„ფასით ხართ ნაყიდნი“
„ფასით ხართ ნაყიდნი“
„ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ განადიდეთ ღმერთი“ (1 კორინთელები 6:20).
1, 2. ა) მოსეს რჯულის თანახმად, როგორ ეპყრობოდნენ ისრაელ მონებს? ბ) როგორი არჩევნის საშუალება ჰქონდათ მონებს, რომლებსაც უყვარდათ თავიანთი ბატონი?
„ძველ დროში მონობა ფართოდ იყო გავრცელებული“, — აღნიშნავს ერთი ბიბლიური ლექსიკონი. ის ამატებს: „ეგვიპტის, საბერძნეთის და რომის ეკონომიკა მონის შრომაზე იყო დამოკიდებული. პირველ საუკუნეში იტალიაში ყოველი მესამე, ხოლო სხვა ქვეყნებში ყოველი მეხუთე, მონა იყო“ (Holman Illustrated Bible Dictionary).
2 მართალია, მონობა ძველ ისრაელშიც არსებობდა, მაგრამ მოსეს რჯული ისრაელ მონებს მფარველობას ჰპირდებოდა. მაგალითად, რჯულის თანახმად, ებრაელები მაქსიმუმ ექვსი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ მონები. მეშვიდე წელს მათ ‘უსასყიდლოდ ათავისუფლებდნენ’. მაგრამ, თუ მონებს სამართლიანად და ჰუმანურად ექცეოდნენ, რჯულით ასეთი რამ იყო შესაძლებელი: «თუ მსახური იტყვის: „მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები, არ მინდა თავისუფლება“, მაშინ მიიყვანოს იგი მისმა ბატონმა მსაჯულთა წინაშე და მიაყენოს იგი კარის წირთხლთან და გაუხვრიტოს მისმა ბატონმა ყური სადგისით, და მისი მსახური იქნება საუკუნოდ» (გამოსვლა 21:2—6; ლევიანები 25:42, 43; მეორე რჯული 15:12—18).
3. ა) ვისი მონები ხდებოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები? ბ) რა აღგვძრავს ღვთის მსახურებისკენ?
ტიტე 1:1; იაკობი 1:1; 2 პეტრე 1:1; იუდა 1). პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს შეახსენა, რომ ისინი ‘შებრუნდნენ კერპებისგან ღვთისკენ, რათა ცოცხალი და ჭეშმარიტი ღვთის მონები გამხდარიყვნენ’ (1 თესალონიკელები 1:9). რამ აღძრა ეს ქრისტიანები ნებაყოფლობით გამხდარიყვნენ ღვთის მონები? რა აღძრავდა ისრაელ მონებს, უარი ეთქვათ თავისუფლებაზე? განა ბატონის სიყვარული არა? ქრისტიანული მონობა ღვთის სიყვარულზეა დაფუძნებული. როდესაც ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს ვეცნობით და მისადმი სიყვარული გვიძლიერდება, ეს აღგვძრავს, „მთელი [ჩვენი] გულით და მთელი [ჩვენი] სულით“ ვემსახუროთ მას (მეორე რჯული 10:12, 13). რას ნიშნავს ღვთისა და ქრისტეს მონად ყოფნა? რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
3 ისრაელების ნებაყოფლობითი მონობა იმ მონური მსახურების წინასახეობაა, რომელსაც ჭეშმარიტი ქრისტიანები ეწევიან. მაგალითად, ბიბლიის დამწერები — პავლე, იაკობი, პეტრე და იუდა, თავიანთ თავს ღვთისა და ქრისტეს მონებს უწოდებდნენ („ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“
4. როგორ ვხდებით ღვთისა და ქრისტეს მონები?
4 მონა არის „ადამიანი, რომელიც კანონიერად ეკუთვნის სხვას და მას აბსოლუტურ მორჩილებას უცხადებს“. ჩვენ იეჰოვას კანონიერი საკუთრება ვხდებით, როდესაც თავს ვუძღვნით მას და ვინათლებით. „თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით, რადგან ფასით ხართ ნაყიდნი“, — გვიხსნის მოციქული პავლე (1 კორინთელები 6:19, 20). ფასი, რასაკვირველია, ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლია, რის საფუძველზეც ღმერთი თავის მსახურებად გვაღიარებს, იმისგან განურჩევლად, სულით ცხებულები ვართ თუ მიწიერი იმედის მქონე მათი თანამსახურები (ეფესოელები 1:7; 2:13; გამოცხადება 5:9). ასეთნაირად, მონათვლის მომენტიდან „იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომაელები 14:8). რადგან იესო ქრისტეს ძვირფასი სისხლით ვართ ნაყიდი, მისი მონებიც ვართ და ვალდებულება გვაკისრია, დავიცვათ იესოს მცნებები (1 პეტრე 1:18, 19).
