არ დავკარგოთ ქრისტიანული მეობა!
არ დავკარგოთ ქრისტიანული მეობა!
«„თქვენ ჩემი მოწმენი ხართ!“ — ამბობს უფალი» (ესაია 43:10).
1. როგორ ადამიანებს იზიდავს იეჰოვა?
სამეფო დარბაზში ყოფნისას ყურადღებით მიმოიხედეთ ირგვლივ. ვინ არიან აქ შეკრებილნი? თქვენ დაინახავთ ახალგაზრდებს, რომლებიც ყურადღებით ისმენენ ბიბლიურ სიბრძნეს (ფსალმუნები 148:12, 13). აქვე არიან ოჯახისთავებიც, რომლებიც ცდილობენ ასიამოვნონ ღმერთს, თუმცა ცხოვრობენ მსოფლიოში, სადაც ოჯახური ცხოვრება დღითი დღე უარესდება. ან შეიძლება შენიშნოთ ხანდაზმულები, რომლებიც ერთგულად განაგრძობენ იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებას, თუმცა ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ (იგავები 16:31). მათ ყველას ძალიან უყვარს იეჰოვა. იეჰოვა კი სიამოვნებით იღებს მათ. ღვთის ძემ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მოიზიდა“ (იოანე 6:37, 44, 65).
2, 3. რატომ შეიძლება იყოს რთული, კარგად გვახსოვდეს, თუ ვინა ვართ?
2 განა მოხარულები არა ვართ, რომ იმ ხალხს მივეკუთვნებით, რომლებიც იეჰოვას მოწონებით სარგებლობენ და მის კურთხევებს იღებენ? მაგრამ ამ ‘ძნელად ასატან დროში’, ადვილი არ არის ყოველთვის კარგად გვახსოვდეს, თუ ვინა ვართ (2 ტიმოთე 3:1). ეს განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც ქრისტიანულ ოჯახებში იზრდებიან. „მართალია ვესწრებოდი ქრისტიანულ შეხვედრებს“, — აღიარებს ერთი ახალგაზრდა, — მაგრამ არანაირი კონკრეტული სულიერი მიზანი არ მქონდა დასახული და, გულახდილად რომ ვთქვა, არც იეჰოვასადმი მსახურების სურვილი მამოძრავებდა“.
3 მართალია, ზოგს სურს, გულწრფელად ემსახუროს იეჰოვას, მაგრამ შესაძლოა თანატოლების, წუთისოფლისა და ცოდვილი მიდრეკილებების გავლენით, მათი ყურადღება სხვა რამეზე იქნას გადატანილი. ასეთმა ზეწოლამ შეიძლება ადამიანს თანდათანობით დააკარგვინოს ქრისტიანული მეობა. მაგალითად, ქვეყნიერებაში მრავალი მიიჩნევს, რომ დღევანდელობისთვის ბიბლიური ნორმები მოძველებულია და მათი დაცვა — შეუძლებელი (1 პეტრე 4:4). ზოგი კი ფიქრობს, რომ აუცილებელი არ არის, ღმერთს ისე ვემსახუროთ, როგორც ის მოითხოვს (იოანე 4:24). ეფესოელების მიმართ წერილში პავლე ლაპარაკობს ქვეყნიერების შესახებ, რომელსაც აქვს „სული“ ანუ მასში გარკვეული სულისკვეთება მეფობს (ეფესოელები 2:2). ეს სული დიდ ზეწოლას ახდენს თითოეულზე, რათა ყველამ იმ ადამიანებივით იფიქროს, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ.
4. როგორ გაუსვა ხაზი იესომ იმის აუცილებლობას, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ქრისტიანული მეობა?
