როგორ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები ღვთიური სიბრძნის საშუალებით?
როგორ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები ღვთიური სიბრძნის საშუალებით?
ჩვენი სხეული ყოველდღე ბრძოლას ეწევა. ის უნდა შეებრძოლოს უამრავ მიკრობს, პარაზიტსა და ვირუსს. საბედნიეროდ, ყველა ჩვენგანმა მემკვიდრეობით მივიღეთ იმუნური სისტემა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ასეთ შემოტევებს და ამგვარად გვიცავს უამრავი ინფექციური დაავადებისგან.
მსგავსად ამისა, ქრისტიანებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ არაბიბლიურ აზროვნებასა და ფასეულობებს, და ასევე გაუძლონ სულიერი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტან ზეწოლას (2 კორინთელები 11:3). იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ჩვენი გონებისა და გულის წინააღმდეგ მიმართულ ყოველდღიურ შემოტევებს, აუცილებელია განვივითაროთ სულიერი „იმუნიტეტი“.
ასეთი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვებისთვის, რადგან ისინი არ იბადებიან ისეთი „იმუნიტეტით“, რომელიც დაეხმარება მათ ქვეყნიერების სულთან გამკლავებაში (ეფესოელები 2:2). აღზრდის დროს მნიშვნელოვანია, რომ მშობლები დაეხმარონ მათ, განივითარონ უნარი, თავად შეძლონ საკუთარი სულიერობის დაცვა. რაზეა ამგვარი დაცვა დამოკიდებული? ბიბლიაში ნათქვამია: ‘უფალი იძლევა სიბრძნეს და წმიდათა ბილიკებს უფრთხილდება’ (იგავები 2:6, 8). ღვთიური სიბრძნე იცავს ახალგაზრდებს — მის გარეშე მათ შეიძლება ცუდ საზოგადოებასთან ჰქონოდათ ურთიერთობა, ვერ გაეძლოთ თანატოლების ზეწოლისთვის და მიემართათ არაჯანსაღი გართობისთვის. როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰყვნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას და ჩაუნერგონ შვილებს ღვთიური სიბრძნე?
აღმშენებლური ურთიერთობის ძიება
მოზარდებს მოსწონთ თანატოლებთან ურთიერთობა და ეს გასაგებიცაა. მაგრამ მხოლოდ მათსავით გამოუცდელებთან მეგობრული ურთიერთობა ვერ შესძენს მათ ღვთიურ სიბრძნეს. „სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს“, — ნათქვამია ერთ იგავში (იგავები 22:15). განვიხილოთ, როგორ დაეხმარა ზოგიერთი მშობელი შვილებს, შეეძინათ სიბრძნე იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან ჰქონოდათ ურთიერთობა.
ერთმა მამამ, სახელად დონმა *, თქვა: „ჩვენი ბიჭები დიდ დროს უთმობდნენ თანატოლ მეგობრებთან ურთიერთობას, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ისინი მეგობრებთან ერთად სახლში, ჩვენი თანდასწრებით, ატარებდნენ. ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ვუმასპინძლდებოდით და თბილად ვიღებდით. ჩვენ მზად ვიყავით, შევგუებოდით ხმაურსა და აურზაურს, რათა შვილებისთვის შეგვექმნა უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი თავს კარგად იგრძნობდნენ“.
ბრაიანი და მერი სამი შესანიშნავი შვილის მშობლები არიან, თუმცა ისინი აღიარებენ, რომ მათი აღზრდა ყოველთვის არ იყო ადვილი. ისინი იხსენებენ: „ჩვენს კრებაში იყო რამდენიმე მოზარდი გოგონა, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენს ქალიშვილთან, ჯეინთან. მაგრამ მას ჰყავდა ერთი მეგობარი, სიუზანი, რომელიც თბილი და მხიარული გოგონა იყო. ჩვენგან განსხვავებით, მშობლები მას მეტ თავისუფლებას აძლევდნენ. სიუზანს ნებას რთავდნენ, რომ სახლში გვიან მისულიყო, ეტარებინა მოკლე კაბები, მოესმინა საეჭვო მუსიკა და ეყურებინა შეუფერებელი ფილმებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ჯეინს არ ესმოდა ჩვენი. მისი აზრით, სიუზანს უგებდნენ თავისი მშობლები, ჩვენ კი ძალიან მკაცრები ვიყავით. როცა სიუზანს სულიერობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ჯეინი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ჩვენმა სიმტკიცემ დაიცვა იგი. ძალიან გვიხარია, რომ შევინარჩუნეთ სიმტკიცე და ვაკეთებდით იმას, რაც ჩვენი ქალიშვილის საუკეთესო აღზრდას მოემსახურებოდა“.
