დევნილნი, მაგრამ ბედნიერნი
დევნილნი, მაგრამ ბედნიერნი
„ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო“ (მათე 5:11).
1. რაში დაარწმუნა იესომ თავისი მიმდევრები ბედნიერებასა და დევნასთან დაკავშირებით?
როცა პირველად იესომ თავისი მოციქულები სამეფოს შესახებ საქადაგებლად გაგზავნა, გააფრთხილა, რომ წინააღმდეგობებს შეხვდებოდნენ. მან უთხრა მათ: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“ (მათე 10:5—18, 22). მაგრამ ადრე, მთაზე ქადაგებისას, მან მოციქულები და სხვები დაარწმუნა, რომ ასეთი წინააღმდეგობა არ შეუქმნიდა საფრთხეს მათ შინაგან კმაყოფილებასა და ბედნიერებას. იესომ ქრისტიანების ბედნიერება დააკავშირა კიდეც დევნასთან! როგორ შეეძლო დევნას ბედნიერების მოტანა?
სიმართლისთვის დევნილნი
2. რა სახის დევნებს მოაქვს ბედნიერება იესოსა და პეტრეს სიტყვების თანახმად?
2 ბედნიერების მერვე მიზეზი, რომელიც იესომ მოიყვანა, ასეთია: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის მათე 5:10). თავისთავად ტანჯვა საქებარი არ არის. მოციქული პეტრე წერდა: „თუ ცოდვის გამო გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო, თუ მაშინ ითმენთ, როცა კარგის კეთების გამო იტანჯებით, ეს არის ღვთისთვის მისაღები“. შემდეგ მან თქვა: „ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს, მაგრამ, თუ ისე მოუწევს ტანჯვა როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს, არამედ ადიდებდეს ღმერთს ამ სახელით“ (1 პეტრე 2:20; 4:15, 16). იესოს სიტყვების თანახმად, დევნას ბედნიერება მაშინ მოაქვს, თუ ადამიანი სიმართლისთვის ითმენს.
დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (3. ა) რას ნიშნავს, იყო სიმართლისთვის დევნილი? ბ) როგორი გავლენა იქონია დევნამ ადრეულ ქრისტიანებზე?
3 ნამდვილი სამართლიანობა ღვთის ნების შესრულებითა და მისი კანონების დაცვით განისაზღვრება. ამიტომ ვიყოთ სიმართლისთვის დევნილნი ნიშნავს, ვიტანჯოთ იმის გამო, რომ ვუძლებთ ზეწოლას და არ ვარღვევთ ღვთის ნორმებსა და მოთხოვნებს. იუდეველი ხელმძღვანელები დევნიდნენ მოციქულებს, რადგან ისინი არ წყვეტდნენ იესოს სახელით ქადაგებას (საქმეები 4:18—20; 5:27—29, 40). დაკარგეს მათ სიხარული და ქადაგების სურვილი? სრულებითაც არა! „[ისინი] კი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:41, 42). დევნამ მათ სიხარული მოუტანა და სამქადაგებლო საქმიანობისადმი უფრო მეტი ენთუზიაზმით აავსო ისინი. მოგვიანებით ადრეულ ქრისტიანებს დევნიდნენ რომაელები, რადგან ისინი უარს ამბობდნენ იმპერატორის თაყვანისცემაზე.
4. რა მიზეზების გამო დევნიან ქრისტიანებს?
4 ჩვენს დროში იეჰოვას მოწმეები იდევნებიან, რადგან ისინი არ წყვეტენ ქადაგებას ‘სასიხარულო ცნობაზე სამეფოს შესახებ’ (მათე 24:14). როცა ოფიციალურად იკრძალება მათი ქრისტიანული შეხვედრები, ისინი მზად არიან იტანჯონ, ვიდრე ბიბლიური მითითება დაარღვიონ და უარი თქვან ერთად შეკრებაზე (ებრაელები 10:24, 25). მათ დევნიან იმის გამო, რომ ინარჩუნებენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს და უარს ამბობენ სისხლის არასწორად გამოყენებაზე (იოანე 17:14; საქმეები 15:28, 29). ყოველივე ამის მიუხედავად, სიმართლის მხარეზე დგომას დიდი შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს დღეს ღვთის ხალხისთვის (1 პეტრე 3:14).
