არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?“

„რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?“

„რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?“

ხანდაზმული მამაკაცის კითხვამ გააოცა მიურიელი, სამი შვილის დედა. მიურიელს ბავშვები ექიმთან ჰყავდა წაყვანილი. ამის გამო შეაგვიანდა და აღარ დარჩა საკმარისი დრო, კრებამდე ბავშვებთან ერთად სახლში შეევლო და ევახშმა. ამიტომაც მათ ახლომდებარე რესტორანში შეირბინეს წასახემსებლად.

როდესაც ჭამას მორჩნენ, ეს მამაკაცი მიუახლოვდა მიურიელს და უთხრა: „მას შემდეგ, რაც აქ მოხვედით, თვალყურს გადევნებთ; დიდ სხვაობას ვხედავ თქვენსა და მათ ბავშვებს შორის, რომლებსაც ვხვდები ხოლმე. ალბათ, შეგინიშნავთ, როგორ იქცევიან ბავშვები მაგიდასთან. ფეხებს მაგიდაზე აწყობენ, სკამებს აქანავებენ. თქვენი ბავშვები კი როგორი წყნარები არიან და რა კარგად იქცევიან. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?“

მიურიელმა უპასუხა: „მე და ჩემი ქმარი რეგულარულად ვსწავლობთ ბიბლიას ბავშვებთან ერთად და ვცდილობთ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას. ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ“. მამაკაცმა მიუგო: „მე იუდეველი ვარ და ნაცისტური გენოციდი მაქვს გამოვლილი. მახსენდება, როგორ დევნიდნენ იეჰოვას მოწმეებს გერმანიაში. ისინი მაშინაც კი გამოირჩეოდნენ სხვებისგან. ჩემზე თქვენი ბავშვების ყოფაქცევამ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მინდა, თქვენს რელიგიას გავეცნო“.

ბიბლია შესანიშნავი სახელმძღვანელოა ბავშვების აღსაზრდელად. იეჰოვას მოწმეები მთელი გულით არიან დაინტერესებულები, რომ სხვებმაც ისარგებლონ ბიბლიაში მოცემული ხელმძღვანელობით. გულთბილად გიწვევთ, გამოეხმაუროთ ქვემოთ მოცემულ შეთავაზებას.