შვილები — ძვირფასი მემკვიდრეობა
შვილები — ძვირფასი მემკვიდრეობა
„აი, შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან, ჯილდოა მუცლის ნაყოფი“ (ფსალმუნები 127:3, აქ [126:3]).
1. როგორ მოევლინა ქვეყნიერებას პირველი ბავშვი?
დაფიქრდით, როგორ შექმნა იეჰოვა ღმერთმა პირველი მამაკაცი და ქალი. მან ადამი და ევა ახალი სიცოცხლის შექმნის სასწაულებრივი უნარით დააჯილდოვა (დაბადება 4:1). დღემდე გვაოცებს ბავშვის დაბადება და ამ მოვლენას ბევრი სასწაულს უწოდებს.
2. რატომ არის ბავშვის ჩასახვა და განვითარება სასწაული?
2 განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან დაახლოებით 270 დღეში იბადება ბავშვი, რომლის სხეულშიც 200-ზე მეტი სახის ტრილიონობით უჯრედია. ადამიანის გონებისთვის ჩაუწვდომელი, მართლაც სასწაულებრივი პროგრამის მიხედვით და ზუსტად დადგენილი წესით, ამდენი სახის მილიარდობით უჯრედი ახალ სიცოცხლედ ყალიბდება.
3. რატომ ეთანხმება ბევრი მოაზროვნე ადამიანი იმ აზრს, რომ ახალი სიცოცხლის შექმნა ღვთის დამსახურებაა?
3 მაშ თქვენი აზრით, ვის მიუძღვის მთავარი წვლილი ბავშვის დაბადებაში? რასაკვირველია, მას, ვინც სიცოცხლე შექმნა. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: «უწყოდეთ, რომ უფალია [„იეჰოვაა“, აქ] ღმერთი. მისი შექმნილები ვართ და არა ჩვენი» (ფსალმუნები 99:3). მშობლებო, თქვენ შესანიშნავად გესმით, რომ ასეთი ძვირფასი პატარა არსებების შექმნა თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობების შედეგი არ არის. ის ფაქტი, რომ დედის საშვილოსნოში სასწაულებრივად ყალიბდება ახალი სიცოცხლე, მხოლოდ უსაზღვრო სიბრძნის მქონე ღვთის დამსახურებაა. ათასობით წელია, რაც მოაზროვნე ადამიანები ახალი სიცოცხლის შექმნისთვის დიდებულ შემოქმედს ასხამენ ხოტბას. თქვენც ასე იქცევით? (ფსალმუნები 138:13—16).
4. ადამიანებისგან განსხვავებით, რას ვერ ვიტყვით იეჰოვაზე?
4 იეჰოვა თბილ გრძნობებს მოკლებული შემოქმედი ხომ არ არის, რომელმაც, უბრალოდ, ერთგვარი ბიოლოგიური პროცესის მეშვეობით გახადა შესაძლებელი, რომ მამაკაცსა და ქალს თავისი შთამომავლობა წარმოექმნა? ზოგი ადამიანი მართლაც გულცივია, მაგრამ იეჰოვაზე ამას ვერასოდეს ვიტყვით (ფსალმუნები 77:38—40). ფსალმუნების 126:3-ში (აქ) ნათქვამია: „აი, შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან, ჯილდოა მუცლის ნაყოფი“. ახლა განვიხილოთ, რა არის მემკვიდრეობა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის.
მემკვიდრეობა და ჯილდო
5. რატომ შეიძლება შვილები მემკვიდრეობად ჩაითვალოს?
5 მემკვიდრეობა ერთგვარი საჩუქარია. ხშირად მშობლები ბევრს შრომობენ, რომ შვილებს მემკვიდრეობა დაუტოვონ. ეს შეიძლება იყოს ფული, ქონება ან, შესაძლოა, რაიმე განძიც კი. აშკარაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მშობლები ამას სიყვარულით აკეთებენ. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა შვილები მემკვიდრეობად მისცა მშობლებს. შვილები ძვირფასი საჩუქარია ღვთისგან. თუ მშობელი ხართ, ცხადყოფს თქვენი საქმეები, რომ შვილებს ისე უყურებთ, როგორც ძვირფას მემკვიდრეობას, რომელიც სამყაროს შემოქმედმა პირადად თქვენ მოგანდოთ?
6. რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს, როდესაც ადამიანებს შვილების ყოლის შესაძლებლობა მისცა?