ქრისტეს სახელისთვის გალანძღულნი
5. რა ძირითადი მიზეზის გამო დევნიან დღეს იეჰოვას ხალხს?
5 ბედნიერების მეცხრე მიზეზიც, რომელიც იესომ მთაზე ქადაგებისას მოიყვანა, დევნის საკითხს ეხება. მან თქვა: „ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო“ (მათე 5:11). იეჰოვას ხალხს ძირითადად იმ მიზეზის გამო დევნიან, რომ ისინი არ არიან თანამედროვე ბოროტი სისტემის ნაწილი. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი, მაგრამ რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:19). მსგავსადვე, მოციქული პეტრე წერდა: „ისინი საგონებელში არიან ჩავარდნილნი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ“ (1 პეტრე 4:4).
6. ა) რატომ ლანძღავენ და დევნიან ცხებულთა დარჩენილ ნაწილსა და მათ თანამსახურებს? ბ) გვაკარგვინებს ბედნიერებას ასეთი ლანძღვა?
6 როგორც უკვე დავინახეთ, ადრეულ ქრისტიანებს იმიტომ დევნიდნენ, რომ არ წყვეტდნენ ქადაგებას იესოს სახელით. ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა: „იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). ცხებული ძმების დარჩენილი ნაწილი ერთგულ თანამსახურთან, ‘უამრავი ხალხთან’, ერთად ენთუზიაზმით ასრულებს ამ დავალებას (გამოცხადება 7:9). ამიტომ, სატანა ებრძვის „დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან [„ქალის“ შთამომავალიდან, ღვთის ორგანიზაციის ზეციერი ნაწილიდან], რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და მოწმობენ იესოს შესახებ“ (გამოცხადება 12:9, 17). ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, ვამოწმებთ ზეციერი მთავრობის ამჟამინდელი მმართველის, იესოს შესახებ. ის გაანადგურებს ადამიანურ მთავრობებს, რომლებიც წინ ეღობება ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (დანიელი 2:44; 2 პეტრე 3:13). ამ დამოწმების გამო გვლანძღავენ და გვდევნიან კიდეც, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ ქრისტეს სახელისთვის ვიტანჯებით (1 პეტრე 4:14).
7, 8. რა ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდნენ მოწინააღმდეგეები ადრეულ ქრისტიანებზე?
7 იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები ბედნიერები უნდა იყვნენ მაშინაც კი, როცა ხალხი მის გამო ‘ყველანაირ ბოროტებას აბრალებს’ მათ (მათე 5:11). პირველი საუკუნის ქრისტიანებს სწორედ ასე ექცეოდნენ. დაახლოებით ახ. წ. 59—61 წლებში, როცა პავლე მოციქული რომში შეიპყრეს, იუდეველმა ხელმძღვანელებმა ქრისტიანების შესახებ თქვეს: „რადგან ვიცით, რომ ყველგან ამ სექტის წინააღმდეგ ლაპარაკობენ“ (საქმეები 28:22). პავლე და სილა დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ „ქვეყანა ყირაზე დააყენეს“ და ‘კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებოდნენ’ (საქმეები 17:6, 7).
8 რომის იმპერიის მმართველობის დროს მცხოვრები ქრისტიანების შესახებ ისტორიკოსი კ. ს. ლატურეტი წერდა: „ბრალდებები სხვადასხვაგვარი იყო. იმის გამო, რომ ქრისტიანები მონაწილეობას არ იღებდნენ წარმართულ ცერემონიებში, მათ ათეისტებს უწოდებდნენ. საზოგადოებრივი ცხოვრების უმეტეს ღონისძიებებში — წარმართულ დღეობებში, სახალხო დღესასწაულებში . . . — მონაწილეობაზე უარის თქმისთვის, მათ სარკასტულად კაცთმოძულეებად მოიხსენიებდნენ. ამბობდნენ რომ, კაცები და ქალები ღამღამობით იკრიბებოდნენ . . . და ვისაც ვინ შეხვდებოდა, იმასთან ჰქონდა ურთიერთობა . . . [ქრისტეს გახსენების საღამოს] აღსანიშნავად მხოლოდ მორწმუნეები იკრიბებოდნენ, რაც ხელს უწყობდა ჭორის გავრცელებას, რომ ქრისტიანები რეგულარულად სწირავდნენ ჩვილ ბავშვებს, სვამდნენ მათ სისხლს და ჭამდნენ მათ ხორცს“. გარდა ამისა, ქრისტიანები უარს ამბობდნენ იმპერატორის თაყვანისცემაზე, რის გამოც მათ სახელმწიფოს მტრებად მიიჩნევდნენ.