5. როგორც იეჰოვას მონებს, რა ძირითადი ვალდებულება გვაკისრია და როგორ შეგვიძლია მისი შესრულება?
5 მონა თავის ბატონს უნდა ემორჩილებოდეს. ჩვენი მონობა ნებაყოფლობითია, რისკენაც ბატონის 1 იოანეს 5:3-ში. მაშასადამე, მორჩილებით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი. ეს ჩვენი ყოველდღიური საქმეებიდან ჩანს. „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“, — თქვა პავლემ (1 კორინთელები 10:31). გვსურს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელო საქმეებითაც კი ვაჩვენოთ, რომ ‘იეჰოვას მონები ვართ’ (რომაელები 12:11).
სიყვარული აღგვძრავს. „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, ხოლო მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“, — ნათქვამია6. როგორ გავლენას ახდენს ღვთისადმი მონობა ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე? მოიყვანეთ მაგალითი.
6 გადაწყვეტილებების მიღებისას ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ, გავითვალისწინოთ ჩვენი ზეციერი ბატონის, იეჰოვას, ნება (მალაქია 1:6). რთული გადაწყვეტილებების მიღების დროს ღვთისადმი ჩვენი მორჩილება იცდება. მის რჩევებს გავითვალისწინებთ, თუ „ვერაგ და უმართავ“ გულს მოვუსმენთ? (იერემია 17:19, აქ). მელისა, ქრისტიანი და, ახალი მონათლული იყო, როდესაც ახალგაზრდა კაცმა მისადმი რომანტიკული ინტერესი გამოავლინა. ის კარგი პიროვნება ჩანდა და იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიასაც სწავლობდა. მიუხედავად ამისა, უხუცესმა მელისას შეახსენა, გამოევლინა სიბრძნე და გაეთვალისწინებინა იეჰოვას რჩევა, დაქორწინებულიყო მხოლოდ „უფალში“ (1 კორინთელები 7:39; 2 კორინთელები 6:14). „რჩევის გათვალისწინება იოლი არ იყო, — აღიარებს მელისა. — მაგრამ, რადგან ღმერთს თავი მივუძღვენი და აღვუთქვი, რომ მის ნებას შევასრულებდი, გადავწყვიტე, მის მითითებებს მივყოლოდი“. როდესაც იხსენებს, თუ რა მოხდა შემდეგ, ის ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ ღვთის რჩევა გავითვალისწინე. იმ მამაკაცმა მალე შეწყვიტა შესწავლა. მასთან ურთიერთობა რომ გამეგრძელებინა, დღეს ურწმუნო ქმარი მეყოლებოდა“.
7, 8. ა) ზედმეტად რატომ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვასიამოვნოთ ადამიანებს? ბ) მაგალითის გამოყენებით ახსენით, როგორ შეიძლება დავძლიოთ ადამიანისადმი შიში.
7 ღვთის მონები ადამიანთა მონებად არ უნდა ვიქცეთ (1 კორინთელები 7:23). მართალია, ყველას სურს, პოპულარული იყოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანები მივყვებით ღვთის ნორმებს, რომლებიც განსხვავდება ქვეყნიერების ნორმებისგან. პავლემ იკითხა: „ვცდილობ, ადამიანებს ვასიამოვნო?“. მან ასეთი დასკვნა გააკეთა: „კვლავაც ადამიანებს რომ ვასიამოვნებდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი“ (გალატელები 1:10). ჩვენ არ შეგვიძლია თანატოლების ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ და მათ ვასიამოვნოთ. მაშ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ თქვენზე?