ჯეინის მსგავსად, მრავალმა ახალგაზრდამ დაინახა, რამდენად გონივრულია მშობლების ხელმძღვანელობის მიყოლა მეგობრების არჩევის საკითხში. ერთ იგავში ნათქვამია: „ყური, სასიცოცხლო მხილების მომსმენი, ბრძენთა შორის გაათევს ღამეს“ (იგავები 15:31). ღვთიური სიბრძნე ახალგაზრდებს ეხმარება, ეძებონ ისეთ მეგობრებთან ურთიერთობა, რომლებიც მათზე დადებით გავლენას იქონიებენ.
თანატოლების მსგავსად მოქმედების სურვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა
ბავშვებზე მეგობრების წრის გარდა გავლენას ახდენს თანატოლების ზეწოლა, რაც ჩვენი შვილების უსაფრთხოებას გამუდმებით ემუქრება. რამდენადაც ახალგაზრდები, ჩვეულებრივ, აღიარებას ეძებენ თანატოლებში, ასეთმა ზეწოლამ მათ შეიძლება უბიძგოს, რომ გადაიღონ ქვეყნიური აზროვნება (იგავები 29:25).
ბიბლია შეგვახსენებს, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“ (1 იოანე 2:17). ამიტომ მშობლებმა არ უნდა დაუშვან, რომ ქვეყნიურმა შეხედულებებმა მათ შვილებზე დიდი გავლენა მოახდინოს. როგორ შეუძლიათ მათ დაეხმარონ შვილებს, განივითარონ სულიერი ხედვა?
«ჩემს გოგონას ყოველთვის სურდა, თანატოლების მსგავსად ჩაეცვა, — ამბობს რიჩარდი. — ამიტომ მოთმინებით ვუხსნიდით მას, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა მის მიერ არჩეულ ამა თუ იმ ჩაცმულობის სტილს. მაშინაც კი, თუ ზოგი ტანსაცმელი არ იყო მიუღებელი, ჩვენ იმ რჩევის მიხედვით ვიქცეოდით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოვისმინეთ: „გონიერია ადამიანი, რომელიც არც პირველი იცმევს ახალმოდურ ტანსაცმელს და არც ბოლო იხდის მოდიდან გადასულს“».
თავის შვილს თანატოლების ზეწოლასთან გამკლავებაში რომ დახმარებოდა, პაულინი სხვა მეთოდს იყენებდა. ის იხსენებს: „ვინტერესდებოდი
იმით, რაც ჩემს შვილებს აინტერესებდათ და რეგულარულად შევდიოდი მათ ოთახში, რომ მესაუბრა მათთან. ხანგრძლივი საუბრების წყალობით შევძელი, რომ ჩამომეყალიბებინა მათი შეხედულებები და დავხმარებოდი, სწორი ხედვა ჰქონოდათ“.თანატოლების ზეწოლა კვლავ გაგრძელდება, ამიტომ მშობლებს მოუწევთ, ყოველთვის მოახმარონ ძალისხმევა იმას, რომ ‘დაამხონ ქვეყნიური აზრები’ და დაეხმარონ შვილებს თავიანთი აზროვნების ‘დატყვევებაში ქრისტესთვის დასამორჩილებლად’ (2 კორინთელები 10:5). ‘გამუდმებული ლოცვა’ განამტკიცებს მშობლებსაც და შვილებსაც ამ მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად (რომაელები 12:12; ფსალმუნები 64:3).
გართობის ძლიერი სურვილი
კიდევ ერთი მხარე, რაც მშობლებს სირთულეებს უქმნის ბავშვების აღზრდისას, არის გართობა. ჩვეულებრივ, ბავშვებს ძალიან უყვართ თამაში. მოზარდობის ასაკშიც კი მათ გული გართობისკენ ეწევათ (2 ტიმოთე 2:22). მაგრამ, თუ ამ სურვილს არასწორი სახით იკმაყოფილებენ, ამან შეიძლება სულიერად მოასუსტოს ისინი. არსებობს ორი სახის საშიშროება.
პირველი: გართობათა უმრავლესობა ირეკლავს ქვეყნიერების დაქვეითებულ ზნეობრივ ნორმებს (ეფესოელები 4:17—19). ასეთი გართობები, ჩვეულებრივ, საინტერესოდ და მიმზიდველადაა წარმოდგენილი. ეს კი განსაკუთრებით სახიფათოა ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც შეიძლება ვერ შეამჩნიონ, თუ რა იმალება ყოველივე ამის უკან.
