არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ გადაჭრის შიმშილობის პრობლემას?

ვინ გადაჭრის შიმშილობის პრობლემას?

ვინ გადაჭრის შიმშილობის პრობლემას?

მსოფლიო სასურსათო პროგრამის შეფასების თანახმად, გაერო ყველანაირად ცდილობს, რომ შიმშილი აღმოფხვრას. თუმცა მსოფლიოში რვაასი მილიონი ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა ბავშვია, საკვების უკმარისობის გამო სიკვდილის პირასაა მისული. როგორც ეს ორგანიზაცია იუწყება, ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ, რომლებიც ადრე ამ საკითხს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდნენ, სახსრები და ყურადღება ძირითადად სხვა პრობლემაზე, კერძოდ, ტერორიზმზე გადაიტანა. ინფექციური დაავადებების გავრცელება კიდევ უფრო ამძიმებს ამ პრობლემას. გაეროს ერთ-ერთ პროგრამაში, აფრიკის ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც შიდს-ი მძვინვარებს, ნათქვამია: „მშობლების მთელი თაობა შიდს-ით იღუპება. ობოლ ბავშვებს ხშირად თავად უწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა. უმრავლესობამ არც კი იცის, როგორ იცხოვროს, ან როგორ მოიყვანოს მოსავალი, რადგან სოფლის მეურნეობის წარმოების შესახებ ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა“ (Global School Feeding).

დასაწყისში მოხსენიებული პროგრამა მიზნად ისახავს, რომ სკოლაში დღეში ერთხელ მაინც იყოს ჭამის შესაძლებლობა. ეს იდეა ხელს უწყობს არა მარტო იმას, რომ ბავშვებმა ნაკლებად იშიმშილონ, არამედ სხვა პროგრამების განხორციელებასაც. მაგალითად, მოზარდებს ასწავლის, როგორ ებრძოლონ აივ-სა და შიდს-ს.

იმ ქვეყნებში, სადაც ეს იდეა ხორციელდება, ბავშვებს აქვთ საკვები, ასწავლიან პირადი ჰიგიენის დაცვას და სხვა სახის დახმარებას უწევენ. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ იქ, სადაც ადამიანებმა ცხოვრების წესი შეიცვალეს, იკლო აივ-ითა და შიდს-ით ინფიცირებულთა რიცხვმა.

სამწუხაროდ, ადამიანთა მცდელობებს მხოლოდ ნაწილობრივ მოაქვს დადებითი შედეგები. მათ არ შეუძლიათ სრულად აღმოფხვრან არსებული პრობლემები. მაგრამ ბიბლია გვაძლევს ნუგეშს, რომელიც სამუდამოდ გადაჭრის შიმშილის პრობლემას. „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე“, — ნათქვამია ფსალმუნების 71:16-ში. ღვთის სამეფოში ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, უთხრან იეჰოვას: „ყურადღება გაქვს მიპყრობილი დედამიწისკენ, რომ სიუხვე მისცე . . . შენ უმზადებ მათ მარცვლეულს, რადგან ასე ამზადებ დედამიწას“ (ფსალმუნები 65:9, აქ [64:10]).

[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]

WFP/Y. Yuge