არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანგრძლივი მგზავრობა კურთხეული აღმოჩნდა

ხანგრძლივი მგზავრობა კურთხეული აღმოჩნდა

ხანგრძლივი მგზავრობა კურთხეული აღმოჩნდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორმა ღვიძლმა დამ გადაწყვიტა საოლქო კონგრესზე დასწრება ლისალაში — საომარ ზონაში მყოფ ქალაქში. კონგრესის დევიზი იყო „დიდება მივაგოთ ღმერთს“. სულიერი სწავლებისა და ქრისტიანებთან ურთიერთობის გარდა, მათ სურდათ კინშასაში მდებარე ფილიალში მომსახურე და–ძმებთან შეხვედრა. ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, წლების განმავლობაში მათ არავინ უნახავთ ფილიალში მომსახურეთაგან და ამიტომ უნდოდათ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვათ.

მშობლიური ბასანკუსუდან ლისალაში დები პიროგათი — ვიწრო და გრძელი ნავით — გაემგზავრნენ. მათ დაახლოებით 300 კილომეტრი უნდა გაევლოთ და გადაეკვეთათ ტყე და ორი მდინარე. მგზავრობას სამი კვირა დასჭირდა. ორივე მათგანი სრული დროით მსახურია. ერთი უკვე 3 წელია, რაც პიონერად მსახურობს, მეორე კი —19 წელი; ამიტომ მათ ხელიდან არ გაუშვეს იმის შესაძლებლობა, რომ მგზავრობის დროსაც ექადაგათ სასიხარულო ცნობა მათთან, ვისაც შეხვდებოდნენ. დებმა იქადაგეს დაახლოებით 110 საათი, გაავრცელეს 200 ტრაქტატი და 30 ჟურნალი.

მათ მოუწიათ ნავით მგზავრობა მდინარეზე, სადაც ბეჰემოთები და ნიანგები მრავლად არიან. ისინი ღამით არ მგზავრობდნენ, რადგან ამ სახიფათო ზონაში სიბნელეში გადაადგილება საშიში იყო. მათ აგრეთვე გაიარეს სამხედრო საკონტროლოგამშვები პუნქტები.

ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის მიუხედავად, დები მოხარულები იყვნენ, რომ ძალისხმევა არ დაიშურეს იქ მისასვლელად. ისინი ბედნიერები და ღვთის მადლიერები იყვნენ, რომ ლისალაში კონგრესზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. მათი გულები ენთუზიაზმით იყო სავსე. მათ უდიდესი გამხნევება მიიღეს კონგრესზე დამსწრე 7 000 და–ძმისგან. უკან დაბრუნებისას გზაზე იგივე სირთულეები შეხვდათ, მაგრამ ძალიან გაიხარეს, როცა ოჯახის წევრები ცოცხლები და უვნებლები დახვდნენ.