არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მეცნიერება და რელიგია კონფლიქტის დასაწყისი

მეცნიერება და რელიგია კონფლიქტის დასაწყისი

მეცნიერება და რელიგია კონფლიქტის დასაწყისი

სამოცდაათი წლის მომაკვდავი ასტრონომი უკანასკნელ ძალებს იკრებს რაღაცის წასაკითხად. მას ხელში გამოსაცემად გამზადებული ნაშრომი უჭირავს. ავტორმა შეიძლება არც კი იცოდა, თუ რა ძირფესვიანად შეცვლიდა ეს ნაშრომი სამყაროს შესახებ კაცობრიობის შეხედულებას. ის აგრეთვე იქნებოდა ქრისტიანულ სამყაროში მწვავე არაერთი შეხლა-შემოხლის მიზეზი, რომელთა გავლენაც დღემდე იგრძნობა.

იდგა 1543 წელი; მომაკვდავი მამაკაცი პოლონელი კათოლიკე ნიკოლოზ კოპერნიკი იყო. მან თავის ნაშრომში „ციურ სფეროთა ბრუნვის შესახებ“ აღნიშნა, რომ მზის სისტემის ცენტრში დედამიწა კი არ მდებარეობს, არამედ მზე. ხელის ერთი მოსმით კოპერნიკმა ძალიან რთული სისტემა, რომელშიც დედამიწა ცენტრში მდებარეობდა, მშვენიერი მარტივი თეორიით შეცვალა.

თავიდან არაფერი იყო იმ შეხლა–შემოხლის მომასწავებელი, რომელიც მომავალში მოხდა. ამის ერთ–ერთი მიზეზი ის იყო, რომ თავისი იდეის წამოყენებისას კოპერნიკმა კეთილგონიერება გამოავლინა. გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესია, რომელიც იმ დროს მიიჩნევდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწა იყო, როგორც ჩანს, უფრო შემწყნარებლურად ეკიდებოდა მეცნიერულ იდეებს. თვით პაპმაც კი ურჩია კოპერნიკს, გამოექვეყნებინა ეს ნაშრომი. ბოლოს კი, როდესაც კოპერნიკმა გამოაქვეყნა იგი, შეშინებულმა გამომცემელმა ნაშრომს წინასიტყვაობა წაუმძღვარა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ჰელიოცენტული ანუ ისეთი სამყაროს შესახებ კონცეფცია, რომლის ცენტრშიც მზეა, მათემატიკური გამოთვლების შედეგად შემუშავებული იდეაა და არა ასტრონომიული ჭეშმარიტება.

მწვავე შეტაკება

შემდეგ არენაზე გამოჩნდა იტალიელი ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი გალილეო გალილეი (1564—1642); ისიც კათოლიკე იყო. მან სამზერი მილის გამოგონების შესახებ ცნობათა საფუძველზე ააგო ტელესკოპი და ცაში დაინახა ისეთი დეტალები, რომლებიც მანამდე არავის ჰქონდა ნანახი. დაკვირვებებმა გალილეო დაარწმუნა, რომ კოპერნიკი მართალი იყო. მან აგრეთვე შენიშნა მზეზე ლაქები, რომლებსაც დღეს მზის ლაქები ეწოდება და ამგვარად სადავო გახადა კიდევ ერთი ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულება იმის თაობაზე, რომ მზე უცვლელია და უნაკლო.

კოპერნიკისგან განსხვავებით, გალილეო გაბედულად და მთელი ენთუზიაზმით აყენებდა თავის იდეებს. იმ დროს რელიგიური გარემოც უფრო მტრული იყო, რადგან კათოლიკური ეკლესია უკვე აშკარად გამოდიოდა კოპერნიკის თეორიის წინააღმდეგ. ამიტომ, როდესაც გალილეომ იმის მტკიცება დაიწყო, რომ ჰელიოცენტრული თეორია არა მარტო სწორი იყო, არამედ საღვთო წერილსაც შეესაბამებოდა, ეკლესიამ ამაში ერესის სუნი იყნოსა *.

გალილეო თავის დასაცავად რომში ჩავიდა, მაგრამ ამაოდ. 1616 წელს ეკლესიამ მას უბრძანა, შეეწყვიტა კოპერნიკის მომხრედ გამოსვლა. გალილეო მცირე ხნით გაჩუმდა. 1632 წელს კი გამოსცა კიდევ ერთი ნაშრომი, რომელშიც მხარს უჭერდა კოპერნიკს. მომდევნო წელსვე ინკვიზიციამ გალილეოს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ ასაკის გამო მას მალევე იგი შინაპატიმრობით შეუცვალეს.

ეკლესიასთან გალილეოს დაპირისპირებას მრავალი რელიგიაზე და, მით უფრო, ბიბლიაზე მეცნიერების დიდ გამარჯვებად მიიჩნევს. მაგრამ, როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ისინი, რომლებიც ასე ზერელე დასკვნებს აკეთებენ, მრავალ ფაქტს უგულებელყოფენ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 თავისი ირონიითა და სარკაზმით გალილეომ თავად გაიჩინა ძლიერი მტრები. აგრეთვე განცხადებით, რომ ჰელიოცენტრული კონცეფცია საღვთო წერილს შეესაბამება, მან საკუთარი თავი რელიგიაში ავტორიტეტად წარადგინა, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიის მხრიდან მისადმი დამოკიდებულების გაუარესებას.

[სურათი 3 გვერდზე]

კოპერნიკი

[საავტორო უფლება]

Taken from Giordano Bruno and Galilei (German edition)

[სურათი 3 გვერდზე]

გალილეო რომის ინკვიზიციის წინაშე.

[საავტორო უფლება]

From the book The Historian’s History of the World, Vol. IX, 1904

[საავტორო უფლებები დაცულია 3 გვერდზე]

Background: Chart depicting Copernicus’ concept of the solar system