ეძებეთ იეჰოვა — გულების შემმოწმებელი
ეძებეთ იეჰოვა — გულების შემმოწმებელი
„მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით!“ (ამოსი 5:4).
1, 2. რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც ამბობს, რომ იეჰოვა „გულს ხედავს“?
იეჰოვა ღმერთმა წინასწარმეტყველ სამუელს უთხრა: „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:7). რა გაგებით ხედავს იეჰოვა გულს?
2 საღვთო წერილში გული ხშირად სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება და ადამიანის შინაგან პიროვნებაზე — მის სურვილებზე, ფიქრებზე, ემოციებსა და გრძნობებზე — მიანიშნებს. ამიტომ, როდესაც ბიბლიაში ნათქვამია: „უფალი გულს ხედავს“, ეს ნიშნავს, რომ ის გარეგნობაზე მეტს ხედავს და ყურადღებას ადამიანის შინაგან პიროვნებაზე ამახვილებს.
ღმერთი ისრაელების გულებს ამოწმებს
3, 4. რა მდგომარეობა იყო, ამოსის 6:4—6-ის თანახმად, ისრაელის ათტომიან სამეფოში?
3 რას ხედავდა გულების შემმოწმებელი, როდესაც თვალყურს ადევნებდა ამოსის დროს ისრაელის ათტომიან სამეფოში მცხოვრებ ხალხს? ამოსის 6:4—6-ში ყურადღება მახვილდება მამაკაცებზე, რომლებიც „განისვენებენ სპილოს ძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცელზე“. ისინი „ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ“. ეს მამაკაცები „ქნარს აჟღრიალებენ“ და „თასებიდან სვამენ ღვინოს“.
3 მეფეთა 10:22). როგორც ჩანს, სპილოს ძვალს, ძირითადად, ავეჯისა და კედლების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ.
4 ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სასიამოვნო სანახავი იყო. საუცხოო ავეჯით გაწყობილ სახლებში მდიდრები უგემრიელეს საჭმელ-სასმელს მიირთმევდნენ და საუკეთესო ინსტრუმენტებით ირთობდნენ თავს. მათ სპილოს ძვლის საწოლებიც კი ჰქონდათ. არქეოლოგებმა სამარიაში, ისრაელის სამეფოს დედაქალაქში, სპილოს ძვლის ნატიფი ნაკეთობები აღმოაჩინეს (5. რატომ ავლენდა ღმერთი უკმაყოფილებას ისრაელების მიმართ ამოსის დღეებში?
5 განა იმის გამო ავლენდა ღმერთი უკმაყოფილებას, რომ ისრაელები მდიდრულად ცხოვრობდნენ, გემრიელ საკვებს მიირთმევდნენ, საუკეთესო ღვინოს სვამდნენ და სასიამოვნო მუსიკას უსმენდნენ? რასაკვირველია, არა! ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი ხომ იეჰოვამ ადამიანისთვის სიამოვნების მისანიჭებლად შექმნა?! (1 ტიმოთე 6:17). იეჰოვა იმის გამო ავლენდა უკმაყოფილებას, რომ ისრაელებს არასწორი სურვილები და ბოროტი გული ჰქონდათ; ისინი შემოქმედს უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ და თანამემამულეების მიმართ სიყვარულს არ ავლენდნენ.
6. როგორ მდგომარეობაში იყვნენ ისრაელები სულიერად ამოსის დროს?
