ღვთის სიყვარულით გაერთიანებულნი
ღვთის სიყვარულით გაერთიანებულნი
ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება, რომლის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი — მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ადამიანებისგან შედგებოდა — ერთიანობა იყო. ჭეშმარიტი ღმერთის ეს თაყვანისმცემლები აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან იყვნენ. მათ სხვადასხვა წარმომავლობა ჰქონდათ; მათ შორის იყვნენ მღვდლები, ჯარისკაცები, მონები, ლტოლვილები, ვაჭრები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. ზოგი ებრაელი იყო და ზოგიც სხვა ერის წარმომადგენელი. ბევრი მათგანი მრუში, ჰომოსექსუალისტი, ლოთი, ქურდი ან გამომძალველი იყო. მიუხედავად ამისა, როდესაც ისინი ქრისტიანები გახდნენ, მიატოვეს თავიანთი ცუდი ჩვევები და ერთ რწმენაში მჭიდროდ გაერთიანდნენ.
როგორ გახდა პირველი საუკუნის ქრისტიანობისთვის შესაძლებელი მისი ყველა წევრის გაერთიანება? რატომ იყვნენ ისინი მშვიდობიანები როგორც ერთმანეთთან, ისე გარეშეებთან? რატომ არ მონაწილეობდნენ ისინი აჯანყებებში და კონფლიქტებში? რატომ იყო პირველი საუკუნის ქრისტიანობა ასე ძალიან განსხვავებული დღეს არსებული ძირითადი რელიგიებისგან?
რა აერთიანებს კრების წევრებს?
უმთავრესი ფაქტორი, რომელიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს აერთიანებდა, ღვთისადმი სიყვარული იყო. იმ ქრისტიანებს შეგნებული ჰქონდათ თავიანთი უმთავრესი ვალდებულება, ჰყვარებოდათ 1 კორინთელები 1:10; მათე 22:37; საქმეები 10:1—35).
ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა მთელი გულით, სულით და გონებით. მაგალითად, მოციქულმა პეტრემ, იუდეველმა, მიიღო მითითება, მისულიყო უცხოტომელის ანუ ისეთი ადამიანის სახლში, ვისთანაც მას, ჩვეულებრივ, ახლო ურთიერთობა არ ექნებოდა. ის უმთავრესად იეჰოვასადმი სიყვარულმა აღძრა, ასე მოქცეულიყო. პეტრეს და პირველი საუკუნის სხვა ქრისტიანებს ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რაც დაფუძნებული იყო მისი პიროვნების შესახებ ზუსტ შემეცნებაზე, და იმაზე, თუ რა მოსწონდა მას და რა — არა. დროთა განმავლობაში, ყველა თაყვანისმცემელმა გაიგო, თუ რა იყო იეჰოვას ნება — ‘გაერთიანებულიყვნენ გონებითა და აზრით’ (პირველი საუკუნის ქრისტიანები იესოსადმი რწმენამ უფრო დააახლოვა ერთმანეთთან. მათ უნდოდათ, რომ ზუსტად მიჰყოლოდნენ იესოს ნაკვალევს. იესომ უთხრა მათ: „გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ . . . ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამას თქვენ შორის არსებული სიყვარულით გაიგებს ყველა“ (იოანე 13:34, 35). ეს არ იყო ზედაპირული გრძნობა, არამედ თავგანწირული სიყვარული. რა იყო შედეგი? იესო ლოცულობდა მათზე, ვინც მისადმი რწმენას ავლენდა: „გთხოვ . . . რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან“ (იოანე 17:20, 21; 1 პეტრე 2:21).
იეჰოვამ მისცა წმინდა სული, მოქმედი ძალა, თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს, რამაც ხელი შეუწყო მათ შორის ერთიანობას. წმინდა სულმა მათ ბიბლიური სწავლებების გაგების უნარი მისცა, და ეს სწავლებები ყველა კრებაში ვრცელდებოდა. იეჰოვას თაყვანისმცემლები ქადაგებდნენ ერთი და იმავე ცნობას — ცნობას იეჰოვას სახელის განწმენდის შესახებ ღვთის მესიანური სამეფოს ანუ ზეციერი მთავრობის მეშვეობით, რომელიც მთელ კაცობრიობას ზეციდან გაუწევს ხელმძღვანელობას. პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იცოდნენ თავიანთი ვალდებულება, რომ არ უნდა ყოფილიყვნენ „ამ ქვეყნიერების ნაწილი“. ამიტომაც, სამოქალაქო აჯანყებებსა თუ სამხედრო კონფლიქტებში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდნენ. ისინი ცდილობდნენ ყველასთან მშვიდობიანად ყოფილიყვნენ (იოანე 14:26; 18:36; მათე 6:9, 10; საქმეები 2:1—4; რომაელები 12:17—21).