4 მაგრამ ჩვენ, იეჰოვასთვის მიძღვნილ მსახურებს, გვესმის, რომ ძალიან სამწუხარო იქნებოდა, რომელიმე ჩვენგანს — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს — ქრისტიანული მეობა დაგვეკარგა. ქრისტიანულ მეობაზე სწორი შეხედულება ღვთის ნორმებისა და მისი მოთხოვნების საფუძველზე უნდა ავაგოთ. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენ მის ხატად ვართ შექმნილნი (დაბადება 1:26; მიქა 6:8). ბიბლია ჩვენს ქრისტიანულ მეობას ტანსაცმელს ადარებს, რომელსაც ყველა ხედავს. ჩვენ დროსთან დაკავშირებით იესო გვაფრთხილებდა: „აი, ქურდივით მოვდივარ. ბედნიერია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის ტანსაცმელს, რათა შიშველმა არ იაროს და მისი სასირცხო არ დაინახონ“ * (გამოცხადება 16:15). ჩვენ არ გვსურს, რომ „გავიხადოთ“ ქრისტიანული თვისებები და მაღალზნეობრივი ნორმები და სატანის ქვეყნიერებას იმის საშუალება მივცეთ, რომ თავის ყალიბში მოგვაქციოს. ეს თუ მოხდებოდა, „ტანსაცმლის“ გარეშე დავრჩებოდით, რაც სამწუხარო და სამარცხვინო იქნებოდა.
5, 6. რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი სიმტკიცის შენარჩუნება?
5 როდესაც კარგად გვესმის, თუ ვინა ვართ, ეს დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. როგორ? თუ იეჰოვას თაყვანისმცემელს ნათლად არ ახსოვს, ვინ არის, მას შეიძლება ყურადღება მოუდუნდეს და კონკრეტული გეზის აღებისა თუ მიზნისკენ სწრაფვის გარეშე დინებას მიჰყვეს. ბიბლია არაერთხელ გვაფრთხილებს ასეთი მერყეობის შესახებ. „ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, — წერდა მოწაფე იაკობი, — ქარი რომ აიტაცებს და აქეთ-იქით დააქროლებს. ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ იეჰოვასგან რამეს მიიღებს. ასეთი კაცი მერყევია, არამდგრადია ნებისმიერ საქმეში“ (იაკობი 1:6—8; ეფესოელები 4:14; ებრაელები 13:9).
6 როგორ შეგვიძლია ქრისტიანული მეობის შენარჩუნება? რა დაგვეხმარება უკეთესად ჩავწვდეთ იმას, თუ რა დიდი პატივია, ვიყოთ უზენაესის თაყვანისმცემლები? განვიხილოთ შემდეგი საშუალებები.
შეინარჩუნეთ ქრისტიანული მეობა
7. რატომ არის აუცილებელი, ვთხოვოთ იეჰოვას, რომ ‘გამოგვცადოს’?
7 განუწყვეტლივ განიმტკიცეთ იეჰოვასთან ურთიერთობა. ყველაზე ძვირფასი განძი, რაც შეიძლება ქრისტიანს ჰქონდეს, ღმერთთან პირადი ურთიერთობაა (ფსალმუნები 25:14, აქ [24:14]; იგავები 3:32). თუ ეჭვები გვიჩნდება ჩვენს ქრისტიანულ მეობასთან დაკავშირებით, საჭიროა გამოვიკვლიოთ, რამდენად მტკიცეა ეს ურთიერთობა. ფსალმუნმომღერალი მართებულად ევედრებოდა იეჰოვას: „გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი“ (ფსალმუნები 25:2). რატომ არის ასეთი გამოკვლევა მნიშვნელოვანი? რადგან ჩვენ თავად სათანადოდ ვერ შევაფასებთ, თუ რა მოტივები გვაქვს გულის სიღრმეში და რა გვამოძრავებს. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ბოლომდე დაინახოს, როგორი ადამიანები ვართ შინაგანად — რა მოტივები, აზრები და გრძნობები გვაქვს (იერემია 17:9, 10).
8. ა) რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს იეჰოვას მიერ დაშვებულმა გამოცდებმა? ბ) რა დახმარება მიიღეთ თქვენ, როგორც ქრისტიანმა, რათა სულიერად გაზრდილიყავით?
