არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მეორე რჯულის 14:21-ში ვკითხულობთ: „არ ჭამოთ არავითარი ლეში“. ხომ არ ეწინააღმდეგება ამას ლევიანების 11:40-ში ჩაწერილი სიტყვები: „რომელმაც ჭამოს მკვდარი მათგანი [ლეში], უნდა გარეცხოს თავისი სამოსელი და უწმიდური იქნება საღამომდე“?

ამ ორ მუხლში არანაირი ურთიერთსაპირისპირო აზრი არ არის ჩაწერილი. პირველი მუხლი მკვდარი ცხოველების ჭამასთან დაკავშირებული აკრძალვის გამეორებაა; ეს ცხოველები, შესაძლოა, გარეული მხეცების მიერ იყო დაგლეჯილი (გამოსვლა 22:31; ლევიანები 22:8). მეორე მუხლში ახსნილია, რის გაკეთება შეეძლო ისრაელის მკვიდრს, თუ შემთხვევით ამ აკრძალვას დაარღვევდა.

ფაქტობრივად, თუ კანონი რამეს კრძალავდა, ეს არ ნიშნავდა, რომ მას ყოველთვის დაიცავდნენ. მაგალითად, არსებობდა კანონები ქურდობის, მკვლელობის, ცრუ მოწმედ გამოსვლისა და ა. შ. წინააღმდეგ. ამავე დროს, კანონში მოცემული იყო სასჯელებიც, რომლებიც ღვთის მიერ მიცემული კანონის დამრღვევებს ეხებოდა. ასეთი სასჯელების არსებობა ძალას მატებდა კანონებს და ცხადყოფდა, თუ რამდენად სერიოზული იყო ისინი.

თუ პიროვნება უგულებელყოფდა მკვდარი ცხოველების ჭამის შესახებ აკრძალვას, იეჰოვას თვალში უწმინდური იქნებოდა და განწმენდის მიზნით შესაბამისი პროცედურა უნდა გაევლო. თუ ის სათანადოდ არ განიწმინდებოდა, ‘პასუხს აგებდა თავის დანაშაულზე’ (ლევიანები 17:15, 16, აქ).