არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა“

„ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა“

„ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა“

მოციქულმა იოანემ ხილვაში ზეცაში მდგარი დიდებული ტახტი იხილა. ის, ვინც ტახტზე იჯდა, შესახედაობით ‘იასპის ქვას ჰგავდა’. ის აგრეთვე ჰგავდა „ძვირფას წითელ ქვას“ (გამოცხადება 4:2, 3). რა ქვებია ესენი?

ესენი არ იყო ბრჭყვიალა გაუმჭვირვალე ქვები. იმ ბერძნული სიტყვით, რომელიც „იასპად“ ითარგმნა, ძველ დროში სხვადასხვა ფერის ქვებს აღნიშნავდნენ, მათ შორის გამჭვირვალე ძვირფას ქვებსაც. გამოცხადების 4:3-ში მოხსენიებულ იასპის ქვაში, „ცხადია, ჩვენს დროში არსებული იაფფასიანი იასპი არ იგულისხმება“, — ამბობს არჩიბალდ რობერტსონი თავის წიგნში (Word Pictures in the New Testament). გარდა ამისა, გამოცხადების წიგნში იოანე მოგვიანებით აღწერს ზეციერ ქალაქს, იერუსალიმს: „ის უძვირფასეს ქვასავით ბზინავდა, როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი“ (გამოცხადება 21:10, 11). როგორც ჩანს, იოანე გამჭვირვალე ქვებზე მიუთითებდა.

იოანეს ხილვაში ტახტზე მჯდომი პიროვნებით წარმოდგენილია სამყაროს უზენაესი — იეჰოვა ღმერთი, რომელიც ყველაზე წმინდაა. მოციქულ იოანეს მიერ დაწერილი სიტყვები შეესაბამება ამ აღწერილობას. მან თქვა: „ღმერთი სინათლეა და არანაირი სიბნელე არ არის მასში“ (1 იოანე 1:5). ამიტომ, იოანე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, ‘წმინდები გამხდარიყვნენ, როგორც იეჰოვა არის წმინდა’ (1 იოანე 3:3).

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის თვალში წმინდები ვიყოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ჩვენი ცოდვების მისატევებლად იესოს მიერ დაღვრილი სისხლისადმი რწმენა. აგრეთვე უნდა ‘ვიაროთ სინათლეში’ — რეგულარულად შევისწავლოთ ბიბლია და ვიცხოვროთ ნასწავლის თანახმად (1 იოანე 1:7).