6 ისრაელებს, რომლებიც ‘თავიანთ სარეცელზე ნებივრობენ, ფარის ცხვარს ჭამენ, ღვინოს სვამენ და ქნარს აჟღრიალებენ’, წარმოდგენაც კი არა აქვთ, წინ რა ელოდებათ. ამოსი მათ ასეთ კითხვას უსვამს: „ხომ არ გავიწყდებათ, რომ უბედურების დღე ახლოვდება?“ (აქ). ეს მამაკაცები დიდ მწუხარებას უნდა განიცდიდნენ ისრაელში არსებული მდგომარეობის გამო, მაგრამ „არ ადარდებთ იოსების უბედურება“ (ამოსი 6:3—6). ისრაელის მატერიალური კეთილდღეობის მიუხედავად, ღმერთი ხედავს, რომ იოსები — ანუ ისრაელი — უკიდურესად სავალალო სულიერ მდგომარეობაშია. მაგრამ ხალხი უდარდელად განაგრძობს ყოველდღიური საქმეების კეთებას. ბევრ ადამიანს დღესაც მსგავსი თვალსაზრისი აქვს. ისინი შესაძლოა აღიარებენ, რომ რთულ დროში ცხოვრობენ, მაგრამ სანამ პირადად არ დადგებიან ამა თუ იმ პრობლემის წინაშე, არ ადარდებთ სხვისი გასაჭირი და სულიერი საკითხებისადმი არანაირ ინტერესს არ ავლენენ.
ისრაელი ერი სავალალო მდგომარეობაშია
7. რა უნდა ეწვნია ისრაელს იმის გამო, რომ ყურად არ იღო ღვთის გაფრთხილებები?
7 წიგნი „ამოსი“ აღწერს, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა ისრაელი ერი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად ჩანდა. მათ ყურად არ იღეს ღვთის გაფრთხილებები და არ შეიცვალეს თვალსაზრისი, ამიტომ იეჰოვა აღარ დაიცავდა ისრაელებს მტრებისგან. ასურელები მათ საუცხოო სპილოს ძვლის საწოლებიდან აჰყრიდნენ და ტყვედ წაიყვანდნენ. ისინი დაემშვიდობებოდნენ მდიდრულ ცხოვრებას!
8. რამ მიიყვანა ისრაელი საშინელ სულიერ მდგომარეობამდე?
3 მეფეთა 11:26). იერობოამმა დაარწმუნა ხალხი, რომ ძნელი იქნებოდა მათთვის იეჰოვას თაყვანისსაცემად იერუსალიმში სიარული. მაგრამ, სინამდვილეში, ის საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა და არა ხალხის კეთილდღეობაზე (3 მეფეთა 12:26). იერობოამს ეშინოდა, რომ ისრაელები თუ ყოველწლიური დღესასწაულების დროს იერუსალიმის ტაძარში ივლიდნენ იეჰოვასთვის პატივის მიგების ნიშნად, საბოლოოდ იუდას სამეფოს მხარეზე გადავიდოდნენ და მას უერთგულებდნენ. ამის თავიდან ასაცილებლად იერობოამმა გააკეთა ორი ოქროს ხბო: ერთი დანში დადგა, მეორე კი — ბეთელში. ამგვარად, ისრაელის სამეფოში ხბოს თაყვანისმცემლობა ოფიციალურ რელიგიად იქცა (2 ნეშტთა 11:13—15).
8 რამ მიიყვანა ისრაელი ამ მდგომარეობამდე? ყველაფერი დაიწყო ძვ. წ. 997 წელს, როდესაც სოლომონის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, რობოამი (რეხაბყამი), ავიდა და ისრაელის ათი ტომი იუდასა და ბენიამინს გამოეყო. ისრაელის ათტომიანი სამეფოს პირველი მეფე იყო იერობოამ I, „ნაბატის ძე“ (9, 10. ა) როგორი რელიგიური დღესასწაულები დააწესა მეფე იერობოამ I-მა? ბ) როგორ უყურებდა ღმერთი იერობოამ II-ის მეფობის დროს ისრაელში გამართულ დღესასწაულებს?
9 იერობოამი ცდილობდა, რომ ახალი რელიგიისთვის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სახე მიეცა. ამ მიზნით მან ისეთი რელიგიური დღესასწაულები დააწესა, რომლებიც რაღაცით ჰგავდა იერუსალიმში გამართულ დღესასწაულებს. 3 მეფეთას 12:32-ში ვკითხულობთ: „დააწესა . . . [იერობოამმა] დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში“.
