არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგი საქციელით ‘ღვთის სწავლების შემკობა’

კარგი საქციელით ‘ღვთის სწავლების შემკობა’

კარგი საქციელით ‘ღვთის სწავლების შემკობა’

კრასნოიარსკში მცხოვრები ახალგაზრდა მარია კარგად მღერის, რის გამოც მისმა მასწავლებელმა იგი სკოლის გუნდში აიყვანა. მალევე მარია მასწავლებელთან მივიდა და პატივისცემით აუხსნა, რომ გარკვეულ სიმღერებს ვერ იმღერებდა. რატომ? იმიტომ რომ, ბიბლიაზე დაფუძნებული მისი მრწამსის თანახმად, რელიგიური ხასიათის სიმღერების შესრულება მისთვის მიუღებელი იყო. გაოცებული მასწავლებელი ფიქრობდა: „ნეტავ რა უნდა იყოს ღვთის განსადიდებელი სიმღერების შესრულებაში ცუდი?“

იმის ასახსნელად, თუ რატომ არ განადიდებდა სიმღერებში სამპიროვნულ ღმერთს, მარიამ ბიბლია გადაუშალა მასწავლებელს და დაანახვა, რომ ღმერთი და იესო ქრისტე სხვადასხვა პიროვნებაა, ხოლო წმინდა სული — ღვთის მოქმედი ძალა (მათე 26:39; იოანე 14:28; საქმეები 4:31). მარია გვიყვება: „ამის გამო ჩვენი ურთიერთობა არ გაფუჭებულა. საერთოდ, სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს. მათ უნდათ, რომ ყოველთვის გულწრფელად გამოვთქვათ საკუთარი შეხედულებები“.

სასწავლო წლის განმავლობაში მარიამ მასწავლებლებისა და თანაკლასელების პატივისცემა დაიმსახურა. ის ამბობს: „ბიბლიური პრინციპების დაცვა ყოველთვის მეხმარება. სასწავლო წლის ბოლოს პატიოსნებისა და კარგი ყოფაქცევისთვის დამაჯილდოვეს. ასევე ჩემმა მშობლებმა კარგი შვილის აღზრდისთვის სკოლიდან სამადლობელი წერილი მიიღეს“.

მარია, რომელიც 2001 წლის 18 აგვისტოს მოინათლა, ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ისეთ დიდებულ ღმერთს ვემსახურო, როგორიც იეჰოვაა!“ მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იეჰოვას ახალგაზრდა მოწმეებზე სრულდება ტიტეს 2:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყველაფერში შეამკონ ჩვენი მხსნელის — ღვთის — სწავლება“.

[სურათი 32 გვერდზე]

სამადლობელი წერილი და სიგელი კარგი ყოფაქცევისთვის.

[სურათი 32 გვერდზე]

მარია მშობლებთან ერთად ნათლობის შემდეგ.