბაღს. და მაინც, დადგებოდა დრო, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა კვლავ აღორძინდებოდა. ღვთის ხალხი კვლავ „დაბრუნდებოდა“ და ‘მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაბრწყინდებოდნენ’ (მათე 13:24—30, 36—43). ფაქტობრივად, ეს ღვთის სამეფოს ზეცაში დამყარებიდან რამდენიმე წელიწადში მოხდა. ათწლეულების გასვლასთან ერთად კი ყოველმხრივ აშკარა გახდა, რომ ღვთის ხალხი დღეს არის სულიერ სამოთხეში, რომელიც პავლემ წინასწარ ნახა ხილვაში.
10, 11. მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილებისა, რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულიერ სამოთხეში ვართ?
10 ცხადია, ჩვენ გვესმის, რომ ყველანი არასრულყოფილნი ვართ; ამიტომ არ გვაკვირვებს დროდადრო წამოჭრილი სირთულეები, რაც პავლეს დღეებშიც იყო ქრისტიანებს შორის (1 კორინთელები 1:10—13; ფილიპელები 4:2, 3; 2 თესალონიკელები 3:6—14). მიუხედავად ამისა, დაფიქრდით ჩვენს დღევანდელ სულიერ სამოთხეზე. იმ არაჯანსაღ მდგომარეობასთან შედარებით, რომელშიც წარსულში ვიმყოფებოდით, ახლა სულიერად განკურნებულნი ვართ. შეადარეთ ერთმანეთს სულიერი შიმშილი, რომელსაც ერთ დროს განვიცდიდით და დღევანდელი მდგომარეობა — ჩვენ უხვად გვაქვს სულიერი საკვები. ნაცვლად იმისა, რომ გაწვალებულნი ვიყოთ სულიერი მიწის უნაყოფობით, ვსარგებლობთ ღვთის კეთილგანწყობილებით და ურიცხვი კურთხევით (ესაია 35:1, 7). მიწისქვეშა საპყრობილის მსგავს სულიერ სიბნელეში ყოფნის მაგივრად, ვხედავთ თავისუფლებისა და ღვთის მფარველობის შუქს. მრავალმა მათგანმა, ვისაც ადრე არ ესმოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, მოისმინა და გაიგო, რას ამბობს ბიბლია (ესაია 35:5). მაგალითად, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით იეჰოვას მოწმეს მუხლ-მუხლად აქვს შესწავლილი დანიელის წინასწარმეტყველება. გარდა ამისა, მათ ბიბლიიდან საფუძვლიანად განიხილეს ესაიას წინასწარმეტყველების თითოეული თავი. განა ეს გამომაცოცხლებელი სულიერი საკვები არ მოწმობს იმას, რომ სულიერ სამოთხეში ვართ?
11 დაფიქრდით ასევე იმაზე, თუ როგორ ცდილობენ კოლოსელები 3:8—14). ამიტომ, როცა იეჰოვას მოწმეთა კრებასთან გაქვთ ურთიერთობა, თქვენ ხართ ადამიანებთან, რომლებიც უფრო მშვიდობიანები არიან და რომლებთან ურთიერთობაც უფრო სასიამოვნოა. ისინი ჯერ არ გამხდარან სრულყოფილები, მაგრამ მათ დასახასიათებლად მძვინვარე ლომები თუ სხვა დამშეული მხეცები ნამდვილად აღარ გამოდგება (ესაია 35:9). რისი მაჩვენებელია ამ მშვიდობისმოყვარე სულიერი საძმოს არსებობა? სულიერ პირობებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს, სამართლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ სულიერი სამოთხე. ჩვენი სულიერი სამოთხე კი არის მიწიერი სამოთხის მომასწავებელი, რომელშიც ვიცხოვრებთ, თუ ღვთისადმი ერთგულნი დავრჩებით.
ნებისმიერი წარსულის მქონე გულწრფელი ადამიანები ღვთის სიტყვის გაგებას და შესაბამისად შეცვლას. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ იმ მხეცური თვისებების დასაძლევად, რომლებიც წარსულში ახასიათებდათ. ალბათ, ამ მხრივ თქვენ უკვე მიაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს. იმავეს თქმა შეიძლება თქვენს სულიერ და-ძმებზე (12, 13. რას უნდა ვაკეთებდეთ სულიერ სამოთხეში დასარჩენად?
12 და მაინც, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ერთი საკითხი. ღმერთმა ისრაელებს უთხრა: „დაიცავით ყველა მცნება, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს, რათა გაძლიერდეთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა“ (მეორე რჯული 11:8). იმავე ქვეყანაზეა ლაპარაკი ლევიანების 20:22, 24-ში: «დაიცავით ყოველი ჩემი წესი და ყოველი ჩემი სამართალი, და აღასრულეთ ისინი, და არ ამოგანთხევთ თქვენ ქვეყანა, სადაც მე მიგიყვანთ საცხოვრებლად. გითხარით: „თქვენ დაიმკვიდრებთ მათ მიწას და მე მოგცემთ მას თქვენ სამკვიდროდ, ქვეყანას სადაც მოედინება რძე და თაფლი“». დიახ, აღთქმული მიწა რომ დაემკვიდრებინათ, მათ კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ იეჰოვა ღმერთთან. ამიტომაც იყო, რომ, როდესაც ისრაელები აღარ ემორჩილებოდნენ ღმერთს, მან ნება დართო ბაბილონელებს, დაეპყრო ისინი და გადაესახლებინა.
