რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს იცოცხლოს?
რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს იცოცხლოს?
ესპანელი მკვლევარი ხუან პონსე დე ლეონი 1513 წლის 3 მარტს მნიშვნელოვან ექსპედიციაში გაემგზავრა. ის პუერტო-რიკოდან იმ იმედით გავიდა, რომ ბიმინის კუნძულებზე ჩასულიყო. ლეგენდის თანახმად, ის სასწაულებრივ წყაროს — გაახალგაზრდავების წყაროს — ეძებდა. მაგრამ ის მიადგა თანამედროვე ფლორიდის შტატს (აშშ). არარსებული წყარო, რა თქმა უნდა, მან ვერსად იპოვა.
დღეს ადამიანები, ჩვეულებრივ, 70-80 წელზე მეტს ვეღარ ცოცხლობენ. თუმცა ბიბლიაში მოხსენიებულია ადამიანები, რომლებიც უფრო ხანგრძლივად ცხოვრობდნენ, „2002 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი“ აღნიშნავს, რომ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ასაკი 122 წელი და 164 დღე იყო (დაბადება 5:3—32). ჯონ ჰარისმა, ბიოლოგიური კვლევის ეთიკური მხარეების შემსწავლელმა მეცნიერმა თქვა: „თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მეცნიერებამ შეიძლება იმ დონეს მიაღწიოს, როდესაც სიბერე და სიკვდილიც კი გარდაუვალი აღარ იქნება“. XXI საუკუნის არაერთი მეცნიერი ლაპარაკობს „ვირტუალურ უკვდავებაზე“ ანუ იმაზე, რომ „2099 წლისთვის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზღვარი აღარ ექნება“, ასევე „უჯრედების უნარზე, უსასრულოდ ჰქონდეთ დაყოფის უნარი“ და სხვა მსგავს საკითხებზე.
თავის წიგნში „ოცნება მარადიულ სიცოცხლეზე“ მარკ ბენეკი ამბობს: „სიცოცხლის განმავლობაში სხეულის თითქმის ყველა უჯრედი რამდენჯერმე განახლდება . . . დაახლოებით ყოველ შვიდ წელიწადში ახალ სხეულს ვიძენთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით“. მაგრამ ეს პროცესი განუწყვეტლივ არ გრძელდება, რადგან განსაზღვრული რაოდენობით დაყოფის შემდეგ უჯრედი წყვეტს გამრავლებას. ასე რომ არ ყოფილიყო, ბენეკის სიტყვების თანახმად, „ადამიანის სხეული შეძლებდა განახლებას ხანგრძლივი პერიოდის და თვით მარადიულობის განმავლობაში“.
განვიხილოთ აგრეთვე ადამიანის ტვინის საოცარი უნარი. მას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ვიყენებთ ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, ადამიანის ტვინს „გაცილებით
მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ამას ადამიანი ცხოვრების განმავლობაში იყენებს“ (1976 წლის გამოცემა, ტომი 12, გვერდი 998). ტვინის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „ფაქტობრივად, ტვინს ინფორმაციის დატევის უსაზღვრო უნარი აქვს“ (How the Brain Learns, by David A. Sousa. Page 78, Second Edition, copyright 2001).რატომ არ შეუძლიათ მეცნიერებს იპოვონ პასუხი კითხვაზე: რატომ კვდება ადამიანი? რატომ აქვს ადამიანის ტვინს ასეთი უზარმაზარი უნარი? დასაშვებია ვიფიქროთ, რომ მარადიულად ცოდნის მიღებისთვის ვართ შექმნილნი? საერთოდ, რატომ ვფიქრობთ მარადიულ ცხოვრებაზე?
ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი“ (ეკლესიასტე 3:11). ეს სიტყვები გვიჩვენებს, რომ ღმერთმა ჩადო ჩვენში აზრი მარადიული სიცოცხლის შესახებ. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის შევძლებდით გვესწავლა ახალი რამ იეჰოვა ღმერთისა და მისი საქმეების შესახებ. თუ მილიარდობით წელი — უსასრულოდ — ვიცოცხლებდით, შევძლებდით ყოველთვის შეგვევსო ჩვენი ცოდნა ღვთის სასწაულებრივი შემოქმედებითი საქმეების შესახებ ინფორმაციით.
იესოს სიტყვებიც გვიჩვენებს, რომ ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია. მან თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თქვენ რა აზრისა ხართ? გსურთ, იცხოვროთ მარადიულად?
[სურათები 3 გვერდზე]
ხუან პონსე დე ლეონი გაახალგაზრდავების წყაროს ეძებდა.
[საავტორო უფლება]
Ponce de León: Harper’s Encyclopædia of United States History