არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჩვენ გავიმარჯვეთ!“

„ჩვენ გავიმარჯვეთ!“

„ჩვენ გავიმარჯვეთ!“

იეჰოვას მოწმეებმა 2002 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მბანდაკაში საოლქო კონგრესი ჩაატარეს. როდესაც კონგრესზე გამოცხადდა, რომ ლინგალა ენაზე გამოიცა „ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დამსწრეებმა, პირდაპირი გაგებით, სიხარულისგან ხტუნვა დაიწყეს და ზოგს ცრემლები გადმოსცვივდა. მოგვიანებით, უფრო ახლოდან რომ ენახათ ახალი ბიბლია, ბევრმა სცენასთან მიირბინა. ისინი აღტაცებით ამბობდნენ: „ბასუკი, ბასამბვი“, რაც ნიშნავდა: „ჩვენ გავიმარჯვეთ! ჩვენ ვაჯობეთ მათ!“

რატომ იყო მსმენელი ასე აღტაცებული და რას გულისხმობდნენ ისინი ამ სიტყვებში? მბანდაკას ზოგიერთ ნაწილში იეჰოვას მოწმეებს არ შეეძლოთ ლინგალა ენაზე ბიბლიის შეძენა. რატომ? იმიტომ, რომ სასულიერო პირებმა უარი განაცხადეს იეჰოვას მოწმეებისთვის მის მიყიდვაზე. მოწმეები სხვების მეშვეობით ყიდულობდნენ ბიბლიას. ახლა ისინი უსაზღვროდ გახარებულები იყვნენ, რადგან სასულიერო პირები მეტად ვეღარ შეძლებდნენ მათთვის ხელის შეშლას, რომ ბიბლია ჰქონოდათ.

ახალ თარგმანს არა მარტო იეჰოვას მოწმეებისთვის მოაქვს სარგებლობა, არამედ ფართო მკითხველისთვისაც. მამაკაცმა, რომელიც იმ ადგილთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც კონგრესი ტარდებოდა და საკუთარი სახლიდან მოისმინა მთელი პროგრამა, იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მისწერა: „ძალიან გამიხარდა ამ ბიბლიის გამოცემა. ის ნათელს მოჰფენს ბევრ საკითხს. იეჰოვას მოწმე არა ვარ, მაგრამ მოუთმენლად ველოდები ბიბლიას, რომელიც ეს-ეს არის გამოაქვეყნეთ“.

ამჟამად „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სრულად ხელმისაწვდომია 32 ენაზე, ხოლო „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ — 18 ენაზე, მათ შორის ლინგალაზე. თუ გსურთ, პირადად გქონდეთ ის, ჰკითხეთ იეჰოვას ერთ-ერთ მოწმეს, როგორ შეგიძლიათ ამ მშვენიერი თარგმანის ეგზემპლარის მიღება.