13 ალბათ, ჩვენი სულიერი სამოთხე ძალიან მოგვწონს და ეს მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. ამ სამოთხის გარემო პირობები სასიამოვნო სანახავი და დამამშვიდებელია. ჩვენ მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს ქრისტიანებთან, რომლებიც ძალისხმევის შედეგად უკან იტოვებენ ცხოველურ თვისებებს. ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, რომ გამოავლინონ სიკეთე და მზადყოფნით დაეხმარონ სხვებს. მაგრამ მათთან კარგი ურთიერთობა საკმარისი არაა ჩვენს სულიერ სამოთხეში დასარჩენად. აუცილებელია, კარგი ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვასთან და ვასრულოთ მისი ნება (მიქა 6:8). სულიერ სამოთხეში ჩვენ ნებაყოფლობით მოვედით, მაგრამ შეიძლება გზას ავცდეთ — ანუ მის ფარგლებს გარეთ აღმოვჩნდეთ — თუ არ ვშრომობთ იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ ურთიერთობას ღმერთთან.
14. რა დაგვეხმარება, სულიერ სამოთხეში რომ დავრჩეთ?
14 უდიდეს დახმარებას მივიღებთ, თუ განვაგრძობთ ღვთის სიტყვით განმტკიცებას. ყურადღება მიაქციეთ ფსალმუნების 1:1—3-ის ხატოვან ენას: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას . . . არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“. ამასთან ერთად, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების სახით, გვაქვს სულიერი საზრდო, რომლითაც ერთგული და გონიერი მონა გვამარაგებს (მათე 24:45—47).
უფრო ცხადად დაინახეთ სამოთხე
15. რატომ არ მიეცა მოსეს იმის საშუალება, რომ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შეეყვანა, მაგრამ რა დაინახა მან?
15 დაფიქრდით კიდევ ერთ მხარეზე, რაც წინასწარ გვიქმნის სამოთხის სურათს. უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის შემდეგ ისრაელები მოსემ მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მოაბის ველებთან მიიყვანა. იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ მოსე, მანამდე დაშვებული შეცდომის გამო, არ გადაიყვანდა ისრაელს იორდანეს გაღმა (რიცხვნი 20:7—12; 27:12, 13). მოსე ღმერთს შეევედრა: «გთხოვ, გადავიდე და ვიხილო ის კარგი [„მადლიანი“, სსგ] ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა». თუმცა იმ ქვეყანაში არ შევიდოდა, მთა ფისგაზე ასვლისა და იქიდან ქვეყნის სხვადასხვა ნაწილის ხილვისას მოსემ ცხადად დაინახა, რომ ის მართლაც „მადლიანი ქვეყანა“ იყო. თქვენი აზრით, როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორია? (მეორე რჯული 3:25—27).
16, 17. ა) რა მხრივ განსხვავდებოდა ძველი დროის აღთქმული მიწა იმისგან, რასაც დღეს ვხედავთ? ბ) რის საფუძველზე შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ აღთქმული მიწა ერთ დროს სამოთხეს ჰგავდა?
16 მხედველობაში თუ მიიღებთ იმას, როგორც *.
დღეს გამოიყურება ამ რეგიონის უმეტესი ნაწილი, თვალწინ შეიძლება წარმოგიდგეთ გახრიოკებული და ქვიშიანი ტერიტორია, ქვიანი უდაბნოები და პაპანაქება სიცხეები. მაგრამ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ბიბლიურ დროში მთელი ეს რეგიონი სრულიად განსხვავებული იყო. როგორც აგრონომი უოლტერ ლოუდერმილკი განმარტავს ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“, ამ ტერიტორიას „ზიანი მიაყენა იმან, რომ ათასწლეულების განმავლობაში ბუნებრივ რესურსებს არასწორად იყენებდნენ“. ის აგრეთვე წერდა: „ამ ოდესღაც აყვავებული ადგილის უდაბნოდ გადაქცევა ადამიანის ხელის შედეგია და არა — ბუნების“. ფაქტობრივად, მისი გამოკვლევებიდან ჩანს, რომ „ერთ დროს ეს ტერიტორია მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობისთვის სამოთხე იყო“. აშკარაა, რომ ამ „სამოთხეს“ ზიანი მიაყენა ადამიანმა17 უდავოა, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ამ დასკვნის ლოგიკურობა იქიდან გამომდინარე, რასაც ბიბლიაში კითხულობთ. გაიხსენეთ, რაში დაარწმუნა იეჰოვამ ხალხი მოსეს მეშვეობით: „ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადადიხარ, მთიანი და ველებიანი ქვეყანაა და ცის წვიმის წყალს სვამს. ქვეყანა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს“ (მეორე რჯული 11:8—12).
