არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საით მიემართება მსოფლიო?

საით მიემართება მსოფლიო?

საით მიემართება მსოფლიო?

გაერთიანებული მსოფლიო. ეს ხომ ძალიან კარგია. განა ყველას არ უნდა, რომ მსოფლიო გაერთიანებული იყოს? დიახ, დღეს ბევრს ლაპარაკობენ ერთიანობაზე. მსოფლიო ლიდერების შეხვედრებზე მთავარ თემად ისევ და ისევ ეს საკითხი რჩება. 2000 წლის აგვისტოს ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, „მსოფლიო მშვიდობის ათასწლეულის სამიტზე“ 1 000–ზე მეტი წამყვანი სასულიერო პირი შეიკრიბა. მათ განიხილეს საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მსოფლიო კონფლიქტების მოგვარება. მაგრამ თავად ეს კონფერენცია იყო იმ დაპირისპირებების ანარეკლი, რომელიც მსოფლიოში არსებობს. იერუსალიმელმა მუფთიმ უარი თქვა იქ მისვლაზე, რადგან კონფერენციას იუდეველი რაბინი ესწრებოდა. სხვები განაწყენებულები იყვნენ იმის გამო, რომ ჩინელთა ამხედრების შიშით კონფერენციის პირველ ორ დღეს დალაი–ლამა არ იყო მიწვეული.

2003 წლის ოქტომბერში წყნარი ოკეანის რეგიონში მცხოვრები ერების მიერ ტაილანდში გამართულ აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე მსოფლიო უსაფრთხოების საკითხი განიხილებოდა. ამ შეხვედრაზე, რომელსაც 21 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, გადაწყვიტეს, ებრძოლათ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ და შეთანხმდნენ, თუ რა გზებით უნდა გაეზარდათ გლობალური მასშტაბით უსაფრთხოება. მაგრამ ამ კონფერენციის მსვლელობისას რამდენიმე დამსწრემ უკმაყოფილება გამოთქვა ერთი პრემიერ მინისტრის სიტყვებზე, რომლებიც მათი აზრით, იუდეველთა მიმართ სიძულვილით იყო გამსჭვალული.

რატომ არ არის ერთიანობა?

დღეს ბევრს ლაპარაკობენ მსოფლიოს გაერთიანებაზე, მაგრამ, როგორც ვხედავთ, რეალური შედეგები საკმაოდ მწირია. მრავლის მხრიდან გამოვლენილი გულწრფელი ძალისხმევის მიუხედავად, რატომ არ არის XXI საუკუნეში მსოფლიო გაერთიანებული?

ამ კითხვაზე ნაწილობრივი პასუხი შეგვიძლია ვიპოვოთ იმ პრემიერ–მინისტრის სიტყვებში, რომელიც APEC–ის კონფერენციას ესწრებოდა. მან აღნიშნა: „ამის მიზეზია ფაქტორი, რომელსაც ნაციონალურ სიამაყეს უწოდებენ“. დიახ, ადამიანთა საზოგადოება ჩაფლულია ნაციონალიზმში. თითოეულ ერსა თუ ეთნიკურ ჯგუფს დამოუკიდებლობისა და საკუთარი უფლებების დაცვის სურვილი ამოძრავებს. ეროვნული დამოუკიდებლობის სურვილისა და მეტოქეობისა და სიხარბის შერწყმამ წარმოშვა ის ფეთქებადი სიტუაცია, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ძალიან ხშირად, როდესაც ეროვნული ინტერესები ხალხის საერთო ინტერესებს უპირისპირდება, ეროვნული ინტერესები იმარჯვებს.

ნაციონალიზმი სათანადოდ შეიძლება აღიწეროს გამოთქმით, რომელსაც ფსალმუნმომღერალი იყენებს, კერძოდ კი, „მომსრავი ჭირით“ (ფსალმუნები 90:3). ის არის ადამიანებში გავრცელებული ჭირივით, რომელსაც მათთვის საშინელი ტანჯვა მოაქვს. ნაციონალიზმი და მის შედეგად სხვა ერების ხალხთა სიძულვილი, საუკუნეებია, რაც არსებობს. დღეს ნაციონალიზმი დაყოფის ცეცხლზე ნავთს ასხამს და ადამიან მმართველებს მისი შეჩერება არ ძალუძთ.