8 განვიხილოთ ახალგაზრდა ესპანელი ქრისტიანის, ელინას, შემთხვევა. მისი რამდენიმე კლასელი დონორი იყო. მათ იცოდნენ, რომ ელინა, როგორც იეჰოვას მოწმე, არც თავად გადაისხამდა სისხლს და არც სხვას გადაუსხამდა. მან მოხსენება მოამზადა და, როდესაც შესაძლებლობა მიეცა, მთელი კლასის წინაშე ახსნა თავისი თვალსაზრისი სისხლთან დაკავშირებით. „გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან ვნერვიულობდი, — გვიხსნის ის. — მაგრამ კარგად მოვემზადე და შედეგით აღფრთოვანებული ვიყავი. ბევრი კლასელის პატივისცემა დავიმსახურე. მასწავლებელმა მითხრა, რომ მოხიბლული იყო ჩემი მოხსენებით. კმაყოფილება ყველაზე მეტად იმან მომანიჭა, რომ იეჰოვას სახელი დავიცავი და შევძელი ნათლად ამეხსნა ბიბლიაზე დაფუძნებული ჩემი თვალსაზრისი (დაბადება 9:3, 4; საქმეები 15:28, 29). დიახ, ჩვენ, როგორც ღვთისა და ქრისტეს მონები, განვსხვავდებით ქვეყნიერებისგან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შეგვიძლია სხვების კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, თუ მზად ვიქნებით, ჩვენი რწმენა მოკრძალებით დავიცვათ (1 პეტრე 3:15).
9. რას ვსწავლობთ იმ ანგელოზის მაგალითიდან, რომელიც მოციქულ იოანეს გამოეცხადა?
9 თუ გვემახსოვრება, რომ ღვთის მონები ვართ, შევძლებთ თავმდაბლობის შენარჩუნებას. ერთხელ მოციქულ იოანეზე ზეციური იერუსალიმის ხილვამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ღვთის წარმომადგენლის — ანგელოზის, ფერხთით დაეცა, რათა თაყვანი ეცა მისთვის. ანგელოზმა კი უთხრა: „ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები — წინასწარმეტყველნი — და ამ გრაგნილის სიტყვების დამცველნი. ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხადება 22:8, 9). მართლაც, ანგელოზის ასეთი საქციელი შესანიშნავი მაგალითია ღვთის მონებისთვის! განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობები აკისრია კრებაში. იესომ თქვა: „ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს, და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“ (მათე 20:26, 27). ჩვენ — იესოს მიმდევრები, ყველანი მონები ვართ.
„ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“
10. რომელი ბიბლიური მაგალითები აჩვენებს, რომ ღვთის ერთგული მსახურებისთვის ყოველთვის ადვილი არ იყო მისი ნების შესრულება?
10 არასრულყოფილი ადამიანისთვის ყოველთვის ადვილი არ არის ღვთის ნების შესრულება. წინასწარმეტყველი მოსე ხალისით არ დათანხმდა იეჰოვას, წასულიყო და ისრაელები ეგვიპტის მონობიდან გამოეყვანა (გამოსვლა 3:10, 11; 4:1, 10). როდესაც იეჰოვამ იონას დაავალა, ნინევეს მოსახლეობისთვის ღვთის სამსჯავროს შესახებ ეუწყებინა, „ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისაგან“ (იონა 1:2, 3). როდესაც ბარუქი, წინასწარმეტყველ იერემიას მდივანი, გადაიღალა, წუწუნს მოჰყვა (იერემია 45:2, 3). როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი სურვილი ანუ არჩევანი ეწინააღმდეგება ღვთის ნებას? ამას იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიდან დავინახავთ.
11, 12. ა) მოკლედ მოჰყევით ლუკას 17:7—10-ში ჩაწერილი იგავი. ბ) რას ვსწავლობთ ამ იგავიდან?
11 იესომ მოიყვანა მონის მაგალითი, რომელიც მინდორში მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდა ბატონის ცხვარზე. მას შემდეგ, რაც დაახლოებით ლუკა 17:7—10).
12 საათი მძიმედ იმუშავა, მონა შინ დაბრუნდა. ბატონმა არც კი შესთავაზა დამჯდარიყო და ევახშმა. პირიქით, მან უთხრა: „მომიმზადე ვახშამი, შემოირტყი სარტყელი და მემსახურე, სანამ ვჭამ და ვსვამ, შენ კი მერე ჭამე და სვი“. მონამ საკუთარ მოთხოვნილებებზე მას შემდეგ იზრუნა, რაც ბატონს მოემსახურა. ეს იგავი იესომ ასე დაამთავრა: «ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „არაფრის მაქნისი მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“» (12 იესოს ამ იგავით იმის თქმა არ უნდოდა, რომ იეჰოვა არ აფასებს ჩვენს მსახურებას. ბიბლია ნათლად ამბობს: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10). იესოს იგავი გვეუბნება, რომ მონას არ შეუძლია საკუთარი თავის სიამოვნებას ან კომფორტს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს. როდესაც ღმერთს თავი მივუძღვენით და მისი მონობა ვარჩიეთ, ამით სურვილი გამოვხატეთ, რომ მისი ნების შესრულებას საკუთარზე წინ დავაყენებდით. ამიტომ საკუთარი ინტერესები ღვთის ინტერესებს უნდა დავუქვემდებაროთ.