18. როგორ დაეხმარებოდა ესაიას 35:2 გადასახლებაში მყოფ ისრაელებს იმის წარმოდგენაში, თუ რისი მსგავსი იქნებოდა აღთქმული მიწა?
18 ამწვანებული აღთქმული მიწა იმდენად ლამაზი და ნაყოფიერი იყო, რომ ზოგიერთი ადგილის მხოლოდ ხსენება სამოთხისებური პირობების ასოციაციას იწვევდა. ეს კარგად ჩანს ესაიას 35–ე თავში მოცემული წინასწარმეტყველებიდან, რომელიც პირველად მაშინ შესრულდა, როცა ისრაელები ბაბილონიდან დაბრუნდნენ. ესაია წინასწარმეტყველებდა: „აყვავდება და გაიფურჩქნება და იმხიარულებს ლხენითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება. ისინი იხილავენ უფლის დიდებას, ჩვენი ღმერთის დიდებულებას“ (ესაია 35:2). ლიბანის, ქარმელისა და შარონის მოხსენიებას ისრაელების გონებაში სასიამოვნო, საუცხოო სურათები უნდა წარმოესახა.
19, 20. ა) აღწერეთ ძველი შარონის ტერიტორია. ბ) რა გზით შეგვიძლია განვიმტკიცოთ სამოთხის იმედი?
19 დავფიქრდეთ შარონზე, ზღვისპირა ველზე, რომელიც მოქცეული იყო სამარიის მთებსა და დიდ (ხმელთაშუა) ზღვას შორის (იხილეთ ფოტოსურათი მე–10 გვერდზე). ის განთქმული იყო სილამაზითა და ნაყოფიერებით. შარონი კარგად ირწყვებოდა და ამიტომაც შესანიშნავ საძოვრებად ითვლებოდა, ხოლო მისი ჩრდილოეთი ტერიტორია მუხის ტყით გამოირჩეოდა (1 ნეშტთა 27:29; ქებათა ქება 2:1; ესაია 65:10). ასე რომ, ესაიას 35:2 წინასწარმეტყველებდა განახლებაზე და საოცრად აყვავებულ ქვეყანაზე, რომელიც სამოთხეს დაემსგავსებოდა. ეს წინასწარმეტყველება ასევე იძლეოდა წარმოდგენას იმ სულიერი სამოთხის მშვენიერებაზე, რომელიც მოგვიანებით პავლემ ნახა ხილვაში. დასასრულ, სხვა წინასწარმეტყველებებთან ერთად ეს წინასწარმეტყველებაც გვიძლიერებს იმედს, რომ კაცობრიობას წინ მიწიერი სამოთხე ელის.
20 იმ დროს, როცა სულიერ სამოთხეში ვართ, შეგვიძლია გავიღვივოთ მადლიერება ამ სამოთხისადმი და განვიმტკიცოთ იმედი, რომ დედამიწაზე კვლავ იქნება სამოთხე. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? უფრო ღრმად უნდა ჩავწვდეთ იმას, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ. ბიბლიურ აღწერილობებსა და წინასწარმეტყველებებში ხშირად ვხვდებით ადგილმდებარეობათა კონკრეტულ დასახელებებს. გაქვთ იმის სურვილი, რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ ადგილებისა და მათი გეოგრაფიული განლაგების შესახებ? მომდევნო სტატიაში შევეხებით, თუ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება — ისე, რომ თქვენთვის სასარგებლო იყოს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 16 დენის ბალი „ბიბლიის გეოგრაფიაში“ ამბობს: „ბიბლიური დროის შემდეგ მცენარეულმა საფარმა არსებითი ცვლილება განიცადა“. მიზეზი? „საწვავ მასალად და მშენებლობისთვის ადამიანს სჭირდებოდა ხე–ტყე. ამიტომაც . . . მან დაიწყო ტყის გაჩეხვა და, ასეთი სახით, ამინდზე გავლენის მოხდენა. გარემო პირობებში ამ ჩარევის შედეგი კი ის იყო, რომ კლიმატმა . . . თანდათანობით უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მის [გარემოს] გაჩანაგებაში“.
გახსოვთ?
• რა „სამოთხე“ ნახა პავლე მოციქულმა ხილვაში?
• როდის შესრულდა პირველად ესაიას 35–ე თავი და რა კავშირი აქვს მას იმასთან, რაც პავლემ ნახა ხილვაში?
• როგორ შეგვიძლია გავიღრმაოთ მადლიერება ჩვენი სულიერი სამოთხისთვის, და განვიმტკიცოთ მიწიერი სამოთხის იმედი?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 10 გვერდზე]
შარონის ველი — ნაყოფიერი ტერიტორია აღთქმულ მიწაზე.
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[სურათი 12 გვერდზე]
მოსემ აშკარად დაინახა, რომ ის „მადლიანი ქვეყანა“ იყო.