მეორე: პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, თუ რამდენი დრო ეთმობა გართობას. ზოგისთვის დროის გატარება ცხოვრებაში უმთავრესი ხდება და მას დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ერთი იგავი გვაფრთხილებს: „ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი“ (იგავები 25:27). მსგავსად ამისა, უზომო გართობა ადამიანს სულიერად ადუნებს და გონებრივად აზარმაცებს (იგავები 21:17; 24:30—34). ქვეყნიერებით სრულად სარგებლობა ხელს შეუშლის ახალგაზრდებს, „მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ — მარადიულ სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 6:12, 19). როგორ უმკლავდებიან მშობლები ასეთ სირთულეებს?
სამი გოგონას დედამ, მარი კარმენმა, თქვა: „გვინდოდა, რომ ჩვენს ქალიშვილებს ჯანსაღი გართობა ჰქონოდათ. ამიტომ მთელი ოჯახი ხშირად მივდიოდით სადმე დასასვენებლად. ჩვენი გოგონები კრებაში მყოფ მეგობრებთანაც ატარებდნენ დროს. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში გართობას სათანადო ადგილი ეკავა. გართობა ჩვენთვის დესერტივით იყო, რომელსაც ჭამის შემდეგ მივირთმევდით; ის „გემრიელია“, მაგრამ ძირითადი „კერძი“ არაა. ამგვარად ბავშვები ეჩვეოდნენ საქმეების კეთებას სახლში, სკოლაში თუ კრებაში“.
არც დონი და რუთი უგულებელყოფდნენ გართობას. «ჩვენ ყოველი შაბათი „ოჯახურ დღედ“ გვქონდა ქცეული, — ამბობენ ისინი. — დილით ვმსახურობდით, შუადღისით საცურაოდ მივდიოდით, საღამოს კი განსაკუთრებულ ვახშამს ვაწყობდით».
მშობლების ეს კომენტარები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი გართობა, რომელსაც სათანადო ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანის ცხოვრებაში (ეკლესიასტე 3:4; ფილიპელები 4:5).
მიენდეთ იეჰოვას
სულიერი „იმუნიტეტის“ გამომუშავებას წლები სჭირდება. არ არსებობს ღვთიური სიბრძნის მომცემი სასწაულებრივი წამალი, რომელიც ბავშვებს ზეციერი მამისადმი მინდობისკენ აღძრავდა. მშობლებმა უნდა ‘იზრუნონ შვილებზე და იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’ (ეფესოელები 6:4). რეგულარული ‘დარიგების’ წყალობით, მშობლები დაეხმარებიან შვილებს ღვთის თვალსაზრისის განვითარებაში. როგორ შეუძლიათ მშობლებს ამის გაკეთება?
წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია რეგულარული ოჯახური შესწავლა. შესწავლა ‘აუხელს თვალებს ბავშვებს, რომ განჭვრიტონ ღვთის რჯულის ფსალმუნები 118:18). დიეგო ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა ოჯახურ შესწავლას, რაც დაეხმარა მის შვილებს, დაახლოებოდნენ იეჰოვას. „გულდასმით ვემზადებოდი შესწავლისთვის, — თქვა მან. — ვიკვლევდი პუბლიკაციებს და ვცდილობდი, რომ ბავშვებისთვის ბიბლიური პერსონაჟები რეალური პიროვნებები გამეხადა. ბავშვებს ვახალისებდი, რომ თავი ერთგულ მსახურთა ადგილზე წარმოედგინათ. ეს მათ ნათლად ანახვებდა იმას, თუ რა სიამოვნებს იეჰოვას“.
საოცრებები’ (ბავშვების სასწავლებლად შეიძლება ჩვეულებრივი ყოველდღიური სიტუაციების გამოყენებაც. მოსე აღძრავდა მშობლებს, რომ ესაუბრათ შვილებთან იეჰოვას შეხსენებებზე „სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:7). ერთმა მამამ თქვა: „ჩემს შვილს დრო სჭირდება იმისათვის, რომ გული გადამიშალოს და თავის გრძნობებზე მესაუბროს. როცა ვსეირნობთ ან ერთად ვაკეთებთ რამეს, მას სურვილი უჩნდება, თავისუფლად გამოთქვას აზრები. ამ დროს ვსაუბრობთ საინტერესო საკითხებზე, რასაც ორივესთვის მოაქვს სარგებლობა“.
მშობლების მიერ წარმოთქმული ლოცვები ბავშვების გონებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. როცა ისინი ისმენენ, რომ მშობლები თავმდაბლურად მიმართავენ ღმერთს ლოცვით და სთხოვენ მას დახმარებას და პატიებას, ბავშვებიც აღიძვრებიან „სწამდეთ, რომ ის არსებობს“ (ებრაელები 11:6). მრავალმა მშობელმა გამოცდილებიდან იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახთან ერთად ლოცვა და ის, რომ ლოცვებში ჩართონ სკოლასთან დაკავშირებული თუ სხვა საკითხები, რაც ბავშვებს აწუხებთ. ერთმა მამამ თქვა, რომ მისი მეუღლე ყოველთვის ლოცულობს შვილებთან ერთად, სანამ ბავშვები სკოლაში წავლენ (ფსალმუნები 61:9; 111:7).