მრავალ ხელისუფალს ესმის, რომ ნაციონალიზმი და პირად ინტერესებს გამოდევნება მსოფლიო პრობლემების ძირითადი მიზეზია. მაგალითად, გაერთიანებული ერების ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, უ ტანმა, აღნიშნა: «დღევანდელი პრობლემების მიზეზი მცდარი შეხედულებებია . . . ამ შეხედულებათა შორის არის ნაციონალიზმი — „ჩემი სამშობლო ყოველთვის მართალია“». და მაინც, დღეს ერები პირად ინტერესებს არიან გამოდევნებული და უფრო და უფრო ითხოვენ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას. ვისაც აქვს სუვერენიტეტი, არ სურს, რომ ოდნავ მაინც შეულახონ იგი. მაგალითად, „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნმა“ ევროკავშირის შესახებ აღნიშნა: „მეტოქეობა და უნდობლობა ევროპელ პოლიტიკოსთა ძირითად მახასიათებელ ნიშნად რჩება. ევროკავშირის წევრთა უმეტესობისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია, მათ შორის ვინმეს მეტი გავლენა ჰქონდეს ან ლიდერობდეს“.

ღვთის სიტყვა, ბიბლია, მართებულად აღწერს ადამიანთა ყველა მმართველობის შედეგს; მასში ნათქვამია: „ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ცალკეულ სუვერენულ სახელმწიფოებად მსოფლიოს დაყოფის შედეგად ადამიანთა დაჯგუფებები თუ ცალკეული პიროვნებები ხედავენ, როგორ სრულდება მათზე ბიბლიური პრინციპი: „განმარტოებული კაცი თავისი ეგოისტური სურვილის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1, აქ).

ჩვენს შემოქმედს, რომელმაც იცის, თუ რა არის ჩვენთვის საუკეთესო, არასოდეს განუზრახავს, რომ ადამიანებს საკუთარი მთავრობები დაეფუძნებინათ და თავად ემმართველათ. ცალკეული სახელმწიფოების დაფუძნებით ადამიანებმა უგულებელყვეს ღვთის განზრახვა და ის ფაქტი, რომ ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის. ფსალმუნების 94:3—5–ში ნათქვამია: „უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე — ყველა ღვთაებაზე აღმატებული; რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა“. ღმერთი არის უზენაესი მმართველი, რომელსაც სამართლიანად ეკუთვნის, რომ მმართველობას მისგან მოელოდნენ. საკუთარი უზენაესობისთვის ბრძოლით ერები ღვთის ნების წინააღმდეგ მიდიან (ფსალმუნები 2:2).

რა არის საჭირო?

მსოფლიოს გაერთიანების ერთადერთი საშუალება ის არის, რომ მთელ მსოფლიოს ჰყავდეს ერთი მმართველი, რომელიც ყველას კეთილდღეობაზე იზრუნებს. მრავალი მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს ამ ფაქტს. მაგრამ ისინი ამ მმართველს იქიდან არ მოელიან, საიდანაც საჭიროა. მაგალითად, მრავალი სხვა მიმომხილველი, და მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირები, ხალხს მოუწოდებენ, რომ მსოფლიოს გაერთიანებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან მოელოდნენ. მაგრამ ადამიანთა ორგანიზაციები, რამდენად კეთილშობილურიც უნდა იყოს მათი იდეები, ვერასოდეს შეძლებენ კაცობრიობის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრას. პირიქით, ამ ორგანიზაციათა უმეტესობაშიც ისეთივე დაყოფებია, როგორიც სხვადასხვა ერს შორის.

ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ადამიანთა მიერ დაფუძნებული სტრუქტურებიდან არ მოველოდეთ პრობლემების გადაჭრას. მასში ნათქვამია: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“ (ფსალმუნები 145:3). ნიშნავს თუ არა ეს სიტყვები, რომ მსოფლიოს გაერთიანების არავითარი იმედი არ არსებობს? არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, არსებობს სხვა საშუალება.

მრავალმა არ იცის, რომ ღმერთმა უკვე დაამყარა მთავრობა, რომელსაც მთელი მსოფლიოს გაერთიანება შეუძლია. ბიბლიაში იეჰოვა ღმერთი ამბობს: «„მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე — ჩემს წმიდა მთაზე“. მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს — სამკვიდრებლად» (ფსალმუნები 2:6, 8). ყურადღება მიაქციეთ, რომ საღვთო წერილი მიუთითებს იეჰოვაზე, როგორც პიროვნებაზე, რომელმაც ‘აკუთხა მეფე’ და მე–7 მუხლში ღმერთი ამ მეფეს ‘თავის ძედ’ მოიხსენიებს. აქ საუბარია ღვთის უდიდეს სულიერ ძეზე, იესო ქრისტეზე. მას ღმერთმა ყველა ერებზე მმართველობის ძალაუფლება მისცა.