13, 14. ა) რა შემთხვევებში გვმართებს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ წასვლა? ბ) რატომ უნდა მოვახმაროთ ძალისხმევა ღვთის ნების შესრულებას?
13 ღვთის სიტყვის და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების რეგულარული შესწავლა დიდ ძალისხმევას საჭიროებს (მათე 24:45). განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არა ვართ კითხვას მიჩვეული ან, როცა პუბლიკაციებში „ღვთის სიღრმეებია“ განხილული (1 კორინთელები 2:10). მაშ არ უნდა გამოვყოთ დრო პირადი შესწავლისთვის? უნდა ვისწავლოთ, რომ საჭიროა მობილიზება და მასალის განსახილველად დროის გამოყოფა. სხვაგვარად როგორ გავუსინჯავთ გემოს ‘მაგარ საჭმელს, რომელიც მოწიფულთათვის არის’ განკუთვნილი? (ებრაელები 5:14).
14 მაგრამ, როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, როცა მთელი დღის მუშაობის შემდეგ სახლში დაღლილები ვბრუნდებით? შესაძლოა თავს ძალას ვატანთ, რომ დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს ან ვიქადაგოთ მაშინაც კი, როცა ამისთვის განწყობილნი არა ვართ. პავლემ იცოდა, რომ ზოგჯერ სასიხარულო ცნობას „ძალდატანებით“ ვიქადაგებდით (1 კორინთელები 9:17). თუმცა იმიტომ ვქადაგებთ, რომ ამას იეჰოვა გვეუბნება — ჩვენი ზეციერი მამა, რომელიც გვიყვარს. განა ყოველთვის კმაყოფილებასა და გამხნევებას არ ვგრძნობთ, როდესაც მთელ ძალისხმევას ვახმართ პირად შესწავლას, კრებებზე დასწრებასა და ქადაგებას (ფსალმუნები 1:1, 2; 121:1; 144:10—13).
არ იყუროთ „უკან“
15. ღვთისადმი მორჩილების რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
15 იესო ქრისტემ ზეციერი მამისადმი მორჩილება განსაკუთრებული სახით გამოავლინა. „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“, — უთხრა იესომ თავის მოწაფეებს (იოანე 6:38). გეთსემანეს ბაღში დამწუხრებული იესო ლოცულობდა: „მამა, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ“ (მათე 26:39).
16, 17. ა) როგორ უნდა ვუყუროთ იმას, რაც უკან დავტოვეთ? ბ) ახსენით, რატომ მიიჩნია პავლემ ქვეყნიური დიდება „ნაგვად“.
16 რადგან ღვთის მონობა ვარჩიეთ, იესოს სურს, ყოველთვის ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვიყოთ. მან თქვა: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“ (ლუკა 9:62). არ არის სწორი, როდესაც გამუდმებით უკან ვიყურებით. ნაცვლად ამისა, მთელი გულით უნდა დავაფასოთ ის საუნჯე, რომელიც ღვთის მონად გახდომის შედეგად შევიძინეთ. პავლემ ფილიპელებს მისწერა: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე“ (ფილიპელები 3:8).
17 დაფიქრდით, პავლეს, როგორც ღვთის მონას, სულიერი ჯილდოს გულისთვის ყველაფერი საქმეები 22:3; გალატელები 1:14). სიმონი ფარისეველების წინამძღოლი გახდა; მას დიდი წვლილი მიუძღოდა ახ. წ. 66—70 წლებში რომის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. როგორც ვარაუდობენ, ის ამ კონფლიქტის დროს ან იუდეველი ექსტრემისტების ან რომაელების ხელით დაიღუპა.
ნაგვად და არარაობად მიაჩნდა! მან არა მარტო ამქვეყნიურ სიამოვნებასა და კომფორტზე თქვა უარი, არამედ ხელიდან გაუშვა იუდეველების წინამძღოლად გახდომის შესაძლებლობა. თუ პავლე იუდაიზმის მიმდევარი დარჩებოდა, მას შესაძლოა ისეთივე მაღალი თანამდებობა დაეკავებინა, როგორც მის განმანათლებელს, სიმონ გამალიელს ეკავა (18. მოიყვანეთ მაგალითი იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოაქვს სულიერ წინსვლას კურთხევები.