10 იეჰოვა არასდროს იწონებდა ასეთ ცრუ რელიგიურ დღესასწაულებს. მან თავისი პოზიცია გასაგებად გამოხატა; და ეს ამოსის მეშვეობით გააკეთა საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, იერობოამ II-ის მეფობის დროს, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 844 წელს ისრაელის ათტომიანი სამეფოს მეფე გახდა (ამოსი 1:1). ამ დღესასწაულების შესახებ ღვთის თვალსაზრისი კარგად არის ნაჩვენები ამოსის 5:21—24-ში: „მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაული და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებზე! აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ძღვენს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ. გამარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს. წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით“.
მსგავსება თანამედროვეობასთან
11, 12. რა მსგავსებები არსებობს ძველი ისრაელისა და ქრისტიანული სამყაროს თაყვანისმცემლობას შორის?
11 უდავოა, რომ იეჰოვამ შეამოწმა მათი გულები, ვინც ისრაელში გამართულ დღესასწაულებში მონაწილეობდა და უარყო ისრაელების დღესასწაულები და მათ მიერ შეწირული მსხვერპლი. დღეს ღმერთი მსგავსად უარყოფს ქრისტიანული სამყაროს ისეთ წარმართულ დღესასწაულებს, როგორიცაა შობა და აღდგომა. იეჰოვას თაყვანისმცემლებს ესმით, რომ არ შეიძლება ერთმანეთთან საერთო ჰქონდეს სიმართლესა და უკანონობას, სინათლესა და სიბნელეს (2 კორინთელები 6:14—16).
12 ისრაელში მცხოვრებ ხბოს თაყვანისმცემლებსა და ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებს შორის სხვა მსგავსებაც შეინიშნება. თუმცა ქრისტიანობის ზოგი მიმდევარი აღიარებს ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებას, თავად ქრისტიანული სამყაროს თაყვანისმცემლობას საფუძვლად არ უდევს ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული. ეს რომ ასე ყოფილიყო, ქრისტიანული სამყარო თაყვანს სცემდა იეჰოვას „სულითა და ჭეშმარიტებით“, რადგან სწორედ ასეთი თაყვანისმცემლობაა მოსაწონი ღვთისთვის (იოანე 4:24). გარდა ამისა, ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არ ცდილობენ, რომ „წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით“. ნაცვლად ამისა, ისინი ღვთის ზნეობრივ ნორმებს თანდათანობით აუფასურებენ. ქრისტიანული სამყარო თვალს ხუჭავს მეძაობაზე და სხვა აშკარა ცოდვებზე; ისინი იმდენად დაეცნენ, რომ ჰომოსექსუალისტების ქორწინებასაც კი აკურთხებენ.
„კეთილი შეიყვარეთ“
13. რატომ არის მნიშვნელოვანი, შევასრულოთ ამოსის 5:15–ში მოცემული სიტყვები?
13 იეჰოვა ყველას, ვისაც მთელი გულით სურს, თაყვანი სცეს მას მისთვის მისაღები სახით, ეუბნება: „შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ“ (ამოსი ). სიყვარული და სიძულვილი ძლიერი გრძნობებია, რომლებიც სიმბოლური გულიდან იღებს სათავეს. რადგან ადამიანის გული „ცბიერია“, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი გული ( 5:15იგავები 4:23; იერემია 17:9). თუ გულს არასწორი სურვილებით ვკვებავთ, შეიძლება თანდათანობით შევიყვაროთ ბოროტი და შევიძულოთ კეთილი. და ასეთ სურვილებს თუ ცოდვის ჩადენით ვიკმაყოფილებთ, გარეგნულად რაც უნდა გულმოდგინე მსახურები ვჩანდეთ, ღვთის კეთილგანწყობილებას ვერ დავიმსახურებთ. ამიტომ მოდი მივმართოთ ღმერთს ლოცვით, რომ დაგვეხმაროს, ‘შევიძულოთ ბოროტი და შევიყვაროთ კეთილი’.
