არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ საძირკველზე აშენებთ თქვენს მომავალს?

როგორ საძირკველზე აშენებთ თქვენს მომავალს?

როგორ საძირკველზე აშენებთ თქვენს მომავალს?

შენობის მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მყარია მისი საძირკველი. ბიბლიაში ზოგჯერ ეს პრინციპი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება.

მაგალითად, ფსალმუნმომღერალი იეჰოვა ღმერთზე ამბობს, რომ მან „დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე“ (ფსალმუნები 103:5). ამ მუხლში გამოყენებულ სიტყვა „საძირკვლებში“ ნაგულისხმევია ღვთის მიერ დადგენილი უცვლელი კანონები, რომელთა თანახმადაც ბრუნავს დედამიწა და მყარად დგას თავის ადგილზე. გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში საუბარია „საძირკვლებზე“, რომლებზეც ადამიანთა საზოგადოებაა დაიმედებული; ესენია სამართალი, კანონი და წესრიგი. როდესაც ასეთ საძირკველს უსამართლობა, კორუფცია და ძალადობა ‘ანგრევს’, საზოგადოებაში უწესრიგობა და არასტაბილურობა ისადგურებს (ფსალმუნები 10:2—6; იგავები 29:4).

ეს პრინციპი ცალკეულ ადამიანთან მიმართებაშიც გამოიყენება. მთაზე ქადაგების დასასრულს იესო ქრისტემ თქვა: „ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, შეიძლება შეადარო გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი. დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ, შეიძლება შეადარო უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს. ისიც დაინგრა და დიდი იყო მისი დანგრევა“ (მათე 7:24—27).

როგორ საძირკველზე აშენებთ თქვენს მომავალს? არამდგრად ქვიშაზე, უღვთო ფილოსოფიაზე, ხომ არა, რის შედეგადაც ერთიანად დაინგრევა თქვენი ცხოვრება? თუ მტკიცე, კლდოვან ადგილზე — იესო ქრისტეს მორჩილებაზე, რაც დაგეხმარებათ, ცხოვრების ნებისმიერ ქარტეხილს გაუძლოთ?