არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ არის მსოფლიო გაერთიანებული?

რატომ არ არის მსოფლიო გაერთიანებული?

რატომ არ არის მსოფლიო გაერთიანებული?

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება პირველად გაერთიანდა . . . ამიტომ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს შესაძლებლობა, შესრულდეს დიდი ხნის დანაპირები და დამყარებულ იქნეს ახალი მსოფლიო წყობა“.

ასე გამოხატა თავისი აზრი XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. იმ დროს საერთაშორისო მოვლენები ისე განვითარდა, რომ თითქოს ჰორიზონტზე მსოფლიო ერთიანობა გამოიკვეთა. ტოტალიტარული რეჟიმები ერთიმეორეზე მიყოლებით დაემხო. ბერლინის კედელი დაეცა, რაც ევროპისთვის ახალი ერის მაუწყებელი გახდა. საბჭოთა კავშირი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში მრავალი გლობალური კონფლიქტების გამჩაღებლად მიიჩნევდა, მსოფლიო სცენიდან გაქრა და ყველა გაოცებული დატოვა. ცივი ომი დასრულდა და დაიწყეს ოპტიმისტური საუბრები განიარაღებაზე, მათ შორის ბირთვულზეც. მართალია, სპარსეთის ყურეში ომი დაიწყო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს ეს მხოლოდ დროებითი პრობლემა იყო, და მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მეტი შემართებით ცდილობდა, მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას.

დადებითი ძვრები შეინიშნებოდა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცხოვრების დონემ აიწია. მედიცინის სფეროში მიღწეულმა წარმატებებმა ექიმებს იმის გაკეთების საშუალება მისცა, რასაც რამდენიმე ათწლეულის წინ სასწაულად მიიჩნევდნენ. მრავალ ქვეყანაში ეკონომიკამ ისე წამოიწია წინ, რომ გლობალური მასშტაბით კეთილდღეობის მიღწევის შთაბეჭდილება შეიქმნა. ერთი შეხედვით, ყველაფერი სასურველი მიმართულებით ვითარდებოდა.

დღეს კი, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, გვებადება კითხვა: „რა მოხდა? სად არის დანაპირები გაერთიანებული მსოფლიო?“ როგორც ჩანს, მსოფლიო საპირისპირო მიმართულებით წავიდა. კამიკაძეების აფეთქებები, ტერორისტული თავდასხმები, მასობრივი განადგურების იარაღების სწრაფი ტემპებით მომრავლება და სხვა შემაშფოთებელი მოვლენები ახალი ამბების განუყოფელი ნაწილი გახდა. ასეთი მოვლენები სულ უფრო და უფრო მიუღწეველს ხდის მსოფლიო ერთიანობას. ერთმა ცნობილმა ფინანსისტმა არც ისე დიდი ხნის წინ აღნიშნა: „ჩვენ მზარდი ძალადობის მანკიერ წრეში ვეფლობით“.

გაერთიანებული თუ დაყოფილი მსოფლიო?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩამოყალიბებისას, მისი ფორმირების ერთ–ერთ მიზეზად მოხსენიებული იყო, რომ ამ ორგანიზაციას „ერებს შორის კარგი ურთიერთობა დაემყარებინა და ეს ურთიერთობა თანაბარ უფლებებსა და ერების მიერ თავიანთი ნების გამოხატვის თავისუფლებაზე ყოფილიყო დაფუძნებული“. რის თქმა შეიძლება ახლა, დაახლოებით 60 წლის შემდეგ? მიაღწია მან ამ ამაღლებულ მიზანს? არა! „კარგი ურთიერთობების“ ნაცვლად, როგორც ჩანს, ერები უფრო „თავიანთი ნების გამოხატვის თავისუფლებაზე“ ფიქრობენ. ერები თუ ეთნიკური ჯგუფები პირადი მეობისა და უზენაესობის დაფუძნებას ცდილობენ, რის გამოც მსოფლიო უფრო და უფრო იყოფა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფუძნებისას მისი წევრი ქვეყნების რაოდენობა 51 იყო. დღეს ეს რიცხვი 191–მდე გაიზარდა.

როგორც დავინახეთ, XX საუკუნის მიწურულს მსოფლიოს გაერთიანება ადამიანებს რეალური ეჩვენებოდათ. შემდეგ იმედი შიშმა შეცვალა, რადგან კაცობრიობა მსოფლიო საზოგადოების მზარდი დაქუცმაცების მოწმე გახდა. იუგოსლავიის საშინელი დეზინტეგრაცია, რუსეთსა და ჩეჩნებს შორის შეხლა–შემოხლა, ერაყის ომი და ახლო აღმოსავლეთში ხოცვა–ჟლეტა იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიო ახლა ყველაზე მეტად არის დაყოფილი, ვიდრე ოდესმე.

ცხადია, რომ ხშირად მშვიდობის დამყარებას გულწრფელად ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსოფლიოს გაერთიანება შეუძლებელია. მრავალს ებადება კითხვა: „რატომ რჩება მსოფლიოს გაერთიანება აუხდენელ ოცნებად? საით მიემართება მსოფლიო?“

[საავტორო უფლებები დაცულია 3 გვერდზე]

AP Photo/Lionel Cironneau

Arlo K. Abrahamson/AFP/ Getty Images