14, 15. ა) ვინ იყო ისრაელში კეთილმოქმედთა შორის და როგორ ექცეოდნენ მათ? ბ) როგორ შეგვიძლია გავამხნევოთ და–ძმები, რომლებიც დღეს სრული დროით მსახურობენ?
14 აღსანიშნავია, რომ ყველა ისრაელი არ იქცეოდა ღვთის თვალში არასწორად. მაგალითად, ოსიასა და ამოსს ‘უყვარდათ კეთილი’ და, როგორც წინასწარმეტყველები, ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს. სხვებს მოწმიდრობის აღთქმა ჰქონდათ დადებული. მოწმიდრობის დღეებში ისინი თავს იკავებდნენ ყურძნისგან დამზადებული ნაწარმისგან, განსაკუთრებით კი ღვინისგან (რიცხვნი 6:1—4). როგორ უყურებდნენ დანარჩენი ისრაელები ამ კეთილმოქმედთა თავგანწირულ ცხოვრებას? ეს კარგად ჩანს ამოსის მიერ ასახული შემზარავი სურათიდან, რაც ისრაელთა სავალალო სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებს. ამოსის 2:12–ში ნათქვამია: „თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო!“
15 მოწმიდარებისა და წინასწარმეტყველების ერთგულების შემხედვარე ისრაელები სინდისს უნდა შეეწუხებინა და საკუთარი ცხოვრების წესის შესაცვლელად უნდა აღძრულიყვნენ. მაგრამ, ნაცვლად ამისა, ისრაელები ცდილობდნენ, გული გაეტეხათ ამ ერთგული ადამიანებისთვის და აეძულებინათ ისინი, უარი ეთქვათ ღვთის განდიდებაზე. დაე ნურასოდეს მოვუწოდებთ თანაქრისტიანებს, რომლებიც პიონერებად, მისიონერებად, მიმომსვლელ ზედამხედველებად ან ბეთელის ოჯახის წევრებად მსახურობენ, რომ შეწყვიტონ სრული დროით მსახურება და დაუბრუნდნენ ეგრეთ წოდებულ ნორმალურ ცხოვრებას. ნაცვლად ამისა, გავამხნევოთ ისინი, რომ განაგრძონ კეთილი საქმეების კეთება!
16. რატომ იყვნენ ისრაელები მოსეს დღეებში უფრო უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ამოსის დროს?
16 თუმცა ამოსის დღეებში ბევრი ისრაელი ფუფუნებაში ცხოვრობდა, ისინი ‘ღმერთში არ იყვნენ მდიდრები’ (ლუკა 12:13—21). მათი წინაპრები 40 წლის მანძილზე მხოლოდ მანანას ჭამდნენ უდაბნოში. ისინი არ შეექცეოდნენ ნასუქი ხარების ხორცს და არ ნებივრობდნენ სპილოს ძვლის ტახტებზე. მაგრამ მოსემ მართებულად უთხრა მათ: „უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმიანობაში . . . ორმოცი წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ მოგკლებიათ თქვენ არაფერი“ (მეორე რჯული 2:7). დიახ, უდაბნოში ისრაელებს ყოველთვის ჰქონდათ ის, რაც ნამდვილად ესაჭიროებოდათ. და რაც ყველაზე მთავარია, ისინი არ იყვნენ მოკლებულნი ღვთის სიყვარულს, მფარველობასა და კურთხევებს.
17. რატომ შეიყვანა იეჰოვამ ისრაელების წინაპრები აღთქმულ ქვეყანაში?