6 იეჰოვამ ეს საჩუქარი ადამსა და ევას იმ მიზნით მისცა, რომ დედამიწა მათი შთამომავლებით ავსებულიყო (დაბადება 1:27, 28; ესაია 45:18). იეჰოვას თითოეული ადამიანი უშუალოდ არ შეუქმნია, როგორც ეს მილიონობით ანგელოზის შემთხვევაში გააკეთა (ფსალმუნები 103:4, სსგ; გამოცხადება 4:11). ნაცვლად ამისა, ღმერთმა შვილების გაჩენის უნარით დააჯილდოვა ადამიანები, რომლებიც თავისივე მსგავს შთამომავლობას წარმოქმნიდნენ. მართლაც, რა შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ მშობლებს, წვლილი შეიტანონ ახალი სიცოცხლის შექმნაში და იზრუნონ ახალდაბადებულზე! მშობლებო, მადლიერი ხართ იეჰოვასი, რომ ასეთი ძვირფასი მემკვიდრეობით გაკურთხათ?
ისწავლეთ იესოსგან
7. ზოგი მშობლისგან განსხვავებით, როგორ ავლენდა იესო ინტერესსა და თანაგრძნობას „ადამის მოდგმის“ მიმართ?
7 სამწუხაროდ, ყველა მშობელი არ თვლის, რომ შვილები ღვთისგან ბოძებული ჯილდოა. ბევრი ნაკლებად უთმობს ყურადღებას ბავშვებს. ასეთი მშობლები არ ირეკლავენ იეჰოვასა და მისი ძის თვალსაზრისს (ფსალმუნები 26:10; ესაია 49:15). გავიხსენოთ, როგორ ეპყრობოდა იესო ბავშვებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დედამიწაზე მოსვლამდეც კი, იესო, როგორც ძლიერი სულიერი პიროვნება ზეცაში, ‘ადამის მოდგმაში ნახულობდა სიხარულს’ (იგავები 8:31, სსგ). მას იმდენად უყვარდა ადამიანები, რომ ნებაყოფლობით გაიღო მსხვერპლად თავისი სიცოცხლე, რათა ჩვენ მარადიულად გვეცხოვრა (მათე 20:28; იოანე 10:18).
8. როგორი მაგალითი დაუტოვა იესომ მშობლებს?
8 დედამიწაზე მსახურებისას იესომ მართლაც შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა მშობლებს. იესო დროს უთმობდა ბავშვებს და ამას მაშინაც აკეთებდა, როდესაც ძალიან გადატვირთული ან დაღლილი იყო. ის თვალყურს ადევნებდა მოედანზე მოთამაშე ბავშვებს და სწავლების დროს მაგალითად მოჰყავდა მათი საქციელი (მათე 11:16, 17). იესომ იცოდა, რომ იერუსალიმში უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო. იქ უკანასკნელად ყოფნის დროს მასთან პატარები მიიყვანეს; იესოს მოწაფეები ცდილობდნენ, არ მიეშვათ ბავშვები მასთან. შესაძლოა, ისინი ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ იესო უფრო მეტად არ გადაღლილიყო. მაგრამ იესომ მოწაფეებს აზროვნება გაუსწორა და დაანახვა, რომ ‘სიხარულს ნახულობდა’ ბავშვებთან ყოფნით. მან თქვა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ“ (მარკოზი 10:13, 14).
9. რატომ არის საქმეები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიტყვები?
9 ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს. როგორ ვექცევით ბავშვებს, როდესაც ჩვენთან ყოფნა უნდათ თუნდაც მაშინ, როცა დაკავებულები ვართ? ვბაძავთ იესოს? ბავშვებს დრო და ყურადღება სჭირდებათ, განსაკუთრებით, მშობლების მხრიდან. იესო სიხარულით უთმობდა დროს პატარებს. ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ გიყვართ ისინი, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ საქმეები უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. შვილებისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ, არამედ მათზე ზრუნვით, ყურადღების გამოვლენითა და დროის გამოყოფით. თუმცა ამან შეიძლება სწრაფად ვერ გამოიღოს სასურველი შედეგი. საჭიროა მოთმინების გამოვლენა. ეს შესაძლებელია, თუ მივბაძავთ იესოს, რომელიც მოთმინებით ეპყრობოდა მოწაფეებს.
იესო მოთმინებასა და სიყვარულს ავლენდა
10. როგორ ასწავლიდა იესო მოწაფეებს თავმდაბლობას, და მოიტანა ამან მაშინვე შედეგი?
10 იესომ იცოდა, რომ მოწაფეებს შორის დიდების მოპოვების მიზნით მეტოქეობის სული არსებობდა. როდესაც იესო მოწაფეებთან ერთად კაპერნაუმში ჩავიდა, მათ ჰკითხა: «„რაზე კამათობდით გზაში?“ ყველა გაჩუმდა, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო». ნაცვლად იმისა, რომ გაეკიცხა ისინი, იესომ მოთმინება გამოავლინა და მაგალითის გამოყენებით შეეცადა, მათთვის თავმდაბლობა ესწავლებინა (მარკოზი ). მიაღწია მან სასურველ შედეგს? მაშინვე არა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ იაკობმა და იოანემ თავიანთი დედა მიაგზავნეს იესოსთან, რათა მათთვის ღვთის სამეფოში საპატიო ადგილი ეთხოვა. იესომ ამ შემთხვევაშიც გამოავლინა მოთმინება, რათა მათთვის აზროვნება გაესწორებინა ( 9:33—37მათე 20:20—28).
11. ა) იესოსთან ერთად ზემოთა ოთახში შეკრებისას, რა არ გააკეთეს იესოს მოწაფეებმა, რაც ტრადიციის თანახმად მოითხოვებოდა? ბ) როგორ მოიქცა იესო, და მაშინვე გამოიღო თუ არა მისმა მცდელობამ შედეგი?
11 ახ. წ. 33 წელს, როდესაც პასექის დღესასწაული დადგა, იესომ გადაწყვიტა, ეს დღესასწაული უშუალოდ მოციქულებთან ერთად აღენიშნა. როცა ზემოთა ოთახში ავიდნენ, 12 მოციქულიდან არავინ გამოავლინა ინიციატივა, რომ ტრადიციის თანახმად, ერთმანეთისთვის მტვრიანი ფეხები დაებანათ. ჩვეულებრივ, ეს სათაკილო საქმედ ითვლებოდა, რომელსაც ოჯახში მსახური ასრულებდა ან დიასახლისი (1 მეფეთა 25:41; 1 ტიმოთე 5:10). როგორ დაწყდებოდა იესოს გული, როდესაც დაინახავდა, რომ მისი მოწაფეები კვლავაც დიდებისკენ ისწრაფოდნენ! ამიტომ, იესომ თავად დაბანა თითოეულ მათგანს ფეხები და შემდეგ მთელი გულით სთხოვა, მისთვის მიებაძათ და სხვებს მომსახურებოდნენ (იოანე 13:4—17). მიჰყვნენ ისინი იესოს მაგალითს? ბიბლია ამბობს, რომ იმავე ღამეს „ატყდა გაცხარებული დავა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი“ (ლუკა 22:24).
12. როგორ შეუძლიათ მშობლებს მიჰბაძონ იესოს და მთელი ძალისხმევა მოახმარონ შვილების აღზრდას?
12 მშობლებო, როდესაც შვილები არ ითვალისწინებენ თქვენს რჩევებს, ალბათ, უკეთ ხვდებით, რა გრძნობა დაეუფლებოდა იესო ქრისტეს მსგავს მდგომარეობაში. იესოს არ შეუწყვეტია მოწაფეების დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად იცვლიდნენ აზროვნებას. მისმა მოთმინებამ საბოლოოდ ნაყოფი გამოიღო (1 იოანე 3:14, 18). მშობლებო, იესოს მსგავსად, თქვენც გამოავლინეთ სიყვარული და მოთმინება და მთელი ძალისხმევა მოახმარეთ შვილების აღზრდას.
13. რატომ არ არის სწორი, რომ მშობელმა ცნობისმოყვარე ბავშვი სწრაფად მოიშოროს თავიდან?
13 ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს უყვართ ისინი და მათდამი ინტერესს ავლენენ. იესოს სურდა, სცოდნოდა, რას ფიქრობდნენ მისი მოწაფეები. ამიტომ ყოველთვის უსმენდა მათ, როცა კითხვებს უსვამდნენ. იესოს უნდოდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოწაფეების აზრი გაეგო (მათე 17:25—27). დიახ, ნაყოფიერი სწავლება ყურადღებით მოსმენასა და გულწრფელი ინტერესის გამოვლენას გულისხმობს. არ იქნებოდა სწორი, მშობელს ცნობისმოყვარე ბავშვი სწრაფად მოეშორებინა თავიდან ასეთი სიტყვებით: „თავი დამანებე! ვერ ხედავ, რომ დაკავებული ვარ?“ თუ მშობელი ნამდვილად დაკავებულია, მან უნდა უთხრას ბავშვს, რომ მის შეკითხვას მოგვიანებით უპასუხებს. პირობა კი უსათუოდ უნდა შეასრულოს. ამგვარად ბავშვი მიხვდება, რომ მშობელი ნამდვილად დაინტერესებულია მისით და უფრო ადვილად მიენდობა მას.
14. როგორ შეუძლიათ მშობლებს, იესოს მსგავსად, შვილებისადმი სიყვარულის გამოვლენა?
14 განა სიყვარულის გამოვლენა არ იქნება, თუ მშობელი მოეხვევა შვილს და გულში ჩაიკრავს? მშობლებს ამ მხრივაც შეუძლიათ იესოს მიჰბაძონ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესო „მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა“ (მარკოზი ). როგორ ფიქრობთ, რა გრძნობა დაეუფლათ პატარებს? რასაკვირველია, ასეთი თბილი მოპყრობის შედეგად უფრო მეტად მიუწევდათ გული იესოსკენ! თუ თქვენსა და შვილებს შორის ნამდვილი სიყვარული არსებობს, ისინი უფრო მეტი ხალისით დაგემორჩილებიან აღზრდის დროს. 10:16
რამდენი დრო უნდა დაუთმოთ შვილებს?
15, 16. ბავშვის აღზრდის როგორი მეთოდი გახდა პოპულარული და რამ განაპირობა ამ მეთოდის შემოღება?
15 ზოგიერთ მშობელს კითხვა ებადება, ნამდვილად თუ არის საჭირო, შვილებზე სიყვარულით ზრუნვას დროის დიდი ნაწილი დაუთმონ. ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ბავშვის აღზრდის მეთოდი, რომელსაც „ხარისხიან დროს“ უწოდებენ. ამ მეთოდის მხარდამჭერთა აზრით, ბავშვისთვის საჭირო არ არის ბევრი დროს დათმობა; სრულიად საკმარისი იქნება, თუ კარგად მოფიქრებული განრიგის მიხედვით, მშობლები მათთან აზრიანად და ხარისხიანად გაატარებენ დროს. ეფექტურია ეს მეთოდი და ნამდვილად უწყობს ხელს ბავშვების კეთილდღეობას?
16 ერთი სპეციალისტი, რომელიც ბევრ ბავშვს გაესაუბრა, ამბობს: „უმრავლესობას უნდოდა, მშობლებს უფრო მეტი დრო გაეტარებინათ მათთან და მთელი ყურადღება მათთვის დაეთმოთ“. ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა კი აღნიშნა: «ეს ტერმინი [„ხარისხიანი დრო“] მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც მშობლებმა იგრძნეს, რომ ვერ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ამით საკუთარ თავს ნება დართეს, შვილებისთვის ძალიან ცოტა დრო დაეთმოთ». რამდენი დრო უნდა დაუთმონ მშობლებმა შვილებს?
17. რა ესაჭიროებათ შვილებს?
17 ბიბლიაში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რამდენი დრო უნდა დავუთმოთ შვილებს. მაგრამ ისრაელი მშობლების საყურადღებოდ რჯულში ეწერა, რომ უნდა ესაუბრათ შვილებთან სახლში ყოფნისას, სიარულისას, დაწოლისას თუ ადგომისას (მეორე რჯული 6:7). აქედან კარგად ჩანს, რომ მშობლებს ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ შვილებთან და ყოველდღიურად ესწავლებინათ მათთვის.
18. როგორ იყენებდა იესო მოწაფეების სასწავლებლად ნებისმიერ შესაძლებლობას და რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს?
18 იესო თავის მოწაფეებს ჭამის, მოგზაურობისა და თვით დასვენების დროსაც კი ასწავლიდა, რასაც კარგი შედეგი მოჰქონდა. ის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა (მარკოზი 6:31, 32; ლუკა 8:1; 22:14). ქრისტიანმა მშობლებმაც ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რათა ახლო ურთიერთობა დაამყარონ შვილებთან და ისინი იეჰოვას გზებით აღზარდონ.
რა უნდა ასწავლოთ და როგორ?
19. ა) ბავშვებისთვის დროის გამოყოფის გარდა, რა არის კიდევ საჭირო? ბ) პირველ რიგში რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს?
19 შვილის კარგად აღსაზრდელად საკმარისი არ არის დროის გამოყოფა და მათთვის სწავლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვასწავლით შვილებს. მოდი ვნახოთ, ბიბლიის თანახმად, მეორე რჯული 6:5—7). იესომ თქვა, რომ ღვთის მცნებებს შორის ამაზე მნიშვნელოვანი მცნება არ არსებობდა (მარკოზი 12:28—30). პირველ რიგში მშობლებმა შვილებს იეჰოვას შესახებ უნდა ასწავლონ და აუხსნან, რატომ იმსახურებს ის მთელი გულით სიყვარულსა და ერთგულებას.
რა უნდა ვასწავლოთ შვილებს: „ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს . . . ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ“. რა „სიტყვანი“ უნდა ჩავუნერგოთ შვილებს? ცხადია, ეს ის სიტყვებია, რომლებიც მე-5 მუხლშია მოხსენიებული, კერძოდ: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით“ (20. ღვთის მცნებების თანახმად, როგორ უნდა აღეზარდათ მშობლებს შვილები?
20 მაგრამ „სიტყვებში“, რომლებიც მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლონ, უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ის, რომ მთელი გულით უყვარდეთ ღმერთი. „მეორე რჯულის“ მე-5 თავში შენიშნავთ, რომ მოსე ხელმეორედ უცხადებს ხალხს კანონებს, კერძოდ, ათ მცნებას, რომლებიც ღმერთმა ქვის ფიქალებზე დაწერა. ამ კანონებში ანუ მცნებებში წერია, რომ ადამიანმა არ უნდა მოიტყუოს, არ უნდა მოიპაროს, არ უნდა მოკლას და არ უნდა იმრუშოს (მეორე რჯული 5:11—22). ამიტომ, ძველ დროში მშობლებს შვილებისთვის ზნეობრივი ფასეულობები უნდა ჩაენერგათ. დღესაც მსგავსად უნდა დამოძღვრონ ქრისტიანმა მშობლებმა შვილები, რათა უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი ჰქონდეთ.
21. რა იგულისხმებოდა მითითებაში — მშობლებს შვილებისთვის ღვთის სიტყვები ‘ჩაენერგათ’?
21 იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ მშობლებს მითითება მიეცათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ესწავლებინათ შვილებისთვის „ეს სიტყვანი“ ანუ ღვთის მცნებები: „ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ“. „ჩანერგვად“ თარგმნილი ებრაული სიტყვა ნიშნავს „გამეორებას“, „არაერთხელ თქმას“, „გონებაში ღრმად ჩაბეჭდვას“. აქედან გამომდინარე, ღმერთი მოუწოდებს მშობლებს, შეიმუშაონ ბიბლიის სწავლების პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანიც ბავშვის გონებაში სულიერი საკითხების ჩაბეჭდვაა.
22. რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელ მშობლებს შვილების სასწავლებლად და რას ნიშნავდა ეს?
22 ასეთი პროგრამა მშობლების მხრიდან ინიციატივის გამოვლენას მოითხოვს. ბიბლიაში ნათქვამია: მეორე რჯული 6:8, 9). ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ღვთის კანონები პირდაპირი მნიშვნელობით წააწერონ კარის წირთხლსა და კარიბჭეზე ან შვილს ხელსა და შუბლზე შეაბან. ამაში ის იგულისხმება, რომ მშობლებმა განუწყვეტლივ ასწავლონ შვილებს ღვთის კანონები. ეს მათ ისე ხშირად და რეგულარულად უნდა აკეთონ, თითქოს, ღვთის კანონები ყოველთვის თვალწინ ჰქონდეთ.
«შეიბი ისინი [„ეს სიტყვანი“ ანუ ღვთის მცნებები] ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ, და წააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს» (23. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
23 განსაკუთრებით რის შესახებ უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს? რატომ არის დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი ბავშვების სწავლება და აღზრდა მათი დაცვის მიზნით? დღეს რა დამხმარე საშუალება არსებობს იმისათვის, რომ მშობლებმა შვილებს ეფექტურად ასწავლონ? ეს და სხვა საკითხები, რომლებიც დღეს ბევრ მშობელს აღელვებს, განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ უნდა მიიჩნიონ მშობლებმა შვილები ძვირფას მემკვიდრეობად?
• რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს იესოსგან?
• რამდენი დრო უნდა დაუთმონ მშობლებმა შვილებს?
• რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს და როგორ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 10 გვერდზე]
როგორ შეუძლიათ მშობლებს, გამოიყენონ იესოს სწავლების მეთოდი?
[სურათები 11 გვერდზე]
როდის და როგორ უნდა ესწავლებინათ ისრაელ მშობლებს შვილებისთვის?
[სურათები 12 გვერდზე]
მშობლებმა განუწყვეტლივ უნდა ასწავლონ შვილებს ღვთის კანონები.