8 როდესაც იეჰოვას ვევედრებით, გამოგვიკვლიოს, ამით ფაქტობრივად ვთხოვთ, რომ გამოგვცადოს. მან შეიძლება დაუშვას, ისეთ სიტუაციებში მოვხვდეთ, რომლის დროსაც გამოვლინდება ჩვენი ნამდვილი მოტივები და გულის მდგომარეობა (ებრაელები 4:12, 13; იაკობი 1:22—25). ჩვენ სიხარულით უნდა ვხვდებოდეთ ასეთ გამოცდებს, რადგან ისინი საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ ის, თუ რამდენად ერთგულები ვართ იეჰოვასი. ამით შეიძლება გამოჩნდეს, ვართ თუ არა ‘სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გვაკლია’ (იაკობი 1:2—4). გამოცდების დროს, ჩვენ შეგვიძლია სულიერად გავიზარდოთ (ეფესოელები 4:22—24).
9. არის თუ არა აუცილებელი, თავად დავრწმუნდეთ ბიბლიის ჭეშმარიტებაში? ახსენით.
9 თავად დარწმუნდით ბიბლიის ჭეშმარიტებაში. საფუძვლიანი ბიბლიური ცოდნის გარეშე, ნათელი წარმოდგენა არ გვექნება, თუ ვინა ვართ (ფილიპელები 1:9, 10). თითოეული ქრისტიანი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, საჭიროა დარწმუნდეს, რომ მისი რწმენა ნამდვილად ბიბლიურ ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული. პავლე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა: „ყველაფერი შეამოწმეთ; კარგს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელები 5:21). ახალგაზრდებს, რომლებიც ღვთისმოშიშ ოჯახებში იზრდებიან, უნდა ესმოდეთ, რომ მშობლების რწმენით ვერ იცხოვრებენ. დავითი თავის ძეს, სოლომონს, მოუწოდებდა: ‘იცოდე მამაშენის ღმერთი და მთელი გულით ემსახურე მას’ (1 ნეშტთა 28:9). ახალგაზრდა სოლომონისთვის საკმარისი არ იქნებოდა, რომ მხოლოდ ეყურებინა, როგორ ივითარებდა მამამისი იეჰოვასადმი რწმენას. მას თავად უნდა გაეცნო იეჰოვა და ის ასეც მოიქცა. იგი ღმერთს ევედრებოდა: „სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე“ (2 ნეშტთა 1:10).
10. რატომ არ არის მიუღებელი, თუ ვინმე გულწრფელად, სწორი აღძვრებიდან გამომდინარე, სვამს კითხვებს?
10 ძლიერი რწმენა ცოდნაზეა დაფუძნებული. „რწმენა მოსმენილის მეშვეობით მოდის“, — განაცხადა პავლემ (რომაელები 10:17). რას გულისხმობდა ის? პავლე ამბობდა, რომ ღვთის სიტყვის შესწავლით ჩვენ ვძლიერდებით რწმენაში, უფრო მეტად ვენდობით იეჰოვასა და მის ორგანიზაციას და გვჯერა მისი დანაპირების. ბიბლიასთან დაკავშირებით გულწრფელი კითხვების დასმით დამაჯერებელი პასუხების მიღების შესაძლებლობა გვექმნება. რომაელების 12:2-ში ვკითხულობთ პავლეს რჩევას: ‘დარწმუნდით, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი’ (რომაელები 12:2). როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა? ‘ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის’ მიღებით (ტიტე 1:1). იეჰოვას წმინდა სულს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ რთულ საკითხებსაც კი ჩავწვდეთ (1 კორინთელები 2:11, 12). როდესაც ესა თუ ის საკითხი კარგად არ გვესმის, დახმარებისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ (ფსალმუნები 118:10, 11, 27). იეჰოვას სურს, რომ გავიგოთ მისი სიტყვა, გვჯეროდეს, რაც იქ წერია და შევასრულოთ მასში მოცემული მოთხოვნები. მას უხარია, როცა ვინმე გულწრფელად, სწორი აღძვრებიდან გამომდინარე, სვამს კითხვებს.
მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ ასიამოვნოთ ღმერთს
11. ა) რა ბუნებრივი სურვილის მახეში შეიძლება გავებათ? ბ) როგორ შევძლებთ მოვიკრიბოთ ძალები და გავუძლოთ თანატოლების ზეგავლენას?