ყველა მორწმუნეს შეგნებული ჰქონდა თავისი პასუხისმგებლობა, ხელი შეეწყო ერთიანობისთვის. როგორ გააკეთებდნენ ამას? მათ უნდა ეზრუნათ, რომ თავიანთი მოქმედებები ბიბლიასთან ყოფილიყო შეთანხმებული. პავლე მოციქულმა მისწერა ქრისტიანებს: ‘მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაფერისია . . . და შეიმოსეთ ახალი პიროვნება’ (ეფესოელები 4:22—32).
ერთიანობის შენარჩუნება
პირველი საუკუნის ქრისტიანები არასრულყოფილები იყვნენ, ამიტომ იქმნებოდა ისეთი სიტუაციები, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მათ ერთიანობას. მაგალითად, საქმეების 6:1—6-დან ვიგებთ, რომ წამოიჭრა პრობლემა იმ ებრაელ ქრისტიანებს შორის, რომელთაგანაც ერთნი ბერძნულად ლაპარაკობდნენ, მეორენი კი ებრაულად. ბერძნულად მოლაპარაკენი თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ. მაგრამ, როგორც კი მოციქულებმა ამ ამბის შესახებ გაიგეს, დაუყოვნებლივ, მიკერძოების გარეშე მოაგვარეს პრობლემა. მოგვიანებით, სწავლებასთან დაკავშირებული ერთი საკითხის გამო, აზრთა სხვაობა გაჩნდა იმის შესახებ, თუ რა მოეთხოვებოდათ ქრისტიანული კრების არაებრაელ წევრებს. ბიბლიური პრინციპების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ყველა კრებამ ერთსულოვნად მიიღო (საქმეები 15:1—29).
აღნიშნული მაგალითები ცხადყოფს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში უთანხმოებას არ მოჰყოლია ეთნიკური ან სწავლების საკითხებთან დაკავშირებული დაპირისპირება. რატომ? იმიტომ, რომ გამაერთიანებელი ფაქტორები — იეჰოვასადმი
სიყვარული, იესო ქრისტესადმი რწმენა, ერთმანეთისადმი თავგანწირული სიყვარული, წმინდა სულის ხელმძღვანელობის მიყოლა, ბიბლიური სწავლებების გაგებაში ერთიანობა და საქციელის შესაცვლელად მზადყოფნა — საკმაოდ ძლიერი იყო იმისათვის, რომ პირველი საუკუნის კრებაში ერთიანობა და მშვიდობა შენარჩუნებულიყო.თაყვანისცემაში გაერთიანებულნი დღეს
შეიძლება ასეთივე სახით ერთიანობის მიღწევა? შეუძლია ამავე ფაქტორებს ერთ რწმენაში გააერთიანოს ადამიანები და შესაძლებელია მათთვის, რომ შეინარჩუნონ მშვიდობა ერთმანეთში მთელი მსოფლიო მასშტაბით, მიუხედავად მათი სხვადასხვა წარმომავლობისა? დიახ! იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულნი არიან მსოფლიო საძმოში, რომელიც მოიცავს 230-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას. ისინიც იმავე ფაქტორებით არიან გაერთიანებულნი, რომლებიც აერთიანებდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს.
იეჰოვას მოწმეთა შორის არსებულ ერთიანობას ყველაზე მეტად ხელს უწობს იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ, ნებისმიერ სიტუაციაში ღვთის ერთგულები დარჩნენ. იეჰოვას მოწმეები აგრეთვე რწმენას ავლენენ იესოსა და მისი სწავლების მიმართ. ეს ქრისტიანები ერთმანეთისადმი თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ; აგრეთვე ღვთის სამეფოს შესახებ ერთი და იმავე სასიხარულო ცნობას ქადაგებენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მსახურობენ. ისინი მზად არიან, ამ სამეფოს შესახებ მოუთხრონ ნებისმიერი რწმენის, რასისა თუ სოციალური ფენის ადამიანებს. აგრეთვე იეჰოვას მოწმეები არ ერევიან წუთისოფლის საქმეებში. ეს კი მათ ეხმარება, გაუძლონ პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და კომერციულ ზეწოლებს, რაც, ჩვეულებრივ, ადამიანებში განხეთქილებას იწვევს. ყველა მოწმე ასრულებს თავის მოვალეობას და იცავს ბიბლიურ ნორმებს, რითაც ხელს უწყობს ერთიანობას.