9. როგორ რეაგირებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ცრუ ბრალდებებზე და რა მდგომარეობაა ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით დღეს?
9 ეს ცრუ ბრალდებები ხელს არ უშლიდა ადრეულ ქრისტიანებს, შეესრულებინათ დავალება — ექადაგათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ახ. წ. 60—61 წლებში პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ ‘სასიხარულო ცნობა’ „ნაყოფსაც იძლევა და ვრცელდება კიდეც მთელ მსოფლიოში“ და „ექადაგა ყველა ქმნილებას ცის ქვეშ“ (კოლოსელები 1:5, 6, 23). იგივე ხდება დღესაც. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იყენებენ ცრუ ბრალდებებს. მაგრამ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა წინ მიიწევს და დიდი ბედნიერება მოაქვს მათთვის, ვინც მასში მონაწილეობს.
ბედნიერნი, წინასწარმეტყველთა მსგავსად, დევნის გამო
10, 11. ა) რა სიტყვებით დაასრულა იესომ ბედნიერების მეცხრე მიზეზი? ბ) რატომ დევნიდნენ წინასწარმეტყველებს? მოიყვანეთ მაგალითები.
10 იესომ ბედნიერების მეცხრე მიზეზი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „იხარეთ, . . . თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათე 5:12). წინასწარმეტყველებს, რომლებსაც იეჰოვა ორგულ ისრაელს უგზავნიდა, ცუდად ეპყრობოდნენ და ხშირად დევნიდნენ (იერემია 7:25, 26). პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით წერდა: „კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე . . . სხვა წინასწარმეტყველთა შესახებ, რომლებიც რწმენით . . . გამოიცადნენ დაცინვითა და გაშოლტვით და უფრო მეტიც — ბორკილებითა და საპყრობილეებით“ (ებრაელები 11:32—38).
11 ბოროტი მეფის აქაბისა და მისი ცოლის, იზებელის მმართველობის დროს, იეჰოვას ბევრი წინასწარმეტყველი მახვილით მოკლეს (3 მეფეთა 18:4, 13; 19:10). წინასწარმეტყველ იერემიას ჯერ ბორკილები დაადეს და შემდეგ შლამიან ჭაში ჩააგდეს (იერემია 20:1, 2, აქ; 38:6, სსგ). წინასწარმეტყველი დანიელიც ლომების ხაროში ჩააგდეს (დანიელი 6:16, 17). ყველა ამ ქრისტიანობამდელ წინასწარმეტყველს დევნიდნენ იმის გამო, რომ ისინი მხარს უჭერდნენ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. მრავალ წინასწარმეტყველს იუდეველი რელიგიური წინამძღოლები დევნიდნენ. იესომ მწიგნობრებსა და ფარისევლებს „წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები“ უწოდა (მათე 23:31).
12. რატომ არის, ჩვენთვის, იეჰოვას მოწმეებისთვის პატივი, რომ ძველ დროში მცხოვრებ წინასწარმეტყველთა მსგავსად დევნილნი ვიყოთ?