ამოსი 2:9, 10). მაგრამ რატომ გამოიყვანა ღმერთმა ისრაელები ეგვიპტიდან და შეიყვანა აღთქმულ მიწაზე? ნუთუ იმიტომ, რომ ისრალებს იდეალურ პირობებში ეცხოვრათ და ზურგი ექციათ თავიანთი შემოქმედისთვის? რასაკვირველია, არა. ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისრაელებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, როგორც თავისუფალ და სულიერად სუფთა ხალხს, თაყვანი ეცათ მისთვის. მაგრამ ისრაელის ათტომიან სამეფოში მცხოვრები ხალხი არ ცდილობდა ბოროტის შეძულებას და კეთილის შეყვარებას. ნაცვლად ამისა, მათ კერპებს დაუწყეს თაყვანისცემა და არა — იეჰოვა ღმერთს. რა სამარცხვინო ფაქტია!
17 იეჰოვამ შეახსენა ამოსის თანამედროვეებს, რომ მან მათი წინაპრები აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა და დაეხმარა მტრების დამარცხებაში (იეჰოვა დანაშაულს ყველას მოჰკითხავს
18. რატომ გვათავისუფლებს იეჰოვა სულიერი ტყვეობიდან?
18 ღმერთი არ აპირებდა ისრაელების სამაცხვინო საქციელზე თვალის დახუჭვას. მან თავისი თვალსაზრისი მკაფიოდ გამოთქვა: „მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს“ (ამოსი 3:2). ამ სიტყვებმა ჩვენც უნდა დაგვაფიქროს, რადგან იეჰოვამ თანამედროვე ეგვიპტის მონობიდან — დღევანდელი ბოროტი სისტემიდან — გამოგვიყვანა. იეჰოვას სულიერი ტყვეობიდან იმის გამო არ გავუნთავისუფლებივართ, რომ ეგოისტური მიზნების განხორციელებისკენ ვისწრაფოთ. ეს მან იმ მიზნით გააკეთა, რომ ჩვენ, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, მხარი დავუჭიროთ წმინდა თაყვანისმცემლობას და მთელი გულით განვადიდოთ ღმერთი. თითოეული ანგარიშს ჩავაბარებთ ღმერთს იმის გამო, თუ როგორ ვიყენებთ ღვთის მიერ ბოძებულ თავისუფლებას (რომაელები 14:12).
19. რა შეიყვარა ისრაელთა უმეტესობამ ამოსის 4:4, 5–ის თანახმად?
19 სამწუხაროდ, ისრაელის მოსახლეობის უმეტესობამ ყურად არ იღო ამოსის მეშვეობით გადაცემული გამაფრთხილებელი ცნობა. წინასწარმეტყველმა გამოააშკარავა ისრაელთა სავალალო სულიერი მდგომარეობა. ამოსის 4:4, 5–ში ვკითხულობთ, თუ როგორ ამხელს წინასწარმეტყველი ისრაელებს: «წადით ბეთლემში [„ბეთელში“, სსგ] და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები . . . რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო». ისრაელები არასწორი სურვილებით იკვებებოდნენ და არ ცდილობდნენ თავიანთი გულების დაცვას. შედეგად, უმეტესობამ შეიყვარა ბოროტება და შეიძულა სიკეთე. ხბოს ჯიუტი თაყვანისმცემლები არ შეიცვალნენ. ამიტომ იეჰოვა მოჰკითხავდა მათ და ისინი დაიღუპებოდნენ თავიანთი ცოდვების გამო.
20. როგორ შეუძლია ადამიანს, ამოსის 5:4–ის თანახმად, სწორი გზით სიარული?