11 ეცადეთ ასიამოვნოთ ღმერთს და არა ადამიანს. ბუნებრივია, გვსურდეს, რომ სხვებმა გვაღიარონ. იგავები 1:11—19). როცა ქრისტიანი თანატოლების უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ ექცევა, ის, ჩვეულებრივ, ცდილობს დამალოს, რომ ღვთის მსახურია (ფსალმუნები 25:4). „ნუღარ იცხოვრებთ ამ სისტემის ყაიდაზე“, — გვაფრთხილებს პავლე მოციქული (რომაელები 12:2, „იერუსალიმის ბიბლია“). იეჰოვა გვაძლევს შინაგან ძალებს, რომ გავუძლოთ ნებისმიერ ზეწოლას (ებრაელები 13:6).
ყველას სჭირდება მეგობრები და ის, რომ რომელიმე წრეში თავს კარგად გრძნობდეს. მოზარდობის ასაკში და მოგვიანებითაც, თანატოლების ზეგავლენა შეიძლება ძალიან დიდი იყოს, რაც იმის სურვილს აძლიერებს, რომ ადამიანმა მიბაძოს ან ასიამოვნოს სხვებს. მაგრამ მეგობრები და თანატოლები შეიძლება ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ არ იღვწოდნენ. ზოგს ვიღაცა მხოლოდ ცუდ საქმეებში თანამზრახველად სჭირდება (12. რა პრინციპი და მაგალითი დაგვეხმარება ღმერთთან ურთიერთობის შენარჩუნებაში?
12 როდესაც უარყოფითი გავლენა ჩვენს ქრისტიანულ მეობას საფრთხეს უქმნის, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისადმი ერთგულება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი აზრი თუ უმრავლესობის შეხედულებები. გამოსვლის 23:2-ში ჩაწერილია პრინციპი, რომელიც დაგვიცავს: „ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში“. როცა ისრაელთა უმრავლესობას ეჭვი შეეპარა იმაში, შეასრულებდა თუ არა იეჰოვა თავის დანაპირებს, ქალებ იეფუნის ძემ მტკიცედ გადაწყვიტა, არ აჰყოლოდა უმრავლესობას. ის დარწმუნებული იყო, რომ ღვთის აღთქმები შესრულდებოდა, რისთვისაც უხვად დაჯილდოვდა (რიცხვნი 13:31; იესო ნავეს ძე 14:6—11). გსურთ თუ არა თქვენც, არ მოექცეთ საზოგადოებაში გავრცელებული თვალსაზრისის გავლენის ქვეშ, რათა ღმერთთან ურთიერთობა შეინარჩუნოთ?
13. რატომ არის გონივრული, ყველამ იცოდეს, თუ ვინა ვართ?
13 არ დამალოთ, თუ ვინა ხართ. სიტყვები „შეტევაზე გადასვლა საუკეთესო თავდაცვაა“, მართლდება მაშინაც, როდესაც ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ქრისტიანული მეობა. ეზრას დღეებში ერთგულმა ისრაელებმა, რომლებიც ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ იეჰოვას ნების შესრულებაში ხელის შემშლელებს, თქვეს: „ჩვენ ვართ მსახურნი ცისა და მიწის ღმერთისა“ (ეზრა 5:11). თუ მტრულად განწყობილი ხალხის რეაქცია და კრიტიკა ჩვენზე გავლენას მოახდენს, შეიძლება შიშმა მოქმედების უნარი დაგვაკარგვინოს. თუ ყოველთვის გვსურს, რომ ყველას ვასიამოვნოთ, ამით ვერაფერს მივაღწევთ. ასე რომ, ნუ შეგიპყრობთ შიში. ყოველთვის საჭიროა, ყველას ნათლად გააგებინოთ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. თქვენ შეგიძლიათ პატივისცემით, მაგრამ მტკიცედ აუხსნათ სხვებს, რა არის თქვენთვის ფასეული და რა გწამთ; ასევე გამოხატოთ თქვენი ქრისტიანული პოზიცია. დაე სხვებისთვისაც ნათელი იყოს, რომ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა. დაე იცოდნენ, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებთ. ყველასთვის ცხადი გახადეთ, რომ გეამაყებათ ზნეობრივი სიწმინდის დაცვა (ფსალმუნები 63:11). ქრისტიანული სიმტკიცის გამოვლენა, თავადაც გაგაძლიერებთ, დაგიცავთ და სხვებსაც აღძრავს იმისაკენ, რომ გაიგონ იეჰოვასა და მისი ხალხის შესახებ.
