არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნატრობთ ისეთ მსოფლიოს, სადაც შიშის გარეშე იცხოვრებთ?

ნატრობთ ისეთ მსოფლიოს, სადაც შიშის გარეშე იცხოვრებთ?

ნატრობთ ისეთ მსოფლიოს, სადაც შიშის გარეშე იცხოვრებთ?

„ჩვენ ვცხოვრობთ დაუსრულებელი განსაცდელების ხანაში და გამუდმებით დაძაბულები ვართ. . . უმწეოდ ვგრძნობთ თავს. . . საშიშროების გამო, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგვატყდეს თავს“.

ეს სიტყვები, რომლებიც დაიწერა გასული წლის ჟურნალში „ნიუსუიკი“, ასახავს დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში მცხოვრები მრავალი ადამიანის გრძნობებს. იესომ აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტად დაგვეუფლებოდა შიშის გრძნობა. მან იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ადამიანები გაიტანჯებოდნენ, რადგან არ ეცოდინებოდათ გამოსავალი; გული წაუვიდოდათ შიშისა და იმის მოლოდინის გამო, რაც თავს უნდა დაატყდეს მსოფლიოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დაგვეუფლოს შიში ანუ არ უნდა ვიგრძნოთ თავი უმწეოდ, რადგან იესომ დასძინა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:25—28).

იეჰოვა ღმერთი აღწერს, თუ როგორი საცხოვრებელი პირობები ექნებათ ადამიანებს პრობლემებისგან განთავისუფლების შემდეგ: „დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის ბინაში, საიმედო სავანეებში და უზრუნველ სამყოფლებში“ (ესაია 32:18). იეჰოვა წინასწარმეტყველ მიქას საშუალებით ამბობს: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4).

როგორ განსხვავდება ეს პირობები დღეს არსებული პირობებისგან! კაცობრიობა აღარ დაიტანჯება საშიშროების მოლოდინით. დღეს არსებული დაძაბულობისა და უმწეობის შეგრძნების ნაცვლად მარადიულად დამკვიდრდება მშვიდობა და ყველა ბედნიერი იქნება.