12 დღეს ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, ხშირად იმიტომ გვდევნიან, რომ ენთუზიაზმით ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. მტრები გვადანაშაულებენ, რომ ვეწევით აგრესიულ პროზელიტიზმს, მაგრამ ვიცით, რომ იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ, მსგავსად აკრიტიკებდნენ (იერემია 11:21; 20:8, 11). ჩვენთვის დიდი პატივია ვიტანჯოთ იმავე მიზეზით, რომლითაც ძველ დროში მცხოვრები ერთგული წინასწარმეტყველები იტანჯებოდნენ. მოწაფე იაკობი წერდა: „ძმებო, გაუძელით ბოროტებას და მოითმინეთ, იმ წინასწარმეტყველების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ. ჩვენ ბედნიერებს ვუწოდებთ მათ, ვინც მოითმინა“ (იაკობი 5:10, 11).
ბედნიერების საფუძვლიანი მიზეზები
13. ა) რატომ არ ვკარგავთ ხალისს დევნების გამო? ბ) რისი წყალობით შეგვიძლია მტკიცედ დგომა და რას ცხადყოფს ეს?
13 ჩვენ არ ვკარგავთ ხალისს დევნების გამო, რადგან გვანუგეშებს ის აზრი, რომ წინასწარმეტყველების, ადრეული ქრისტიანებისა და თავად იესო ქრისტეს კვალს მივყვებით (1 პეტრე 2:21). დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს საღვთო წერილში მოცემული სიტყვები, მაგალითად, რაც პეტრე მოციქულმა თქვა: „საყვარელნო, ნუ ჩავარდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის, თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ. თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“ (1 პეტრე 4:12, 14). გამოცდილებიდან ვიცით, რომ დევნების დროს მტკიცედ დგომა მხოლოდ იმიტომ შეგვიძლია, რომ იეჰოვას სულია ჩვენზე და ის გვაძლიერებს. წმინდა სულის დახმარება ცხადყოფს, რომ იეჰოვასგან ვართ კურთხეულნი და ამას დიდი ბედნიერება მოაქვს ჩვენთვის (ფსალმუნები 5:13; ფილიპელები 1:27—29).
14. რა მიზეზების გამო გვიხარია სიმართლისთვის დევნა?
14 წინააღმდეგობით და სიმართლისთვის 2 ტიმოთე 3:12). უსაზღვროდ ბედნიერები ვართ, რომ განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებით პასუხს ვცემთ სატანის ცრუ ბრალდებას, რომელიც ამტკიცებს, რომ იეჰოვას ქმნილებები ეგოისტური სურვილების გამო ემსახურებიან მას (იობი 1:9—11; 2:3, 4). გვიხარია, რომ იეჰოვას სამართლიანი უზენაესი მმართველობის გამართლებაში თუნდაც მცირე წვლილი შეგვაქვს (იგავები 27:11).
დევნით ცხადი ხდება, რომ ვცხოვრობთ როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები და ღვთისადმი ერთგულებას ვავლენთ, რაც სიხარულის კიდევ ერთი მიზეზია. პავლე მოციქული წერდა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (სიხარულით ხტოდეთ ჯილდოს გამო
15, 16. ა) რა მიზეზები მოიყვანა იესომ იმისათვის, რომ ‘ვიხაროთ და სიხარულით ვხტოდეთ’? ბ) რა ძღვენი ელით ცხებულ ქრისტიანებს ზეცაში და როგორ მიიღებენ ძღვენს მათი თანამსახური ‘სხვა ცხვრებიც’?
15 იესომ შემდეგი მიზეზი მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გვიხაროდეს, როცა სხვები ცილს გვწამებენ და გვდევნიან ძველ დროში მცხოვრები წინასწარმეტყველების მსგავსად. ბედნიერების მეცხრე მიზეზის აღწერისას მან ასეთი სიტყვები თქვა: „იხარეთ და სიხარულით ხტოდეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში“ (მათე 5:12). პავლე მოციქულმა კი დაწერა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). დიახ, ‘დიდი საზღაური’ სიცოცხლეა და ეს არ არის ისეთი საზღაური, რომელიც შეგვიძლია დავიმსახუროთ. ეს არის ძღვენი. იესომ თქვა, რომ ეს ძღვენი არის „ზეცაში“, რადგან იეჰოვასგან მომდინარეობს.
