არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავმდაბალი აფრიკელი, რომელსაც ღვთის სიტყვა უყვარდა

თავმდაბალი აფრიკელი, რომელსაც ღვთის სიტყვა უყვარდა

თავმდაბალი აფრიკელი, რომელსაც ღვთის სიტყვა უყვარდა

აფრიკაში ჩასულ უცხოელ მქადაგებლებს ხშირად აოცებთ ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ადვილია ბიბლიურ თემებზე საუბარი. ხალხს აინტერესებს ისეთ კითხვებზე პასუხი, როგორიცაა „რა არის ღვთის სამეფო?“, „გადაიჭრება ოდესმე საკვების უკმარისობასთან, ავადმყოფობასთან, დამნაშავეობასთან და ომთან დაკავშირებული პრობლემები?“. ბევრი სიხარულით უსმენს უცხოელებს, რომლებიც ამ კითხვებზე ბიბლიიდან პასუხობენ. ამას ხშირად ბიბლიის რეგულარული შესწავლები მოჰყვება. როდესაც შემსწავლელები სულიერ წინსვლას აღწევენ, ინათლებიან.

პირველი აფრიკელი, რომელიც სასიხარულო ცნობას გამოეხმაურა, მოხსენიებულია ბიბლიის წიგნ „საქმეების“ 8:26—40-ში. ის ეთიოპიელი იყო და ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანსაცემად იერუსალიმში გაემგზავრა.

როგორც სურათზე ვხედავთ, ეთიოპიელი კაცი ეტლით სახლში ბრუნდება და გზაში წმინდა წერილების გრაგნილს კითხულობს. მას უცნობი უახლოვდება და ეკითხება: „გესმის, რასაც კითხულობ?“. ეთიოპიელი მამაკაცი თავმდაბლურად აღიარებს, რომ დახმარებას საჭიროებს და ქრისტიან მახარობელს, ფილიპეს, ეხვეწება, გვერდით დაუჯდეს. შემდეგ სთხოვს ფილიპეს, წმინდა წერილის ის მონაკვეთი აუხსნას, რომელიც ეს-ეს არის წაიკითხა. ფილიპე ეუბნება, რომ ეს არის წინასწარმეტყველება, რომელიც ახლახან მოკლულ მესიას, იესო ქრისტეს, ეხება. ფილიპე მას ‘იესოს შესახებ სასიხარულო ცნობასაც აუწყებს’, რაც, უდავოა, იესოს აღდგომას ეხება.

ასეთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების მოსმენის შემდეგ ეთიოპიელს სურს, იესოს მოწაფე გახდეს და ფილიპეს ეკითხება: „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“. ნათლობის შემდეგ თავმდაბალი აფრიკელი სახლში ბედნიერი ბრუნდება. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ.

იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აუწყებენ ბიბლიიდან „სასიხარულო ცნობას“. დღესდღეობით დაახლოებით ექვსი მილიონი ბიბლიის შესწავლა ტარდება.