14. უნდა გაგვიტეხოს გული დაცინვამ ან წინააღმდეგობამ? ახსენით.
იუდა 18). გულს ნუ გაიტეხთ, თუ თქვენი პოზიციის ახსნის შემდეგ სხვებს სათანადო რეაქცია არ ექნებათ (ეზეკიელი 3:7, 8). რაც უნდა მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, ვერასოდეს დაარწმუნებთ იმ ადამიანს, ვისაც არ უნდა, რომ დარწმუნდეს. გაიხსენეთ ფარაონი. ვერანაირმა სასჯელმა თუ სასწაულმა — თვით საკუთარი პირმშოს სიკვდილმაც კი — ვერ დაარწმუნა ის, რომ მოსე იეჰოვას სახელით ლაპარაკობდა. ამიტომ კაცთმოშიშებას არ მისცეთ საშუალება, მოქმედების უნარი დაგაკარგვინოთ. იეჰოვაზე მინდობა და მისადმი რწმენა შიშის დაძლევაში დაგვეხმარება (იგავები 3:5, 6; 29:25).
14 შესაძლებელია, ვინმემ დაგცინოთ ან წინააღმდეგობა გაგიწიოთ (მომავალი წარსულ გაკვეთილებზე ააგეთ
15, 16. ა) რა სულიერი მემკვიდრეობა გვაქვს? ბ) როგორ დაგვეხმარება ღვთის სიტყვის გამოყენებით სულიერ მემკვიდრეობაზე დაფიქრება?
15 დააფასეთ სულიერი მემკვიდრეობა. ღვთის სიტყვის გამოყენებით ქრისტიანებს შეუძლიათ მდიდარი სულიერი მემკვიდრეობით სარგებლობა. ამ მემკვიდრეობაში შედის ჭეშმარიტება იეჰოვას სიტყვის შესახებ, მარადიული სიცოცხლის იმედი და პატივი, ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და ამგვარად ღვთის წარმომადგენლები ვიყოთ. შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეებს შორის ანუ ისეთ ხალხს შორის საკუთარი თავის დანახვა, რომლებსაც სამეფოს შესახებ ქადაგებით ადამიანთა სიცოცხლის გადამრჩენი დავალება აქვთ დაკისრებული? გახსოვდეთ, თავად იეჰოვა ამბობს: „თქვენ ჩემი მოწმენი ხართ“ (ესაია 43:10).
ფსალმუნები 90:1, 2). იეჰოვას ორგანიზაციის ისტორიიდან მნიშვნელოვანი მომენტები იმაში გვარწმუნებს, რომ ვერავინ და ვერაფერი მოსპობს იეჰოვას ხალხს (ესაია 54:17; იერემია 1:19).
16 საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: რამდენად ძვირფასია ეს სულიერი მემკვიდრეობა ჩემთვის? ვაფასებ მას იმდენად, რომ ღვთის ნების შესრულებას ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებ? ვარ იმდენად მადლიერი ამ მემკვიდრეობისთვის, რომ მის შესანარჩუნებლად მზად ვარ, გავუძლო ნებისმიერ განსაცდელს? სულიერი მემკვიდრეობა სულიერი უსაფრთხოების გრძნობასაც გვინერგავს და ეს გრძნობა მხოლოდ იეჰოვას ორგანიზაციის წევრებს აქვთ (17. სულიერი მემკვიდრეობის გარდა, კიდევ რა არის საჭირო?
17 ცხადია, მხოლოდ სულიერი მემკვიდრეობის იმედზე ვერ ვიქნებით. თითოეულმა ჩვენგანმა ღმერთთან ახლო ურთიერობა უნდა განვავითაროთ. მას შემდეგ, რაც დიდი ძალისხმევა მოახმარა ფილიპელ ქრისტიანთა რწმენის აღშენებას, პავლემ მათ მისწერა: „ამიტომ, ჩემო საყვარლებო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მხოლოდ ჩემი თქვენთან ყოფნისას, არამედ, უფრო მეტად, ჩემი არყოფნისას, კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12). ხსნის საკითხში სხვის იმედზე ვერ ვიქნებით.
