არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს!

მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს!

მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს!

რა მოვლენაა ეს? ეს ეხება იმ პიროვნებას, რომელიც დაახლოებით 2 000 წლის წინათ დაიღუპა. „ჩემს სულს ვწირავ, რათა კვლავ მივიღო იგი, — თქვა მან. — ჩემთვის ის არავის წაურთმევია, მე თვითონ ვწირავ მას“ (იოანე 10:17, 18). ეს პიროვნება იესო ქრისტე იყო.

იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ მისი სიკვდილის გახსენების საღამო აღენიშნათ. ამ მოვლენას „უფლის ვახშამს“ ეძახიან (1 კორინთელები 11:20). გახსენების საღამოს, რომელიც იესომ თავისი სიკვდილის გასახსენებლად დააწესა, იეჰოვას მოწმეები და მათი ახლობლები 2005 წელს აღნიშნავენ 24 მარტს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ.

ბიბლიაზე დაფუძნებულ მოხსენებაში ახსნილი იქნება, თუ რა მნიშვნელობა აქვს უფუარ პურსა და წითელ ღვინოს, რომელსაც ამ მოვლენისთვის იყენებენ (მათე 26:26—28). მოხსენებაში საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა აღნიშნონ ქრისტიანებმა ეს მოვლენა? ვინ უნდა მიიღოს სიმბოლოები? ვინ ღებულობს სარგებელს იესოს სიკვდილიდან? ეს მნიშვნელოვანი საღამო ყველას დაეხმარება, გაიგონ, რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე და რატომ გაიღო სიცოცხლე მსხვერპლად.

გულთბილად გიწვევთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე. დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს, რომ დააზუსტოთ ამ განსაკუთრებული შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი.