მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება
მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება
ოუენი, ორ წლინახევრის ბიჭი, სახლში, სააბაზანოში თამაშობდა. მან შეძლო ჩამოეღო წამლების ყუთი, რომელიც მისმა მშობლებმა ისეთ ადგილას დადეს, რომ ბავშვი ვერ უნდა მისწვდომოდა. ყუთში ბიჭს ერთი ბოთლი მოეწონა. გახსნა იგი და მასში ჩასხმული სითხე დალია. საშინელი უბედურება დატრიალდა.
ბოთლში ძლიერი მჟავა იყო ჩასხმული და, სამწუხაროდ, პატარა ოუენი გარდაიცვალა. მისი მშობლები განადგურებულები იყვნენ. ბიჭის მამა, პერსი, ნუგეშს ეკლესიაში ეძებდა. „რატომ მოხდა ეს?“ — იკითხა მან. მღვდელმა უპასუხა: „ღმერთს ზეცაში კიდევ ერთი პატარა ანგელოზი სჭირდებოდა“. გულმოკლული, დამწუხრებული მშობელი ფიქრობდა, რომ ეს უსამართლობა იყო. მართლა ღმერთმა განსაზღვრა, რომ ასეთი უბედურება მომხდარიყო? გულგატეხილმა პერსიმ გადაწყვიტა, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა ეკლესიასთან.
პერსის, როდესაც მომხდარზე ფიქრობდა, თავში სულ შემდეგი კითხვები უტრიალებდა: „ახლაც ტკივილს განიცდის ჩემი პატარა ბიჭუნა? ვნახავ მას ისევ ოდესმე?
შეიძლება თქვენც გაინტერესებთ, რა ხდება სიკვდილის დროს და შესაძლებელი იქნება თუ არა გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებთან მომავალში კვლავ შეხვედრა? ღვთის სიტყვა, ბიბლია, ნათელს ჰფენს ამ საკითხებს. მასში მოცემულია ნათელი და მანუგეშებელი პასუხები ყველასთვის, ვისაც მსგავსი ტრაგედია შეემთხვა. უფრო მეტიც, ის გვეუბნება ღვთის დიდებული დანაპირების — მკვდრეთით აღდგომის — შესახებ.
გთხოვთ, წაიკითხეთ მომდევნო სტატია, რათა მეტი გაიგოთ ამ საუცხოო იმედის შესახებ.