როგორ გაერთიანდება მსოფლიო?

ადამიანთა უმეტესობა არ სცნობს ღვთის მიერ დაფუძნებულ ზეციერ მმართველობას. ერები მთელი ძალით ეჭიდებიან საკუთარი თავისთვის მინიჭებულ სუვერენიტეტს. მაგრამ ღმერთი არ მოუთმენს მათ, ვინც არ აღიარებს მის უზენაესობას და იმ მთავრობას, რომელიც თავად დააფუძნა. მათ შესახებ, ვინც ღვთის მიერ დაფუძნებულ სტრუქტურებს არ აღიარებს, ფსალმუნების 2:9–ში ნათქვამია: „შენ [ძე, იესო ქრისტე] დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“. გაცნობიერებული აქვთ ერებს ეს თუ არა, ისინი ახლა იმ გზას ადგანან, რომელიც ღმერთთან უთანხმოებამდე მიიყვანთ. ბიბლიის ბოლო წიგნში საუბარია „მთელი მსოფლიოს მეფეებზე“, რომლებიც „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ საომრად იკრიბებიან (გამოცხადება 16:14). ერები და მათი დამყოფი გავლენა მოისპობა. ამგვარად გზა გაუთავისუფლდება ღვთის მთავრობას, რომელიც დაუბრკოლებლად იმოქმედებს.

იეჰოვა ღმერთი, სამყაროს უზენაესი მმართველი, თავისი ძის მეშვეობით გონივრულად გამოიყენებს ძალას, რათა მსოფლიოს გასაერთიანებლად საჭირო ცვლილებები მოახდინოს. ღვთის მთავრობა ნამდვილად გააერთიანებს ადამიანებს და კურთხევებს მოუტანს ყველას, ვისაც სამართლიანობა უყვარს. ხომ არ გამოყოფდით რამდენიმე წუთს იმისათვის, რომ 71–ე ფსალმუნი წაგეკითხათ? იქ მოცემულია იმის წინასწარმეტყველური სურათი, თუ რას მოუტანს ღვთის ძის მმართველობა კაცობრიობას. მსოფლიო გაერთიანებული იქნება და ყველა დღეს არსებული პრობლემა — ჩაგვრა, ძალადობა, სიღარიბე და სხვა — მოისპობა.

დღევანდელ დაყოფილ მსოფლიოში მრავალი ფიქრობს, რომ ასეთი იმედი არარეალურია. მაგრამ არასწორი იქნებოდა, ამგვარად გვეფიქრა. ღვთის დანაპირები ყოველთვის სრულდებოდა და შესრულდება კიდეც (ესაია 55:10, 11). გსურთ იხილოთ ეს ცვლილება? თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა. დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმ დროისთვის ემზადებიან. ისინი არიან ყოველი ერიდან, მაგრამ ერთმანეთთან ბრძოლის ნაცვლად, გაერთიანებულად ემორჩილებიან ღვთის უზენაეს მმართველობას (ესაია 2:2—4). ვისზეა აქ საუბარი? ეს ადამიანები იეჰოვას მოწმეების სახელით არიან ცნობილნი. ხომ არ მიიღებდით მათ მიწვევას და დაესწრებოდით მათ შეხვედრას? მაშინ თქვენც მიიღებდით სიამოვნებას იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ, დაემორჩილოთ ღვთის უზენაეს მმართველობას და გაიხაროთ ერთიანობით, რომელიც არასოდეს დასრულდება.

[სურათები 7 გვერდზე]

ადამიანები, რომლებიც ყველა ერიდან არიან, გაერთიანებულ მსოფლიოში საცხოვრებლად ემზადებიან.

[საავტორო უფლებები დაცულია 4 გვერდზე]

Saeed Khan/AFP/Getty Images

[საავტორო უფლებები დაცულია 5 გვერდზე]

Woman grieving: Igor Dutina/AFP/Getty Images; protesters: Said Khatib/AFP/Getty Images; armored cars: Joseph Barrak/AFP/Getty Images