„ასე რომ, ნუ მოვიშლით კარგის კეთებას“
ყველა მშობელი უშვებს შეცდომებს და ისინი შეიძლება ნანობდნენ იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში სათანადოდ ვერ მოიქცნენ. მიუხედავად ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘არ მოვიშალოთ კარგის კეთება’ (გალატელები 6:9).
მშობლებს შეიძლება გული გაუტყდეთ იმის გამო, რომ ზოგჯერ ვერ უგებენ თავიანთ შვილებს. მათ შეიძლება დაასკვნან, რომ ახალი თაობა განსხვავდება მათგან და ისინი უფრო რთულად აღსაზრდელები არიან. მაგრამ სინამდვილეში დღეს ბავშვებს ისეთივე სისუსტეებთან და ცდუნებებთან უწევთ გამკლავება, როგორიც წინა თაობას ჰქონდა, თუმცა ქვეყნიური ზეწოლა შეიძლება დღეს უფრო დიდია. ამიტომ ერთი მამა შენიშვნის მიცემის შემდეგ არბილებს თავის სიტყვებს და გულთბილად ეუბნება თავის შვილს: „შენ იმის გაკეთება გინდა, რაც შენს ასაკში მეც მინდოდა“. მშობლები შეიძლება კარგად ვერ ერკვეოდნენ კომპიუტერებში, მაგრამ მათ კარგად იციან, რისკენ არის მიდრეკილი არასრულყოფილი სხეული (მათე 26:41; 2 კორინთელები 2:11).
იგავები 22:6; 23:22—25). ახალგაზრდა ქრისტიანი, მეთიუ, რომელიც ახლა იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს, იხსენებს: „როცა მოზარდი ვიყავი, მეგონა, რომ მშობლები უსამართლოდ მექცეოდნენ. ვფიქრობდი იმის შესახებ, თუ რატომ არ მრთავდნენ ისინი ნებას, გამეკეთებინა ის, რასაც ჩემი მეგობრები აკეთებდნენ. ძალიან ვღიზიანდებოდი, როდესაც ზოგჯერ მამა მსჯიდა და ნებას არ მრთავდა, რომ კანოეთი გამესეირნა, რაც ძალიან მიყვარდა. თუმცა, როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვხვდები, რომ მშობლების მიერ გატარებული აღმზრდელობითი ზომები ძალიან სასარგებლო და აუცილებელი იყო. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მშობლებმა საჭირო ხელმძღვანელობა არ მომაკლეს სწორედ მაშინ, როცა ეს ძალიან მჭირდებოდა“.
ზოგიერთი ბავშვი არ მიჰყვება მშობლების ხელმძღვანელობას და აღმზრდელობით ზომებს ურჩად უგულებელყოფს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია მოთმინება. მართალია, თავიდან შეიძლება ბავშვები გაჯიუტდნენ ან დროდადრო არაფრად ჩააგდონ მშობლების დარიგება, მაგრამ მრავალი ბავშვი შეიძლება, საბოლოოდ, დადებითად გამოეხმაუროს სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობას (ჩვენი შვილები შეიძლება ყოველთვის ვერ გაექცნენ არაჯანსაღ გარემოს. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ გახდნენ კარგი ქრისტიანები. ღვთიური სიბრძნის საშუალებით ისინი სულიერად დაცულნი იქნებიან, როგორც ამას ბიბლიაც გვპირდება: „როდესაც შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს, განსჯა შეგინახავს შენ და საზრიანობა დაგიცავს, რათა გიხსნას ბოროტი გზიდან“ (იგავები 2:10—12).
ცხრა თვე ბავშვის მუცლით ტარება ადვილი არ არის. მომდევნო 20 წელი კი შეიძლება ემოციური ტკივილითა თუ სიხარულით იყოს სავსე. მაგრამ ქრისტიან მშობლებს ძალიან უყვართ თავიანთი შვილები და, ამიტომ, ძალებს არ იშურებენ, რომ დაიცვან ისინი ღვთიური სიბრძნის საშუალებით. მათ ისეთივე გრძნობები აქვთ თავიანთი შვილებისადმი, როგორიც ხანში შესულ იოანე მოციქულს ჰქონდა თავისი სულიერი შვილების მიმართ: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოანე 4).
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.
[სურათი 24 გვერდზე]
„ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ახალგაზრდებისთვის“.
[სურათი 25 გვერდზე]
დაინტერესდით, რა აინტერესებთ თქვენს შვილებს.
[სურათები 26 გვერდზე]
„გულდასმით ვემზადებოდი შესწავლისთვის“.