18. როგორ გვეხმარება ჩვენი ქრისტიანული საქმიანობა, უფრო მეტად შევიგრძნოთ, თუ ვინა ვართ?
18 აქტიური მონაწილეობა მიიღეთ ქრისტიანულ საქმიანობაში. ცნობილია, რომ „ჩვენი საქმიანობა დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ ვართ“. დღეს ქრისტიანებს მნიშვნელოვანი დავალება აკისრიათ — მათ ღვთის უკვე დამყარებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა იქადაგონ. პავლემ თქვა: „რამდენადაც უცხოტომელთა მოციქული ვარ, ვადიდებ ჩემს მსახურებას“ (რომაელები 11:13). ამ წუთისოფლისგან ჩვენ ქადაგებით გამოვირჩევით და ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ქრისტიანულ მეობას. ისეთ თეოკრატიულ საქმეებში აქტიურად მონაწილეობით, როგორიცაა: ქრისტიანული შეხვედრები, თაყვანისმცემლობის ადგილების მშენებლობა, გაჭირვებულთათვის დახმარების გაწევა და სხვა, უფრო მეტად შევიგრძნობთ, თუ ვინა ვართ (გალატელები 6:9, 10; ებრაელები 10:23, 24).
ქრისტიანობას ნამდვილი კურთხევები მოაქვს
19, 20. ა) რა სარგებლობა მოგიტანათ პირადად თქვენ იმან, რომ ქრისტიანი ხართ? ბ) რა განსაზღვრავს იმას, თუ ვინა ვართ?
19 წარმოიდგინეთ, რა დიდი სარგებლობა და კურთხევები მოაქვს იმას, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ. ჩვენ თავად იეჰოვა გვცნობს. წინასწარმეტყველმა მალაქიამ თქვა: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16). ღმერთი ჩვენ თავის მეგობრებად მიგვიჩნევს (იაკობი 2:23). ჩვენ ნათლად გვესმის ცხოვრების აზრი და ღირებული მიზნები გვაქვს, რაც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს. ღმერთი აგრეთვე მარადიულად ცხოვრების იმედს გვაძლევს (ფსალმუნები 36:9).
20 თუ ვინა ვართ სინამდვილეში და რამდენად ძვირფასნი ვართ, ამას ღმერთი განსაზღვრავს და არა ის, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. სხვებმა შეიძლება ადამიანური საზომით გაგვზომონ. მაგრამ ღმერთს ვუყვარვართ და გვაფასებს, რაც იმის მტკიცე საფუძველს გვაძლევს, რომ ძვირფასნი ვართ — ჩვენ მისი საკუთრება ვართ (მათე 10:29—31). ჩვენც გვიყვარს ღმერთი, რითაც ცხადვყოფთ, თუ ვინა ვართ, და ეს წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. „ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს“ (1 კორინთელები 8:3).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 ეს სიტყვები შეიძლება მიანიშნებდეს იერუსალიმის ტაძარში დარაჯების მეთაურის მოვალეობაზე. ღამის დარაჯობისას, ის დადიოდა ტაძრის ირგვლივ, რათა შეემოწმებინა, ფხიზლობდნენ თუ არა ლევიანი გუშაგები. თუ რომელიმე გუშაგს მძინარეს წაასწრებდნენ, მას ჯოხით სცემდნენ და შეეძლოთ დასჯის ნიშნად ტანსაცმელი დაეწვათ მისთვის, რაც სამარცხვინო იყო.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის, რომ დაიცვან სულიერი მეობა?
• როგორ შეგვიძლია ქრისტიანული მეობის შენარჩუნება?
• რა დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვასიამოვნოთ?
• რა გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე ის, რომ ყოველთვის გვახსოვს, ვინა ვართ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 20, 21 გვერდებზე]
ქრისტიანულ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობით უფრო ნათლად ვავლენთ ქრისტიანულ მეობას.