20 ნათელია, რომ იმ დროს ისრაელში არავისთვის არ იქნებოდა ადვილი იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება. მართლაც რთულია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და ეს კარგად ესმით დღეს ქრისტიანებს — ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს. მაგრამ ღვთისადმი სიყვარულმა და მისი ნების შესრულების ძლიერმა სურვილმა ზოგი ისრაელი აღძრა, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას მიჰყოლოდა. ამოსის 5:4–ის თანახმად, იეჰოვა თბილად იწვევდა ასეთ ადამიანებს: „მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით!“. დღეს იეჰოვა მსგავსად ავლენს წყალობას მათ მიმართ, ვინც ინანიებს და ცდილობს, ბიბლიიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე ეძებოს ღმერთი და მისი ნება შეასრულოს. ადვილი არ არის ამ გზით სიარული, მაგრამ მისით მავალნი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (იოანე 17:3).
სულიერი შიმშილი და ღვთის ხალხის კეთილდღეობა
21. როგორ შიმშილს განიცდიან ისინი, რომლებიც მხარს არ უჭერენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას?
21 რა ელოდათ მათ, ვინც მხარს არ უჭერდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას? საშინელი სულიერი შიმშილი. „აჰა, დგება დღეები, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას“ (ამოსი 8:11). ქრისტიანული სამყარო დღეს სწორედ ასეთ სულიერ შიმშილს განიცდის. მაგრამ მის წევრებს შორის მყოფი გულწრფელი ადამიანები ხედავენ ღვთის ხალხის სულიერ კეთილდღეობას და იეჰოვას ორგანიზაციისკენ მიემართებიან. ქრისტიანულ სამყაროს წარმომადგენლებსა და ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებული კონტრასტი კარგად არის ნაჩვენები იეჰოვას სიტყვებში: „აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!“ (ესაია 65:13, სსგ).
22. რატომ გვაქვს სიხარულის მიზეზი?
22 ვაფასებთ იმ სულიერ სიმდიდრესა და კურთხევებს, რაც დღეს იეჰოვას მოწმეებს გვაქვს? როდესაც ღრმად ვიკვლევთ ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს, ვესწრებით შეხვედრებსა და კონგრესებს, უდიდეს სიხარულს განვიცდით; ამის მიზეზი კი ჩვენი გულის კარგი მდგომარეობაა. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ზუსტად გვესმის ღვთის სიტყვა და მასში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ამოსის წინასწარმეტყველებაც.
23. რას განიცდიან ისინი, რომლებიც ღმერთს განადიდებენ?
23 ამოსის წინასწარმეტყველებაში მოცემულია იმედის მომცემი ცნობა ყველასთვის, ვისაც უყვარს ღმერთი და სურს მისთვის დიდების მიგება. ამ მშფოთვარე დროში ნებისმიერი ეკონომიკური მდგომარეობისა თუ სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, ღვთის მოყვარულებს, იეჰოვას კურთხევები და საუკეთესო სულიერი საზრდო გვაქვს (იგავები 10:22; მათე 24:45—47). მთელი დიდება და პატივი იეჰოვას ეკუთვნის, რომელიც უხვად გვაძლევს ყველაფერს ჩვენსავე სასიკეთოდ. ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტოთ, მარადიულად განვადიდოთ ის მთელი გულით. ნამდვილად უდიდეს სიხარულს ვიგრძნობთ, თუ ძებნას დავუწყებთ იეჰოვას, გულების შემმოწმებელს.
როგორ უპასუხებდით?
• რა მდგომარეობა იყო ამოსის დროს ისრაელში?
• რა მსგავსებაა ისრაელის ათტომიან სამეფოში არსებულ მდგომარეობასა და დღევანდელ ვითარებას შორის?
• როგორი შიმშილობა არსებობს დღეს წინასწარმეტყველების თანახმად, მაგრამ ვინ არ განიცდის ასეთ შიმშილს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 21 გვერდზე]
ბევრი ისრაელი ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სულიერი კეთილდღეობა.
[სურათი 23 გვერდზე]
გაამხნევეთ სრული დროით მსახურები, რომ განაგრძონ კეთილი საქმეების კეთება.
[სურათები 24, 25 გვერდებზე]
იეჰოვას ბედნიერი ხალხი არ განიცდის სულიერ შიმშილს.