შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რასაც კითხულობთ?
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რასაც კითხულობთ?
მოვლენების წარმოდგენა იმ ადგილების გაცნობაში დაგეხმარებათ, რომელთა შესახებაც კითხულობთ. მაგალითად, ავიღოთ მოციქულ პავლეს მისიონერული მოგზაურობები, რის შესახებაც ვკითხულობთ ბიბლიის წიგნ „საქმეებში“. პირველი მისიონერული მოგზაურობა მან დაიწყო ანტიოქიიდან, სადაც იესოს მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. შემდეგ მან იმოგზაურა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სალამინი, პისიდიის ანტიოქია, იკონიონი, ლისტრა და დერბე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, სად მდებარეობდა ეს ქალაქები?
შესაძლოა გაგიჭირდეთ ამის წარმოდგენა, სანამ რუკას არ დახედავთ. ახალ 36–გვერდიან ბროშურაში «ეწვიეთ „მადლიან ქვეყანას“» მოცემულია ასეთი რუკა. ერთ–ერთმა მკითხველმა მონტანიდან (აშშ) სამადლობელი წერილი გამოგზავნა: „შემიძლია თვალი მივადევნო პავლეს მოგზაურობებს და წარმოვიდგინო როგორ გადადიოდა ის ერთი ადგილიდან მეორეზე, აგრეთვე სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად პავლესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები სხვა ქრისტიანების საქმიანობა. გმადლობთ ასეთი შესანიშნავი დამხმარე საშუალებისთვის“.
რუკა, რომელზეც მოცემულია პავლეს მოგზაურობები, ერთ–ერთია ამ ბროშურაში შემავალი მრავალი რუკიდან, რომლებიც დაეხმარება მკითხველს ბიბლიური ადგილების წარმოდგენაში. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე–2 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა: «ეწვიეთ „მადლიან ქვეყანას“».
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.