იეჰოვას მოწმეთა ერთიანობა სხვებს იზიდავს
ეს ერთიანობა ხშირად აღძრავს ინტერესს იმ ცალკეულ პიროვნებებში, რომლებიც არ არიან მოწმეები. მაგალითად, განვიხილოთ ილზეს * შემთხვევა, რომელიც გერმანიაში, კათოლიკურ ქალთა მონასტერში მონაზვნად მსახურობდა. რა მოეწონა მას იეჰოვას მოწმეებში? მან თქვა: „ისინი საუკეთესო ადამიანები არიან, რომლებსაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ისინი არ მონაწილეობენ ომებში და არანაირ ზიანს არ აყენებენ არავის. მათ უნდათ, რომ დაეხმარონ ხალხს, იცხოვრონ ბედნიერად ღვთის მმართველობის ქვეშევრდომობით სამოთხეში დედამიწაზე“.
გიუნტერი გერმანელი ჯარისკაცი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში გაგზავნეს საომრად. ერთ დღესაც, იმ სამხედრო რაზმში, რომელშიც ის მსახურობდა, მღვდელმა რელიგიური მსახურება ჩაატარა; ღმერთს ის ჯარისკაცებისთვის კურთხევას, დაცვასა და გამარჯვებას სთხოვდა. ამ რელიგიური მსახურების შემდეგ გიუნტერი თავის საგუშაგო ადგილას დადგა მოვალეობის შესასრულებლად. მან თავისი ბინოკლით მოწინააღმდეგეთა ჯარში დაინახა მღვდელი, რომელიც ასევე რელიგიურ მსახურებას ატარებდა. მოგვიანებით გიუნტერმა აღნიშნა: „შესაძლოა, ის მღვდელიც კურთხევისთვის, დაცვისა და გამარჯვებისთვის ლოცულობდა. ამან დამაფიქრა: როგორ შეიძლებოდა, რომ ერთი და იმავე ომში ქრისტიანული ეკლესიები ერთმანეთის მოწინააღმდეგენი ყოფილიყვნენ“. ეს შემთხვევა დიდხანს დარჩა გიუნტერის გონებაში. მოგვიანებით, როდესაც ის შეხვდა იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ომებში, გიუნტერი მათ საერთაშორისო საძმოს შეუერთდა.
აშოკი და ფიიმა აღმოსავლური რელიგიის მიმდევრები იყვნენ. მათ სახლში სამლოცველო კუთხე ჰქონდათ. როდესაც მათ ოჯახს სერიოზულ დაავადებასთან მოუწია გამკლავება, აშოკმა და ფიიმამ გადაამოწმეს თავიანი რელიგია. იეჰოვას მოწმეებთან საუბრისას, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიურმა სწავლებებმა და იმ სიყვარულმა, რომელიც მოწმეებს შორის არსებობს. ახლა აშოკი და ფიიმა იეჰოვას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებლები არიან.
ილზე, გიუნტერი, აშოკი და ფიიმა იეჰოვას მილიონობით მოწმესთან ერთად საერთაშორისო საძმოში არიან გაერთიანებულნი. მათ სწამთ ბიბლიური დანაპირების, რომ მალე მთელ მორჩილ კაცობრიობას გააერთიანებს ის ფაქტორები, რომლებიც მათ დღესვე აერთიანებთ თაყვანისმცემლობაში. იმ დროს აღარ მოხდება საშინელებები და განხეთქილებები რელიგიის სახელით. მთელი მსოფლიო გაერთიანებული იქნება ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისმცემლობაში (გამოცხადება 21:4, 5).
[სქოლიოები]
^ აბზ. 16 ზოგი სახელი შეცვლილია.
[სურათები 4, 5 გვერდებზე]
სხვადასხვა წარმომავლობის მიუხედავად, პირველი საუკუნის ქრისტიანები გაერთიანებულნი იყვნენ.