16 ცხებულები „სიცოცხლის გვირგვინს“ იღებენ, რაც ქრისტესთან ერთად ზეცაში უკვდავ ცხოვრებას ნიშნავს (იაკობი 1:12, 17). მიწიერი იმედის მქონე „სხვა ცხვრები“ კი ელიან მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში დედამიწაზე (იოანე 10:16; გამოცხადება 21:3—5). ორივე ჯგუფი იღებს „ძღვენს“ დაუმსახურებლად. ცხებულები და „სხვა ცხვრები“ იეჰოვას „აღმატებული წყალობის“ შედეგად იღებენ ძღვენს. ამან აღძრა მოციქული პავლე დაეწერა: „მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უანგარო ძღვნისთვის“ (2 კორინთელები 9:14, 15).
17. რატომ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები და, ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, ‘სიხარულით ვხტოდეთ’ დევნის დროს?
17 იმ ქრისტიანებს, რომელთაგანაც მალე ზოგიერთი იმპერატორ ნერონის მხრიდან სასტიკი დევნის ობიექტი გახდა, მოციქული პავლე წერდა: „გასაჭირშიც ვიხაროთ, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს, მოთმინებას ღვთის მოწონება მოაქვს, ღვთის მოწონებას — იმედი, ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს“. მან ასევე თქვა: „იხარეთ იმედში. გაუძელით გასაჭირს“ (რომაელები 5:3—5; 12:12). ზეციერი იმედი გვაქვს თუ მიწიერი, განსაცდელების დროს ერთგულებისთვის მიღებული ჯილდო გაცილებით დიდია იმაზე, რასაც სინამდვილეში ვიმსახურებთ. უსაზღვროა ჩვენი სიხარული იმის გამო, რომ გვაქვს პერსპექტივა ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით მარადიულად ვემსახუროთ ჩვენს მოსიყვარულე მამას, იეჰოვას, და განვადიდოთ იგი. ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, ჩვენ ‘სიხარულით ვხტით’.
18. რას უნდა მოველოდეთ ერებისგან უკანასკნელი დღეების მიწურულს და რას გააკეთებს იეჰოვა?
18 ზოგ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები იდევნებოდნენ და დღესაც იდევნებიან. ამ სისტემის აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებისას იესომ ჭეშმარიტი ქრისტიანები გააფრთხილა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9). უკანასკნელი დღეების დასასრულს სატანა აღძრავს ხალხს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლების მიმართ სიძულვილი გამოავლინონ (ეზეკიელი 38:10—12, 14—16). სწორედ იმ დროს, იეჰოვა დაიწყებს მოქმედებას. «მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი [„იეჰოვა“, აქ] ვარ» (ეზეკიელი 38:23, სსგ). ამგვარად განწმედს იეჰოვა თავის დიდებულ სახელს და თავის ხალხს დევნებისგან გაათავისუფლებს. ამიტომ „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს“ (იაკობი 1:12).
19. რა უნდა გავაკეთოთ იეჰოვას დიდი დღის მოლოდინში?
19 „იეჰოვას დღე“ ახლოვდება. ამიტომ დაე გვიხაროდეს, რომ იესოს სახელის გულისთვის „შეურაცხყოფის ღირსნი“ ვხდებით (2 პეტრე 3:10—13; საქმეები 5:41). ადრეული ქრისტიანების მსგავსად, დაე კვლავაც ‘დაუღალავად ვასწავლოთ და ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა ქრისტეზე’ და მის სამეფოზე, მაშინ როცა ველით ძღვენს — იეჰოვას სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (საქმეები 5:42; იაკობი 5:11).
გამეორებისთვის
• რას ნიშნავს სიმართლისთვის ტანჯვა?
• რა გავლენა მოახდინა დევნამ ადრეულ ქრისტიანებზე?
• რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეები ძველ დროში მცხოვრებ წინასწარმეტყველთა მსგავსად იდევნებიან?
• რატომ შეგვიძლია ‘ვიხაროთ და სიხარულით ვხტოდეთ’ დევნის დროს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
„ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ და გდევნიან“.
[საავტორო უფლება]
Group in prison: Chicago Herald-American