18 პავლეს მაგალითს იეჰოვას ბევრი მოწმე მიჰყვება. „სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონში ერთ-ერთი ცნობილი მოსამართლის მდივნად დავიწყე მუშაობა, — ამბობს ჯენი. — ძალიან მომწონდა სამუშაო და კარგი ანაზღაურებაც მქონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იეჰოვასთვის უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. ამიტომ სამსახური მივატოვე და პიონერად დავიწყე მსახურება. იეჰოვას მადლობელი ვარ, რომ 20 წლის წინ ასეთი ნაბიჯი გადავდგი. სრული დროით მსახურებამ უფრო გაამდიდრა ჩემი ცხოვრება; მდივნად მუშაობა არასოდეს მომიტანდა ასეთ კურთხევებს. არაფერი შეედრება იმ კმაყოფილებას, როდესაც ხედავ, როგორ ცვლის იეჰოვას სიტყვა ადამიანის ცხოვრებას. ამ საქმიანობაში მონაწილეობა მართლაც შესანიშნავია. იეჰოვასთვის გაღებული არაფერია იმ კურთხევებთან შედარებით, რასაც მისგან ვიღებთ“.
19. როგორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და რატომ?
19 ჩვენი მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. თუმცა ღვთისადმი მიძღვნა ყოველთვის ძალაში რჩება. ჩვენ კვლავაც იეჰოვას მონები ვართ, და ის საშუალებას გვაძლევს, თავად გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ დრო, ენერგია, უნარი და სხვა საშუალებები. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რამდენად გვიყვარს ღმერთი. ისინი აგრეთვე ცხადყოფს, რამდენად ვართ მზად მსხვერპლის გასაღებად (მათე 6:33). განა მტკიცედ არ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ მდგომარეობის მიუხედავად, იეჰოვასთვის საუკეთესო გავიღოთ? პავლემ დაწერა: „როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელები 8:12).
„თქვენ ნაყოფი გაქვთ“
20, 21. ა) რა ნაყოფი გამოაქვს ღვთისადმი მონობას? ბ) რა კურთხევები აქვთ იეჰოვასგან მათ, რომლებიც საუკეთესოს იღებენ მისთვის?
20 ღვთის მონობა მძიმე ტვირთი არ არის. პირიქით, ის გვათავისუფლებს წუთისოფლის მონობისგან, რომელიც საზიანოა და ბედნიერებას გვართმევს. „ახლა კი, როცა ცოდვისგან გათავისუფლდით და ღვთის მონები გახდით, თქვენ ნაყოფი გაქვთ სიწმინდის გზაზე, ბოლო კი — მარადიული სიცოცხლე“ (რომაელები 6:22). ღვთის მონობას ანუ „სიწმინდის გზაზე“ სიარულს დადებითი შედეგები მოაქვს — ზნეობრივად სუფთა ცხოვრების შედეგად კურთხევებს ვიღებთ. უფრო მეტიც, მომავალში მარადიულ სიცოცხლეს დავიმკვიდრებთ.
21 იეჰოვა გულუხვია თავისი მონებისადმი. როდესაც მაქსიმალურად ვცდილობთ მისი ნების შესრულებას, ის ხსნის ‘ცის საქანელთ და აურწყველად გვაფრქვევს კურთხევებს’ (მალაქია 3:10). მართლაც, რა სასიხარულო იქნება იეჰოვას მონებად მარადიულად მსახურება!
როგორ უპასუხებდით?
• რატომ ვხდებით ღვთის მონები?
• რით ცხადვყოფთ, რომ ვემორჩილებით ღვთის ნებას?
• რატომ უნდა ვიყოთ მზად, იეჰოვას ნება საკუთარზე წინ დავაყენოთ?
• რატომ არ უნდა ვიყუროთ „უკან“?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ისრაელების ნებაყოფლობითი მონობა იმ მსახურების წინასახეობაა, რომელსაც ჭეშმარიტი ქრისტიანები ეწევიან.
[სურათი 17 გვერდზე]
როდესაც ვინათლებით, ღვთის მონები ვხდებით.
[სურათები 17 გვერდზე]
ქრისტიანები ღვთის ნების შესრულებას პირველ ადგილზე აყენებენ.
[სურათი 18 გვერდზე]
მოსემ ხალისით არ მიიღო ღვთის დავალება.